რევაზ ძოძუაშვილი: „უკვე ყველაფერი კალაპოტში ჩადგა“

ქუთაისის „ტორპედოში“ შექმნილი ვითარება ბოლო დღეებია ძალზე აქტუალური არის. ახალი ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გუნდში გარკვეული სახის პრობლემები კვლავაც რჩებოდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, დაფინანსების საკითხი დღეისთვის უკვე მოგვარებულია და მას ისევ კომპანია „ვისოლი“ ითავებს. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის მოსაზრება.

რევაზ ძოძუაშვილი: „საბედნიეროდ, „ტორპედოს“ ისევ კომპანია „ვისოლი“ დაასპონსორებს და უკვე დაფინანსების მხრივ ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. ფინანსური კრიზისი წარსულს ჩაბარდა და ახალი ჩემპიონატის სტარტს მშვიდად ვხვდებით. შემიძლია გითრათ, რომ ჩვენ იმაზე უფრო უკეთესი პირობები გვექნება, რაც წინა სეზონში გაგვაჩნდა. ამასთან ერთად, შემადგენლობაც გავაძლიერეთ და შესაბამისად, მიზნებიც გაიზარდა. ბუნებრივია, უკეთესის სურვილი ყოველთვისაა, მაგრამ ფეხბურთელები ამჯერად უკმაყოფილონი არ არიან. ასე რომ, უმაღლესი ლიგის გუნდისთვის შესაფერისი დაფინანსება ნამდვილად გვექნება.

მინდა ჩვენს ქუთაისელ გულშემატკივრებს, იმ ბიჭებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გვერდში გვედგნენ, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენ ორმაგად გვაქვს ვალი მოსახდელი მათსა და ქალაქის წინაშე.

ახალი იმედებით ველოდებით 16-გუნდიან ჩემპიონატს. ვფიქრობ, გენიალური ფორმატი იქნება. ვუსურვებ ქართული სპორტის ყველა მუშაკსა და გულშემატკივარს, რომ ეს ჩემპიონატი ყოფილიყოს ისეთი წარმატებული და მაღალი დონის თამაშებით დახუნძლული, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა“.

FCTorpedo.GE

“ტორპედო” – “საბურთალო” 3:0

2 აგვისტოს, ქუთაისის „ტორპედოს“ სავარჯიშო ბაზას პირველი ლიგის ბინადარი, თბილისის საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“(მწვრთნელი – გია ჭიაბრიშვილი) ეწვია და ჩვენ გუნდთან ბუნებრივსაფარიან მოედანზე მოსამზადებელი შეხვედრა გამართა.

„ტორპედოს“ სამატჩო შემადგენლობაში სიახლე იყო ბექა ტუღუშის გამოჩენა, რომელსაც ქუთაისელი გულშემატკივრები კარგად იცნობენ. გარდა ამისა, მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა სინჯებზე მყოფი 2 უკრაინელიც ათამაშა: მარცხენა მცველი ვალერი ბონდარენკო და საყრდენი ნახევარმცველი ილია დრევალი. რაც შეეხება მატჩს, პერსპექტიული ახალგაზრდებით დაკომპლექტებული „საბურთალო“ მასპინძლებს პირველ ტაიმში ტოლ-სწორად ეთამაშა. 15-წუთიან შესვენებაზე დაფიქსირებული ანგარიშიც ამას მეტყველებდა, თუმცაღა მეორე ტაიმში სხვაობა ძალებს შორის ქუთაისელთა სასარგებლოდ აშკარა გახდა და ანგარიშიც მხოლოდ მათ გრაფაში იზრდებოდა. 64-ე წუთზე, ქებურიას აქტივობით ნიკო კვასხვაძემ გაიტანა ახლოდან – 1:0. 75-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ტაბატაძის გადაცემის შემდეგ ბურთი ცოტნე ქებურიამ, ამჯერად თვითონ, ერთშეხებაში მოახვედრა მიზანში – 2:0. 89-ე წუთზე, მამასახლისის პასით გოგი ფიფიამმესამედ და ამ შეხვედრაში უკანასკნელად აიღო სტუმართა კარი – 3:0. ეს „ტორპედოს“ ზედიზედ მეხუთე მოგებული სპარინგია.

„ტორპედო“: ბობღიაშვილი(თებიძე 78), ტაბატაძე, თოდუა, აბრამიძე, ბონდარენკო, ჩაკვეტაძე(დრევალი 70), ელიავა(ბაბუნაშვილი 57), ბენაშვილი(კვასხვაძე 39), მარკოზაშვილი(მამასახლისი 46), ტუღუში(ქებურია 60), ფიფია

„საბურთალო“: ლ. კუპატაძე(ქურდაძე 46), ბარამიძე, გ. მარგველაშვილი, კაკიაშვილი, ნადარაია(ალთუნაშვილი 38), ბლიაძე, ბიძინაშვილი, ხორხელი, რუხაძე, ჩაბრაძე(გვარაძე 50), გოშთელიანი(დ. კაპანაძე 50)

მსაჯი: კობა ჭაჭუა(ქუთაისი)

“ტორპედოს” ზედიზედ მეოთხე მოგებული სპარინგ-მატჩი

ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგურად პირველი ლიგის წარმომადგენელ ხონის „იმერეთს“ უმასპინძლა.

ხონელებთან გამართული ნაყოფიერი მატჩი ქუთაისელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 3:2 დასრულდა. ანგარიში ალექსი ბენაშვილმა გახსნა, მალევე კი ორი შედეგიანი პენალტით სტუმრები გავიდნენ წინ, თუმცა მეორე ტაიმში თავისი მორიგი გოლი ჯერ ოთარ კვერნაძემ და თამაშის მიწურულს – გოგი ფიფიამ გაიტანა, რითაც „ტორპედომ“ ზედიზედ მეოთხე ტესტ-მატჩი ჩააბარა წარმატებით. აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენ გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე განაახლა მცველმა მიხეილ მახვილაძემ, ვინც მარტვილის „მერანთან“ საკონტროლო შეხვედრის დროს დაშავდა.

„ტორპედო“: ბობღიაშვილი(თებიძე 46), ადამაძე, თოდუა(ჭედია 75), ელიავა(მამასახლისი 46), ტაბატაძე, ჩიკვილაძე(ჯოხაძე 68), ბაბუნაშვილი(ჩაკვეტაძე 46), ბენაშვილი(შენგელია 60), მარკოზაშვილი(კვასხვაძე 46), ფიფია, კვერნაძე(ქებურია 65)

“ტორპედოს” ორმხრივი თამაში სპარინგის ნაცვლად

როგორც გაცნობეთ, ქუთაისის „ტორპედოს“ დღეს, მორიგ ამხანაგურ მატჩში წყალტუბოს „სამგურალისთვის“ უნდა ემასპინძლა, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა. ამიტომ მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მცირეხნიანი ვარჯიშის მერე ტორპედოელები ორ გუნდად გაჰყო და მათ ორმხრივ თამაშში დააკვირდა. ფრიად აღსანიშნავია, რომ ტრავმის შემდეგ ინდივიდუალური მზადება დაიწყო ფორვარდმა მამუკა ღონღაძემ, სრული დატვირთვით თამაში „კანუს“, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში შეეძლება.

FCTorpedo.GE

“სამტრედია” – “ტორპედო” 0:1

დღეს, ქუთაისის „ტორპედო“ სამტრედიაში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონს ესტუმრა და ამხანაგურად უკვე თანალიგელ, იქაურ საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ შეხვდა.

თამაშმა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ „სამტრედიას“ გულშემატკივრებში საკმაო ინტერესი გამოიწვია, რაც მათი დასწრებითაც(500-მდე) გამოიხატა. ტრიბუნებზე ასევე იყვნენ ჩჳენი გუნდის ქომაგებიც. დღევანდელი ტესტ-მატჩის გამარჯვებული სტუმრები გახდნენ. ტორპედოელებმა მეტოქეს, 30-ე წუთზე,გოგი ფიფიას მიერ გატანილი ძალზედ ეფექტური გოლით აჯობეს – 0:1. გამოსაყოფია, რომ „ტორპედოს“ მაისურით აქ დაბრუნების შემდეგ პირველად იასპარეზა 34 წლის ცენტრალურმა მცველმა ვალერი აბრამიძემ, ვინც მის ამჟამინდელ თანაგუნდელებთან ერთად(სევასტი თოდუა და მიხეილ მახვილაძე) ქუთაისელთა დაცვას 12 წლის წინ, მე-14 ეროვნულ ჩემპიონატშიც აკონტროლებდა, რომელიც „ტორპედომ“ პირველ ადგილზე დაასრულა.

„ტორპედო“: ბობღიაშვილი(თებიძე 46), თოდუა, აბრამიძე(ბერუაშვილი 42), ჩადუნელი, ბენაშვილი(მამასახლისი 46), ჩაკვეტაძე, ელიავა(ბაბუნაშვილი 46), ჩიკვილაძე(კიკნაველიძე 70), მარკოზაშვილი(ჯოხაძე 56), ფიფია(ქებურია 53), კვერნაძე(ჭედია 46).

„სამტრედია“: სტურუა, თ. კაკუშაძე, შალიკაშვილი, პაჭკორია, ბაკურაძე, კერძევაძე, ქებაძე, პავლიაშვილი, მელქაძე, გედენიძე, ქანთარია.

შეცვლაზე შევიდნენ: ნვანკო, კაკულია, დვალიშვილი, შილაკაძე, კიკაბიძე, ა. ჯანელიძე, ქურდობაძე, ხვედელიძე

მსაჯი: პაატა დოგრაშვილი(ქუთაისი)

მატჩის ფოტომასალა იხილეთ – Facebook-ზე

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას „ტორპედო“ ხვალ, საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გამართავს, სადაც მეტოქე პირველლიგელი წყალტუბოს „სამგურალი“ იქნება.

FCTorpedo.GE

“ტორპედო” – “მერანი” 2:0

ამხანაგური მატჩების ჩატარებას აგრძელებს ქუთაისის „ტორპედო“. ქუთათურები ახალი საფეხბურთო სეზონისთვის საკუთარ სავარჯიშო ბაზაზე ემზადებიან. ამავე ადგილზე, დღეს, რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილების სპარინგ-პარტნიორი, მომავალი 16-გუნდიანი უმაღლესი ლიგის ბინადარი მარტვილის „მერანი“ გახლდათ, რომელსაც უკრაინელი ვლადიმირ ლობასი თავკაცობს.

ქუთაისური შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ტორპედოელებმა ტაიმებში თითო-თითოჯერ აიღეს მეტოქის კარი. პირველად ეს გოგი ფიფიამ 27-ე წუთზე შეძლო, როცა მან მარცხენა მახვილი კუთხიდან დანიშნული საჯარიმო დარტყმა უმალვე ისე ტექნიკურად შეასრულა, რომ მეკარეს გაშვებული გოლის დაჯერება გაუჭირდა. ანგარიში კიდევ ერთმა ფორვარდმა ოთარ კვერნაძემ გააორმაგა, რომელმაც ბენაშვილის კარგი პასი მიიღო და ახლოდან დარტყმით ზედიზედ მესამე ამხანაგურ შეხვედრაში გამოიჩინა შედეგიანობით თავი – 2:0. აქვე ერთ უსიამოვნო ფაქტზეც უნდა ითქვას: ერთ-ერთ ეპიზოდში ოპონენტთან შეჯახებისას ჩვენი გუნდის ცენტრალურმა მცველმა მიხეილ მახვილაძემ, ვინაც „ტორპედოს“ ბოლო მატჩებში ხარისხიანად ითამაშა, მოედანზე გონება დაკარგა, თუმცა ექიმების ჩარევით იგი მალევე გამოფხიზლდა. წინასწარი ინფორმაციით, გამოცდილი ფეხბურთელის ტრავმა საშიში არ უნდა იყოს და რეაბილიტაციისთვის მას ხანმოკლე პერიოდი დასჭირდება.

„ტორპედო“: ბობღიაშვილი(თებიძე 46), ტაბატაძე, მახვილაძე(ბაბუნაშვილი 35, ჭედია 72), თოდუა, ადამაძე, მარკოზაშვილი(ბენაშვილი 46), ჩაკვეტაძე, ელიავა(კვასხვაძე 46), ჩიკვილაძე, ფიფია(ქებურია 70), კვერნაძე(ჯოხაძე 68).

„მერანი“: მამალაძე(ბეგაშვილი 46), მელიავა, გეგეჭკორი(აშორტია 62), ბარბაქაძე, გეგია(ფაილოძე 62), შულაია, ციკოლია, ფონიავა(დ. ბოლქვაძე 70), წულაია(ლომაშვილი 70), ჩიმაკაძე, ციცხვაია(ქაჯაია 46).

მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი (ქუთაისი)

FCTorpedo.GE

იმერელთა ამხანაგური დერბი ზესტაფონში

ქუთაისის „ტორპედომ“ მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა, რომელშიც გასული ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსან ს/კ „ზესტაფონს“ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე  ეწვია, სადაც 17 ივლისს ზესტაფონელთა მეტოქე უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სლოვაკური „სპარტაკი“(ტრნავა) იქნება.

იმერლების ურთიერთშეხვედრა ამჯერადაც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. როგორც გია გეგუჩაძემ,ასევე რევაზ ძოძუაშვილმა თავიანთი გაწვრთნილი გუნდები მეტწილად ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებით გაიყვანეს მოედანზე. „ტორპედო“ მეტოქეს ბურთის კონტროლის გარდა, სხვა არცერთ სათამაშო კომპონენტში არ ჩამოუვარდებოდა, რიგ ეპიზოდებში კი უკეთაც გამოიყურებოდა, თუმცა თავიდან მდევრის რანგში აღმოჩნდა. 21-ე წუთზე, „ზესტაფონში” დაბრუნებულმა ფორვარდმა ნიკოლოზ გელაშვილმადააწინაურა მასპინძლები – 1:0. 32-ე წუთზე, ანგარიში მას შემდეგ გათანაბრდა, რაც ჩიკვილაძემ დაარტყა საჯარიმოს ფარგლებს გარედან, მეკარემ გამოაგდო ბურთი და დამატებაზე ყველას ოთარ კვერნაძემდაასწრო – 1:1. 54-ე წუთზე კი თამაშის საბოლოო ანგარიში ასე დაფიქსირდა – კვერნაძემ ჩიკვილაძის უზადო გადაცემა შეირგო, მცველებს გაექცა და მეკარესთან პირისპირ გასულმა შესრულებული დუბლით „ტორპედოს“ მოაგებინა – 1:2.

„ტორპედო“: ბობღიაშვილი, ტაბატაძე, თოდუა, მახვილაძე, ადამაძე, ჩაკვეტაძე(ბერუაშვილი 72), ჩიკვილაძე(კვასხვაძე 62), ბენაშვილი(ზ. გელაშვილი 46), მარკოზაშვილი(კიკნაველიძე 57), ფიფია(ბაბუნაშვილი 49), კვერნაძე(ქებურია 78).

ს/კ “ზესტაფონის” პრეს-სამსახურის ფოტო

FCTorpedo.GE

მერანმა ტორპედოს სძლია

ქუთაისის “ტორპედოს” სამწვრთნელ ბაზაზე გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი გუნდისა და მარტვილის “მერანს” შორის. მატჩი მერანელების გამარჯვებით 2:1დასრულდა. პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს (კიკნაურიძე), თუმცა მეორე ნახევარში “მერანმა” მდგომარეობის გამოსწორება მოახერხა, გოლები ერთმანეთის მიყოლებით აკაკი შულაიამ და პაპუნა ფონიავამ გაიტანეს.

კვირის ბოლოსთვის, “მერანი” კიდევ ერთ ტესტ-მატჩს გამართავს, მეტოქის ვინაობა ზუსტდება.

მერანის სასტარტო შემადგენლობა: ბეგაშვილი, მელიავა, გეგეჭკორი, ჯღამაია, გეგია, ზარბაქაძე, ციკოლია, შულაია, აშორტია, ფონიავა, ჩიმაკაძე

შეცვლაზე შემოვიდნენ: მამალაძე, ქაჯაია, ციცხვაია, ფაილოძე, წულაია

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი

პრესსამსახური

“ტორპედოს” ჭაბუკებმა ჩემპიონატის ბოლოს „ჩიხურასაც“ მოუგეს

13 ივნისს, ჭაბუკთა ლიგაში ბოლო, 30-ე ტურის მატჩები გაიმართა. ჩვენი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებულ შეხვედრებში ქუთაისის „ტორპედოს“ ასაკობრივი გუნდების მეტოქე საჩხერის „ჩიხურა“ იყო.

რევაზ კვერნაძის გაწვრთნილი 16-წლამდე გუნდის მატჩში დამაჯერებელი ანგარიში დაფიქსირდა – 2:0 ტორპედოელთა სასარგებლოდ. პირველი გოლი, 50-ე წუთზე, გიორგი გურეშიძის მიერ მოწოდებულ კუთხურს მოჰყვა, ბურთი საკუთარ კარში ერთ-ერთმა ჩიხურელმა ჩაჭრა. ხუთ წუთში კი, უპირატესობაგიგა თავაძემ განამტკიცა და ამ ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონატი ოთხმატჩიანი მოგებათა სერიით მე-4 ადგილზე დაასრულა.

„ტორპედო U-16“:სულაბერიძე(კვერნაძე 60), წიქარიშვილი(მაღლაკელიძე 65), შეყრილაძე, ქუთათელაძე, სალუქვაძე(კიკნაძე 60), ბურჯანაძე, ზარნაძე(ანთიძე 55), თევზაძე(გორდაძე 50), ჯავახაძე(ხუციძე 60), გურეშიძე(თავაძე 40), მანჯგალაძე.

საბოლოო სატურნირო ცხრილი

განსხვავებით პირველისგან, გოლუხვი გამოდგა მეორე შეხვედრა, 18-წლამდელთა ფეხბურთელებს შორის, აქაც 3 ქულა ქუთაისელებმა აიღეს. გოლები: დავით ჯანაძემ, ზაურ გოგუაძემ(2) და თორნიკე ბანძელაძემ ჩაიწერეს აქტივში. საბოლოოდ, აკაკი კვერნაძის შეგირდებიც ჭაბუკთა ლიგის ამ გათამაშებაში(ზედიზედ მესამე მოგების შემდეგ) მე-4 ადგილზე გავიდნენ.

„ტორპედო U-18“: გეგუჩაძე(მოდებაძე 46), ბერძენაძე, ჯოხაძე, ნაცვლიშვილი, მარდალეიშვილი(ბაბუნაშვილი 75), ქველიძე(გაბუნია 65), ხვიჩია(ხანთაძე 62), ბანძელაძე, გოგუაძე, ო. ჭიჭინაძე(აშვეთია 20), ჯანაძე(შამათავა 18, ზაკარიაძე 70).

საბოლოო სატურნირო ცხრილი

FCTorpedo.GE

“ტორპედოს” ასაკობრივი გუნდები – სამბურთიანი სხვაობა და სამი ქულა ბათუმელებთან

დასასრულს მიუახლოვდა ჭაბუკთა ლიგის მორიგი გათამაშება, სადაც დღეს ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ ასაკობრივმა გუნდებმა ჩვენი კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ბათუმის დინამოელები მიიღეს.

16-წლამდელთა შორის ჩატარებული(70-წუთიანი) შეხვედრა მასპინძელთა დამსახურებული გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ქუთაისელებმა გოლებს მეორე ტაიმში მოუყარეს თავი. მეტოქის კარი 37-ე, 45-ე და 55-ე წუთებზე, შესაბამისად: ბექა შეყრილაძემ,შოთა წიქარიშვილმა(პენალტით) და დავით მანჯგალაძემ აიღეს.

„ტორპედო U-16”: კვერნაძე(სულაბერიძე 45), შეყრილაძე, სალუქვაძე, ქუთათელაძე(კიკნაძე 55), წიქარიშვილი, ჭანია(ანთიძე 50), ზარნაძე(გურეშიძე 36), თევზაძე(გორდაძე 36), ჯავახაძე, მანჯგალაძე(ხუციძე 60), იონანიძე(თავაძე 45).

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

ასევე, გამართული თამაშის ჩვენებით 3 ქულა აიღო ტორპედოელთა 18-წლამდე გუნდმაც, რომელიც 0:1-ს აგებდა, თუმცა დავით ჯანაძის შესრულებული პოკერით, რაც მან ნახევარი საათის განმავლობაში შეძლო(!), სტუმრები იგივე სხვაობით დაამარცხა – 4:1.

„ტორპედო U-18”: მოდებაძე(გეგუჩაძე 73), ბერძენაძე(ა. ჭიჭინაძე 70), გაგოშიძე, ნაცვლიშვილი, კუჭუხიძე(ჯოხაძე 20), ხვიჩია(მარდალეიშვილი 60), ბიწაძე(ჯიქიძე 73), ბანძელაძე, გოგუაძე(ხეცურიანი 50), ჯანაძე, ო. ჭიჭინაძე(ზაქარიაძე 58).

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

FCTorpedo.GE

“ტორპედოს” ჭაბუკებმა ზესტაფონში იმარჯვეს

ჭაბუკთა ლიგაზე 28–ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის “ტორპედოს” ასაკობრივი გუნდები სტუმრად ზესტაფონში იქაურ თანალიგელებს შეხვდნენ.

ჩვეულებრივ, ჯერ 16–წლამდელები გაეჯიბრნენ ერთმანეთს, სადაც რევაზ კვერნაძის გაწვრთნილმა ქუთაისელთა გუნდმა 3:1 დაამარცხა მასპინძლები. გოლები: შოთა წიქარიშვილის(პენალტით), დავით მანჯგალაძის და ბექა ანთიძის ანგარიშზეა.

“ტორპედო U-16”: სულაბერიძე(კვერნაძე 60), წიქარიშვილი, ჭანია, ქუთათელაძე, შეყრილაძე, გორდაძე(ანთიძე 50), ჯავახაძე(სალუქვაძე 55), თევზაძე(კიკნაძე 65), მანჯგალაძე, იონანიძე(ხურციძე 65), თავაძე(ზარნაძე 40).

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

სათამაშო უპირატესობა საბოლოო ანგარიშში ასახა”ტორპედოს” 18–წლამდე გუნდმაც(მწვრთნელი – აკაკი კვერნაძე), რომელმაც მეტოქეს მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია. გამარჯვების გოლი გოგუაძის პასითთორნიკე ბანძელაძემ გაიტანა.

“ტორპედო U-18”: მოდებაძე, მარდალეიშვილი(ზირაქაძე 89), ჯოხაძე, ნაცვლიშვილი, კუჭუხიძე, ქველიძე(ზაქარიაძე 60), ხვიჩია(ა. ჭიჭინაძე 72), ბანძელაძე, გოგუაძე(ბაბუნაშვილი 85), ჯანაძე(ჯიქიძე 67), ო. ჭიჭინაძე(აშვეთია 83).

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

FCTorpedo.GE

ტორპედოელთა მორიგი გამოსვლები ჭაბუკთა ლიგაზე

25 მაისს, ჭაბუკთა ლიგის ორივე ასაკობრივ ტურნირზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის “ტორპედოს” სტუმარი ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ზუგდიდის “ზუგდიდი” იყო.

როგორც წესი, თავდაპირველად, მოედანი 16-წლამდე ფეხბურთელებს დაეთმო, სადაც მასპინძლები უფრო უკეთ გაისარჯნენ და მინიმალური ანგარიშითაც იმარჯვეს – 1:0. რევაზ კვერნაძის გაწვრთნილებიდან გოლით გიგა თავაძე გამოირჩა.

“ტორპედო U-16”: სულაბერიძე(კვერნაძე 65), ჯავახაძე(მაღლაკელიძე 60), შეყრილაძე, ქუთათელაძე, სალუქვაძე, ჭანია, გორდაძე(ხუციძე 55), თევზაძე, ზარნაძე(ანთიძე 50), თავაძე(გოგიაშვილი 60), მანჯგალაძე.

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

წინა შეხვედრისგან განსხვავებით მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა შედარებით უფროსი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდების პაექრობაში, ქუთაისელებმა ამჯერად მატჩის ფავორიტის სახელი ვერ გაამართლეს და მეორე ტაიმში გაშვებული გოლებით ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ.

აკაკი კვერნაძის თავკაცობით”ტორპედო U-18″–მა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: გეგუჩაძე, ფანცხავა(ზაქარიაძე 70), ნაცვლიშვილი, კუჭუხიძე(ო. ჭიჭინაძე 60), მარდალეიშვილი(გაგოშიძე 46), ბიწაძე, ბანძელაძე, ხეცურიანი, გოგუაძე(ხვიჩია 62), ქურდაძე(აშვეთია 75), ჩიხლაძე(ა. ჭიჭინაძე 70).

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

FCTorpedo.Ge