გია გრიგალავამ კავკასიურ დერბიში გაიტანა

რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში მახაჭკალის „ანჟისა“ და გროზნოს „ტერეკს“ შორის კავკასიური დერბი შედგა. მატჩი დაღესტნური გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა, რაშიც თავისი წვლილი „ანჟის“ ქართველმა მცველმა გია გრიგალავამაც შეიტანა.

ანგარიში შეხვედრის მე-6 წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა ვლადიმირ ბისტროვმა გახსნა. 33-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ გია გრიგალავამ „ანჟის“ უპირატესობა განამტკიცა. მე-60 წუთზე ანგარიში გამანადგურებელი გახადა დმიტრი ბილიალეტდინოვმა.

ამრიგად, ბოლოადგილოსანმა „ანჟიმ“ 20 ქულა მოაგროვა და პრემიერლიგაში დარჩენისთვის გასამართ საპლეიოფო მატჩებში ასპარეზობის თეორიული შანსი შეინარჩუნა. სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ანჟის“ სასურველ მე-14 პოზიციამდე, რომელიც სამარის „კრილია სოვეტოვი“ აქვს დაკავებული,  6 ქულა აშორებს. „ტერეკს“ 29 ქულა დარჩა და ახლა ჩეჩნური გუნდი იმისთვის იბრძვის, რომ საპლეიოფო მატჩებში არ მოხვდეს.

ბექა დოგრაშვილი

ოთხ წუთში დანიშნულ სამი პენალტი და მხოლოდ ერთი გოლი

7 ნოემბერს, რუსეთის მესამე დივიზიონში, გროზნოს “ტერეკისა” და “ალანიას” მეორე გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა “ალანიას” კარის მიმართულებით, ოთხ წუთში სამი პენალტი დანიშნა, თუმცა “ტერეკის” ფეხბურთელებმა აქედან მხოლოდ ერთის ზუსტად გამოყენება მოახერხეს.