“ტორინომ” “ჩელსის” 60-მილიონიანი შეთავაზება უარით გაისტუმრა

იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა იტალიურ “ტორინოს” 60 მილიონი ევრო შესთავაზეს ანდრეა ბელოტის ტრანსფერის სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის იტალიელი ანდრეა ბელოტი, რომელმაც დეკემბრის თვეში გაახანგრძლივა კლუბთან კონტრაქტი სერია ა-ს ბომბარდირთა დავას 24 გატანილი გოლით ლიდერობს.

იტალიელი თავდამსხმელის გამოსასყიდ თანხად ახალ კონტრაქტში 100 მილიონი ევროა მითითებული.

ლონდონის “ჩელსი” კი მათ მხოლოდ 60 მილიონს პირდებოდა. დარჩენილ 40 მილიონ ევროს ბონუსების სახით სთავაზობდა იტალიურ კლუბს, რაზეც უარი მიიღეს.

ფაბიო კაპელო: “ბელოტი ბატისტუტაზე უკეთესია”

იტალიური “ტორინოს” თავდამსხმელი, ანდრეა ბელოტი საოცარ სეზონს ატარებს. 23 წლის ფეხბურთელმა სერია ა-ს 27 ტურში 23 გოლი გაიტანა. ანდრეას სწორედ ამ სეზონში ჰქონდა იტალიის ნაკრებში დებიუტი. მან რუსეთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხ მატჩში სამჯერ შეძლო მეტოქის დამწუხრება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დიდ გუნდებს არ გამორჩენიათ. ბელოტის სახელს “მანჩესტერ უნაიტედს”, “ჩელსისა” და “არსენალს” უკავშირებენ. როგორც იწერება, ეს კლუბები დაახლოებით 86 მილიონ ფუნტს ჩამოდიან იტალიელში.

ცნობილმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ბელოტიზე საჯაროდ ისაუბრა და იგი ლეგენდარულ არგენტინელ შემტევს, გაბრიელ ბატისტუტას შეადარა.

“ბელოტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მას კარგი მოძრაობები ახასიათებს, მან ყველაფერი იცის! ის სწრაფი და ტექნიკურად ძლიერია. ვფიქრობ, ის უკეთესია, ვიდრე ბატისტუტა.”

“იმედი მაქვს, ის სწორი გზით გგანვითარდება და დიდ წარმატებას მიაღწევს!” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

ანდრეა ბელოტიმ თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ლონდონის “ჩელსისა” და “არსენალის” სამიზნემ, ანდრეა ბელოტიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

23 წლის თავდამსხმელმა Tuttosport-თან საუბრისას განაცხადა: ” რა თქმა უნდა, ვრჩები. მინდა “ტორინოში” დავრჩე. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ სეზონს აქ გავატარებ.

დაე, “ტორინოს” ფანებმა იცოდნენ: მე ვრჩები!” – აცხადებს ახალგაზრდა ფორვარდი.

მიმდინარე სეზონში ანდრეა ბელოტიმ 27 გოლის გატანა მოახერხა, რითიც მთელი საფეხბურთო სამყარო გააკვირვა. ბრიტანული პრესის ცნობით, პრემიერ ლიგის გუნდები მასში 56 მილიონი ფუნტის გადახდაზეც თანახმანი არიან.

“ტორინოს” პრეზიდენტი: “ახლა ანდრეა ბელოტი 150 მილიონი ღირს”

“ტორინოს” პრეზიდენტმა, ურბანო ქაირომ “პალერმოს” კარში გაფორმებული ჰეთ-ტრიკის (ბოლო 17 წლის მანძილზე უსწრაფესი) ავტორი, ანდრეა ბელოტი შეაქო.

“ახლა მის კონტრაქტში ცვლილებების შეტანის უფლება რომ მქონდეს, მის გამოსასყიდ თანხად 150 მილიონ ევროს მივუთითებდი.

მან სამი, ერთმანეთზე უფრო გიჟური გოლები გაიტანა, გასაოცარია.

მოვიცდით და ვნახავთ, გაბედავს თუ არა რომელიმე კლუბი მის სანაცვლოდ 100 მილიონის შემოთავაზებას. იმედი მაქვს, რომ არა, რადგანაც მისი შენარჩუნება ძალიან მინდა.”

სერია ა-ს უსწრაფესი ჰეთ-ტრიკი ბოლო 17 წლის მანძილზე (ვიდეო)

იტალიური “ტორინოს” ფორვარდი, ანდრეა ბელოტი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.

ეს უკანასკნელი სერია ა-ს უსწრაფესი ჰეთ-ტრიკის ავტორი გახდა (ბოლო 17 წლის მანძილზე), შეძლო რა შვიდწუთიან მონაკვეთში “პალერმოს” კარში სამი გოლის გაეტანა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ბელოტიზე უკეთესი შედეგი ანდრეი შევჩენკომ 2000 წელს აჩვენა, როდესაც ის ჯერ კიდევ “მილანის” ღირსებას იცავდა. მან 69-76 წუთების მანძილზე სამი გოლი გაიტანა და გუნდსაც მოაგებინა.

ჰარტი და შმეიხილი კლუბებს გაცვლიან?

The Sun-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ჯო ჰარტი და კასპერ შმეიხელი კლუბების გაცვლას აპირებენ.

როგორც იცით, ჰარტი, რომელიც ამჟამად იტალიური “ტორინოს” ღირსებას იცავს, “მანჩესტერ სიტის” მფლობელობაში იმყოფება, რომელსაც პეპ გვარდიოლა წვრთნის. ესპანელ სპეციალისტი კი გუნდში ინგლისელი მეკარის ადგილს ვერ ხედავს.

რაც შეეხება კასპერ შმეიხელის გარშემო არსებულ სიტუაციას, “მელიებს” არ სურთ მისი “სიტიში” გაშვება, სადაც ის ბავშვობაში თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ კასპერს “კინგ პაუერ სტედიუმთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

იმ შემთხვევაში, თუ კასპერი გუნდის დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ “ლესტერის” დირექტორთათვის საუკეთესო ვარიანტი სწორედ ინგლისელი ჯო ჰარტის გადაბირება იქნება.

ჯო ჰარტმა პეპ გვარდიოლასთან ორთაბრძოლაში დამარცხება აღიარა

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” კარის დარაჯი, ჯო ჰარტი, რომელიც ამჟამად “ტორინოშია” განათხოვრებული პეპ გვარდიოლასთან ორთაბრძოლაში დამარცხებას აღიარებს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში “ქალაქელები” “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” ყოფილმა დამრიგებელმა ჩაიბარა. პეპსა და ჰარტს შორის არსებული ცუდი ურთიერთობის გამო, ესპანელმა სპეციალისტმა ის გუნდიდან მოკვეთა.

“თუ დააპირებ, რომ ყველას შეაცვლევინო წარმოდგენა შენს შესახებ, აუცილებლად დამარცხდები, მოგება უბრალოდ შეუძლებელი რამ არის.

ფეხბურთი კი სუბიექტური მოსაზრებების თამაშია. ზოგი დადებითად მაფასებს, ზოგისთვის კი აბსოლიტურად უსარგებლო ნივთს წარმოვადგენ. ჩემდა საუბედუროდ, ჩემი თავკაცი ერთ-ერთია ამ ადამიანთა შორის. რაღაც უნდა შეცვლილიყო.

ზოგთან კამათში მოგება ძალიან რთულია – მათ ძალიან ბევრი არგუმენტების მოყვანა შეუძლიათ. ისღა დამრჩენია, მხოლოდ ჩემს თავზე ვიფიქრო. მიყვარს სიახლეები.”

The Sun: ბელოტის გადაბირებას ორი ინგლისური გრანდი ცდილობს

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური “ტორინოს” თავდამსხმელმა, ანდრეა ბელოტიმ ორი ინგლისური გრანდის, “არსენალისა” და “ლივერპულის” ყურადღება მიიპყრო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსენ ვენგერის “არსენალი” იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელებას ზაფხულშიც ცდილობდა, თუმცა ამაოდ.

ბელოტის სანაცვლოდ კი “მეთოფეებმა” გუნდში ლუკას პერესი მოიყვანეს.თუმცა, დენი უელბეკის ტრავმიანობა ვენგერისათვის კვლავ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომაც მიუბრუნდა ის “ტორინოს” ფორვარდს.

რაც შეეხება “ლივერპულელთა” პოზიციას, მერსესაიდელთა დამრიგებელი, იურგენ კლოპი თვლის, რომ 22 წლის ბელოტი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც მის გუნდს სჭირდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბელოტის შეძენა საკმაოდ დაბალ ფასად, 12.5 მილიონ ფუნტად არის შესაძლებელი.

მიჰაილოვიჩი “ატალანტასთან” დამარცხების შემდეგ: “ჰარტს შეეძლო, უკეთ ეთამაშა”

სინიშა მიჰაილოვიჩმა “ატალანტასთან” მატჩში განცდილი მარცხის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ “მანჩესტერ სიტის” ყოფილ კარის დარაჯს, ჯო ჰარტს რიგ ეპიზოდებში უკეთ უნდა ეთამაშა.

“ჰარტმა კუთხურის დროს დიდებული სეივი განახორციელა, მაგრამ მას უკეთაც შეეძლო თამაში.

ჩემს ფეხბურთელებს არ ვუბრაზდები იმის გამო, რომ შეცდომა დაუშვეს, მაგრამ როდესაც ისინი არ აკეთებენ იმას, რასაც მთელი კვირა ვგეგმავდით, საქმე სხვა რამეს ეხება.

ინდივიდუალური შეცდომები მრავლად იყო. ფეხბურთში კი, რაც ნაკლებია ასეთი შეცდომები, მით მეტია გამარჯვების შანსი.”

მიჰაილოვიჩი: “ჰარტი ძალიან მონდომებულია – ის უკვე ლაპარაკობს იტალიურად”

იტალიური “ტორინოს” მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიჰაილოვიჩი ჯო ჰარტის საქმისადმი დამოკიდებულებით კმაყოფილია და თვლის, რომ ის იტალიურ სერია ა-ში დებიუტისთვის მზადაა.

“ჰარტი ძალიან მონდომებულია. მას მე ტრანსფერის განხორციელებამდეც გავესაუბრე, რათა დარწმუნებული ვყოფილიყავი, რომ ის საბრძოლველად მზად იყო.

“ძალიან მიხარია, რომ ჰარტს საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება აქვს. თანაგუნდელებთან ის უკვე იტალიურადაც საუბრობს, რაც ძალიან მახარებს. მან უკვე ისწავლა ის 30, 40, 50 სიტყვა, რაც მას მოედანზე გამოადგება.” – განაცხადა მიჰაილოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ “ტორინოს” მომდევნო მეტოქე “ატალანტა” იქნება.

ვილი კაბალიერო: “ჯო ჰარტი ნამდვილი რობოტია”

ვილი კაბალიერომ მის ყოფილ კონკურენტზე, ჯო ჰარტზე საუბრისას აღნიშნა, რომ ის პროფესიონალი მოთამაშე და “ნამდვილი რობოტია”.

“ჯო ჰარტი პროფესიონალია, სრულყოფილი ფეხბურთელი. მან იცის, თუ როგორ გაამხნევოს თანაგუნდელები. ჰარტს ძლიერი ხასიათი აქვს, ის ნამდვილი ლიდერია და გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია – ის ნამდვილი რობოტია.

რამოდენიმე კვირის წინ გახდა ცნობილი, რომ პეპის “სიტიში” მისი ადგილი არ იყო, თუმცა მას მუშაობა არ შეუწყვეტია. ჰარტს ყველაფერი აქვსი იმისთვის, რომ იტალიაში წარმატებას მიაღწიოს.” – განაცხადა 34 წლის კაბალიერომ.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტიში” ინგლისელი მეკარე “ბარსელონას” აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩილელმა კლაუდიო ბრავომ ჩაანაცვლა.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (30 აგვისტო)

ვაკო “ვიტესს” ტოვებს!

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი ვარშავის “ლეგიაში” ითამაშებს. პოლონური ვებ-გვერდის, weszlo.com-ის ცნობით, არნემის “ვიტესი” ქართველ ფეხბურთელს “ლეგიაში” ერთი წლით გაანათხოვრებს, თუმცა მის ახალ კლუბს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის უფლება ექნება. როგორც ირკვევა, ვაკო 30 აგვისტოს ვარშავაში უნდა ჩავიდეს, სადაც კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ისკო გადავა … “ტოტენჰემში”?

Daily Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონური “ტოტენჰემის” მესვეურები “რეალის” მიერ დაწუნებული ესპანელი ნახევარმცველის, ისკო ალარკონის გადაბირებას აპირებენ. “დეზები” ისკოს იჯარით აყვანაზეც თანახმანი არიან.

ჭანტურია შესაძლოა, სერია ა-ში ვიხილოთ

იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს – როგორც ცნობილი ხდება, სერია ა-ს ახალწვეული, “კროტონე” ქართველი მოთამაშით, გიორგი ჭანტურიათი ინტერესდება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჭანტურიას “ქართველი მესის” სახელით მოიხსენიებენ; მას აქვს ძალიან ლამაზი მოძრაობები და კარგი ტექნიკა.

CmiYIZEWEAA1H5K

“ბარსელონამ” პაკო ალკასერი დაიმატა

“ვალენსიას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, პაკო ალკასერი ამიერიდან “ბარსელონას” ღირსებას დაიცავს. 23 წლის მოთამაშემ კატალონიურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, “ვალენსია” კი ტრანსფერიდან 30 მილიონ ევროს მიიღებს. “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, პაკო ალკასერის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს უდრის.

ჰარტი ტურინში მიდის

ინგლისის ეროვნული ნაკრების პირველი მეკარის, ჯო ჰარტის აგენტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ჰარტი მომავალ სეზონს იტალიაში, კერძოდ კი “ტორინოში” გაატარებს.

სახო ახალი კლუბის ძიებაშია

ბრიტანული Daily Mirror იუწყება, რომ მამადუ სახოს ახალი კლუბის მოძებნისაკენ მოუწოდეს, თუ კი ძირითად შემადგენლობაში თამაშის პრეტენზია აქვს. იურგენ კლოპი მას არენდით წასვლის, ან სხვა კლუბში გადასვლის ნებას აძლევს.