ოფიციალურად: ლონდონის “ტოტენჰემმა” იანსენი გაანათხოვრა

ლონდონის “ტოტენჰემის” თავკაცის, მაურისიო პოჩეტინოს მიერ დაწუნებული ვინსენტ იანსენი თავის შესაძლებლობებს თურქულ სუპერ ლიგაშიც გამოსცდის.

“მამლებმა” 23 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელი ერთი წლით “ფენერბახჩეში” გაანათხოვრებს. იანსენი უკვე ჩაფრინდა თურქეთში და ახალ კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.

იანსენი “ტოტენჰემის” რიგებში 2016 წლის ზაფხულში ჩაირიცხა. სადებიუტო სეზონში მან პრემიერ ლიგის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი მხოლოდ ორი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა.

Independent: “ტოტენჰემმა” “აიაქსის” ფეხბურთელში 28 მილიონი ფუნტი გადაიხადა

ლონდონის “ტოტენჰემის” წარმომადგენლებმა “აიაქსის” ხელმძღვანელებთან ცენტრალური მცველის, დავინსონ სანჩესის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამ ინფორმაციას The Independent ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტრანსფერი ლონდონურ კლუბს 28 მილიონი ფუნტი დაუჯდა, რასაც შესაძლოა, 14 მილიონი დაემატოს ბონუსების სახით.

ასე რომ, 21 წლის კოლუმბიელი დავინსონ სანჩესი მაურისიო პოჩეტინოს პირველი შენაძენი გახდა 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

“ნიუკასლი” – “ტოტენჰემი”: “მამლებმა” დამაჯერებლად იმარჯვეს

პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩში ახლადგადმოსულმა “ნიუკასლმა” ლონდონის “ტოტენჰემი” მიიღო. შეგახსენებთ, რომ ასეთივე დაპირისპირებით დასრულდა 2015/16 წლების სეზონი. ბოლო ტურში გავარდნილმა “ნიუკასლმა” 5:1 გაანადგურა პოჩეტინოს გუნდი.

ამჯერად, ლონდონელებმა დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. მართალია გოლები მას შემდეგ გავიდა, რაც მსაჯმა მოედნიდან ჯორჯო შელვი გააძევა (48′), მაგრამ ლონდონელები მანამდეც ფლობდნენ უპირატესობას. ანგარიში 61-ე წუთზე დელე ალიმ გახსნა, დეივისმა კი 70-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.

მომდევნო ტურში “ტოტენჰემი” “ჩელსის” უმასპინძლებს, “ნიუკასლი” კი “ჰადერსფილდს” შეხვდება.


“ნიუკასლი”: ელიოტი; დამეტი (ლასკელესი 8′), კლარკი, ლეიეუნე, მანკილო; ჰეიდენი, შელვი; აცუ, პერესი, რიჩი; გეილი (მერინო 76′)

მთავარი მწვრთნელი: რაფა ბენიტესი

“ტოტენჰემი”: ლორისი; უოკერ-პიტერსი, ალდერვაირელდი, ვერტონგენი, დეივისი; დაიერი, დემბელე; სისოკო (სონი 58′), დელე ალი (ვანიამა 82′), ერიკსენი; ჰარი კეინი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო


დენი როუზმა “ტოტენჰემი” გააკრიტიკა

ლონდონის “ტოტენჰემის” 27 წლის მცველმა, დენი როუზმა ლონდონის “ტოტენჰემის” პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი იმ კლუბში ყოფნაა, რომელიც ტიტულების მოგებას შეძლებს.

“ჩემს ასაკში, მაშინ, როდესაც ტრავმის გამო 6 თვე გამიცდა, წასვლაზე ფიქრი ბუნებრივია. კარიერის პიკში ვიმყოფები, წინ კი მხოლოდ ერთი დიდი კონტრაქტია.

დრო სწრაფად გარბის, მე კი ტიტულების მოგება მინდა. არ მინდა ფეხბურთში 15 წელი ისე გავატარო, რომ ერთი ტიტულიც არ მოვიგო, ერთი მედალიც. ასე ბედნიერი ვერ ვიქნები, რაღაცის მოგება მინდა,” – აცხადებს როუზი.

“პსჟ” 2-4 “ტოტენჰემი”: ლონდონელებისა და პარიზელების ნამდვილი სპექტაკლი

ამერიკაში გინესის თასის 2017 წლის გათამაშების ეგიდით კიდევ ერთი ძალზედ საინტერესო მატჩი გაიმართა, რომელშიც ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” ლონდონურ “ტოტენჰემს” დაუპირისპირდა.

“რომასთან” პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პარიზელები ზურგზე “მამლებმა” დასცეს.

მატჩში ანგარიში მე-6 წუთზე, ედინსონ კავანიმ გახსნა. ოთხ წუთში ერიქსენმა უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით აიღო მეტოქის კარი, მე-18 წუთზე კი დაიერმა გაიყვანა ინგლისური გრანდი წინ.

პასტორეს მიერ 36-ე წუთზე გატანილ გოლს კი ტობი ალდერვაირელდმა (82′) და ჰარი კეინმა (88′) უპასუხეს.


“პსჟ”: ტრაპი; კურცავა, მარკინიოსი, კიმპემბე, ალვეში; რაბიო, ტიაგო მოტა; ლო ჩელსო, პასტორე, გედეში; ედინსონ კავანი

მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი

“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; კარტერ-ვიკერსი, უოკერ-პიტერსი, ვერტონგენი, დეივისი; დაიერი, ნკუდუ; ონომა, დემბელე, ერიქსენი; იანსენი

მთავარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო


The Guardian: “მანჩესტერ სიტიმ” კაილი უოკერი 50 მილიონ ფუნტად შეიძინა

The Guardian-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ტოტენჰემის” ინგლისელი ფეხბურთელი, კაილი უოკერი ამიერიდან კარიერას “მანჩესტერ სიტის” რიგებში გააგრძელებს.

ინგლისური პრესის ცნობით, გუნდებმა შეთანხმებას დღეს მიაღწიეს და ტრანსფერის ფასი 50 მილიონი ფუნტით განისაზღვრება, რასაც შესაძლოა, 3 მილიონიც დაემატოს ბონუსების სახით.

როგორც იცით, “მანჩესტერ სიტი” დანი ალვეშის ტრანსფერზე საკმაოდ დიდი ხნის მანძიზლე მუშაობდა, თუმცა ბრაზილიელმა არჩევანი ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენზე” გააკეთა, “ქალაქელები” კი უოკერზე გადაერთვნენ.

მარკ ცუკერბერგის კომპანია მზადაა, “ტოტენჰემი” 1 მილიარდ ფუნტად შეისყიდოს

The Times-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, ამერიკული საინვესტიციო კომპანია, რომლის უკანაც მარკ ცუკერბერგი დგას, მზადაა ლონდონის “ტოტენჰემი” 1 მილიარდი ფუნტის სანაცვლოდ შეისყიდოს.

როგორც ცნობილი ხდება, ამ კომპანიამ 2014 წელს უკვე შესთავაზა 882.6 მილიონი ფუნტი კლუბის მილიარდელ მფლობელ ჯოი ლევისს, მაგრამ უარი მიიღო. ეს უკანასკნელი კლუბის გაყიდვას მაშინ მხოლოდ 2 მილიარდ ფუნტად გეგმავდა.

წყაროს ცნობით, Iconiq Capital ამ დროისთვის რამდენიმე მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას “სპურსის” აქციების შესაგროვებლად.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო დროს უცხოური ინვესტორების ინტერესის ზრდა ინგლისური კლუბების მიმართ Sky Sports-თან და BT Sport-თან გაფორმებულმა სატელევიზიო ხელშეკრულებებმა გამოიწვია.

“ჩელსი” დელე ალის ტრანსფერზე იწყებს მუშაობას

Don Balon-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელთა ინტერესთა სფეროში დელე ალი მოექცა, რომელიც ამ დროისთვის “ტოტენჰემის” რიგებში ირიცხება.

როგორც ცნობილი ხდება, ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელება ანტონიო კონტეს მთავარი მოთხოვნაა, რომელსაც ჯერაც არ აქვს გადაწყვეტილი, რამდენი ხნით დარჩება “სტემფორდ ბრიჯზე”.

შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატებს” საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე აკავშირებდნენ რომელუ ლუკაკუსთან, რომლის სანაცვლოდაც “ევერტონი” 100 მილიონ ევროს ითხოვს, ამ ფასად კი დელე ალის შესყიდვაც კი შეიძლება.

დანი ალვეში “ტოტენჰემსაც” მოუნდა

ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელი მცველის, დანი ალვეშის გადაბირების სურვილს ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელებიც გამოთქვამენ. ამ ინფორმაციას ბრიტანული The Sun ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ექს-ფეხბურთელის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს “მანჩესტერ სიტია”, თუმცა, “მამლები” დანებებას არ აპირებენ.

როგორც ცნობილი ხდება, მაურისიო პოჩეტინო დანი ალვეშში კაილი უოკერის პოტენციურ შემცვლელს ხედავს, რომელიც “ეტიჰად სტედიუმზე” აპირებს ბინის დადებას.

“ტოტენჰემი” “პორტუს” მცველში 25 მილიონ ევროს იხდის

პორტუგალიური “პორტუს” მარჯვენა მცველმა, რიკარდუ პერეირამ შესაძლოა, კარიერა ინგლისურ პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

როგორც იცით, საკმაოდ დიდი იმის შანსი, რომ ზაფხულში “მამალთა” რიგები კაილი უოკერმა დატოვოს, მის შემცვლელად კი მაურისიო პოჩეტინო სწორედ პერეირას მოისაზრებს.

რიკარდუ პერეირას გამოსასყიდი თანხა 25 მილიონ ევროს შეადგენს, “ტოტენჰემი” მზადაა მის სანაცვლოდ ეს თანხა გაიღოს.

“პორტუს” მარჯვენა მცველმა ბოლო ორი სეზონი “ნიცაში” გაატარა, სადაც მან 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ორი გოლი და გააკეთა 10 საგოლე გადაცემა.

ერიკსენი: “ბარსელონაში” თამაშზე ვოცნებობ”

ბოლო პეროდში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ კატალონიის “ბარსელონას” მესვეურებმა “მანჩესტერ უნაიტედის” ნახევარმცველის, კრისტიან ერიკსენის ტრანსფერის თაობაზე “წითელ ეშმაკებს” მიმართეს. ზოგი გამოცემა სხვადასხვა თანხასაც კი ასახელებდა.

ამ საკითხზე თავად დანიელ მოთამაშეს ჰკითხეს.

“ბარსელონასგან” არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა. შენ შეგიძლია, მხოლოდ იოცნებო, რომ იქ გადასვლის შესაძლებლობა გაიზარდოს. თუმცა, თუ ეს ასე არ მოხდება, მხოლოდ ფეხბურთელის სურვილი არაფერს ნიშნავს.”

“ყველა ოცნებობს, რომ ესპანურ გრანდში თამაშის საშუალება ჰქონდეს. შესაძლებელია, როცა შემოთავაზება მოვა, ამაზე უარიც კი განაცხადო. მაგალითად, ექს-ლივერპულელმა დანიელ აგერმა უარი თქვა ესპანელთა წინადადებაზე. თუ ეს შანსი მომეცემა, ამას აუცილებლად გამოვყენებ,” – აცხადებს ერიკსენი.

“ტოტენჰემი” გინტერის ტრანსფერით არის დაინტერესებული

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები დორტმუნდის “ბორუსიას” ცენტრალური მცველის, მატიას გინტერის ტრანსფერით არის დაინტერესებული.

The Gurdian-ის ცნობით, ლონდონელთა მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს გინტერი დიდი ხანია რაც მოსწონს და ზაფხულში ყველაფრის გაკეთებას აპირებს მის გადასაბირებლად.

23 წლის ფეხბურთელის ფასი, რომლის გადაბირების სურვილსაც გერმანული “ჰოფენჰაიმიც” გამოთქვამს, დაახლოებით 17 მილიონ ევროს შეადგენს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გინტერი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახლავთ და ის “დორტმუნდში” “ფრაიბურგიდან”, 8.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.