ინგლისური პრესის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველის, ისკო ალარკონის გარშემო შექმნილ სიტუაციას აქტიურად აკვირდება “მეთოფეთა” კლუბი.
მართალია, რომ 23 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ზიდანის ხელში დამატებითი სათამაშო დრო მოიპოვა, მისი მომავალი ჯერ გადაწყვეტილი მაინც არ არის.
“ბლანკოსს” ისკოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს, თუმცა ამისათვის მადრიდელებმა სამჯერ უფრო მეტი თანხა უნდა გადაუხადოს ფეხბურთელს და უფრო მეტი სათამაშო დროც უნდა შესთავაზონ.
არსენ ვენგერის გუნდი კი მზადაა მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს და ყველა მისი სურვილი დააკმაყოფილოს.