ტიაგუ სილვა პრემიერლიგაში მიდის

“პარი სენ-ჟერმენის” აწ უკვე ყოფილი მცველი ტიაგუ სილვა კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებს.

“სქაი სპორტსის” ცნობით, ხუთშაბათს ბრაზილიელი ფეხბურთელი ლონდონის “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან ერთწლიან შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს. როგორც მოგეხსენებათ, 35 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

ტიაგუ სილვამ 2019-2020 წლების სეზონში პარიზული გუნდის ფორმით 35 მატჩი ჩაატარა.

რა გამოაქვეყნა ტიაგო სილვას მეუღლემ “ბარსელონასთან” გამართული მატჩის შემდეგ

“პარი სენ-ჟერმენის” მცველ ტიაგო სილვას მეუღლემ, იზობელა სილვამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე პარიზულ გუნდსა და “ბარსელონას” შორის გამართული საპასუხო მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში შეხვედრის არბიტრი გააკრიტიკა.

იზობელა სილვამ მატჩის მთავარი მსაჯის, დენიზ აითექინის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “ბარსელონას” საუკეთესო მოთამაშე დღევანდელ შეხვედრაში”.

ფეხბურთელის მეუღლემ იქვე კომენტარის სახით დაწერა: “სამარცხვინოა, რომ ასეთი დონის ტურნირზე ასეთ შეცდომებს უშვებენ. “პარი სენ-ჟერმენს” სამართლიან თამაშს ვულოცავ. თავი მაღლა ავწიოთ და წინ წავიდეთ”.

იზობელა სილვამ მოგვიანებით ლუის სუარესის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის დანიშნული პენალტის ამსახველი ვიდეო ატვირთა და დაწერა:

“თქვით, რა არის ეს? ღმერთო ჩემო. ფეხბურთში ყველაზე ცუდი უსამართლოდ მარცხია”.

A post shared by Belle Silva (@belle_silva) on

ტიაგო სილვა “პსჟ”-ში რჩება

“პარი სენ-ჟერმენის” მცველი ტიაგო სილვა კლუბის გამოცვლას აღარ აპირებს.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’equipe-ი იუწყება, რომ პარიზული კლუბი და ბრაზილიელი ფეხბურთელი შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. წყაროს თანახმად, მხარეებს შორის კონტრაქტი ორი წლის ვადით გახანგრძლივდება და ძალაში 2019 წლის 30 ივნისამდე იქნება.

რამდენიმე დღის წინ ტიაგო სილვას აგენტმა პაულო ტონიეტომ განაცხადა, რომ თუ უახლოეს პერიოდში კლუბი ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებდა, იგი სხვა კლუბების წინადადებების განხილვას დაიწყებდა.

ტიაგო სილვა: “გერმანიის ნაკრებთან განადგურებას მე მაბრალებენ, თუმც იმ მატჩში არც მითამაშია”

“პარი სენ-ჟერმენის” მცველმა ტიაგო სილვამ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიხსენა და განაცხადა, რომ ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე გერმანიის ნაკრებთან განადგურება მძიმედ გადაიტანა. შეგახსენებთ, რომ იმ შეხვედრაში “ბუნდესთიმმა” ჩემპიონატის მასპინძელი გუნდი ანგარიშით 7:1 გაანადგურა. თავად ტიაგო სილვამ აღნიშნული მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

“მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მძიმე პერიოდი მქონდა. “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა ბევრი რჩევა მომცა. მან მითხრა, რომ მე მსოფლიოს საუკეთესო მცველი ვარ, თუმცა კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაო. მე კი ვუპასუხე, რომ ისედაც ბევრს ვშრომობ, მაგრამ პრობლემა ჩემს თავშია.

არ ვიცი, რა მოხდა იმ მატჩში, თუმცა მარცხში ბევრმა მე დამადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში საერთოდ არ მითამაშია. იმ წაგებას ყველა მე მაბრალებდა”, – ტიაგო სილვას კომენტარი ESPN-მა გამოაქვეყნა.

 

ტიაგო სილვა ერთ თვეს გამოტოვებს

“პარი სენ-ჟერმენის” მცველმა ტიაგო სილვამ “ნაპოლის” წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო, რის გამოც ერთი თვე ლაზარეთში ყოფნა მოუწევს.

ამრიგად, ბრაზილიელ ფეხბურთელს საფრანგეთის ჩემპიონატის დამდეგი სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს: “ბასტიასთან” (16 აგვისტო), “ევიანთან” (22 აგვისტო) და “სენტ-ეტიენთან” (31 აგვისტო). ტიაგო სილვა სექტემბრის დასაწყისში კოლუმბიისა (6 სექტემბერი) და ეკვადორის (10 სექტემბერი) ნაკრებების წინააღმდეგ დაგეგმილ სანაკრებო ამხანაგურ მატჩებსაც გამოტოვებს.

ცნობისთვის, ნეაპოლში გამართულ შეხვედრაში “პარი სენ-ჟერმენმა” 2:1 იმარჯვა.

 

ტიაგო სილვა: „ხანდახან მგონია, რომ მესის შეჩერება მხოლოდ პისტოლეტით არის შესაძლებელი“

ბრაზილიის ნაკრების მცველმა ტიაგო სილვამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რომელ ნაკრებთან მოხვედრას არ ისურვებდა მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

„ფინალზე თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ სამი გუნდის წინააღმდეგ თამაშს ვუფრთხით: არგენტინა — ეს სამხრეთამერიკული „კლასიკო“ იქნება, გერმანია — ისინი 2002 წლის ფინალისთვის რევანშის აღებას შეეცდებიან, ესპანეთი — ეს მოქმედი ჩემპიონია.

რაც შეეხება ლეო მესის, ხანდახან მგონია, რომ ასეთი ფეხბურთელის შეჩერება მხოლოდ პისტოლეტით არის შესაძლებელი. მას შეუძლია, ნებისმიერ მცველს აუაროს გვერდი. მის წინააღმდეგ მითამაშია და შემიძლია ვთქვა, რომ მისი ქმედებები ყოველთვის არაპროგნოზირებადია“, – ტიაგო სილვას სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ტიაგო სილვა: „აბიდალი – მსოფლიოს საუკეთესო მცველია“

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველის ტიაგო სილვას აზრით, ამჟამად მის პოზიციაზე პლანეტის საუკეთესო მოთამაშე ერიკ აბიდალია.

„პლანეტის საუკეთესო მცველი? ერიკ აბიდალი“, – განუცხადა სილვამ „Canal+“-ს.

„მასთან ერთად თამაში ძალიან კომფორტულია. გარდა ამისა, იგი ყოველთვის მშვიდად თამაშობს. ამ კომპონენტში მაგალითის აღებას სწორედ მისგან ვცდილობ“, – აღნიშნა სამხრეტ ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ტიაგო სილვა: „ჩვენ არავის გვეშინია“

„ლიონთან“ ანგარიშით 4:0 მოგებული ამტჩის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა ტიაგო სილვამ აღნიშნა, რომ მისი გუნდი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და არცერთი მეტოქის არ ეშინია.

„ჩვენ არავის ვეშინია, თუმცა ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ. პსჟ-ში იმისთვის მოვედი, რომ ეს კლუბი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გავხადო. ამ მოტივაციით მოედანზე ყოველ მატჩში გავდივარ“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი