ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში გათამაშების ცხრილის ლიდერი „ჩელსი“ გასვლაზე „სუონსის“ შეხვდა და ანაგრიშით 5:0 გაანადგურა.
პირველი გოლი მატჩის პირველივე წუთზე ოსკარმა გაიტანა. „ლურჯების“ უპირატესობა მე-20 წუთზე გაიზარდა, როდესაც სესკ ფაბრეგასის პასით გოლის გატანა დიეგო კოსტამ მოახერხა. თოთხმეტ წუთში კოსტამ დუბლიც გაიფორმა, 36-ე წუთზე კი იგივე ოსკარმაც გააკეთა – 4:0.
მეორე ნახევარში 79-ე წუთამდე არაფერი შეცვლილა, როდესაც გოლი ანდრე შურლემ გაიტანა.
საბოლოოდ, 5:0 და ჟოზე მოურინიოს გუნდი სახლში კარგი განწყობითა და 3 ქულით ბრუნდება. ამჟამად „არისტოკრატთა“ მონაგარი 52 ქულაა.
„სუონსი“ – „ჩელსი“ 0:5
გოლები: ოსკარი 1′, 36′, დიეგო კოსტა 20′, 34′, შურლე 79′