გიორგი ჭანტურია: “საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელებს ფეხბურთი უყვართ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ჭანტურიამ გერმანიის ნაკრებთან გამართული მატჩი შეაფასა.

გიორგი ჭანტურია: „ჩემი აზრით, გერმანიის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. მათ ჰყავთ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ. მართალია, კლასში დიდი განსხვავება იყო, მაგრამ მიღებული გამოცდილება მომდევნო შეხვედრებში დაგვეხმარება. მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებს ისეთი სამწვრთნელო შტაბი ჩაუდგა სათავეში, რომელსაც ფეხბურთი უყვარს. ეს მახარებს. უკეთესობა აშკარად იგრძნობა.“

ბუქარესტის “სტიაუას” გიორგი ჭანტურიას შეძენა სურს

არ არის გამორიცხული, ზაფხულიდან ქართველი თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია რუმინეთის ჩემპიონ “სტიაუას” რიგებში ვიხილოთ.

FANATIK.RO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბუქარესტელები ლუჩიან სინმერტიანის შემცვლელს ეძებენ, ამიტომ კლუბის ხელმძღვანებლობა 21 წლის ფეხბურთელის შეძენას შეეცდება.

როგორც ცნობილია, ჭანტურიამ მიმდინარე სეზონი “კლუჟში” უნდა ჩაამთავროს და თუ ის “სტიაუას” წინადადებას ახლავე დათანხმდება, “სტიაუას” მფლობელი ჯოჯრ ბეკალი მზადაა, მას სეზონის ბოლომდე, ყოველთვიურად, ხელფასის სახით 10 000 დოლარი გადაუხადოს.

შეგახსენებთ, რომ “სტიაუას” რუმინეთის ჩემპიონატი 25-ჯერ აქვს მოგებული. მიმდინარე სეზონშიც, კონსტანტინ გილკეს შეგირდები ცხრილში პირველ პოზიციას იკავებენ, რაც გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპის ლიგაზე მოხვედრის კარგ შანსს აძლევს.

ჭანტურია: “ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ”

რუმინული “კლუჟის” ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია აცხადებს, რომ ამჟამად გუნდი ძალიან რთულ მდგომარეობაშია და სიტუაციის გამოსასწორებლად თავდაუზოგავი შრომაა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ სახელფასო დავალიანების გამო, ჭანტურიას გუნდს 24 ქულა დააკლეს და ის ჩემპიონატის ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს.

15 მარტს, რუმინეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში, “კლუჟმა” საკუთარ მოედანზე “ვიიტორული” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი “კლუჟისათვის” 2015 წელს ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში პირველი იყო.

“სამწუხაროა, რომ ჩემს გოლს გუნდისათვის წარმატება არ მოუტანია. სულელური მიზეზების გამო ბევრ გოლს ვუშვებთ, ეს პრობლემა კი აუცილებლად უნდა აღმოვფხრათ. პრობლემები გვაქვს დაცვაშიც, ამრიგად თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ.

ცუდია, რომ 2015 წელს პირველი გოლი სწორედ ახლა გავიტანეთ. ჩემპიონატის დასრულებამდე ბევრი მატჩია დარჩენილი, ამიტომ არ ვიცი, მოგვიწევს თუ არა მეორე ლიგაში დაქვეითება. ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, მაგრამ შეგვიძლია, ერთად ყველა პრობლემას გავუმკლავდეთ.

მეორე ლიგაზე ფიქრიც კი არ მინდა. ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. ჩვენ გვყავს გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონზე მხარს გვიჭერენ, მათ კი პატივი უნდა ვცეთ. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში”, – ციტირებს ჭანტურიას სიტყვებს Stiridesport.ro.

გიორგი ჭანტურიამ “ვიიტორულს” ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

15 მარტს, რუმინეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში, “კლუჟმა” საკუთარ მოედანზე “ვიიტორული” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მხრიდან შეხვედრაში ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ გაიტანა. 21 წლის თავდამსხმელმა სტუმართა გუნდის კარი 38-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით დალაშქრა და ანგარიში 1:1 გახადა.

გიორგი ჭანტურიას თანაგუნდელების საქციელი, რომელმაც მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ატირა (ვიდეო)

2 დეკემბერს, რუმინეთის თასზე, რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე “მიოვენიმ” საკუთარ მოედანზე გიორგი ჭანტურიას “კლუჟს” უმასპინძლა.

62-ე წუთამდე, მასპინძლები მეტოქეს 3:0-ს ამარცხებდნენ, თუმცა 62-ე წუთზე სტუმართა გუნდის ფრანგმა თავდამსხმელმა გრეგორი ტადემ პენალტით ანგარიში ორამდე შეამცირა. 69-ე წუთზე სხვაობა ერთამდე ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ დაიყვანა. ამის შემდეგ კი მოედანზე მართლაც უსიამოვნო რამ მოხდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ “მიოვენის” ფეხბურთელმა დაზიანება მიიღო, მისმა თანაგუნდელმა კი ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ გადაგზავნა. ფეირ-ფლეის პრინციპების თანახმად, “კლუჟის” მოთამაშეებს ბურთი მასპინძლებისთვის უნდა დაებრუნებინათ, თუმცა ისინი ასე არ მოიქცნენ და რაც ყველაზე საინტერესოა, 88-ე წუთზე შეტევა გოლით დაასრულეს და ანგარიში გაათანაბრეს.

შეხვედრის დამატებით წუთებზე, საქმე იქამდე მივიდა, რომ “კლუჟმა” კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოოდ ანგარიშით 3:4 გაიმარჯვა.



გიორგი ჭანტურიამ რუმინეთის თასზე გაიტანა (ვიდეო)

2 დეკემბერს, რუმინეთის თასზე, “მიოვენიმ” საკუთარ მოედანზე გიორგი ჭანტურიას “კლუჟს” უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ 61-ე წუთამდე მასპინძლები 3:0-ს იგებდნენ, თუმცა ამის შემდეგ სტუმრებმა ოთხი გოლის გატანა შეძლეს. 68-ე წუთზე თავის გამოჩენა გიორგი ჭანტურიამაც მოახერხა, რომელმაც ანგარიში 3:2 გახადა.

ათი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელთაც “მომავალი ლიონელ მესი” უწოდეს

როდესაც ფეხბურთში ნიჭიერი მოთამაშე გამოჩნდება, რომელსაც აქვს კარგი ტექნიკა, დრიბლინგი და სხვა დადებითი თვისებები, მას პრესაში “მომავალ ლიონელ მესის” უწოდებენ.

გიორგი ჭანტურია – “ქართველი ლიონელ მესი”

chanturia

რაიან გოლდი – “შოტლანდიელი ლიონელ მესი”

ryan-gauld

სარდარ აზმუნი – “ირანელი ლიონელ მესი”

iranian

დილ ალი – “ინგლისელი ლიონელ მესი”

dele

მარტინ ედეგორი – “ნორვეგიელი ლიონელ მესი”

edegor

იკერ მუნიანი – “ესპანელი ლიონელ მესი”

muniani

მარკო მარინი – “გერმანელი ლიონელ მესი”

marin

ალექს მორგანი – “ქალთა ფეხბურთის ლიონელ მესი” (აშშ)

morgan

სეუნგ-ვო ლი – “კორეელი ლიონელ მესი”

unico-pecado-que-cometido-lee-querer-jugar-futbol-1396612555662

ალან ძაგოევი – “რუსი ლიონელ მესი”

dzagoev

გიორგი ჭანტურიამ “კლუჟს” “რაპიდთან” მოაგებინა (ვიდეო)

30 ოქტომბერს, რუმინეთის თასზე ბუქარესტის “რაპიდმა” საკუთარ მოედანზე “კლუჟს” უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 87-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ მეტოქის კარი დალაშქრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი ჭანტურიამ ბუქარესტის “დინამოს” გაუტანა (ვიდეო)

18 ოქტომბერს, რუმინეთის ჩემპიონატში “კლუჟმა” საკუთარ მოედანზე ბუქარესტის “დინამო” მიიღო და მეტოქე ანგარიშიტ 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია, რომელმაც მე-20 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1:1 გახადა.

ჭანტურია დინამოში ითამაშებს

საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებების კაპიტანი დიდი ალბათობით კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს.

ჭანტურია გასულ სეზონში თბილისის “ლოკომოტივში” თამაშობდა, თუმცა პირველ ლიგაში თამაში აღარ სურდა და გუნდის შეცვლა გადაწყვიტა. ფეხბურთელს უცხოური ვარიანტებიც ჰქონდა, მაგრამ არჩევანი თბილისურ კლუბზე შეაჩერა.

უმაღლესი ლიგის პირველი ტურის მატჩს თბილისის “დინამო” 10 აგვისტოს, “სამტრედიის” წინააღმდეგ გამართავს.

რაფა მარკესი გიორგი ჭანტურიას თანაგუნდელი გახდა

ვეტერანი მექსიკელი ფეხბურთელი რაფა მარკესი ამიერიდან გიორგი ჭანტურიასთან ერთად “ჰელას ვერონაში” ითამაშებს. 35 წლის მოთამაშის ახალ გუნდში გადასვლა მისმა ყოფილმა გუნდმა “ლეონმა” ოფიციალურად დაადასტურა.

“ჩვენი კლუბი რაფაელ მარკესს “ჰელას ვერონაში” წარმატებებს უსურვებს”, – ვკითხულობთ “ლეონის” განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მარკესს თავის დროზე “მონაკოსა” და “ბარსელონაში” უთამაშია. მექსიკელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს უკაპიტნა.

 

გიორგი ჭანტურია: “ოფიციალურად “კლუჟის” ფეხბურთელი ვარ”

გიროგი ჭანტურაი რუმინული “კლუჟის” ფეხბურთელი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას ქართველი მოთმაშე საკუთარ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით ადასტურებს.

“მე ოფიციალურად “კლუჟის” ფეხბურთელი ვარ. მივდივარ “კლუჟში” იმიტომ, რომ სათამაშო დრო მექნება და გუნდს დავეხმარები! არ მინდა წინასწარ არაფრის თქმა, მაგრამ ზაფხულში ყველა ყველაფერს მიხვდება და გაიგებს. ძალიან დიდი მადლობა “ვიტესს” ყველაფრისთვის. უბედნიერესი ვარ იმით, რაც დღეს მოხდა”. – წერს გიორგი ჭანტურია.