„მაიამიმ“ „ტორონტოსთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა

„ტორონტოსა“ და „მაიამის“ შორის აღმოსავლეთ კონფერენციით 1/2 ფინალის სერიის მეექვსე მატჩი, ფლორიდელთა გამარჯვებით, 103:91 დასრულდა.

პირველი ნახევრის შემდეგ „ჰიტი“ 9 ქულით იმარჯვებდა და ლიდერობის შენარჩნება მატჩის ბოლომდე მოახერხა, რითც მეტოქეს არც ერთ მეოთხედი დაუთმო.

შეხვედრის ყვეალზე შედეგიანი მოთამაშე კაილ ლოური გახდა, რომელმაც 36 ქულა დააგროვა. „მაიამის“ რიგებიდან 30 ქულით გორან დრაგიჩი გამოირჩა.

ამგრვარად, სერიაში ანგარიში 3:3 გახდა. გადამწყვეტი შეხვედრა 15 მაისს ტორონტოში შედგება.

„მაიამი ჰიტი“ – „ტორონტო რეპტორსი“ 103:91 (21:20, 32:24, 29:28, 21:19)

მატჩის სრული სტატისტიკა

ვიდეომიმოხილვა

ჰარდენის 40 ქულა და 14 პასი „ტორონტოსთან“ მატჩში (ვიდეო)

„ჰიუსტონ როკერსის“ უკანახაზელმა ჯეიმს ჰარდენმა „ტორონტოსთან“ ანგარიშთ 113:107 მოგებულო მატჩში 40 ქულა და 14 პასი მიითვალა.

სათამაშო დროის 43 წუთში თამაშიდან მან 20 მომენტიდან 11 გამოიყენა, ხაზიდან კი 19 სროლიდან 15 ჩააგდო. მის ანაგრიშზე ასევე 5 მოხსნა და 1 დაკარგვაა.

„20 მატჩი დაგვრჩა და დასავლეთ კონფერენციის რვიანს ვხურავთ. ყველა შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გამარჯვება აუცილებელია“, – ციტირებს ჰარდენს ESPN.com-ი.

ამ მოგებით „ჰიუსტონმა“ „ტორონტოს“ 12-მატჩანი საშინაო მოგებების სერია დაასრულა.

„დალასი“ და ფაჩულია „ტორონტოსთან“ დამარცხდნენ

ეროვნული საკალაბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის მატჩში „დალას მავერიკსმა“ „ტორონტო რეპტორსი“ მიიღო. სათქმელია, რომ აქამდე კანადელებს სამიდან სამი მოგება ჰქონდათ. „რეპტორსმა“ ამჯერადაც იმარჯვა და მეტოქეს ანგარიშით 102:91 სძლია.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ხსენებულ შეხვედრაში 4 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ჯამში, ზაზას სათამაშო დრომ 28 წუთი შეადგინა.

ამჟამად „მავერიკსი“ კონფერენციაში 7-10 ადგილს იყოფს. 4 მატჩიდან დალასელებმა 2 მოიგეს და, შესაბამისად, ორში დამარცხდნენ.

„ვაშინგტონის“ გამთამაშებლის ეფექტური ბლოკი (ვიდეო)

„ტორონტო რეპტორსთან“ პლეიოფის სერიის პირველი მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში „ვაშინგტონ უიზარდსის“ გამათაშებელმა ჯონ უოლმა წარუმატებელი შეტევის შემდეგ მეტოქის კონტრშეტევის შეჩერება შეძლო და კაილ ლოურის მისი გუნდის ფარში ბურთის ჩაგდების საშუალება არ მისცა.

ცნობისთვის, „ვაშინგტონმა“ ანგარიშით 93:86 მოიგო.

როგორ მოიგო „ბოსტონმა“ შეხვედრის ბოლო წამზე (ვიდეო)

„ტორონტო რეპტორსთან“ მატჩის ოვერტაიმის ბოლო წამზე „ბოსტონ სელტიკსის“ გამთამაშებელმა მარკუს სმარტმა ბურთი მეტოქის ფართან მოხსნა და ჩააგდო.

ცნობისთვის, შეხვედრა „ბოსტონის“ გამარჯვებით, 117:116 დასრულდა.

ლოურიმ „ტორონტოს“ გულშემატკივრებს სილამაზის სალონში მატჩზე დასასწრები VIP ბილეთები აჩუქა (ვიდეო)

„ტორონტო რეპტორსის“ გამთამაშებელმა კაილ ლოურიმ საინტერესო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთ სილამაზის სალონში მოსულ გულშემატკივრებს მან VIP ლოჟაში ბილეთები აჩუქა. გარდა ამისა, კლიენტებს კალათბურთელის პირადი სტილისტი მოემსახურა.

„ტორონტომ“ ახალი ლოგო წარადგინა

მიმდიანრე სეზონის დასრულების შემდეგ „ტორონტო რეპტორსს“ ახალი ლოგო ექნება.

გუშინ კანადურმა კლუბმა ახალი ლოგოს დიზაინიც წარადგინა, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა რეპერმა Drake-მაც მიიღო, რომელიც „რეპტორსის“ ერთ-ერთი წარომადგენელია.

untitled

ლებრონ ჯეიმსმა „ტორონტოსთან“ 35 ქულა დააგროვა (ვიდეო)

„კლივლენდ კავალიერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა „ტორონტო რეპტორსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში (105:101) 35 ქულა დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის მესამე მეოთხედში „რეპტორსი“ 14 ქულით იგებდა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე კანადელებს 10-ქულიანი უპირატესობა ჰქონდათ.

„როდესაც თქვენს მოედანზე 13-14 ქულით მარცხდებით, იმაზე ფიქრობთ, რისი კონტროლიც ჯერ კდიევ შეგიძლიათ. ამჯერად ბოლომდე ბრძოლის უნარს ვგულისხმობთ. თუ დაცვაში კარგად თამაშს იწყებ, ნელ-ნელა შეტევაც ძლიერდება“, – განაცხადა ლებრონმა.

ცნობისთვის, აღნიშნული გამარჯვება „კლვილენდისთვის“ ზედიზედ მერვე გამოდგა.

ბოლოს ლებრონმა 30 ან მეტი ქულა 15 ნოემბერს „ატლანტა ჰოპქუსთან“ თამაშში დააგროვა. ფორვარდმა 11 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 30 ქულას მიაღწია.

დემარ დეროზანმა „დალასთან“ მატჩში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

„ტორონტო რეპტორსის“ უკანახაზელმა დემარ დეროზანმა „დალას მავერიკსთან“ რეგულარული ჩემპიონატის მატჩში (102:106) ტრავმა მიიღო, რის შესახებაც „The Score“ იტყობინება.

„რეპტორსის“ საუკეთესო სნაიპერი ბოლო მეოთხედში დაშავდა, როდესაც გარღვევის შემდეგ წაიქცა. 8 სროლიდან დეროზანმა ვერც ერთი ვერ გამოიყენა.

ცნობისთვის, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ექვსწლიანი კარიერის განმავლობაში უკანახაზელმა ჯამში მხოლოდ 11 მატჩი გამოტოვა.

მაკრობერტსმა მატჩის დროს თავისი მაისური გახია

„მაიამი ჰიტის“ ფორვარდმა ჯოშ მაკრობერტსმა „ტორონტოსთან“ მატჩის ერთ-ერთი პაუზის დროს თავისი მაისური გახია.

მანამდე მაკრობერტსმა მეტოქესთან ორთაბრძოლა წააგო. ფლორიდელთა ახალწვეულმა ჯამში ხსენებულ შეხვედრაში რვა წუთის განმავლობაში ითამაშა, მისმა გუნდმა კი ანგარიშით 107:102 მოიგო.

„ტორონტო რეპტორსი“ – პლეი-ოფის პრევიუ (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ერთ-ერთი მონაწილის „ტორონტო რეპტორსის“ ვიდეოპრევიუს:

6-წლიანი პაუზის შემდეგ „ტორონტო რეპტორსი“ პლეი-ოფში ბრუნდება

გამთენიისას ნაციონალური აკალთბურთო აოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ტორონტო რეპტორსი“ „ბოსტონ სელტიკს“ დაუპირისპირდა. დაძბულ ბრძოლაში კანადელებმა მეტოქეს ორი ქულით (105:103) აჯობეს.

აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებამ „რეპტორსს“ პლეი-ოფში ადგილი დაუნაღდა, რის შესახებაც ლიგის ოფიციალური ვებსაიტი წერს.

ცნობისთვის, ბოლოს ტორონტოელებმა პლეი-ოფში მონაწილეობა 2008 წელს მიიღეს.

ალექსანდრე მატევოსოვი