საქართველოსთან მატჩის წინ მედიის წარმომადგენლებთ გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი, ტონი კროოსი ესაუბრა.
– საქართველოში ძალიან კარგი დახვედრა მოგვიწყვეს. ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა.
– უკანასკნელ მატჩებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, ხომ არ ფიქრობთ რომ გუნდში პრობლემებია?
– შედეგებით კმაყოფილები არ ვართ და ეს ცხრილზეც აისახება. ამიტომ, მოახლოებულ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვება უმნიშვნელოვანესია.
– საქართველოს ნაკრებიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით?
– საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს კარგად არ ვიცნობ, თუმცა გუნდზე გარკვეული წარმოდგენა მაქვს.
– საქართველოსთან მოგება ადვილი იქნება?
– ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის და ბუნებრივია საქართველოს ნაკრებიც ეცდება წინააღმდეგობის გაწევას. იმის თქმა, რომ ადვილად მოვიგებთ ჩემი მხრიდან თავხედური იქნებოდა.
– მუნდიალის შემდეგ გუნდი განვითარდა და რეგრესი განიცადა?
– ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან დაიღალა და გუნდს რამდნეიმე ფეხბურთელიც გამოაკლდა. მთავარია, რომ ახალ გუნდს ვაშენებთ.
– “რეალში” და ნაკრების შემადგენლობაში თამაშების მჭიდრო გრაფიკიდან გამომდინარე ძალიან გადაღლილი იქნები. მცირე დასვენება ალბათ სასიამოვნო იქნებოდა.
– რა თქმა უდნა, თუმცა მე თამაში ძალიან მიყვარს და ეს მჭიდრო გრაფიკი პრობლემას არ მიქმნის.