12 წელი “ტორპედოს” ისტორიული მატჩიდან

22.05.2002 – ეს დღე ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარია, განსაკუთრებით ახსოვთ მათ, ვინც იმდროინდელი გივი კილაძის სახელობის სტადიონიდან ადევნა თვალი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბების “კლასიკოს”: ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ მონაწილეობით. ქომაგებით გადავსებული ტრიბუნების (ოფიციალური მონაცემებით – 27 000 მაყურებლის) წინაშე ქუთათურებმა მე-14 ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის გადამწყვეტ მატჩშიმალხაზ ასათიანის მიერ 75-ე წუთზე შესრულებული ზუსტი პენალტის წყალობით დაამარცხეს მეტოქე(1:0) და ზედიზედ მესამედ მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონობა. ტრიუმფის შემდგომ საზეიმო განწყობა ჩვენს ქალაქში დიდხანს სუფევდა. ცალკე სათქმელია, რომ, ისევე როგორც ამჟამად, იმ „ოქროს“ სეზონშიც „ტორპედოს“ დამრიგებელი რევაზ ძოძუაშვილი იყო, მეკარეების მწვრთნელი კი გელა კიკალეიშვილი.

აი, იმ დიდი გამარჯვების შემოქმედ ტორპედოელთა შემადგენლობაც: ზვიად სტურუა, ლაშა ჭელიძე, ვალერი აბრამიძე, მიხეილ მახვილაძე, სევასტი თოდუა, ვახტანგ ხვადაგიანი, რევაზ ქემოკლიძე, გივი დიდავა(შოთა ბაბუნაშვილი 54), გივი კვარაცხელია(ზვიად ქუთათელაძე 60), მალხაზ ასათიანი, ანდრეი პოროშინი(ზურაბ იონანიძე 54). თადარიგში იყვნენ: ნიკოლოზ ტოგონიძე, დავით გამეზარდაშვილი, რომან ახალკაცი, დავით აკოფიანი.

დღეს, ხსენებული შეხვედრიდან ზუსტად 12 წელი გავიდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ქვემოთ ჩვენ მიერ ინტერნეტში მოძიებული ის ვიდეო და ფოტომასალა შემოგთავაზოთ, რომელიც აღნიშნული დღის მეტად სამახსოვრო წუთებს ასახავს.

FCTorpedo.GE

“ტორპედომ” უეფასა და ეროვნული ლიცენზია მიიღო

კომპანია “ვისოლის” ძალისხმევით, ახალ სეზონში ქუთაისის “ტორპედოს” ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკითხები მოგვარდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო ორგანომ უკვე დააკმაყოფილა ჩვენი კლუბის საჩივარი უეფასა და ეროვნულ ლიცენზიების მიღების თაობაზე, რის შედეგადაც ს/კ “ტორპედოს” მომავალ სეზონში საასპარეზოდ აღნიშნული კუთხით ყველა პრობლემა საბოლოოდ მოეხსნა.

FCTorpedo.GE

“მერანი” – “ტორპედო” 0:1

17 მაისს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ ნომინალურ მასპინძელს, ბოლოადგილოსან მარტვილის „მერანს“ ეწვია.

ჩემპიონატის ბოლო მატჩიდან გამომდინარე დაღლილობა ორივე გუნდს ეტყობოდა. თამაშის დაწყებიდან 7 წუთი იყო გასული, როცა ელიავას მარჯვე თამაშის წყალობით ქუთაისელებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, ეს საქმე თენგიზ ჩიკვილაძემ ითავა, რომლის გამორბენის შემდეგ ანგარიში გაიხსნა – 0:1. თამაშის ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდზე უკვე ვახსენეთ, თუმცა გამორჩეულ მეორეხარისხოვან მომენტებზეც გეტყვით. მე-17 წუთზე, მარკოზაშვილის პასით ტუღუში მიუახლოვდა კარს მარცხენა მხრიდან, ბურთი მეორე ფეხზე გადაიტანა და მცველთან ჭიდილში კარშიც დაარტყა, მაგრამ მეკარემ ითამაშა უშეცდომოდ. 37-ე წუთზე, „მერანის“ აფრიკელი ლეგიონერის ძლიერი დარტყმა ვიხილეთ, ბურთს კვასხვაძე დაეუფლა პირველივე ცდაზე. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მამასახლისი ორ ოპონენტს გასცდა და კვერნაძის გავლით ბურთი დასარტყმელ პოზიციაზე მყოფ ტუღუშს მიუვიდა, მან გაუჩერებლად დაუმიზნა კარს, მაგრამ ოდნავ ააცილა.

მეორე ტაიმში „ტორპედო“ არ რისკავდა. ტერიტორიული უპირატესობა „მერანის“ მხარეს კი იყო, მაგრამ მარტვილელთა შეტევების ლოკალიზება უმეტესად ტორპედოელთა საჯარიმოსთან ხდებოდა. 47-ე წუთზე, ბენაშვილის დარტყმით კვასხვაძე ჩაერთო თამაშში და საკმაოდ დამაჯერებლადაც. 59-ე წუთზე, ჩიკვილაძის პასით კვლავ ტუღუშს შეეძლო მეტოქის დამწუხრება, მაგრამ ამ უკანასკნელმა ათიოდე მეტრიდან მარჯვენა ფეხით ვერ დაუმიზნა კარს. 71-ე წუთზე, ჩიკვილაძემ ტრადიციულად სახიფათოდ შეასრულა სტანდარტი, ბურთი მეკარემ ნახტომში მოიგერია კუთხურზე. დარჩენილ დროში ქუთაისელთა დაცვამ ითამაშა მოწოდების სიმაღლეზე და მატჩიც მოგებამდე მას შემდეგ მიიყვანეს, რაც ბოლო წუთზე ჩუკვურანმა ვერ დაარტყა კარში თავით. მაშ ასე, ბოლო 6 მატჩიდან 5-ის მოგებით „ტორპედომ“ 25-ე ეროვნული ჩემპიონატი ქვედა ექსვეულში ერთპიროვნული ლიდერობით დაასრულა.

FCTorpedo.GE

„ტორპედოს“ კაპიტანი – პირველი ნაბიჯებიდან სამომავლო გეგმების ჩათვლით

მრავალი გულშემატკივარი თვლის, რომ, ძველი დროიდან მოყოლებული, ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარის რგოლში ძირითადად არ უჭირს. საბედნიეროდ, ეს საკითხი ჩვენს გუნდში დღესაც წესრიგშია, რაც 24 წლის როინ კვასხვაძის დამსახურებაა. პირველნომრიანი მაისურის მფლობელს მისი ბაბუის, ასევე როინ კვასხვაძის, გენები გამოჰყვა. ბაბუის, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობით „ტორპედოს“ ყველა დროის ერთ-ერთი სახელოვანი მეკარე(კაპიტანიც) გახლდათ. მართლაც, განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა კლუბის ისტორიაში ასეთი წარმატებული მეკარის ადგილს წლების შემდეგ მისი შვილიშვილი, იგივე სახელისა და გვარის მქონე, იკავებს და ამ ძალზედ საპასუხისმგებლო საქმის კეთებას ძალიან კარგადაც აგრძელებს. კვასხვაძეების საფეხბურთო ოჯახის ტრადიციების დამცველი დღეს ტორპედოელთა კაპიტანიც არის. ამა წლის დასაწყისში, მშობლიური ქალაქის კლუბში ჩარიცხვის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბევრი ისეთი მატჩი ჩაატარა, რომელიც მის აქტივში ჩაიწერა. აქვე სასიამოვნო სიახლეზეც, ქვეყნის პირველი გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ იგი 29 მაისსა და 3 ივნისს, შესაბამისად, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებთა წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა. ჩვენ თავად კვასხვაძეს არამარტო „ტორპედოსა“ და პირადად მასთან დაკავშირებულ, არამედ სხვა საინტერესო თემებზეც ვესაუბრეთ, გთავაზობთ ინტერვიუს…

– მოდი, პირველ რიგში, მოგვიყევი, მეკარეობა როგორ დაიწყე?

– სიმართლე გითხრათ, როცა ფეხბურთში შევაბიჯე, თავიდან ნახევარმცველი ვიყავი. მამაჩემს, გიორგი კვასხვაძეს ავტოქარხანაში ჰქონდა საფეხბურთო სკოლა „მემორიალი“, რომლის პრეზიდენტიც თვითონ იყო. მე და ჩემმა ძმამ აქ დავიწყეთ თამაში. იმ პერიოდში ქუთაისიდან ყველა თბილისში გარბოდა, რადგან იქ უფრო განვითარებული იყო სკოლები. მეც 13 წლის ასაკში წავედი თბილისის „თბილისში“, სადაც ჭაბუკთა ლიგაში ჩემი მწვრთნელი იყო კობა ჟორჟიკაშვილი, თუმცა მეკარეების მწვრთნელიც და ჩემთვის ყველაფერი მაშინ მამაჩემი გახლდათ, იგი მავარჯიშებდა კიდეც. იქ 1 წელი ვითამაშე და მერე „ზესტაფონმა“ შემისყიდა, სადაც 16 წლის ვიყავი, როცა უმაღლეს ლიგაში პირველი თამაში ჩავატარე.

– შენი ბაბუა ერთ-ერთი სახელგანთქმული ტორპედოელი იყო, ეს დამატებით სტიმულს უნდა გაძლევდეს…

– ბაბუაჩემს მართლაც დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები და ალბათ, მისი გენები მეც გადმომეცა. ყოველთვის ვცდილობ, რომ გავამართალო ის ტრადიცია, რასაც ჰქვია საფეხბურთო ოჯახი და იმედია, ასეც იქნება. მამაჩემსაც უთამაშია ფეხბურთი, თავის დროზე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში იყო. მისი დიდი სურვილითა და შთაგონებით პოზიცია შევიცვალე და ბაბუის კვალს გავყევი.

– კვასხვაძეების საფეხბურთო ოჯახის კიდევ ერთი წევრი შენი ძმაა, ნიკოლოზი ამჟამად საჩხერის „ჩიხურაში“ ასპარეზობს, ერთი პერიოდი ერთადაც თამაშობდით „ზესტაფონში“…

– დიახ, „ზესტაფონში“ ორივეს ბედნიერი წლები გვაქვს გატარებული, ყველაზე კარგად ის სეზონი გვახსენდება, როცა ეროვნული თასის ფინალი ისე მოვიგეთ, რომ ორივე ძირითად შემადგენლობაში ვიყავით. მართლაც, დიდი სიხარული მოგვანიჭა იმ წლებმა, როცა ერთად ვთამაშობდით, მერე ის სხვა გუნდში გადავიდა. ვფიქრობ, ნიკას აქვს იმის ნიჭი, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

რაც შეეხება ჩემს ზესტაფონურ კარიერას, მოხარული ვიყავი, რომ იმ დიდ კლუბში ჩემი სიტყვა მეც მეთქმოდა, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადო „ზესტაფონის“ ხელმძღვანელებსა და გულშემატკივრებს, იქ 8 წელი გავატარე და ცხადია, ამ კლუბს ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

– დღეს „ტორპედოში“ ხარ, აქაურობა როგორ მოგწონს?

– საერთოდ, ეს კლუბი, რომ ჩემთვის ძალიან ახლოა, ამას ბევრი მტკიცება არ ჭირდება. როცა დღევანდელი გუნდი შეიკრიბა, ისე ჩანდა, რომ „ტორპედო“ არ წარმოადგენდა საშუალო ძალასაც კი, მაგრამ ნელნელა ხელმძღვანელებმა და ფეხბურთელებმა ვიგრძენით ჩვენ-ჩვენი მოვალეობები და ვფიქრობ, რომ ძალიან მეგობრული გუნდიც გავხდით და დღეს უკვე შეგვიძლია სხვა გუნდებზე კონკურენციის გაწევაც.

– ბოლო ტურში, „მერანთან“ მოგების შემთხვევაში „ტორპედო“ ქვედა ექვსეულში გამარჯვებული გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენციაში არაერთ გუნდს უკვე აჯობეთ…

– არის გუნდში ხშირი საუბარი მაგ საკითხზე და ახლაც ჩვენი ერთადერთი საზრუნავიც სწორედ ეგაა, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ, ღმერთის წყალობით, ვიგებთ თამაშებს და კარგად მიდის ყველაფერი, თუმცა, რასაკვირველია, ამ გუნდს ჭირდება გაძლიერება, რათა ჩემპიონობისა და თასისთვის იბრძოლოს.

– „ტორპედოს“ მომავალი როგორ წარმოგიდგენია?

– მომავალზე რა გითხრათ, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს კლუბი რაც შეიძლება მაღალი დონის იყოს და უფრო სტაბილური მდგომარეობა ჰქონდეს. „ტორპედო“ საქართველოში ყოველთვის ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს. საერთოდ, ქუთაისთან თამაში ძალიან რთულია ყველასთვის, რა გუნდიც არ უნდა ჰყავდეს.

– ეროვნული ჩემპიონატის გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებული თემა ამ ბოლოს ძალზედ აქტუალური გახდა, შენი მოსაზრება როგორია აღნიშნულზე?

– მე დღეს „ტორპედოში“ ვარ და შიდა სამზარეულოში ჩახედულობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ „ტორპედოს“ არანაირ გარიგებაში არ მიუღია მონაწილეობა. ის, რასაც მივაღწიეთ ბიჭებმა, ყველაფერი ჩვენი პატიოსანი შრომის შედეგია.

– ნაკრებში დიდი ხანია გიძახებენ, ახალი მოწვევაც უკვე მოგივიდა, თუმცა ამ ეტაპზე უმეტესად თადარიგში გიწევს ყოფნა, უფრო ძლიერი კონკურენტები გყავს?

– რა თქმა უნდა, ასეა. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია თუ ვის ათამაშებს და მე ყველანაირად ვცდილობ და კიდევ ბევრჯერ დაველოდები ჩემს შანსს, რათა დავამტკიცო ის, რომ მე ვარ ღირსეული კონკურენტი: გიორგი ლორიას, ნუკრი რევიშვილის და ომარ მიგინეიშვილის.

– ესპანეთის ნაკრებთან თბილისში გამართულ მატჩში(0:1) დებიუტი გქონდა ჩვენს ნაკრებში, ამ თამაშში ლორიას გმირობაზე მთელი საქართველო დღემდე ლაპარაკობს, შემდეგ მან ტრავმა მიიღო და შენ შეხვედი მოედანზე, როგორ გაიხსენებ იმ წუთებს?

– ძალიან რთული იყო, როცა ისეთ დროს შევედი მოედანზე, მითუმეტეს ესპანეთთან, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან გამიხარდა, რომ ჩავერთვე შეხვედრაში, პირველი თამაში იყო და ვნერვიულობდი კიდეც, მაგრამ მთავარია, რომ ეს პირველი ნაბიჯი გადავდგი და ვეცდები, რომ თუ კიდევ მომეცემა მომავალში შანსი, უფრო გავამართლო იმედები.

– ე.წ. პირველხარისხოვანი გუნდებიდან რომელს გულშემატკივრობ ევროპაში?

– მადრიდის „რეალს“, რომელიც წელს საკმაოდ კარგ ფორმაშია და ვფიქრობ, ამ სეზონს ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლებით დაასრულებს.

– სამაგალითო მეკარე ვინ არის შენთვის?

– იკერ კასილასი ჩემთვის სამაგალითოა, თუმცა დღესდღეობით მსფოლიოში მაინც საუკეთესო მგონი ჯიანლუიჯი ბუფონია, ასევე, გამოვარჩევდი მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარეს, კურტუას.

– საქართველოს ჩემპიონატში თუ არის ისეთი ფორვარდი, რომელსაც ყველაზე მეტად უფრთხი?

– არასდროს მითქვამს ამა თუ იმ თამაშზე პერსონალურად რომელიმე ფეხბურთელზე, რომ ის გოლს ხშირად მიტანს. თუ გამორჩევაზეა საუბარი, ჩემი თანაგუნდელია, თუმცა მაინც ბექა ტუღუშს გამოვარჩევდი, ასევე, კარგი თავდამსხმელია ნიკუშა საბანაძეც. ადრე კი გელაშვილი-დვალის დუეტი განსაკუთრებით შედეგიანი იყო.

– “ტორპედოსთან” მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაქვს, რას აპირებ შემდეგ?

– აქ როცა მოვდიოდით არავინ არ იცოდა თუ რა სიტუაცია დაგვხვდებოდა. ყველანაირად მინდოდა, რომ „ტორპედოს“ დავხმარებოდი. ეს ჩემი, მამაჩემის და მთლიანად ჩემი ოჯახის დიდი სურვილი იყო. მოხარული ვარ, რომ მეც შევიტანე საკუთარი წვლილი გუნდის უმაღლეს ლიგაში დარჩენაში და შესაძლოა, ქვედა ექვსეულშიც პირველები ვიყოთ.

ჩემს გეგმებს რაც შეეხება, არის რაღაც შემოთავაზებები, თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ მაქვს. იმედია, „ტორპედოს“ ექნება საკმარისი პირობები, რათა ის ფეხბურთელები შეინარჩუნოს, რომლებიც გუნდისთვის ძალას წარმოადგენენ. ასეთ შემთხვევაში ძალიან მოხარული ვიქნები თუ ისევ აქ გავაგრძელებ კარიერას. აქვე გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. რამდენიც არ უნდა იყვნენ, ყოველთვის ვგრძნობთ მათ თანადგომას. მოსვლის დღიდან მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ბოლომდე გვერდში მედგნენ, ყველა თბილად მხვდებოდა და მათი დამსახურებაც იყო, რომ ადაპტაცია ძალიან გამიიოლდა. როცა აქ მოსვლაზე მიდიოდა საუბარი, ჯერ გადაწყვეტილიც არ მქონდა, როცა გულშემატკივრებმა ისეთი ფონი შემიქმნეს, შანსიც არ მქონდა გადაფიქრების და არც ვაპირებდი.

– დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.

FCTorpedo.GE

38 წლის სევასტი თოდუა „ოთხასიანთა“ კლუბში მესამეა

დღეს, ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი სევასტი თოდუა 38 წლის გახდა.

„სევა“ ჩვენს კლუბში უკვე მესამედ დაბრუნდა და რა გასაკვირია, რომ მის პროფესიულ კარიერაში უპირველი ადგილი სწორედ „ტორპედოს“ უჭირავს, ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩიც აქ ჩაუტარებია – 142. აქვე ფრიად აღსანიშნავ საკითხზეც, გასულ ტურში თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ ასპარეზობით ძალზედ გამოცდილმა მცველმა უმაღლეს ლიგაში მისი 406-ე თამაში გამართა. ამ მაჩვენებლით იგი „ოთხასიანთა“ კლუბში დამკვიდრდა, სადაც ვეტერან „ოპონენტებს“: ქვეყნის 7-გზის ჩემპიონ გივი დიდავასა და ეროვნულ პირველობებში ყველაზე ბევრი(216) გოლის ავტორ ზურაბ იონანიძეს(მან პირველ დამოუკიდებელ ეროვნულ ჩემპიონატშიც ითამაშა)ჩამორჩება, რომლებიც ფეხბურთელის რანგში ასევე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქუთაისის ღირსებას იცავდნენ, მათ ანგარიშზე, შესაბამისად, 432 და 422 მატჩია. ასე რომ, აღნიშნული რეკორდის გაუმჯობესების შესაძლებლობა თოდუას უკვე მომავალ ჩემპიონატში მიეცემა.

ვულოცავთ იუბილარს დღევანდელ დღეს, სიმხნევეს, დღეგრძელობას და წარმატებებს ვუსურვებთ.

FCTorpedo.GE

რევაზ ძოძუაშვილი: „საკმაო ყურადღებას ვაქცევთ სამომავლო შევსებას“

დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ ხვალ გასამართ მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც მთლიანი აქცენტი ბურთის გამოყენებით მომზადებაზე გაკეთდა. შუა დღეს, ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი დედაქალაქში გაემგზავრება და სასტუმრო „ბატესტაში“ დაბინავდება.

მოახლოებული შეხვედრის წინ კომენტარი ვთხოვეთ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს.

რევაზ ძოძუაშვილი: „ძალიან გვინდა, რომ ჩემპიონატის ბოლო აკორდები ნორმალურად ჩავატაროთ, მოგეხსენებათ, უკვე კარგა ხანია ვიცით, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენილები ვართ, აქედან გამომდინარე, მწვრთნელები ვაპირებთ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა გამოცდას დარჩენილ თამაშებში. ჩვენ მივცემთ თავიანთი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას იმ ბიჭებს, რომლებზეც გარკვეული იმედები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ახალ სეზონში გამოგვადგებიან ძირითადი შემადგენლობისთვის. ამდენად, შეიძლება ითქვას, საკმაო ყურადღებას ვაქცევთ სამომავლო შევსებას, თუმცა, რასაკვირველია, ამასთან ერთად მიზნად გვაქვს ქვედა ექვსეულში პირველი ადგილის დაკავებაც და ვეცდებით, რომ ეს ორივე საქმე გავაერთიანოთ“.

FCTorpedo.GE

ბექა ტუღუშმა “ზუგდიდს” ცენტრიდან გაუტანა

2 მაისს, საქართველოს ჩემპიონატში, “ტორპედოსა” და “ზუგდიდს” შორის გამართულ მატჩში, ქუთაისელთა ფეხბურთელმა ბექა ტუღუშმა ზუგდიდელთა კარი ცენტრიდან აიღო.

ვარჯიში და კომენტარები “ტორპედოს” დამდეგი მატჩის წინ

დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ „ზუგდიდთან“ 2 მაისს თბილისში გასამართი მატჩისთვის ერთ-ერთი დასკვნითი ვარჯიში გამართა, რომელშიც მიკრო ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია კაპიტან როინ კვასხვაძეს. ტრავმის შემდეგ კი ინდივიდუალურად დაიწყო მზადება ფორვარდმა მამუკა ღონღაძემ.

პარასკევს გასამართი მატჩის წინ კომენტარები ვთხოვეთ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელსა და ორ ფეხბურთელს.

რევაზ ძოძუაშვილი: „ტორპედოში“ ჩემი დაბრუნების შემდეგ პირველადაა, როცა გუნდს გავარდნის არ ეშენია, ამდენად, ფეხბურთელი, რომელიც გამოვა მოედანზე წნეხის ქვეშ აღარ იქნება. ამასთან, მწვრთნელებსაც გვეძლევა იმის საშუალება, რომ ვიფიქროთ ახალ სეზონზე და ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, ასეთი 4-5 ბიჭი გვყავს, მოვსინჯოთ დარჩენილ მატჩებში, რათა ვნახოთ თუ რას წარმოადგენენ რეალურად, ჩვენ ერთგვარ „რენტგენს“ ჩავატარებთ მათ შესაფასებლად. ასევე, მინდა გითხრათ, რომ უკვე ბიჭებმა იგრძნეს თავიანთი პოტენციალი და ბოლო თამაშებმა აჩვენა, რომ სწორი სტრატეგიით მივდივართ წინ. რასაკვირველია, სამომავლოდ ჩვენ უფრო მეტი შანსი გვექნება მოწინავე ადგილების დასაკავებლად იმიტომ, რომ უკვე ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. მოგეხსენებათ, ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი ფურცლიდან დავიწყეთ მუშაობა, დღეს კი ფუნდამენტი არის. ვნახოთ, როგორი იქნება „ტორპედოს“ ხვალინდელ დღე, რა პირობები და მოთხოვნები გვექნება, აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი დონის ფეხბურთი ვათამაშოთ გუნდს.

იმის გარდა, რომ ჩვენ უმაღლეს ლიგაში დავრჩებით, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. თითოეული თამაში არის ჩვენთვის იმის მაჩვენებელი, რა გვაკლია, რას უნდა მოვუმატოთ. გუნდის სიძლიერი ჩანს ჩემპიონატის ბოლო თამაშებშიც, ამიტომ არ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ გვინდა, კარგი აკორდით დავაბოლოვოთ ჩემპიონატი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ როგორც ჩვენ ვფიქრობთ ამაზე, ისე ფიქრობს ყველა გუნდი. ვფიქრობ, რომ სამ გუნდს შორის არის მე-7 ადგილის ინტრიგაც, ჩვენთან ერთად „ვიტ ჯორჯია“ და „დილა“ იბრძოლებს და გამოჩნდება საუკეთესოს ძალაც. ამ სამეულის ორთაბრძოლა ჩვენ კიდევ სტიმულს გვაძლევს, რომ რაც შეიძლება უკეთესად გამოვჩნდეთ”.

ოლეგ მამასახლისი: „დღესდღეობით, მეგობრული გუნდი ჩამოვყალიბდით და ვიმედოვნებ, რომ წარმატებასაც მივაღწევთ. ძალიან დიდი სტიმულია, როცა „ტორპედოში“ თამაშობ. უმაღლეს ლიგაში დებიუტი საჩხერეში მქონდა, სადაც 2:1 მოვიგეთ და ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იყო. გამოგიტყდებით, იოლი ნამდვილად არაა აქ თამაში. მომდევნო მატჩი “ზუგდიდთან“ გვაქვს, რომელიც ძალიან ეცდება მოგებას, თუმცა ჩვენც არანაკლებად გვინდა, ქუთაისობა სამი ქულით ავღნიშნოთ და უმაღლეს ლიგაში დარჩენა საბოლოოდ გადავწყვიტოთ“

დავით ხურციძე: „უმაღლეს ლიგაში 2 მატჩი ჩავატარე და კმაყოფილი ვარ, რომ არცერთი არ წამიგია, თანაც მეორე თამაშში გამარჯვების გოლი გავიტანე და ვფიქრობ, ლიგაში დავრჩით კიდეც. ვატყობ, რომ ნელნელა გუნდი წინ მიდის და წელს ქვედა ექვსეულში ყველა კონკურენტს ვაჯობებთ. მიხარია, რომ ქუთაისში ჩამოვედი, დიდი მადლობა ყველას, ვინც მე მგულშემატკივრობს. სავარაუდოდ, სეზონის შემდეგ მოსკოვის „ცსკა“-ს პირველ გუნდში დავბრუნდები, თუმცა მომავალში, შესაძლოა, ისევ „ტორპედოში“ მოვხვდე”.

FCTorpedo.GE

“ტორპედოს” დუბლებმა “სპარტაკს” სძლიეს

28 აპრილს, საქართველოს 25–ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის 28–ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის “ტორპედოს” საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე “ტორპედო–2″–მა(მწვრთნელები: გიორგი სუხიაშვილი, ვლადიმერ ჭყონია, გიორგი მეგრელაძე) ცხინვალის “სპარტაკის” შესაბამისი გუნდი(მწვრთნელი – მალხაზ ლაცაბიძე) მიიღო.

შეხვედრა საინტერესო სცენარით ორმხრივ იერიშებში წარიმართა. უფრო მეტი რეალური საგოლე მომენტი კი მასპინძლებმა შექმნეს და შესაბამისად, უპირატესობაც მათ მხარეს იყო. ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმით არაერთხელ უნდა ესარგებლათ ტორპედოელებს, თუმცა ორჯერ ანგარიშში მაინც სტუმრები დაწინაურდნენ. 24–ე წუთზე, ასპროცენტიანი შანსის გაცუდებიდან წამების შემდეგ ქუთაისელები დაისაჯნენ, იოსებ ჩახვაშვილმა ახლო მანძილიდან შეაგორა ბურთი კარში – 0:1. პირველი ტაიმის წაგებას მდევრის რანგში მყოფები არ შეეგუენ და 43–ე წუთზე, ჯანაძის ჩაწოდებითა და გიგა ტვილდიანის ლამაზი თავური დარტყმით ბურთი კარის “ცხრიანში” შევარდა – 1:1. მეორე ტაიმიც არანაკლებ დაძაბული გამოდგა. ანგარიში კვლავ “სპარტაკმა” შეცვალა სათავისოდ, როცა დავით გელაშვილმა შეასრულა ზუსტად პენალტი – 1:2. დარჩენილ დროში “ტორპედოს” რეზერვისტთა მწვრთნელებმა გარისკეს და შეცვლებით თავდასხმის ხაზი ერთ–ორად გააძლიერეს. ამან სასურველი შედეგიც გამოიღო, ჯერ გაგოშიძის პასით გია ღვიტიძემ მცველებს აჯობა და საპენალტო ნიშნულიდან ბურთი ბადეში მოათავსა – 2:2, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი აქედან სამ წუთში, 86–ე წუთზე გავიდა, ქურდაძის პასით თავი შეცვლაზე შესულმა ოთარ ბერეჩიკიძემ ისახელა, რომელმაც წინა გოლის მსგავსი გაიტანა – 3:2. მატჩიც ასეთი ანგარიშით დასრულდა.

“ტორპედო–2”: მოდებაძე, დუდუჩავა, გაგოშიძე, ნაცვლიშვილი, გაბუნია(გოგუაძე 46), ტვილდიანი(ბერეჩიკიძე 68), ხვიჩია(ლაღაძე 46), ბიწაძე, ჯანაძე(ხეცურიანი 55), თორთლაძე(ქურდაძე 62), ღვიტიძე

“სპარტაკი–2”: გოგიაშვილი, ველიაშვილი, შენგელია, გიორგაძე, მოსაშვილი, ჩიგოევი, კაჯაევი(ჭინჭარაული 87), ხუბეჯოვი, მაგრაქველიძე(ბერიძე 85), მუმლაძე, ჩახვაშვილი(გელაშვილი 46).

მსაჯი: ვახტანგ ბასილაია(ზუგდიდი)

დუბლიორთა სატურნირო ცხრილი და კალენდარი

FCTorpedo.GE

დასკვნით წრეში ცხინვალის „სპარტაკთან“ შეხვედრამდე

26 აპრილს, მიმდინარე უმაღლეს ლიგაში დასკვნითი წრის მატჩები გაიმართება. 7-12 ადგილებზე მყოფ გუნდებს შორის მორიგი ტურის რიგითი შეხვედრა შედგება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, სადაც ქუთაისის „ტორპედოს“ ცხინვალის „სპარტაკი“ დახვდება. თამაშის დასაწყისი – 16:00 საათია.

ავად თუ კარგად მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურიღა დარჩა და გადამწყვეტი მატჩებიც წინ გვაქვს. გარკვეული მიზეზის გამო ყურადღებას მხოლოდ ქვედა ექვსეულზე გავამახვილებთ, სადაც ერთი შეხედვით, საშიში ზონიდან თავის დაღწევაში სასწაულის იმედად არის აუტსაიდერი მარტვილის „მერანი“, აი, ბოლოდან მეორე ადგილზე გამსვლელი გუნდის ვინაობა კი კვლავაც უცნობია. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ყველაზე მწვავე ორთაბრძოლა „ზუგდიდსა“ და „სპარტაკს“ შორის უნდა შედგეს, მაგრამ დაქვეითების საფრთხე ნაკლებად, თუმცა ჯერ კიდევ მაინც, სხვა გუნდებსაც ემუქრებათ. რაც შეეხება ჩვენს მომდევნო მეტოქეს, კახა კაჭარავას გუნდმა ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ქვედა ექვსეულში მყოფ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ცხინვალის წარმომადგენლებმა 15 შესაძლებლობიდან 11 ქულა მოაგროვეს და დღემდე 5-მატჩიანი წაუგებელი სერიაც აქვთ, თანაც, ისეთ მოწინააღმდეგეებს მოუგეს, რომლებიც ცხრილში მათზე ზემოთ არიან: „ტორპედოს“(2:0),„დილას“(3:1), „ვიტ ჯორჯიას“(2:0), ხოლო ფრეები კი აუტსაიდერებთან ითამაშეს: „მერანთან“(0:0) და„ზუგდიდთან“(1:1). რევაზ ძოძუაშვილის შეგირდებმა იმისთვის, რათა ჩემპიონატის ფინიშზე თავი მშვიდად იგრძნონ, შაბათს, გამარჯვება დაეხმარებათ.

დამდეგ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო მხოლოდ „სპარტაკიდან“, გიორგი თექთურმანიძის სახით ეყოლება დანაკლისი.

როგორც ზემოთაც ჩანს, წელს, „ტორპედოს“ განახლებული შემადგენლობა ერთხელ უკვე შეხვდა „სპარტაკს“. თითქმის ერთი თვის წინ, „მიხეილ მესხზე“ ორბურთიანი უპირატესობით გამარჯვებული სწორედ ჩვენი მეტოქე გამოვიდა, ზეგ კი ქუთაისელებს რევანშის შესაძლებლობა მიეცემათ. ქვემოთ ქრონოლოგიურად იხილეთ მიმდინარე სეზონში სპარტაკელებთან გამართული ყველა მატჩის პროტოკოლი:

ჩემპიონატი, „სპარტაკი“ – „ტორპედო“ 0:1 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=204

თასი, „ტორპედო“ – „სპარტაკი“ 2:2 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=208

თასი(საპასუხო), „სპარტაკი“ – „ტორპედო“ 2:2 (პენ 5:6) – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=213

ჩემპიონატი, „ტორპედო“ – „სპარტაკი“ 1:0 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=218

ჩემპიონატი, „ტორპედო“ – „სპარტაკი“ 0:2 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=237

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას, ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან,ქუთაისის “ტორპედო” (პირველ სამ ჩემპიონატში ჩვენი გუნდის სახელი “ქუთაისი” იყო) ცხინვალელთასახელით მოთამაშე სამ გუნდსაა(„ლიახვი“, „ცხინვალი“ და „სპარტაკი“) შენახვედრი. სულ გუნდებს შორის 14მატჩია(1-შიც კი „ლიახვი“ არ გამოცხადდა) გამართული, აქედან 8 „ტორპედომ“ მოიგო, 3 ფრედ დასრულდა, 3-ში კი ცხინვალელებმა გაიმარჯვეს. ბურთების ბალანსშიც უპირატესობა ქუთაისელებს აქვთ – 20:8.

ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისელებმა ცხინვალური გუნდი 1990 წლის 25 ივნისს დაამარცხეს – 6:0, ხოლო ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება კი 2007 წლის 5 ნოემბრით თარიღდება – 0:4.

აქვე გთავაზობთ „ტორპედოს“ მეგოლეებსაც, რომლებსაც ჩემპიონატების მატჩებში სხვადასხვა დროს ცხინვალური გუნდების კარი აქვთ აღებული:

2 გოლი – გრიგოლ თევზაძე, ლაშა კემუხტაშვილი, ნიკა საბანაძე, თენგიზ ჩიკვილაძე

1 გოლი – თემურ ფაიქიძე, იასონ ბზიკაძე, როსტომ თორღაშვილი, გიორგი დარასელია, ლევან კორღალიძე, გიორგი ყიფიანი, რევაზ კვერნაძე, მამუკა ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, თორნიკე თარხნიშვილი, თორნიკე კაპანაძე.

FCTorpedo.GE

“ტორპედო” – “მერანი” 5:1

18 აპრილს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სამდღიანი ტურის ერთი მატჩი გაიმართა. მეორე ექვსეულში ქუთაისის „ტორპედომ“ აიუტსაიდერ მარტვილის „მერანს“ „მიხეილ მესხზე“ გაუწია მასპინძლობა.

თამაშს პირველივე წუთიდან ბოლომდე „ტორპედო“ აკონტროლებდა და ამგვარი სცენარიდან გამომდინარე ეჭვიც არავის ეპარებოდა ქუთაისელთა გამარჯვებაში. ბოლოადგილოსანმა „მერანმა“, რომელიც მის უკანასკნელ თამაშებში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მოწინააღმდეგეს, ფაქტობრივად, ვერანაირი „იარაღი“ ვერ დაუპირისპირა. მარტვილელები განსაკუთრებით ჩვენი გუნდის მიერ ორგანიზებულ სწრაფ კონტრშეტევევს ვერ უმკლავდებოდნენ. გოლებიც უმეტესად ასეთი სახის იერიშებით გავიდა: მე-15 წუთზე, ჩიკვილაძის გონივრული გადაცემით ოთარ კვერნაძემ მარჯვედ აუარა გვერდი იობაშვილსა და მამალაძეს, შემდეგ კი ცარიელ კარში შეაგორა ბურთი – 1:0. 33-ე წუთზე, ლექვთაძის პასით თეიმურაზ მარკოზაშვილი წააქციეს საჯარიმოში და მსაჯმაც დაუყუნებლივ გაიშვირა ხელი ნიშნულისკენ, პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა და „ტორპედოში“ თავისი პირველი გოლი მიითვალა(2:0), თუმცა „მარკიზიო“ დღეს ამაზე არ გაჩერებულა. მე-40 წუთზე, ინტრიგა მატჩს ლევან გეგეჭკორმა დაუბრუნა, რომელმაც მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა საგოლედ – 2:1. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში კიდევ უფრო ნათელი გახდა „ტორპედოს“ უპირატესობა და პრაგმატული თამაშის ხარჯზე ანგარიშიც მხოლოდ რევაზ ძოძუაშვილის გუნდის სასარგებლოდ იცვლებოდა. 51-ე წუთზე,ირაკლი ლექვთაძემ გამოიყენა საჯარიმოს შიგნიდან გატანის შანსი – 3:1. 78-ე წუთზე, ელიავას პასითოთარ კვერნაძემ „უმაღლესში“ პირველი დუბლი შეასრულა მეკარესთან პირისპირ გასვლის მერე – 4:1. 83-ე წუთზე კი თანაგუნდელს თეიმურაზ მარკოზაშვილმა „მიჰბაძა“ და უმაღლეს ლიგაში თავის პირველ გოლს, ამჯერად ელიავას პასით მეორეც მიუმატა – 5:1. ასე და ამგვარად, „ტორპედომ“ მიმდინარე ჩემპიონატში ერთ მატჩში მისთვის ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და მე-10 გამარჯვება მოიპოვა, თანაც, ძალიან დამსახურებული და საჭიროც.

გუნდების შემადგენლობები, მატჩის სტატისტიკა – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=241

FCTorpedo.GE

“ტორპედო” – “მერანი” 5:1

18 აპრილს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სამდღიანი ტურის ერთი მატჩი გაიმართა. მეორე ექვსეულში ქუთაისის „ტორპედომ“ აიუტსაიდერ მარტვილის „მერანს“ „მიხეილ მესხზე“ გაუწია მასპინძლობა.

თამაშს პირველივე წუთიდან ბოლომდე „ტორპედო“ აკონტროლებდა და ამგვარი სცენარიდან გამომდინარე ეჭვიც არავის ეპარებოდა ქუთაისელთა გამარჯვებაში. ბოლოადგილოსანმა „მერანმა“, რომელიც მის უკანასკნელ თამაშებში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მოწინააღმდეგეს, ფაქტობრივად, ვერანაირი „იარაღი“ ვერ დაუპირისპირა. მარტვილელები განსაკუთრებით ჩვენი გუნდის მიერ ორგანიზებულ სწრაფ კონტრშეტევევს ვერ უმკლავდებოდნენ. გოლებიც უმეტესად ასეთი სახის იერიშებით გავიდა: მე-15 წუთზე, ჩიკვილაძის გონივრული გადაცემით ოთარ კვერნაძემ მარჯვედ აუარა გვერდი იობაშვილსა და მამალაძეს, შემდეგ კი ცარიელ კარში შეაგორა ბურთი – 1:0. 33-ე წუთზე, ლექვთაძის პასით თეიმურაზ მარკოზაშვილიწააქციეს საჯარიმოში და მსაჯმაც დაუყუნებლივ გაიშვირა ხელი ნიშნულისკენ, პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა და „ტორპედოში“ თავისი პირველი გოლი მიითვალა(2:0), თუმცა „მარკიზიო“ დღეს ამაზე არ გაჩერებულა. მე-40 წუთზე, ინტრიგა მატჩს ლევან გეგეჭკორმა დაუბრუნა, რომელმაც მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა საგოლედ – 2:1. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში კიდევ უფრო ნათელი გახდა „ტორპედოს“ უპირატესობა და პრაგმატული თამაშის ხარჯზე ანგარიშიც მხოლოდ რევაზ ძოძუაშვილის გუნდის სასარგებლოდ იცვლებოდა. 51-ე წუთზე, ირაკლი ლექვთაძემ გამოიყენა საჯარიმოს შიგნიდან გატანის შანსი – 3:1. 78-ე წუთზე, ელიავას პასით ოთარ კვერნაძემ „უმაღლესში“ პირველი დუბლი შეასრულა მეკარესთან პირისპირ გასვლის მერე – 4:1. 83-ე წუთზე კი თანაგუნდელს თეიმურაზ მარკოზაშვილმა„მიჰბაძა“ და უმაღლეს ლიგაში თავის პირველ გოლს, ამჯერად ელიავას პასით მეორეც მიუმატა – 5:1. ასე და ამგვარად, „ტორპედომ“ მიმდინარე ჩემპიონატში ერთ მატჩში მისთვის ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და მე-10 გამარჯვება მოიპოვა, თანაც, ძალიან დამსახურებული და საჭიროც.

fctorpedo.ge