უინკსი: “ლუკა მოდრიჩის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული რამ იყო”

ლონდონის “ტოტენჰემის” მიერ აღზრდილმა ჰარი უინკსმა მადრიდის “რეალთან” გამართული მატჩის შემდეგ (1-1) პრესასთან ისაუბრა და ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის წინააღმდეგ თამაშისას განცდილი შეგრძნებები აღწერა.

“როდესაც “ტოტენჰემის” აკადემიაში ვიყავი, ახალგაზრდობისას, მოდრიჩის თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი. მე მას დღესაც დიდ პატივს ვცემ და ვაღიარებ, რომ ფანტასტიკური, მსოფლიო დონის მოთამაშეა. მის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული რამ იყო.

ის და ტონი კროოსი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან, ფეხბურთელები რომლებიც ზემოდან დაგვყურებენ. ბუნებრივია, რომ მათთან შერკინება ძალიან საშიში და რთულია.

თუმცა, თამაშისას მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს განსხვავებები დავივიწყო და ისე ვეთამაშო, როგორც სხვა ჩვეულებრივ ფეხბურთელებს. ეს წარმატების ერთადერთი გზაა,” – აცხადებს უინკსი.

პოჩეტინო: “ფრე სამართლიანი შედეგი იყო”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო და მეტოქესთან ფრე, 1-1 ითამაშა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს “სპურსების” თავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ესაუბრა.

“ფრე სამართლიანი შედეგი იყო, რამდენიმე რეალური შანსი შევქმენით, თუმცა ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ლორისმა რამდენჯერმე გადაგვარჩინა. სამი შეხვედრა დაგვრჩა. მშვენიერ პოზიციაზე ვიმყოფებით, თუმცა, იმასაც ვანცნობირებთ, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. მუშაობა და ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. მაგრამ ეს ქულა ბევრს ნიშნავს,” – აცხადებს არგენტინელი.

ზინედინ ზიდანი: “შედეგით კმაყოფილები არ ვართ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მადრიდის “რეალმა” და ლონდონის “ტოტენჰემმა” ქულები გაიყვეს (1-1).

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს მადრიდელთა მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ესაუბრა.

“ბედნიერები არ ვართ, რადგან სახლში ვთამაშობდით. როცა საკუთარ კედლებში ვატარებთ შეხვედრას, ყოველთვის გამარჯვება გვინდა. ამ მატჩში ორი შესანიშნავი მეკარე თამაშობდა. ისინი კარგად იცავდნენ კარს და არ უშვებდნენ გოლს, შესაბამისად, ეს ლოგიკური შედეგი იყო.”

“პრობლემა ნაადრევად გაშვებული გოლია. თუ შენ ამას მეტოქის წინააღმდეგ აკეთებ, ეს იდეალურია. თუმცა, როცა პირველი უშვებ გოლს, ეს ერთით უკან გადადგმული ნაბიჯია. მათ კარგად იცოდნენ, როგორ დაეცვათ თავი. ამიტომ, გაგვიჭირდა.”

“საბოლოოდ, ფრე ვითამაშეთ. თუმცა, “უემბლიზე” გამარჯვებას ვეცდებით. ჩვენ არ გვჭირდება ბევრი ცვლილება. ვითამაშეთ მშვენივრად, ფეხბურთელები კარგად გაისარჯნენ და პრესინგზეც დაუღალავად იმუშავეს. გვაქვს შვიდი ქულა – ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები,” – აცხადებს ზიდანი.

კეილორ ნავასი: “დღეს მეკარეების თამაში იყო”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მადრიდის “რეალმა” და ლონდონის “ტოტენჰემმა” ქულები გაიყვეს (1-1).

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს მადრიდელთა კიპერი, კეირლორ ნავასი ესაუბრა.

“დღევანდელი თამაში მეკარეებისთვის იყო. რთული გამოდგა გოლის გატანა. ბევრს ვეცადეთ, თუმცა მეტი ვერ შევძელით. გვინდოდა, მშრალი სერია გაგვეგრელებინა, თუმცა ზოგჯერ ბოლომდე მიზანს ვერ აღწევ. დღესაც ასე მოხდა.”

“დარწმუნებული ვარ, მომავალ შეხვედრაში მეტს მივაღწევთ. ჩვენ, როგროც “ბერნაბეუზე”, არც ლონდნში დავაკლებთ ცდას,” – აცხადებს ნავასი.

ლორისი: “მეორეს გატანაც შეგვეძლო, თუმცა ამ შედეგითაც კმაყოფილები ვართ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო და მეტოქესთან 1-1 ითამაშა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს “სპურსების” კაპიტანი, უგო ლორის ესაუბრა.

“სიამოვნებაა, როცა გუნდელებთან ერთად “ბერნაბეუზე” თამაშობ. ეს ფანტასტიკური გრძნობაა. პირველ ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ და რადენიმე რეალური მომენტი გვქონდა, რომ ანგარიში გაგვეხსნა. კარგია, რომ ფრეს მივაღწიეთ.”

“რეალს” პრესინგი შესანიშნავად გამოსდის და ეს ჩვენს წინააღმდეგაც გამოიყენა. შეგვეძლო მეორეც გაგვეტანა და მოგვეგო, თუმცა ეს შედეგიც მშვენიერია,” – აცხადებს ფრანგი.

ჰარი კეინის კომენტარი “რეალთან” მატჩის შემდეგ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო და მეტოქესთან 1-1 ითამაშა.

შეხვედრის შემდეგ “სპურსების” ერთ-ერთმა ლიდერმა და მათი მხრიდან გოლის ავტორმა, ჰარი კეინმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“რთული თამაში იყო. მათ ბევრი მომენტი შექმნეს და ხშირად გვიჭირდა შეჩერება. “ბერნაბეუზე” ქულა ავიღეთ, რაც იდეალურია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ, როგორც გუნდი, ძალიან გავიზარდეთ. კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგით. იმედი მაქვს, ჩვენს კედლებში უკეთესად ვითამაშებთ,” – ახადებს ინგლისელი.

“რეალი” – “ტოტენჰემი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მადრიდის “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლონდონის “ტოტენჰემს” მიიღებს.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს.

“რეალი”: ნავასი, რამოსი, ვარანი, რონალდუ, კროოსი, ბენზემა, მოდრიჩი, მარსელო, კაზემირო, ჰაკიმი, ისკო.

“ტოტენჰემი”: ლორისი, ანდერვეირელდი, ვერტონგენი, სანჩესი, კეინი, დაიერი, სისოკო, ლორენტე, ერიკსენი, ორიე, ვინკსი.

ლორისი: “რეალი” მხოლოდ რონალდუ არაა”

დღეს მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ლონდონის “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ “სპურსების” გოლკიპერმა, უგო ლორისმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კრიშტიანუ რონალდუს შეეხო.

“ყველა კარგად ხვდება, საოცარია ის, რასაც რონალდუმ კარიერის მანძილზე მიაღწია. ზოგჯერ, ეს ყველაფერი დაუჯერებელია. თუმცა, “რეალი” მხოლოდ კრიშტიანუ არაა. ჩვენ მხოლოდ მის კი არა, მთელი გუნდის შეჩერებას ვაპირებთ. მათ მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავთ და აღნიშნული ამოცანის შესრულება რთული იქნება,” – აცხადებს ფრანგი.

რა უთხრა ფლორენტინო პერესმა ფერნანდო ლორენტეს ვარჯიშის დაწყებამდე?

მადრიდის “რეალი” დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტეჰნემს” უმასპინძლებს.

გუშინ საღამოს სპურსებმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” ივარჯიშეს. ადგილობრივთათვის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი სახე ფერნანდო ლორენტე იყო. ესპანელი თავდამსხმელი, მოგეხსენებათ, ინგლისელთა ღირსებას იცავს.

ლორენტეს კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი თბილად შეხვდა. მას, მისალმების შემდეგ ხუმრობით უთხრა: “სამშაბათს ბევრს ნუ ირბენ,” გაუღიმა და გადაეხვია.

ზიდანი: “ტოტენჰემი” მხოლოდ კეინი არაა – ჩვენ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვართ”

დღეს მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ლონდონის “ტოტენჰემს” დაუირისპირდება.

პრინციპული შევხედრის წინ ზინედინ ზიდანი ჟურნალისტებს ესაუბრა.

“ბოლო დროს ისკოს გამოვარჩევდი. ის საოცარ პროგრესს განიცდის. ეს განვითარება ბუნებრივია. მან კარგად ცის, რომ კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. როცა თამაშის შანსი ეცემა, ბოლომდე იხარჯება. ისკო მატჩიდან მატჩამდე იზრდება. მისი თვისებებიდან იმას გამოვარჩევდი, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თავისუფლად თამაში. მისთვის უკეთესია, როცა თავდამსხმელებს ეხმარება ხოლმე, თუმცა ნახევარდაცვის სამეულში ან ამ რგოლის სხვა პოზიციაზეც უწევს ასპარეზობა. ამ ყველაფერს კი ის მშვენივრად ართმევს თავს.”

“ვიცით, რომ ჰარი კეინი კარგი ფეხბურთელია. ამაზე მისი შედეგები მეტყველებს. თუმცა, “ტოტენჰემი” მხოლოდ კეინი არაა. ეს ძლიერი კლუბია, რომლის წინააღმდეგ სათამაშოდაც სათანადოდ მოვემზადეთ.”

“ყოველთვის ვცდილობ, საუკეთესო გზა მოვძებნო და ისე მივაღწიო წარმატებას. არ ვიცი, ხალხი სეზონის სტარტზე დაფიქსირებულ შედეგებზე რას ამბობს, თუმცა მე ცდას არ ვაკლებ. ხალხს შეუძლია, განსხვავებულად იფიქროს. თუცმა, არ ვაპირებ, შევცვალო ის, რისი გაკეთებაც მსურს,” – აცხადებს ფრანგი.

ლუკა მოდრიჩმა “ტოტენჰემში” ყოფნის პერიოდი გაიხსენა

მადრიდის “რეალის” ხორვატმა ნახევარმცველმა, რომელიც ბოლო დროს “თეთრების” ერთ-ერთ ლიდერაც ჩამოყალიბდა, თავის ყოფილ კლუბზე, “ტოტენჰემ ჰოტსპურზე” ისაუბრა, რომელიც 2012 წელს დატოვა.

“ტოტენჰემში” გატარებული ოთხი წლის შემდეგ ჩემს მიზანს მივაღწიე, ახალი გამოწვევები მჭირდებოდა, რათა კარიერის ახალ ეტაპზე გადავსულიყავი.

იმ დროს “რეალი” გამოჩნდა, რომელიც იდეალური ვარიანტი იყო ჩემთვის. მათი ინტერესის შესახებ როდესაც გავიგე, სხვა ვარიანტზე უბრალოდ არ მიფიქრია.

“ბერნაბეუზე” თამაში განსაკუტრებული გრძნობაა. ვთვლი, რომ ეს მსოფლიოს ყველაზე ლამაზი სტადიონია, სადაც ოდესმე მითამაშია და იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდი ხნის მანძილზე დარჩება ასეთი.

რაც შეეხება ზინედინ ზიდანს, მან კლუბში ბრწყინვალე ატმოსფერო შექმნა და ამის ხარჯზე დიდ წარმატებებსაც მიაღწია. მან ეს ყველაფერი ნამდვილად დაიმსახურა,” – აცხადებს ხორვატი ფეხბურთელი Cadena Cope-სთან საუბრისას.

ლორენტე: “ჩელსიში” გადასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ “ტოტენჰემის” წინადადება უკეთესი იყო”

ლონდონის “ტოტენჰემის” კუთვნილებაში მყოფი ფერნანდო ლორენტე აღიარებს, რომ ზაფხულში ძალიან ახლოს იყო “სუონსიდან” ლონდონის “ჩელსიში” გადასვლასთან, მაგრამ ტრანსფერი “არისტოკრატთა” მიზეზით ჩაიშალა.

“დიახ, ბოლო წამს ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექი. კონტე, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ “იუვენტუსში” ყოფნის პერიოდიდან, ძალიან დიდ ინტერესს იჩენდა ჩემს მიმართ. მაგრამ, “ჩელსიმ” “სუონსისთან” შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო.

“ტოტენჰემთან” კი ყველაფერი უფრო მარტივი და სწრაფი გამოდგა. პოჩტინომ 30 აგვისტოს დამირეკა და მაშინვე შემაყვარა თავი. ენთუზიაზმით აღმავსო… “ჩელსიში” გადასვლაზე ვფიქრობდი, მაგრამ “ტოტენჰემის” წინადადება უფრო სოლიდური იყო.

“სპურსმა” საკმაოდ მოკლე პერიოდში მიაღწია შეთანხმებას და ყველა სირთულის მიუხედავად, “უემბლიზე” აღმოვჩნდი,” – აცხადებს “იუვეს” ყოფილი შემტევი.