სლავა მეტრეველი – 78

დღეს სლავა მეტრეველის დაბადების დღეა. ქართული ფეხბურთის ლეგენდა 1963 წლიდან 1971 წლამდე იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. 259 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 73 გოლი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ბროლის თასის მფლობელი, საბჭოთა ნაკრების უცვლელი წევრი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატების და ფიფას მსოფლიო ნაკრების მატჩის მონაწილე. რვაჯერ იყო დასახელებული 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში და აქედან შვიდჯერ პირველ ნომრად. განუმეორებელი სლავა მეტრეველი 1998 წელს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დინამო VS ჩიხურა – ურთიერთშეხვედრები

21 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი გაიმართება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და დაპირისპირების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წარმოგიდგენთ. პირდაპირ ეთერსა და ტექსტურ ლაივს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 10 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე უდიდესი უპირატესობაა – 7 მოგება და 3 ფრე. ბურთების ბალანსი 32/8 თბილისელთა სასარგებლოდ. 2006 წლის 18 ნოემბერს დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები ხუციშვილმა, იაშვილმა და თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და თბილისურმა გუნდმა მშრალი ანგარიშით – 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით ფეიქრიშვილი, იაშვილი, მერებაშვილი, ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ–თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ხმალაძემ მიამატა. მეექვსე შეხვედრა ამ გუნდებს შორის საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები გრაიციარის, ჩისკოს, მერებაშვილის და კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ჯაბა დვალმა – დუბლი, ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა. 2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ ისევ ჰეთ–თრიქი გაიფორმა. თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს. 4 აპრილს ივანწმინდაში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. ბოლოშეხვედრა დინამოზე 7 მაისს გაიმარტა და უგოლოდ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები შარშანაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თასის გადამწყვეტ შეხვედრაში. დინამომ 3:1 აჯობა მეტოქეს. მერებაშვილმა, ხმალაძემ და ძარიამ გაიტანეს გოლები.
შემდეგ დინამო და ჩიხურა სუპერთასის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ჩიხურამ მინიმალური ანგარიშით 1:0 აჯობა ჩემპიონსა და თასის მფლობელს.

fcdinamo.ge

17 მაისი დინამოს ისტორიაში

17 მაისს საქართველოს 25- ე ჩემპიონატის ბოლო ტურში დინამო თბილისი, როგორც ამ პირველობის ჩემპიონი რუსთავის მეტალურგს უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

17 მაისს დინამოს თავის ისტორიაში 9 მატჩი აქვს გამართული. 5 მოგება, ერთი ფრე და 3 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 16/8 თბილისელთა სასარგებლოდ.

1946 წელს დინამომ მოსკოვის კრილია სოვეტოვი 2:1 დაამარცხა. გოლები ანთაძემ და პანიუკოვმა გაიტანეს. ათი წლის შემდეგ თბილისელებმა სტალინოს შახტიორს აჯობა. ზაზროევმა და ხასაიამ გამოიჩინეს თავი. 1964 წელს დონეცკის შახტიორთან დამარცხდა ჩვენი გუნდი 1:2. გოლი აფშიევმა გაიტანა.

1992 წელს დინამომ ოზურგეთის მერცხალს მოუგო 2:0. ინალიშვილმა და რეზო არველაძემ გაიტანეს გოლები. 1996 წელს თბილისელებს ლანჩხუთის გურიასთან ტექნიკური მოგება 3:0 ჩაეთვალათ. 2000 წელს სამტრედიის იბერიასთან მატჩი უგოლოდ დასრულდა. 2003 წელს თბილისელებმა 5:1 იმარჯვეს ფოთის კოლხეთთან.

ახალაიამ დუბლი შეასრულა. თითო გოლი კი ალექსიძის, კვირკველიას და სამხარაძის ანგარიშზეა. მომდევნო წელს ვიტ ჯორჯიამ დაამარცხა დინამო ანგარიშით 3:1. გოლი ახალაიას გაიტანა. 2009 წელს ზუგდიდის მგლებთან დამარცხდა დინამო მინიმალური ანგარიშით 0:1.

FCDinamo.GE

მიხეილ ბერძენიშვილი – 100

დღეს თბილისის დინამოს პირველი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის და სპორტის დამსახურებული ოსტატის – მიხეილ ბერძენიშვილის დაბადების დღეა. დინამო თბილისის, საქართველოს და ამიერკავკასიის ნაკრებების წევრი. ჩვენი გუნდის რიგებში ჩაატარა 160 შეხვედრა და გაიტანა 50 გოლი. არის ორგზის სსრკ- ს ვიცე ჩემპიონი 1939 და 1940 წლებში. ორგზის პრიზიორი 1936 და 1946 წლებში. 1948 წელს იყო დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი. მიხეილ ბერძენიშვილი 1981 წელს გარდაიცვალა.

fcdinamo.ge

დინამო VS მეტალურგი – ურთიერთშეხვედრები

შაბათს, 17 მაისს, თბილისის დინამო უმაღლესი ლიგის ბოლო ტურის შეხვედრას დინამო არენაზე მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება.

ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელები რუსთავულ გუნდს 49–ჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ, დედაქალაქელთა უპირატესობა საგრძნობია – 30 მოგება, 10 ფრე და 9 მარცხი, ბურთების შეფარდება 96/38 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. 1993 წლის 3 ივნისს დინამოელებმა თბილისში, რუსთავის გორდას გამანადგურებელი ანგარიშით 12:4 სძლიეს. დაპირისპირების სერიის ყველაზე პოპულარული ანგარიში კი 2:0 არის, მატჩის ბოლოს მსგავსი რეზულტატი 8–ჯერ დაფიქსირდა და რვაჯერვე დინამოს სასარგებლოდ.
ბოლოჯერ კი ეს გუნდები 19 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. რუსთავში გამართული მატჩი დინამოელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები ჩისკომ და პაპუნაშვილმა გაიტანეს.

fcdinamo.ge

სიონი – დინამოს გიორგი ვადაჭკორია იმსაჯებს

საქართველოს ჩემპიონატის 31– ე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამო 11 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავს – გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ა. კოკაია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ხ. გაგნიძე და გ. კიკაჩეიშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ლ. კვარაცხელია შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 23 აპრილს თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში იმსაჯა. დინამო თბილისმა გორის დილა 4:2 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ხუთჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა 6 მაისს უმაღლეს ლიგაში გამართული ზუგდიდი 1:0 სპარტაკი არის. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები შვიდჯერ გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია (8.06.1977)

===========================================
უმაღლესი ლიგა – 114 თამაში / 477 ყვითელი / 23 წითელი / 30 პენალტი

პირველი ლიგა – 8 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

მეორე ლიგა – 12 თამაში / 28 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი – 9 თამაში / 34 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

11 მაისი დინამოს ისტორიაში

კვირას 11 მაისს, დინამოელები ეროვნული ჩემპიონატის 31- ე ტურის შეხვედრას ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავენ.

11 მაისს დინამოელებს თავის ისტორიაში 9 ოფიციალური მატჩი აქვთ გამართული. 4 მოგება, 4 ფრე და 1 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 17/8 თბილისელთა სასარგებლოდ.

1950 წელს დინამომ 4:1 აჯობა ვოლგოგრადის როტორს. გოლები ჯოჯუამ, ღოღობერიძემ, პაიჭაძემ და მახარაძემ გაიტანეს. ოთხი წლის შემდეგ დინამო ლენინგრადის ზენიტთან 0:3 დამარცხდა. 1975 წელს უგოლო ფრე ტაშკენტის პახტაკორთან. 1979 წელს მტკვრისპირელებმა ჩელებაძის დუბლით და მანუჩარ მაჩაიძის გოლით 3:1 მოუგეს კუიბიშევის კრილია სოვეტოვს. მომდევნო წელს 2:0 მოსკოვის ცსკა- თან. გოლები კი ჩელებაძის და შენგელიას ანგარიშზეა.

1990 წელს სოხუმის ცხუმთან დინამომ 1:1 ითამაშა. გოლი რევიშვილმა გაიტანა. 1995 წელს ისევ ფრე, ამჯერად 2:2 ზუგდიდის დინამოსთან. ჯამარაულმა და დემეტრაძემ გაიტანეს გოლები. 1997 წელს თბილისელებმა ზუგდიდის ოდიშს 5:0 მოუგეს. დემეტრაძის დუბლს, თითო გოლი ყიზილაშვილმა, ჯელაძემ და ხომერიკმა მიამატეს. 2003 წელს ფრედ 0:0 მორჩა ვიტ ჯორჯიასთან მატჩი.

FCDinamo.GE

7 მაისი დინამოს ისტორიაში

7 მაისს დინამო არენაზე მოქმედი ჩემპიონები საჩხერეს ჩიხურას უმასპინძლებენ. 30-ე ტურის შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

7 მაისს დინამოს თავის ისტორიაში 11 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული. 6 მოგება, 2 ფრე და 3 მარცხი. ბურთების ბალანსი 16/8 თბილისელთა სასარგებლოდ.

1995 წელს დინამომ რუსთავის მეტალურგს 3:0 აჯობა. გოლები ჯამარაულმა, ცქიტიშვილმა და დემეტრაძემ გაიტანეს. 1998 წელს ჩატარებული მატჩი თბილისის ლოკომოტივის წინააღმდეგ უგოლოდ დასრულდა.

1950 წელს დინამომ ხარკოვის ლოკომოტივს 3:0 მოუგო. ღოღობერიძის დუბლს ერთი გოლი ჯოჯუამ მიამატა. 1954 წელს თბილისელებმა ღოღობერიძის და ანთაძის გოლებით 2:1 ლენინგრადის ტრუდოვიე რეზერვი დაამარცხა. სამი წლის შემდეგ კიშინიოვის ბურევესტნიკთან ფრე 1:1. ჭკუასელია გოლის ავტორი. 1960 წელს მოსკოვის ტორპედომ აჯობა ჩვენს გუნდს 3:2. ორივე გოლი ღოღობერიძემ გაიტანა. შემდეგ წელს ხარკოვის ავანგარდმა იმარჯვა 1:0. 1962 წელს იგივე ანგარიშით დინამომ კუიბიშევის კრილია სოვეტოვი დაამარცხა. იამანიძე გამარჯვების გოლის ავტორი. 1963 წელს მოსკოვის სპარტაკთან დამარცხდა დინამო 1:2. გოლი ამჯერადაც იამანიძის ანგარიშზეა. 1972 წელს მანუჩარ მაჩაიძის და ყიფიანის გოლებით დინამომ 2:0 აჯობა ალმა ატის კაირატს. 1984 წელს თბილისელებმა ხარკოვის მეტალისტი დაამარცხეს 1:0. შენგელია გახდა გოლის ავტორი.

fcdinamo.ge

“დინამოს” მეორე გუნდმა წალენჯიხაში 4:0 იმარჯვა

დღეს წალენჯიხაში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის 22- ე ტურის შეხვედრა გაიმართა. დინამო-2 ადგილობრივ სქურს დაუპირისპირდა და ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხა მასპინძელი გუნდი.

შეხვედრამ დედაქალაქური გუნდის უპირატესობით ჩაიარა და ეს საბოლოო შედეგშიც აისახა. ანგარიში 25- ე წუთზე მიხეილ ჯიშკარიანმა გახსნა. მანვე შეხვედრის 32- ე წუთზე დუბლი გაიფორმა. მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიში სამამდე გიორგი დიასამიძემ გაზარდა. საფინალო რეზულტატი კი 54- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დააფიქსირა.

სქური 0:4 დინამო-2

დინამო-2: დაუშვილი, თათხაშვილი, ჯაფიაშვილი, სამხარაძე, ბაჩიაშვილი, კვეკვესკირი (ა. გურეშიძე 75), ფალავანდიშვილი (ქაჯაია 55), ლობჟანიძე (მაკასარაშვილი 70), ჯიშკარიანი (ერისთავი 61), დიასამიძე (ვოლკოვი 65), ზივზივაძე

FCDinamo.GE

დილა vs დინამო – მატჩამდე

23 აპრილს, 16:00 საათზე დინამო თბილისი დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრას გორში დილას წინააღმდეგ გამართავს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გვთავაზობს. ასევე ტრადიციულად პირდაპირ ტექსტურ და ვიდეო რეპორტაჟს დინამოს ვებგვერდზე იხილავთ.

ჩვენი მეტოქე

გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 300 მაყურებელს იტევს. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერ ფერებშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში აღზევდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს.

მწვრთნელი და დილა

მიმდინარე სეზონში გუნდმა მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე დილაში მარტის ბოლოდან გია გიგატაძე მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გორელებმა ხუთი შეხვედრა გამართეს საიდანაც ოთხში დამარცხდნენ და ერთ მატჩში იმარჯვეს.

დინამომდე

ზამთრის პაუზის შემდეგ გორელებმა თასზე დაამარცხეს ტორპედო 2:1. სახლში დამარცხდნენ გურიასთან 1:3. წაგება ზუგდიდთან 1:2. ფრე ვიტ ჯორჯიასთან 1:1. ორი მოგება მერანთან და ტორპედოსთან, შესაბამისად 2:1 და 2:0. წაგება მერანთან 1:2 და ვიტ ჯორჯიასთან იმავე ანგარიშით. მოგება ტორპედოსთან 4:0. მარცხი დინამოსთან თასზე 0:1. ორი წაგება ჩემპიონატში. სპარტაკთან 1:3 და ზუგდიდთან 1:2.

დინამო VS დილა

საქართველოს თასის გათამაშებაში დინამო და დილა ერთმანეთს 11- ჯერ დაუპირისპირდნენ. აქაც თბილისელთა უპირატესობა საგრძნობია. 8 მოგება, 2 ფრე და 1 მარცხი, ხოლო ბურთების შეფარდება 24/9 დინამოს სასარგებლოდ.
1996 წელს დინამომ გორში 3:0 აჯობა მეტოქეს. გოლები ხომერიკმა, დემეტრაძემ და კიკნაძემ გაიტანეს. საპასუხო მატჩში დინამომ ოთხი უპასუხო ბურთით იმარჯვა. დემეტრაძე, გოგიჩაიშვილი, იაშვილი და კობიაშვილი არიან გოლების ავტორები.
1998 წელს დინამო თბილისში დამარცხდა 1:2. გოლი მუჯირის ანგარიშზეა, ხოლო მეორე შეხვედრაში თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე დედაქალაქელებმა 3:1 იმარჯვეს. ხომერიკის დუბლს ერთი გოლი აშვეთიამ მიამატა.
2000 წელს მტკვრისპირელებმა თბილისში 4:0 მოიგეს. წიტაიშვილმა ორი გოლი გაუტანა გორელებს. თითო ბურთი კი ხუციშვილის და ანჩაბაძის ანგარიშზეა. გასვლაზე დინამოელებმა 4:1 აჯობეს მეტოქეს. სახვაძის ჰეთ-თრიქი და რუხაძის ერთი გოლი.
2004 წელს დინამომ ორივე მატჩში ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოუგო მეტოქეს. ახალაიამ და იაშვილმა გაიტანეს გოლები.
2011 წელს თბილისელებმა პირველ მატჩში ბასაზე ფრე 2:2 ითამაშა. გოლები ჯიღაურმა და კახელიშვილმა გაიტანეს. საპასუხო მატჩი ქართლის სტადიონზე უგოლოდ 0:0 დასრულდა.
ბოლოს თასზე დინამო და დილა 8 აპრილს შეხვდნენ ერთმანეთს. დინამომ ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში დინამო არენაზე ოთარ მარცვალაძის გოლით 1:0 დაამარცხა მეტოქე.

დინამო VS დილა – მსაჯი
საქართველოს თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 23 აპრილს გორში დილას წინააღმდეგ გამართავს, გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ი. უკლება და ზ. მენთეშაშვილი გაუწევენ. დამატებითი არბიტრები იქნებიან ბ. ნინუა და გ. ყრუაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი დ. ხარიტონაშვილი შეასრულებს. ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 8 აპრილს ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში იმსაჯა. დინამო თბილისმა გორის დილა 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ოთხჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები. უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა 16 აპრილს პირველ ლიგაში გამართული ლოკომოტივი 2:1 ბათუმის დინამო არის. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიას ფეხბურთელები ხუთჯერ გააფრთხილა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ლუკა რაზმაძე და გურამ გურეშიძე გამოტოვებენ.

დილას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში გორის დილას სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

შეყრილაძე – ორბელაძე, ხიზანეიშვილი, კობახიძე, კვახაძე – ჯიშკარიანი, ბოლქვაძე, შალამბერიძე, კოშკაძე – ბერიაშვილი, სადაღაშვილი

FCDinamO.GE

დინამოელებმა მორიგი ვარჯიში გამართეს

დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის დინამოს საწვრთნელ ბაზაზე, მოქმედმა ჩემპიონებმა მორიგი წვრთნა გამართეს. შაბათს ჩვენი გუნდი რუსთავში ადგილობრივ მეტალურგს დაუპირისპირდება. დინამო TV ვარჯიშის ვიდეო რეპორტაჟს გთავაზობთ.

FCDinamo.GE

დინამოს აკადემიის გუნდი ევროპის თასის შესარჩევში

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე მიმდინარეობს ევროპის თასის შესარჩევი მატჩები U-12 გუნდებს შორის. საქართველოში ამ შესარჩევი ეტაპის ორგანიზატორია ლევან კობიაშვილი და მეგობრები. გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება გერმანიაში – ევროპის თასზე.

დინამოს აკადემიის U-12 გუნდმა ჯგუფში სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივეში დიდი ანგარიშით იმარჯვა. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა პირველ მატჩში თენგიზ სულაქველიძის აკადემიის გუნდი დაჯაბნეს ხუთი უპასუხო გოლით. ჰეთ–თრიქი ზუკა დავითაშვილისანგარიშზეა. თითო გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ და ლუკა ჩაკვეტაძემ გაიტანეს. მეორე შეხვედრაში დინამოელებმა თბილისის გრანდი 14:1 დაამარცხეს. სამი გოლი გიორგი იაკობიძის ანგარიშზეა. ორ–ორიგოლი ლუკა ბოგვერაძემ, ზუკა დავითაშვილმა და გიორგი დათუნიშვილმა გაიტანეს. ლუკა ჩაკვეტაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი მოისწრაფიშვილმა, გიორგი ლომთაძემ და თოკო კორინთელმა თითოჯერ აიღეს გრანდის კარი. ჯგუფის მესამე შეხვედრაში დინამოელებმა თბილისის ოლიმპიკი დაამარცხეს 5:0. ზუკა დავითაშვილის ორ გოლს, თითო ბურთი გიორგი მოისწრაფიშვილმა, შალვა მაღალდაძემ და გიორგი დათუნაშვილმა მიამატეს.

გაგაცნობთ დინამო U-12 შემადგენლობას:

ლუკა ხარშილაძე, ნიკა გუგუნავა, ანრი მექვაბიშვილი, ზუკა ჭავჭანიძე, თორნიკე ჯანგიძე, შალვა მაღალდაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზუკა დავითაშვილი, გიორგი იაკობიძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა ბოგვერაძე, აკაკი თვალოძე, გიორგი გოგუა, თოკო კორინთელი, ირაკლი ყენია, ლუკა ჩაკვეტაძე, გიორგი გაგუა, გიორგი ლომთაძე, გიორგი დათუნაშვილი

მწვრთნელები: ვლადიმერ კაკაშვილი (მთ. მევრთნელი), თამაზ იაშვილი, დავით მოისწრაფიშვილი

FCDinamo.GE