იკერ კასილასმა და ტიბო კურტუამ ერთმანეთის წინააღმდეგ ჩოგბურთი ითამაშეს

რამდენიმე დღის წინ, მადრიდში საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც ბევრი ცნობილი სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ იკერ კასილასი, ტიბო კურტუა, რაფაელ ნადალი, დავიდ ვილა, სერენა უილიამსი და სხვები.

მოურინიო და კურტუა ერთმანეთს არ მიესალმნენ

30 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში, გათამაშების ფინალში ესპანური კლუბი გავიდა.

თამაშის დასრულების შემდეგ, ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ “ატლეტიკოს” ფინალში გასვლაში დიდი როლი “ჩელსის” კუთვნილებაში მყოფმა მეკარემ, ტიბო კურტუამ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყების წინ, მოურინიო და ტიბო კურტუა ერთმანეთს არ მიესალმნენ, რასაც უცხოურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოყვა.

კურტუას “ჩელსის” წინააღმდეგ თამაშის უფლება არ აქვს

მადრიდის “ატლეტიკოს” ბელგიელი კარის დარაჯი ტიბო კურტუა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან თუ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის “ჩელსის” დაუპირისპირდება, ის თამაშს ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის მეკარე “ჩელსის” კუთვნილებაა და მადრიდულ კლუბში იჯარით იმყოფება.

გუშინ “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ განაცხადა, რომ კურტუას ლონდონელთა წინააღმდეგ თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ მადრიდელები “ჩელსის” საკმაოდ დიდ თანხას გადაუხდიან, რისი შესაძლებლობაც კლუბს არ გააჩნია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი თითო მატჩში სამი მილიონი ევროს გადახდაზეა.

სავარაუდოდ, კურტუა “ჩელსისთან” ახალ კონტრაქტს უახლოეს მომავალში გააფორმებს.

დიტო ჭიჭინაძე

კურტუა: „გეტყვით, რომელ კლუბში ვითამაშებ მომავალ სეზონში“

მადრიდის „ატლეტიკოს“ კიპერმა ტიბო კურტუამ აღნიშნა, რომ მომავალ კვირას საბოლოოდ გადაწყვეტს, თუ რომელ კლუბში ითამაშებს დამდეგ სეზონში.

„მომავალ კვირას ნათელი გახდება, რომელ კლუბში ვითამაშებ დამდეგ სეზონში. ზუსტად გეტყვით, რომ ეს ან „ჩელსი“ იქნება, ან „ატლეტიკო“ და არა სხვა რომელიმე კლუბი.

მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. ოფიციალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება“, – კურტუას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ტიბო კურტუას ჩინებული სეივი

29 მარტს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, ბილბაოს “ატლეტიკმა” საკუთარ მოედანზე მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო და მეტოქესთან ანარიშით 1:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, მადრიდელთა მეკარე ტიბო კურტუამ ჩინებული სეივი განახორციელა.

„ჩელსიმ“ კურტუა 30 მილიონად შეაფასა

ლონდონის „ჩელსი“ მზად არის, ტიბო კურტუა, რომელიც იჯარის წესით მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშობს, გაყიდოს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა „ასი“ ავრცელებს.

„პენსიონერები“ 21 წლის ბელგიელი კიპერის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ. თუ რომელიმე კლუბი ამ თანხას გაიღებს, არ არის გამორიცხული, ტრანსფერი დამდეგ ზაფხულს განხორციელდეს.

როგორც ცნობილია, „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პეტრ ჩეხს ენდობა და კურტუას ძირითად მეკარედ გამოცხადებას არ აპირებს.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ბელგიელმა კიპერმა 19 გოლი გაუშვა, 13 შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

ბექა დოგრაშვილი

სეზონის საუკეთესო სეივი? ტიბო კურტუამ ანდრეა პოლის არ გაატანინა

19 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “მილანსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართულ მატჩში (0:1), მადრიდელთა გუნდის კარის დარაჯმა, ტიბო კურტუამ ჩინებული სეივი განახორციელა.

კურტუა: „მინიოლემ ჩემს მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინოს“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარე ტიბო კურტუა „ლივერპულის“ კარის დარაჯ სიმონ მინიოლეს განცხადებას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მერსისაიდული გუნდის კიპერმა განაცხადა, რომ სურს, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიის ნაკრების ძირითადი მეკარე იყოს.

„არ გამიგონია, ესპანელ მეკარეებს ეთქვათ, რომ მათ იკერ კასილასის ადგილის დაკავება სურთ. ასეთი რამ არც დავიდ დე ხეას, არც ვიქტორ ვალდესს და არც პეპე რეინას არ უთქვამს. პირიქით, ისინი მხარს უჭერენ კასილასს.

სიმონს ყველაფრის თქმა შეუძლია, რაც სურს, მაგრამ ვთვლი, რომ ბელგიის ნაკრები უკვე რამდენიმე ქულის დაკარგვას გადავარჩინე. გარდა ამისა, „ატლეტიკოს“ რიგებშიც მშვენივრად ვთამაშობ. მინიოლემ ჩემს მიმართ პატივისცემა და თავმდაბლობა უნდა გამოიჩინოს“, – კურტუას სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

კურტუას მამამ შვილის „ჩელსიში“ დაბრუნება გამორიცხა

მადრიდის „ატლეტიკოს“ კიპერ ტიბო კურტუას მამამ განაცხადა, რომ მისი შვილი ლონდონის „ჩელსიში“ დაბრუნებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარე ამ დრომდე ლონდონურ კლუბს ეკუთვნის, ხოლო „ატლეტიკოში“ იჯარის წესით თამაშობს.

„ჩელსის“ პეტრ ჩეხის სახით დიდებული მეკარე ჰყავს. მისი და ჩემი შვილის ერთ გუნდში თამაში შეუძლებელია. თეორიულად მათ რიგრიგობით თამაში შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა. „ჩელსის“ ხელმძღვანელობასთან არსებული ვითარების განხილვას ვაპირებთ. კურტუას არ სურს იმ გუნდში დაბრუნება, რომელშიც ის მეორე მეკარე იქნება“, – ციტირებს ბელგიელი მეკარის მამის სიტყვებს Express.co.uk.

ბექა დოგრაშვილი

“ბარსელონა” – ვალდესის შემცვლელი ტიბო კურტუა?

როგორც იცით, “ბარსელონა” ვიქტორ ვალდესის შემცვლელს ეძებს.
ესპანური პრესა გაჭრელებულია იმ ინფორმაციით, რომ “ბლაუგრანა” მოლაპარაკებებს მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” აწარმოებს. გერმანელები ახალგაზრდა მეკარის მარკ ანდრე ტერ შტეგენის სანაცვლოდ ბევრ ფულს ითხოვენ. ტერ შტეგენის ნაცვლად კატალონიური კლუბი ფიქრობს, რომ გადაერთოს ლონდონის “ჩელსის” გოლკიპერზე, ბელგიელ ტიბო კურტუაზე.

“მარკა” იტყობინება, რომ კატალონიურმა კლუბმა ლონდონიდან მალე მიიღო თანხმობა ტიბო კურტუას ტრანსფერის თაობაზე. მოსალოდნელია, რომ “ბარსელონა” და “ჩელსი” რამდენიმე კვირაში საბოლოოდ შეთანხმდებიან ტიბო კურტუას გამოსასყიდ თანხაზე. სავარაუდოდ, ეს ტრანსფერი მომავალი წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ ტიბო კურტუა უკვე მესამე სეზონს ატარებს მადრიდის “ატლეტიკოში” ლონდონის “ჩელსიდან” იჯარის წესით. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბელგიელი მეკარე ლონდონის “ჩელსიში” 2011 წელს “გენკიდან” გადაბარგდა და მან რომან აბრამოვიჩის კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

 

„ბარსელონას“ კურტუას შეძენა სურს

კატალონიის „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა მომავალ ზაფხულს მადრიდის „ატლეტიკოში“ იჯარით მოასპარეზე მეკარის ტიბო კურტუას შეძენას შეეცდება.

კატალონიური კლუბი იმედოვნებს, რომ ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელები მომავალში ბელგიელი გოლკიპერის გაყიდვაზე დათანხმდებიან, რადგან, მათი აზრით, ამ ეტაპზე, ტიბოს დამატება მათთვის აუცილებლობას არ წარმოადგენს

იმ შემთხვევაში, თუ კურტუა „ბლაუგრანასში“ გადავა, „ბარსას“ მენეჯერები მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ კარის დარაჯთან მარკ-ანდრე ტერ შტეგეთთან შეთანხმების გაფორმებაზე უარს იტყვიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

კურტუა: “ვიცით, როგორ დავამარცხოთ “რეალი”

მადრიდის “ატლეტიკოს” მეკარე, ტიბო კურტუა აცხადებს, რომ მისმა გუნდმა იცის, როგორ დაამარცხოს “რეალი”.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეშვიდე ტურში, ერთმანეთს სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან.

“ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და ვიცით, როგორ დავამარცხოთ “რეალი”. პირადად მე, მოედანზე ფრისათვის არასოდეს გავსულვარ, ყოველთვის გამარჯვება მსურს. შეგვიძლია თუ არა ამ ფორმის შენარჩუნება? ვფიქრობ, რომ შეგვიძლია”, – ამბობს კურტუა.