ტიაგო მოტა: “მტკივნეულია, “მონაკოს” გამარჯვება ჩვენი დამარცხებაა”

“პარი სენ-ჟერმენის” 35 წლის ფეხბურთელმა, ტიაგო მოტამ “მონაკოს” წარმატებაზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც ბოლო 17 წელიწადში პირველად მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული.

“რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. “მონაკოს” გამარჯვება ჩვენი დამარცხებაა.

ჩემპიონობისთვის ბრძოლა საკმაოდ დაბალანსებული იყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში “მონაკო” უფრო ძლიერი აღმოჩნდა და ტიტულთან ერთად მილოცვაც დაიმსახურეს.

ეს უნდა დავივიწყოთ და მთლიანად თასის ფინალზე უნდა გადავერთოთ (27 მაისი), სადაც შანსი გვაქვს, “მარსელის” შედეგი გავაუმჯობესოთ, რომელსაც 10-ჯერ აქვს ეს ტიტული მოგებული,” – აცხადებს ტიაგო მოტა.

“ბარსელონასთან” ტიაგო სილვას თამაში გამოირიცხა

Goal-ის მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ჩემპიონთა ლიგაზე, “ბარსელონასთან” გასამართ მატჩში ფრანგულ “პარის სენ-ჟერმენს” დაცვის ბრაზილიელი ლიდერი, ტიაგო სილვა ვერ დაეხმარება.

როგორც იცით, ბრაზილიელ ფეხბურთელს მარცხენა ფეხი აქვს დაზიანებული, რის გამოც, მან უკვე გამოტოვა “ბორდოსთან” გამართული მატჩი (3-0).

ტიაგო სილვასთან ერთად, უნაი ემერის 18-კაციანი განაცხადის მიღმა დარჩა ბრაზილიელი ტიაგო მოტაც.

ფრანგული გუნდი “ბარსელონას” პარიზში, სამშაბათს უმასპინძლებს. განმეორებითი მატჩი კი 8 მარტს, “კამპ ნოუზე” გაიმართება.

“ატლეტიკოს” მოტა არ სჭირდება

“პსჟ”-ს ნახევარმცველი ყოფილ გუნდში არ დაბრუნდება.

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ჭორები, რომ მადრიდის “ატლეტიკოს” ტიაგო მოტა სჭირდებოდა, მაგრამ დღეს Marca-მ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

ამდენად, იტალიელი ჰავბექი ახალ სეზონს ლორან ბლანის მეთვაყურეობის ქვეშ დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო მოტა “ატლეტიკოში” 2007-2008 წლებში ასპარეზობდა.

„ატლეტიკოს“ პრეზიდენტიმა ტიაგო მოტას მიმართ ინტერესი დაადასტურა

მადრიდის „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველის ტიაგო მოტას მიმართ ინტერესი დაადასტურა.

„მოტა ის მოთამაშეა, რომელიც გვაინტერესებს. მოსალაპარაკებლად დრო გვჭირდება, ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივზე მეტი პერიოდი დაგვჭირდება, თუმცა მუშაობის დასაწყებად მზად ვართ“, – ციტირებს სერესოს გამოცემა „მარკა“.

„ფილიპე ლუისი? მოთმინება გვმართებს“, – დაამატა მადრიდული კლუბის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ მოტა „ატლეტიკოში“ აქამდეც თამაშობდა – მადრიდელთა ღირსებას ის 2007/08 წლების სეზონში იცავდა

 

ტიაგო მოტა “ატლეტიკოში” დაბრუნებასთან ახლოსაა

შესაძლოა, მალე მადრიდის “ატლეტიკომ” ხელი მოაწეროს საფრანგეთის ჩემპიონთან.

ტიაგო მოტამ იცის, რომ გუნდში ელიან არდა თურანის შემცვლელად, რომელიც ზაფხულში პრემიერ ლიგაში გადავა. “ლეიბებს” იტალიელი ვეტერანის გაფორმება უფასოდ შეუძლიათ.

მოტა, რომელმაც “ატლეტიკოში” ერთი სეზონი იასპარეზა(2006-2007), შეხვდება მადრიდელთა წარმომადგენლებს და თავის მოთხოვნებს წარუდგენს.

მოტა “ატლეტიკოს” უბრუნება

პსჟ-ში მოთამაშე ტიაგო მოტა უახლოეს მომვალში მადრიდის “ატლეტიკოს” დაუბრუნდება, სადაც 2007/08 წლების სეზონში თამაშობდა.

ტიაგომ იცის, რომ ესპანურ კლუბში მას მოუთმენლად ელიან, რადგან მადრიდელებს მისი დამატება უფასოდ შეუძლიათ.

ასეთი პერსპექტივა საკმაოდ რეალურია, რადგან პსჟ და მოტა ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ.

ტიაგო მოტა „ატლეტიკოში“?

მადრიდის „ატლეტიკოს“ ხელმძღვანელობა „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველით ტიაგო მოტათი დაინტერესდა.

როგორც „Football Espana“ წერს, 32 წლის შუახაზელი მადრიდულ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა, თუ ფეხბურთელი პარიზულ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეუთანხმდება.

შეგახსენებთ, რომ მოტა „ატლეტიკოში“ აქამდეც თამაშობდა – მადრიდულ კლუბში ის 2007/-08 წლების სეზონში ირიცხებოდა, თუმცა ხშირი ტრავმების გამო მხოლოდ 6 მატჩის ჩატარება მოახერხა.

ხავიერ ძანეტი: “იაია ტურესა და ტიაგო მოტას დამატება პროგრესის ნიშანი იქნება”

მილანის “ინტერის” ვიცეპრეზიდენტი ხავიერ ძანეტი იმედს გამოთქვამს, რომ კლუბი “მანჩესტერ სიტიდან” იაია ტურეს გადმობირებას მოახერხებს. გარდა ამისა, არგენტინელი გამოტყდა, რომ ტიაგო მოტას დაბრუნებასაც ელის, რომელიც ამჟამად “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავს.

“იაია ტურეს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და იმედია, გარიგება წარმატებით დასრულდება. იაია ხარისხის თვალსაზრისით წინსვლაში დაგვეხმარება.

კარგი იქნება, თუ მოტაც დაბრუნდება. მას დიდი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ვთვლი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. ის ჭკვიანია, იცის, როგორ დაარეგულიროს თამაში, მოედანზე სიტუაციის მართვა შეუძლია.

ასეთი ფეხბურთელების დამატება პროგრესის ნიშანი იქნება”, – ძანეტის სიტყვები “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

 

პსჟ-მ დავიდ ლუისი და ტიაგო მოტა დაკარგა

„მარსელთან“ მოგებულ მატჩში „პარი სენ-ჟერმენმა“ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა.

„გამარჯვება ძვირად დაგვიჯდა, რადგან ორი ფეხბურთელი დავკარგეთ. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას დავიდ ლუისი შევცვალეთ. შეხვედრის დასრულება ვერც ტიაგო მოტამ შეძლო, რომელსაც მარცხენა ფეხის ტრავმა აქვს.

ყველაფერი არც ისე კარგადაა, რადგან ორივე ფეხბურთელს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემა აწუხებს. სეზონის ასეთ პერიოდში ლიდერების დაკარგვა უსიამოვნოა. თუმცა, ახლა მხოლოდ „მარსელთან“ გამარჯვებას აღვნიშნავთ. ფეხბურთელებმა მატჩის ბოლომდე კარგად ითამაშეს“, – განაცხადა ლორან ბლანმა.

ამჟამად ლუისისა და მოტას მოედანზე დაბრუნების დაახლოებითი პერიოდი უცნობია, თუმცა, წესით, მსგავსი ტრავმებისგან გამოჯასანმრთელებლად რამდენიმე კვირაა საჭირო. უახლოეს ორ კვირაში პარიზული კლუბი „სენტ-ეტიენთან“ საფრანგეთის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში ითამაშებს და „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორ თამაშს გამართავს.

მოტა და კაბაიე “მონაკოს” წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ

“მონაკოს” წინააღმდეგ “პსჟ”-ს ორი ნახევარმცველის, იოჰან კაბაიესა და ტიაგო მოტას თამაში საეჭვოა.

იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა საზარდულის ტრავმის გამო “ტულუზასთან”, “კანთან” და “ჩელსისთან” მატჩების გამოტოვა.

ასევე ცნობილია, რომ “მონაკოსთან” დედალაქურ გუნდს იოჰან კაბაიე და და სერჟ ორიე დააკლდებიან.

მიმდინარე სეზონში, მოტამ პარიზელთა მაისურით საფრანგეთის ჩემპიონატში 19 მატჩი ჩაატარა, სადაც ორი საგოლე პასი გაიფორმა. რაც შეეხება კაბაიეს, მან 18 მატჩი ჩაატარა. გაიტანა ერთი გოლი და გააკეთა ერთი შედეგიანი გადაცემა.

მოტა „ჩელსისთან“, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველის ტიაგო მოტას ლონდონის „ჩელსისთან“ თამაში თითქმის გამორიცხულია. ნახევარმცველმა ფეხის ერთ-ერთი კუნთი ტრავმა „ლიონთან“ მატჩში მიიღო. გუშინ ტიაგომ ვარჯიში დროზე ადრე დაასრულა.

„იოან კაბაის ტრავმის გათვალისწინებით, ნახევარდაცვაში ლორან ბლანის გუნდის მდგომარეობა გაცილებით უფრო რთულია. თანაც, ამჟამად ხავიერ პასტორე 90 წუთის განმავლობაში თამაშისთვის მზად არ არის, რამეთუ იგი სულ ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა. სამაგიეროდ, მოედანზე ადრიანო რაბიოს გამოსვლის შანსი მაღალია, მაგრამ სათქმელია, რომ ბოლო თვეებში იგი არასტაბილურად თამაშობს. ევროპული პრესა ნახევარმცველის პოზიციაზე დავიდ ლუისის გამოჩენასაც არ გამორიცხავს.

„ინტერს“ ტიაგო მოტას დაბრუნება სურს

იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ, მილანის „ინტერნაციონალეს“ ხელმძღვნელობა „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველის ტიაგო მოტას დაბრუნებაზე სერიოზულად დაფიქრდა.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო პარიზში სწორედ „ნერაძურიდან“ გაბარგდა. „ინტერის“ ფერებს მოტა 2009 წლიდან 2012 წლამდე იცავდა.

ამ ეტაპზე შესაძლო ტრანსფერის დეტალები უცნობია.

მიმდინარე სეზონში 32 წლის შუახაზელმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 18 მატჩი ჩაატარა.