ესპანეთის თასის გათამაშების განმეორებით ნახევარფინალურ დაპირისპირებაში “ბარსელონამ” “ვილიარეალს” სტუმრად სძია და ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება მოიპოვა.
კატალონიელებმა ანგარიში საკმაოდ სწრაფად, მე-3 წუთზე ნეიმარის გოლით გახსნეს. “ვილიარელმა” ტაიმის დასრულებამდე 6 წუთით ადრე დოს სანტოსის გოლით გაათანაბრა და ტაიმის ფრედ დასრულებაც შეძლო, მაგრამ მეორე ნახევარში სუარესმა საკუთარი გუნდი კვლავ დააწინაურა. 88-ე წუთზე კი ნეიმარმა დუბლი შეასრულა და საბოლოო 1:3 დააფიქსირა, რაც ორი შეხვედრის ჯამში 2:6-ს ნიშნავდა კატალონიელთა სასარგებლოდ.
30 მაისს გასამართ ფინალურ დაპირისპირებაში “ბარსელონა” “ესპანიოლი” – “ბილბაოს” გამარჯვებულს შეხვდება.