ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კარლოს ტევესმა “მილანის” წინააღმდეგ გამართულ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ბიანკონერის” “სან სიროზე” გამარჯვება ძალიან ჭირდებოდა.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” “მილანი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გოლების გატანა ლორენტემ და ტევესმა მოახერხეს. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ტურინელებმა ჩემპიონატის ცხრილში უახლოეს მდევარ “რომას” 11 ქულით გაასწრეს.
“ამ მატჩში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვიცოდით, რომ “რომამ” “ინტერთან” სამი ქულის მოპოვება ვერ შეძლო, ჩვენ კი ჩვენი შანსი გამოვიყენეთ”, – ამბობს ტევესი.