38 წლის ტიმ კეჰილი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა

38 წლის ავსტრალიელი გარემარბი, ტიმ კეჰილი თავისი მშობლიური კლუბის დატოვებიდან ცამეტი წლის შემდეგ უკან, “მილუოლში” დაბრუნდა. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ევერტონისა” და “ნიუ-იორკ რედ ბულზის” ყოფილმა ფეხბურთელმა კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სტატისტიკისთვის გეტყვით იმასაც, რომ შემტევი ნახევარმცველი “ლომების” რიგებში 1998-2004 წლებში გამოდიოდა და ჩატარებულ 251 მატჩში 57 გოლი აქვს გატანილი.

ტიმ კეჰილის შესანიშნავი თავური ჩინეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

24 ივნისს, ჩინეთის ჩემპიონატში “ჯიანგსუმ” საკუთარ მოედანზე “შანხაი შენხუა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან, ერთ-ერთი გოლი ცნობილმა ავსტრალიელმა ფეხბურთელმა ტიმ კეჰილმა გაიტანა.

ტიმ კეჰილმა ჩინეთის ნაკრებს შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

22 იანვარს აზიის თასზე, ჩინეთისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ავსტრალიელთა გამარჯვებით 0:2 დასრულდა. შეხვედრაში ჩინელთა კარი ორივეჯერ ტიმ კეჰილმა დალაშქრა, მისი პირველი გოლი კი საკმაოდ ეფექტური გამოვიდა.

მოედანზე მყოფმა ტიმ კეჰილმა ბურთი ტრიბუნაზე მყოფ თავის შვილს გადაუგდო (ვიდეო)

9 იანვარს, აზიის თასზე ავსტრალიისა და ქუვეითის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის დაწყების წინ, ავსტრალიელმა ტიმ კეჰილმა მოედნიდან ბურთი ტრიბუნაზე მყოფ თავის ვაჟს გადაუგდო.

რონალდომ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლი დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დრომდე გატანილი გოლებიდან მისთვის საუკეთესო აარჩია.

კიჭას რჩეული გოლი ავსტრალიის ნაკრების ლიდერის, ტიმ კეჰილის მიერ ჰოლანდიის ეროვნული გუნდის კარში (2:3) გატანილი ბურთია.

„ეს მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლია, რომელიც მუნდიალებზე გატანილ საუკეთესო გოლთა სიაში შევა“, – რონალდოს სიტყვებს პორტუგალიური A Bola ციტირებს.

 

ტიმ კეჰილის გასაოცარი გოლი ჰოლანდიის ნაკრების კარში

18 ივნისს, ჰოლანდიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, ავსტრალიელმა ტიმ კეჰილმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.

ტიმ კეჰილმა MLS-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა

21 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გავიდა. “ჰიუსტონ დინამოსა” და “ნიუ იორკ რედ ბულსს” შორის გამართულ შეხვედრაში, ანგარიში ნიუ იორკელთა ავსტრალიელმა ფეხბურთელმა, ტიმ კეჰილმა გახსნა. “ევერტონის” ყოფილმა მოთამაშემ მეტოქის კარი მე-7 წამზე აიღო.