გიორგი ივანიშვილი ეროვნული ლიგის რეფორმისა და შვეიცარიაში გატარებული წლების შესახებ საუბრობს

თბილისის დინამოს ერთ-ერთი პირველი ახალწვეული გიორგი ივანიშვილია – 28 წლის თავდამსხმელი, რომელიც ფეხბურთელად შვეიცარიაში ჩამოყალიბდა, საქართველოში კი რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა და დინამომდე ცხინვალისა და საჩხერის ჩიხურას ღირსებას იცავდა. პირველი ქართული ტიტული ივანიშვილმა სწორედ საჩხერული კლუბის შემადგენლობაში მოიგო – გასულ სეზონში საქართველოს თასს დაეუფლა.

ციურიხის და შაფჰაუზენის ყოფილ ფორვარდს იმედი აქვს, რომ ეს მისი დიდი მიღწევების მხოლოდ დასაწყისია და წარმატებებს ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბშიც მიაღწევს “შეიძლება, დღეს დინამოს საუკეთესო დროება არ უდგას, მაგრამ იქ მოხვედრა დღესაც რჩება ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელის ოცნებად. ასე რომ, ბედნიერი ვარ, ეს პატივი რომ მხვდა წილად. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი საჩხერის ჩიხურასა და მის გულშემატკივრებს, თუმცა ჩემს კარიერაში ახალი გამოწვევების დროა და მაქსიმალურად ვეცდები, დინამოსთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე”- გვითხრა გიორგიმ.

რა არის მისი უმთავრესი მიზანი 2018 წელს? “საქართველოს თასი უკვე მოვიგე, ახლა კი დროა, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო. დინამო რომ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება, ამაზე საუბარიც ზედმეტია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდმა თავისი სიტყვა თქვას ევროასპარეზზე. ზაფხულამდე გვექნება იმის დრო, რომ ევროპა ლიგას სათანადო ფორმაში შევხვდეთ და იქ რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ.”

ივანიშვილი შვეიცარიის მოქალაქეა და შესაბამისად, ფორმალურად, დინამოს ლეგიონერია. საინტერესოა, რა შესძინა მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში გატარებულმა წლებმა.

“შვეიცარია, რა თქმა უნდა, სამაგალითო ქვეყანაა და ფეხბურთშიც საკმაოდ წარმატებულია. თუმცა იყო დრო, როცა იქაურ ნაკრებსა და კლუბებს ცუდი შედეგები ჰქონდათ. 1998 წელს ფეხბურთის განვითარების ახალი პროგრამა შეიმუშავეს და შედეგებმაც არ დააყოვნა. კი, შვეიცარიას ფინანსებში არ უჭირს, მაგრამ პროგრესისთვის მხოლოდ ეს არ კმარა.

როგორც ფეხბურთელსა და პიროვნებას, იქაურმა საფეხბურთო სისტემამ ბევრი რამ შემძინა – ვიცი, რაც არის სწორი საფეხბურთო აზროვნება, აღარაფერს ვამბობ პროფესიონალიზმსა და საქმისადმი დამოკიდებულებაზე, რომელიც შვეიცარიის თითოეულ მოქალაქეს უბრალოდ, შესისხლხორცებული აქვს. ყოველივე ამის შემდეგ ქართულ რეალობაზე გადმოწყობა ცოტა გამიჭირდა, მაგრამ აქ დაბრუნება ცალსახად სწორი გადაწყვეტილება იყო. ქართველი ვარ და მინდა, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის წინსვლაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემი კარიერა რიგიანად წარიმართა, აქ ჩამოსვლის შემდეგ დავოჯახდი, ასე რომ, შვეიცარია მოიცდის.”

შვეიცარიამ კი გიორგის მართლაც ბევრი შესძინა – თავისუფლად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და იტალიურ ენებს, მერე დანიაში მიიღო უმაღლესი განათლება სპორტული მენეჯმენტის განხრით. ასე რომ, ბუცებს ლურსმანზე რომ ჩამოჰკიდებს, წარმატებული კარიერა, ფაქტობრივად, მერეც გარანტირებული აქვს.

2015 წელს, თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი რომ ჩატარდა, პროექტის ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული, თუმცა დღეს მთლიანად ფეხბურთზეა კონცენტრირებული და თავისი განათლებასა და ენების ცოდნას აქტიურად მომავალში გამოიყენებს. დინამომ მხოლოდ კვალიფიციური თავდამსხმელი არ შეიძინა – ასეთი ინტელექტუალური რესურსის მქონე ფეხბურთელის ყოლა ნებისმიერი გუნდისთვის დიდი აქტივია.

ქართული ფეხბურთის მომავალს გიორგი ოპტიმისტურად უყურებს: “მთელი გულით მინდა, რომ 2018 წელი ჩვენი ფეხბურთისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. მჯერა, რომ ეროვნული ლიგის რეფორმა იმუშავებს და უკეთესი შედეგი გვექნება. შარშანდელი ჩემპიონატი მაღალი კონკურენციის ფონზე ჩატარდა და დინამო-ტორპედოს საჩემპიონო მატჩით დაგვირგვინდა. ასეთი დრამატული მატჩები აუცილებლად მიგვიყვანს ხარისხის ამაღლებამდე, კონკურენცია აუცილებლად უნდა გადაიზარდოს ხარისხში.“

გიორგი ივანიშვილს დინამოში გადასვლის შანსი 2012 წელსაც ჰქონდა, როცა გუნდს ალექს გარსია ხელმძღვანელობდა, თუმცა მაშინ ახალგაზრდა შემტევმა სეზონი შვეიცარიის სუპერლიგაში, ბელინცონაში განაგრძო.

Eliga.Ge

“ცხინვალი” უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა

დღეს უმაღლესი ლიგის ბოლო – მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა.

თეთრ ჯგუფში საჩხერის “ჩიხურამ” “ცხინვალი” “დინამო არენაზე” მიიღო. ამ მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სტუმრებისთვის, რადგან ისინი მხოლოდ მოგების შემთხვევაში დარჩებოდნენ უმაღლეს ლიგაში.

შეხვედრა საჩხერლების უპირატესობით წარიმართა. ისინი თავიდან სამბურთიანი უპირატესობით გავიდნენ წინ. პირველი მათგანი “ჩიხურას” მოთამაშემ, გიორგი გაბედავამ 29-ე წუთზე შეაგდო. ტატანაშვილმა კი 62-ე და 67-ე წუთებზე მოახერხა დუბლის შესრულება. 68-ე წუთზე მაქაცარიამ შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა. წერტილი 90-ე წუთზე კიდევ ერთი გატანილი გოლით საჩხერლებმა დასვეს. საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 4-1 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ საჩხერლებმა 29 ქულა დააგროვეს. ხოლო, “ცხინვალმა” კი ვერ შეძლო “გურიასთვის” გადასწრება და გათამაშება მე-7 ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, ეს გუნდი ამიერიდან პირველ ლიგაში იასპარეზებს.

უმაღლესი ლიგის თეთრი ჯგუფი: “ჩიხურამ” “ცხინვალს” თბილისში მოუგო და პირველი წრე ლიდერის პოზიციაზე დაასრულა!

დღეს უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ცხინვალმა” თბილისში საჩხერის “ჩიხურას” უმაპინძლა. საჩხერლებმა პირველივე წუთზე გახსნენ ანგარიში  – ამის გაკეთება დიმიტრი ტატანაშვილმა მოახერხა.

მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე გრიგალაშვილმა ორამდე გაზარდა ანგარიში. 82-ე წუთზე ჯაბა დვალმა ერთი გოლი გაქვითა. საბოლოოდ, იმერლებმა ეს მატჩი, ანგარიშით, 2-1 მოიგეს და თეთრი ჯგუფის ლიდერობა შეინარჩუნეს!

უმაღლესი ლიგის თეთრი ჯგუფი: “დინამომ” “ლოკომოტივს” ვერ მოუგო

დღეს უმაღლესი ლიგის შეხვედრები გაიმართა.

თეთრ ჯგუფში ერთმანეთს “ლოკომოტივი” და “დინამო” დაუპირისპირდნენ. მატჩი ძალიან უინტერესო და არაფრით გამორჩეული გამოდა. საბოლოოდ, იგი ლოგიკური ანგარიშით, 0-0 დასრულდა.

უმაღლესი ლიგა: “სიონმა” “ზუგდიდი” დაამარცხა, “გურიამ” – “ტორპედო”

დღეს სტარტი აიღო უმაღლესი ლიგის მეხუთე ტურმა. შაბათ დღეს წთელი ჯგუფის სამივე შეხვედრა გაიმართა.

ბოლნისის “სიონი” – ზუგდიდის “ზუგდიდი”

ამ ტურში “სიონმა” “ზუგდიდს” უმასპინძლა. შეხვედრა მთლიანად ბოლნისლების უპირატესობით წარიმართა. 30-ე წუთზე ძარიამ შეძლო “სიონის” დაწინაურება. პირველი ტაიმის მესამე დამატებთ წუთზე სუშკინმა ორამდე გაზარდა ანგარიში.

ბოლნისური კლუბი არც მეორე ტაიმში გაჩერდა. 61-ე წუთზე მათ მესამე გოლის გატანაც მოახერხეს – ეს კობახიძემ გააკეთა. ნარმანიამ 73-ეზე ერთი ბურთი გაქვითა. 90-ეზე კი ბოლნისელმა ჯანელიძემ საბოლოო ანგარიში – 4-1 დააფიქსირა.

ლანჩხუთის “გურია” – ქუთაისის “ტორპედო”

კიდევ ერთი მატჩი, რომელიც ამ ტურში გაიმართა, “გურიასა” და “ტორპედოს” დაპირისპირებაა. აქაც მასპინძლები დომინირებდნენ – ანგარიშის გახნსა 27-ე წუთზე სწორედ “გურიამ” შეძლო; ეს ლეგიონერმა მოროზენკომ გააკეთა.

მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე კვერნაძემ გაათანაბრა. “გურიამ” მაინც მოიგო – 68-ე წუთზე ჩადუნელმა აიღომ მეტოქის კარი და მის გუნდს 2-1 გაამარჯვებინა.

ცხინვალის “ცხინვალი” – თბილისის “ლოკომოტივი”

“ცხინვალმა” “ლოკომოტივის” წინააღმდეგ გააგორა ბურთი. მთელი მატჩის მანძილზე სტუმრები დომინირებდნენ. “ლოკომოტივმა” პირველი გოლი მე-11 წუთზე გაიატანა – ეს დიასამიძემ გააკეთა. თბილისლებმა მეორე გოლის შეგდება მესამოცე წუთზე შეძლეს – დუბლი დიასამიძემ შეასრულა.

ერთი გოლის გაქვითვა “ცხინვალის” მხრიდან ჯაბა დვალმა მოახერხა და, საბოლოოდ, ეს შეხვედრა 1-2 დასრულდა.

პირველი ლიგა: “რუსთავს” ვერავინ ამარცხებს!

დღეს პირველი ლიგის შეხვედრები გაიმართა…

თეთრ ჯგუფში იყო გამოსარჩევი მატჩი, რომელშიც ერთმანეთს რუსთავის “რუსთავი” და ცხინვალის “ლიახვი” დაუპირისპირდნენ. თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა რუსთაველთა მოთამაშემ, ჩიმაკაძემ მოახერხა მე-13 წუთზე. 29-ე წუთზე სიჭინავამ შეაგდო, ხოლო სამ წუთში კი ჩიმაკაძემ დუბლი შეასრულა და სამამდე გაზარდა უპირატესობა. 37-ზე დუბლის ავტორმა მესამედ მოახერხა მეტოქის კარის აღება. “ლიახვმა” პირველი ტაიმის დასასრულს ერთი გოლი გაქვითა. ეს გიორგი ჯოხაძემ გააკეთა.

მეორე ნახევარში ისევ სტუმრებმა გაიტანეს და 4-2 გახდა ანგარიში. საბოლოო წერტილი რუსთაველთა მოთამაშემ, ციცვიძემ 69-ე წუთზე დასვა და მის გუნდს 5-2 გაამარჯვებინა. ამ მოგებით “რუსთავს” სამი ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგი – 9 ქულა აქვს და მის ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

 

 

„ზუგდიდი“ – „ცხინვალი“ 1:1 (გოლები)

საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ პრესსამსახურმა „ზუგდიდთან“ საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის გუშინდელი მატჩის გოლების ამსახველ ვიდეო გამოაქვეყნა.

შეხვედრა, ფრედ, 1:1 დასრულდა – 58-ე წუთზე ანგარიში ევგენი კოვალენკომ გახსნა, ექვს წუთში კი ირაკლი ლექვთაძემ წონასწორობა აღადგინა.

ამჟამად „ცხინვალი“ 35 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, „ზუგდიდი“ 9 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზეა.

„ცხინვალმა“ „მცხეთას“ 7:0 მოუგო

უმაღლესი ლიგის მეორე წრის დაწყების წინ „ცხინვალმა“ დღეს ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისი მეტოქე მეორე ლიგელი „მცხეთა“ იყო. კაჭარავას გუნდმა მეტოქე ანგარიშით 7:0 გაანადგურა.

პირველ ტაიმში გოლი ლაშა ქოჩლაძემ გაიტანა. ორამდე ცხინვალელთა უპირატესობა მეორე ნახევრის დასაწყისში ბიძინა მახარობლიძემ გაზარდა, რომელმაც თავი კიდევ ორი გოლით გამოიჩინა. ასევე თითოთითო გოლი თავის ანაგრიშზე ჩახვაშვილმა, ფირცხალავამ და ბურძენაძემ ჩაიწერეს.

„ცხინვალის“ შემადგენლობა ამ შეხვედრაში შემდეგნაირი იყო:

პირველი ტაიმი: ნადირაძე, ცერცვაძე, მაისაშვილი, ბუთუევი, ჯაფარიძე, გორგიაშვილი, ქარდავა, ქოჩლაძე, ლექვთაძე, ივანიშვილი, ცხადაძე
მეორე ტაიმი: კერესელიძე, ფირცხალავა, ნოზაძე, კაკუბავა, ჯიშკარიანი, ბერიძე, ბურძენაძე, ლობჯანიძე, ბეჭვაია, მახარობლიძე, ჩახვაშვილი

„ცხინვალი“ „მიკას“ დაუზავდა

სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ „ცხინვალმა“ მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ამჯერად კახა კაჭარავას გუნდის მეტოქე სომხური „მიკა“ აღმოჩნდა. შეხვედრა, ფრედ, 1:1 დასრულდა.

41-ე წუთზე ანაგრიში სტუმრებმა იგორ შუმილინის გოლით გახსნეს. 78-ე წუთზე ცხინვალელთა მეკარემ გიორგი ნადირაძემ ალექსეი კისილოვის მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია, ოთხ წუთში კი სოსო ჩახვაშვილმა წონასწორობა აღადგინა.

„ცხინვალი“ – „მიკა“ 1:1
გოლები: ჩახვაშვილი 82′ – შუმილინი 41′

„ცხინვალის“ შემადგენლობა ამ მატჩში ასეთი იყო:

პირველი ტაიმი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ჯაფარიძე, ბეჭვაია, გორგიაშვილი, ქარდავა, ლექვთაძე, ქოჩლაძე, ივანიშვილი
მეორე ტაიმი: ნადირაძე, ფირცხალავა, ბუთუევი, კაჭკაჭიშვილი, ჯიშკარიანი, ბურძენაძე, მახარობლიძე, ქარდავა, ლობჯანიძე, გორელიშვილი, ჩახვაშვილი

„ცხინვალმა“ „გურიას“ მოუგო

სფფ-ს ტექნოკურ ცენტრ „ბასაზე“ მორიგი ამხანაგური მატჩი შედგა, რომელშიც ერთმანეთს უმაღლესი ლიგის მონაწილეები „ცხინვალი“ და „გურია“ შეხვდნენ. შეხვედრა „ცხინვალელთა“ გამარჯვებით, 3:1 დასრულდა

ანგარიში კახა კაჭარავას გუნდმა თორნიკე გორგიაშვილის გოლით გახსნა. წონასწორობა არტაგ ალექსეიანმა აღადგინა. ცხინვალელები მხოლოდ მატჩის მიწურულს დაწინაურდნენ – გოლები ნოზაძემ და ჩახნაშვილმა გაიტანეს.

„ცხინვალის“ შემადგენლობა ამ მატჩში ასეთი იყო:

პირველი ტაიმი:
ნადირაძე, ცერცვაძე, კაკუბავა (კაჭკაჭიშვილი), მაისაშვილი, ჯაფარიძე, გორგიაშვილი, ქარდავა, ბეჭვაია, ქოჩლაძე, ლექვთაძე, ივანიშვილი
მეორე ტაიმი: ნადირაძე, ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ჯიშკარიანი, ბურძენაძე, ნოზაძე, მახარობლიძე, გორელიშვილი, ლობჯანიძე, ჩახნაშვილი.

„ცხინვალი“ მორიგ მოსამზადებელ მატჩს „გაგრასთან“ ჩაატარებს

საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბი „ცხინვალი“ სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას ამხანაგური მატჩებით აგრძელებს. ხვალ კახა კაჭარავას გუნდი იანვარის მეოთხე მოსამზადებელ მატჩს ჩაატარებს. ამჯერად მისი მეტოქე პირველი ლიგის მონაწილე „გაგრა“ იქნება.

ცნობისთვის, „ცხინვალი“ ამჟამად უმაღლესი ლიგის მესამე ადგილზე იმყოფება, „გაგრა“ კი პირველ ლიგაში მეცხრე პოზიციას იკავებს.

„ცხინვალი“ „დილასთან“ მოსამზადებელ მატჩში დამარცხდა

დღეს, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე, „ცხინვალმა“ და გორის „დილამ“ საკონტროლო მატჩი ითამაშეს, რომელიც გორელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი მეკარე ნადირაძის კარში შეხვედრის 26-ე წუთზე გიორგი ერისთავმა გამოიტანა, რომელმაც თავი ზუსტად შესრულებული პენალტით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის მეორე წრეს, რომელიც სტარტს 19 თებერვალს აიღებს, გორის „დილა“ ფოთის „კოლხეთთან“ გასვლით მატჩით დაიწყებს, „ცხინვალი“ კი „საბურთალოს“ შეხვდება.

ამჟამად „დილა“ და „ცხინვალი“ სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად იმყოფებიან – გორელები 35 ქულით მეორე ადგილზე იკავებენ და მესამე საფეხურზე მყოფ „ცხინვალს“ 3 ქულით უსწრებენ.