ფრანჩესკო ტოტი ბუფონს: “ჯიჯი, დაბერებულხარ”

4 მაისს, იტალიის სერია A-ში, “კატანიამ” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა. რომაელებს მარცხის შემდეგ, გაჩემპიონების ყველანაირი იმედი გადაეწურათ, ხოლო “იუვენტუსმა” სკუდეტო კიდევ ერთხელ მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, Sky Italia-მ პირდაპირ ეთერში ფრანჩესკო ტოტისა და ჯანლუიჯი ბუფონის ჩართვა მოახერხა. დიდი ხნის მეგობრები ერთმანეთს გაეხუმრნენ.

ტოტი: “ჯიჯი, დაბერებულხარ.”

ბუფონი: “სამწუხაროდ, შენი არ მესმის, რადგან ჩვენი გაჩემპიონების შემდეგ, აქ ძალიან ბევრი ადამიანი ყვირის.”

შვაინშტაიგერმა თავი ტოტისა და გიგზს შეადარა

მიუნხენის “ბაიერნის” 29 წლის ფეხბურთელმა ბასტიან შვაინშტაიგერმა განაცხადა, რომ მისი რაიან გიგზთან და ფრანჩესკო ტოტისთან შედარება სრულებით შესაძლებელია.

“შეიძლება თუ არა ჩემი ტოტისთან და გიგზთან შედარება? რა თქმა უნდა, შეიძლება. ისინი გასაოცარი ფეხბურთელები არიან. 40 წლის ასაკში, გიგზი უმაღლეს დონეზე თამაშს აგრძელებს.

სიმართლე გითხრათ, ვამაყობ იმით, რომ ამდენი ხანია, ერთ კლუბში ვასპარეზობ. დავასრულებ თუ არა კარიერას “ბაიერნში”? ჯერ-ჯერობით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, შეუძლებელია”, – ამბობს შვაინშტაიგერი.

21-ე საუკუნის 10 საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი

საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა 21-ე საუკუნეში მოთამაშე ათი საუკეთესო იტალიელი დაასახელა.

10. ჯენარო გატუზო

Paris Saint-Germain FC v AC Milan - Dubai Challenge Cup

9. მარიო ბალოტელი

AC Milan v Bologna FC - Serie A

8. ჯანლუკა ძამბროტა

Barcelona v Valladolid - La Liga

7. ალესანდრო ნესტა

New England Revolution v Montreal Impact

6. პაოლო მალდინი

AC Milan's defender and captain Paolo Ma

5. ანდრეა პირლო

Juventus v AC Chievo Verona - Serie A

4. ფაბიო კანავარო

Italy's Fabio Cannavaro poses before the

3. ჯანლუიჯი ბუფონი

FBL-EUR-C1-GALATASARAY-JUVENTUS

2. ფრანჩესკო ტოტი

SS Lazio v AS Roma - Serie A

1. ალესანდრო დელ პიერო

Juventus' forward Alessandro Del Piero c

მაიკონი: “ტოტი მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლას იმსახურებს”

იტალიური “რომას” მარჯვენა მცველი, მაიკონი აცხადებს, რომ ფრანჩესკო ტოტი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ ტოტის, რომელიც ახლა 37 წლისაა, იტალიის ეროვნულ გუნდში 2006 წლის შემდეგ არ უთამაშია.

“მე რომ მკითხოთ, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, როგორ თამაშობ. ამრიგად, მიმაჩნია, რომ ფრანჩესკო იტალიის ეროვნულ ნაკრებში თამაშს და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოხვედრას იმსახურებს”, – ამბობს მაიკონი.

ტოტი: “რომას” “იუვენტუსზე” უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს”

იტალიური “რომას” ვეტერანი ფეხბურთელი, ფრანჩესკო ტოტი აცხადებს, რომ “ჯალოროსის” ტურინის “იუვენტუსზე” უკეთესი ფეხბურთელები ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს 46 ქულით “იუვენტუსი” ლიდერობს, ხოლო “რომა” მას ხუთი ქულით ჩამორჩება.

“ცხადია, “იუვენტუსი” ძალიან ძლიერი გუნდია, რომელიც ყოველთვის ტიტულებისათვის იბრძვის. თუმცა, ჩემი აზრით, ჩვენს გუნდში “ბიანკონერის” ფეხბურთელებზე უკეთესი მოთამაშეები არიან”, – ამბობს ტოტი.

ტოტი საერთო ჯგუფს 3 დეკემბერს შეუერთდება

“რომას” პრეს-სამსახურის ცნობით ფრანჩესკო ტოტი საერთო ჯგუფთან ვარჯიშს ხვალიდან დაიწყებს. თუმცა, მაქსიმალურ დატვირთვებს კაპიტანი ჯერ არ მიიღებს.”იმპერატორის” მწვანე მინდორზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი კი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

შეგასხენებთ, რომ 37 წლის ვეტერანმა ტრავმა “ნაპოლისთან” შეხვედრის 32-ე წუთზე მიიღო. აღასანიშნავია, რომ კაპიტნის გარეშე მოთამაშე რომაელებმა უკვე მეოთხე შეხვედრა ვერ მოიგეს.

რაიან გიგზი – 40!

ლეგენდარული რაიან გიგზი 40 წლის გახდა. “მანჩესტერის” უბერებელი ლიდერის დაბადების დღეს ერთად გავიხსენოთ მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი უხუცესი ფეხბურთელები.

რაიან გიგზი, 40 წლის. 

“ის ჩვეულებრივი ბიჭი იყო, რომელიც როგორც ნამდვილი მამაკაცი თამაშობდა. მაგრამ ახლა ის კაცია, რომელიც ახალგაზრდა ბიჭივით თამაშობს”.

2011 წლის იანვარში “მანჩესტერის” გულშემატკივრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, გიგზს “იუნაიტედის” ისტორიაში ყველაზე დიდი მოთამაშის სტატუსი მიენიჭა. ასევე ის, ერთადერთი ფეხბურთელია ვინც პრემიერ ლიგის ჩამოყალიბებიდან, ყველა სეოზონში შესძლო გოლის გატანა. ახლა გიგზი უკვე 40 წლის არის, თუმცა კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს.

უელსელი მთელი თავისი კარიერის მანძილზე “მანჩესტერის” ერთგულია. პირველი პროფესიონალურ კონტრაქტს მან 23 წლის წინ, 17 წლის ასაკში მოაწერა ხელი. გიგზის დებიუტი 1991 წლის 2 მარტს შედგა “ოლდ ტრაფორდზე”, ლივერპულის “ევერტონის” წინააღმდეგ. მას შემდეგ, გიგზმა 955 შეხვედრა ჩაატარა “წითელი ეშმაკების” მაისურით.

ხავიერ ძანეტი, 40 წლის.

Spain Soccer Champions League

კიდევ ერთი უხუცესი მილანის “ინტერის” ფეხბურთელი, ხავიერ ძანეტია. არგენტინიდან 1995 წელს ჩამოსული ძანეტი, “ინტერის” საკვანძო მოთამაშედ იქცა. რთული დასაჯერებელია, მაგრამ 39 ასაკში საკმაოდ მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ, ძანეტის კარიერის დასრულებაზე არც უფიქრია.

“მე მინდა რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე მინდორს და უფრო ძლიერი გავხდე.  ჩემი კარიერა ჯერ არ დასრულებულა”

და ეს ასეც მოხდა. არგენტინელის მკურნალობამ 8 თვეს გასტანა. სერია “ა”-ს მეთორმეტე ტურის მატჩში კი, ხავიერი დაბრუნდა “სან სიროზე”მინდორზე.

“საკმაოდ რთული იყო 40 წლის ასაკში დიდი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნება. მაგრამ, ჯერ კიდევ პირველ ოპერაციამდე ვოცნებობდი თუნდაც ერთი მატჩის ჩატარებაზე ჩვენი გულშემატკივრებისათვის. მიხარია, რომ ჩემი დაბრუნება “ინტერის” მნიშვნელოვან გამარჯვებას დაემთხვა. 

ფრანჩესკო ტოტი, 37 წლის. 

TOTTI

თანამედროვე “რომა” მისი უცლელი კაპიტნის, ფრანჩესკო ტოტის გარეშე წარმოუდგენელია. ის არასდროს არ ყოფილა განსაკუთრებული ათლეტიზმით აღჭურვილი ფეხბურთელი, მაგრამ თამაშის კითხვის და გააზრების უნარით, მას რომში და შესაძლოა მთელს იტალიაშიც, ვერავინ ვერ შეედრება. ფრანჩესკო და “რომა” წელს შესანიშნავ სეზონს ატარებენ. იტალიური საფეხბურთო საზოგადოება იმდენად მოიხიბლა ვეტერანის თამაშით, რომ დაჟინებით ითხოვდა მის ნაკრებში დაბრუნებას

ახლა ტოტი ტრავმირებულია. ის “ნაპოლისთან” შეხვედრის დროს დაშავდა დაშავდა. თუმცა ფრანჩესკო მინდორს მალე დაუბრუნდება და კვლავ გააგრძელებს რომისთვის ბრძოლას. “იმპერატორის” ახალი კონტრაქტი, 2016 წლამდეა გათვლილი. ასე რომ, მისი თამაშით კიდევ 3 წელიწადს დავტკბებით.

რუდი გარსია: “ტოტი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა”

იტალიური “რომას” მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია აცხადებს, რომ ფრანჩესკო ტოტი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერს, “ინტერთან” გამართულ შეხვედრაში (0:3), ტოტიმ დუბლის გაფორმება მოახერხა.

“ძალიან ძლიერი შეტევის ხაზი გვყავს. რაც შეეხება ტოტის, ის მართლაც გამორჩეული იყო. ჩემი აზრით, ფრანჩესკო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა”, – ამბობს ფრანგი სპეციალისტი.

მარკიზიო: “იუვენტუსის ტოტი მინდა გავხდე”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველს საკუთარი კარიერის დასრულება თავის ამჟამინდელ კლუბში სურს.

მოგეხსენებათ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მარკიზიოს შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა ინტერესდებოდა. “წითელი ეშმაკები” მზად იყვნენ მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაეხადათ, მაგრამ იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა 27 წლის მოთამაშის “ოლდ ტრაფორდზე” გაშვება არ ისურვეს.

“მსურს, “იუვენტუსის” “ფრანჩესკო ტოტი” გავხდე. ხშირად ვამბობდი, რომ სხვა კლუბში თამაში არ მინდა. საფეხბურთო კარიერის ტურინში დასრულება ჩემი ოცნებაა”, – აცხადებს კლაუდიო მარკიზიო.

შეგახსენებთ, მარკიზიო ტურინელთა აკადემიაში აღიზარდა. მისი დებიუტი კი 2006 წელს შედგა. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, მან იტალიელთა მაისურით 38 მატჩი ჩაატარა და ორი ბურთი გაიტანა.

სანდრო საპანაძე