17-წლამდე ნაკრები: ავსტრიასთან პირველი ამხანაგური შეხვედრა დავთმეთ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ისევ შეკრებაზეა და მარტში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადებას აგრძელებს.

12 თებერვალს გიორგი ნემსაძის გუნდმა თბილისის ზღვასთან მდებარე „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგური მატჩი ჩაატარა ავსტრიის 17-წლამდე ნაკრებთან. შეხვედრა ქართველთა უპირატესობით დაიწყო, რაც მე-8 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გოლით დააგვირგვინა. შემდეგ თამაში გათანაბრდა და მომენტები სტუმრებსაც შეექმნათ. დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომებით ჯერ ტობიას კოხმა გაათანაბრა ანგარიში, მერე კი მარსელ ჰონსბერგერმა დააწინაურა თავისიანები.

მეორე ნახევარში ტრავმის გამო გუნდს კაპიტანი ზურიკო დავითაშვილი გამოაკლდა, ავსტრიელებმა კი კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, რამდენიმე რეალური მომენტის გარდა პენალტიც გააცუდეს – კვარაცხელიას მეკარემ აუღო.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: ხარშილაძე, ჩარკვიანი, გელაშვილი, კალანდაძე, აბზიანიძე, აზაროვი,
მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია.

შეცვლაზე შევიდნენ: ბაქრაძე, ჯანგველაძე, დეკანოსიძე, ჩიხრაძე.

ავსტრიასთან დაგეგმილი მეორე ამხანაგური მატჩი 15 თებერვალს 12 საათზე გაიმართება.

U17: საქართველომ მოლდოვაც დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკში მიმდინარე განვითარების თასზე მეორე შეხვედრაც მოიგო – ამჯერად 3:0 მოლდოვასთან. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში გიორგი ნემსაძის გუნდმა ყაზახეთი 3:2 დაამარცხა. მოლდოვასთან გოლებით ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია (ორჯერ) გამოირჩნენ.

17-წლამდე ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: ხარშილაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, აბზიანიძე, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, შვარცი, კვარაცხელია, დავითაშვილი, იაკობიძე, გულიაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: კალანდაძე, დეკანოსიძე, გაგუა, ბაქრაძე, ჩოთალიშვილი, ჭავჭანიძე, ჩიხრაძე.

მომდევნო მატჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 25 იანვარს უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს.

Gff.Ge

U17: საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანთან დამარცხდა

19 ნოემბერს, საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. შეხვედრა თბილისში, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ჩატარდა და აზერბაიჯანელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე უმვისა ალიევამ გაიტანა.

გუნდებს შორის 17 ნოემბერს გამართული პირველი ამხანაგური მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

U17 | საქართველო ქ – აზერბაიჯანი ქ 0:1

თბილისი, ტექნიკური ცენტრი „ბასა“

საქართველო ქ: გაბელაია, ქადაგიშვილი, ჯოჯუა, რაუხი, მინაძე, დანელია, ეჯიბია (30’ გოცირიძე), ბებია, წულაია (39’ ბოლქვაძე), წოწერია (60’ ხარბედია), მწყერაშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: მჟავია, ცაავა, აკობიძე, მჟავია, გურიელიძე, რომანჩუკი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

აზერბაიჯანი ქ: ალიევა, გოზალოვა, გურბანოვა, მირზალიევა, ნიფტალიევა (74’ ალიევა), ერსოი (44’ აჰმადუ), აბდულრაჰმანოვა, ალიევა, რაჰიმოვა, აბულაშვილი (70’ მაჰმადოვა), ნემატოვა

სათადარიგო შემადგენლობა: ასკარზადე, ელდაროვა, ალიზადა, მურადოვა, საფარალიევა

მთავარი მწვრთნელი: სიასატ ასგაროვი

მსაჯები: გიორგი ვარდიძე, ქეთევან გაიპარაშვილი, ხათუნა მაისურაძე

გოლები: 0:1 ალიევა (12)

Gff.Ge

17-წლამდელები მინსკის ტურნირზე მესამე მატჩშიც დამარცხდნენ

მინსკის საერთაშორისო ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები უკრაინას შეხვდა და 1:2 დამარცხდა. ქართველთაგან ერთადერთი ბურთი ზურა დავითაშვილმა ჯარიმიდან შეაგდო.

უკრაინელებმა პირველივე ტაიმში შეძლეს დაწინაურება და ანგარიში მატჩის ბოლომდე აღარ შეცვლილა.

მომდევნო მატჩს ქართველები უკვე ადგილების გასათამაშებლად სხვა ჯგუფის მონაწილეებთან გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ტურნირის მონაწილე 12 ნაკრებიდან ერთადერთია, რომელიც ერთი წლით უმცროსი ასაკით გამოდის, რადგან სწორედ ამ თაობას უწევს ევროშესარჩევი ეტაპი შემოდგომაზე, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა დღეს ასეთი შემადგენლობით ითმაშა:

ბახტაძე, მელიქიშვილი (38′ აზაროვი), გელაშვილი, კაპანაძე, ჩოთალიშვილი (77′ აშორდია), მექვაბიშვილი, ლორთქიფანიძე (65′ ბაქრაძე), დავითაშვილი (54′ ჩარკვიანი), კვარაცხელია (65′ თუდები), გულიაშვილი, ქუთათელაძე (54′ ჯანგველაძე)

სათადარიგონი: თვალოძე, წაქაძე, ხარაიშვილი

17-წლამდელები მინსკის ტურნირისთვის ემზადებიან

საქართველოს 17 წლამდე საფეხურთო ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. ასაკობრივი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ თბილისში დასრულებული საწვრთნელი შეკრების შემდეგ 20 რჩეული ფეხბურთელი დაასახელა. საქართველოს ნაკრები მინსკში 14 იანვარს გაემგზავრება. „განვითარების თასის“ მეცამეტე გათამაშებაზე, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები მესამე ჯგუფური ეტაპის მატჩებს, 16-19 იანვარს ისრაელის, ლიტვის და უკრაინის ასაკობრივი გუნდების წინააღდმეგ გამართავენ. ტურნირის დახურვის საზეიმო ცერემონია 22 იანვარს შედგება.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: აკაკი თვალოძე („დინამო“ თბილისი), მამუკა ბახტაძე („საბურთალო“, თბილისი),

მცველები: სანდრო მელიქიშვილი („საბურთალო“, თბილისი), ირაკლი წაქაძე („დინამო“, თბილისი), ზურაბ ბაქრაძე („ლოკომოტივი“, თბილისი), ივა გელაშვილი („სპარტა“, პრაღა, ჩეხეთი), ცოტნე კაპანაძე („საბურთალო“, თბილისი), ირაკლი აზაროვი („დინამო“, თბილისი)

ნახევარმცველები: ბექა ხარაიშვილი ( „საბურთალო“, თბილისი), ცოტნე ჩოთალიშვილი ( სფფ-ს აკადემია), ბექა აშორდია ( სფფ-ს აკადემია), ვახტანგ ჩარკვიანი („დინამო“, თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“,თბილისი) დავით ლორთქიფანიძე („ატალანტა“, ბერგამო, იტალია), ზურა დავითაშვილი („დინამო“, თბილისი), ჯინო თუდები („დინამო“, თბილისი), ხვიჩა კვარაცხელია („დინამო“, თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სფფ-ს აკადემია), ელგუჯა ჯანგველაძე („დინამო“, თბილისი) ნიკა ქუთათელაძე („პსჟ“, საფრანგეთი)

საქართველოს ნაკრები მინსკში 14 იანვარს გაემგზავრება. „განვითარების თასის“ მეცამეტე გათამაშებაზე, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები მესამე ჯგუფური ეტაპის მატჩებს, 16-19 იანვარს ისრაელის, ლიტვის და უკრაინის ასაკობრივი გუნდების წინააღდმეგ გამართავენ. ტურნირის დახურვის საზეიმო ცერემონია 22 იანვარს შედგება.

17-წლამდელები ევროშესარჩევს იწყებენ

28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაებმება. ჩვენს ჯგუფს ფინეთი უმასპინძლებს.

გურამ ასპინძელაშვილის გუნდის მეტოქეები ფინელების გარდა შვედეთი და ბულგარეთი იქნებიან. ცნობილია კალენდარიც:

28 სექტემბერი: საქართველო – ბულგარეთი
30 სექტემბერი: საქართველო – ფინეთი
3 ოქტომბერი: შვედეთი – საქართველო

ჯგუფის 2 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს ელიტ-რაუნდის საგზურს.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ხვალ გაემგზავრება ფინეთში. გურამ ასპინძელაშვილმა ეს 18 ფეხბურთელი შეარჩია:

დემეტრე ბულისკერია, გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, გოგა ხვედელიძე, გიორგი ჯინჯოლავა, ივა გელაშვილი, ირაკლი ჯავახიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ბექა დარცმელია, ივანე ოქროპირიძე, ზურა დავითაშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ანზორ მექვაბიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, თემურ გაბუნია, გიორგი ივანიაძე, ლევან გრძელიძე, გიორგი გულიაშვილი.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში უნგრეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა და ამით ელიტრაუნდის საგზური გაინაღდა.

ანგარიში შეხვედრაში ქავთარაძემ გახსნა, რის შემდეგაც მეტოქემ ორი გოლის გატანა შეძლო. საბოლოოდ, 82-ე წუთზე ოზბეტელაშვილმა წონასწორობა აღადგინა.

ამრიგად, ქართველებმა 4 ქულა დააგროვეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. პირველ ადგილზე კი სლოვაკეთის 17-წლამდელთა გუნდი გავიდა.

U17 – „პრეზიდენტის თასის“ ფინალში ყვითელმა ბარათებმა არ გაგვიშვა

დღეს, ასტანაში, „პრეზიდენტის თასზე“ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. ჯგუფის პირველადგილოსნის ბედი საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის მატჩში გადაწყდა. მატჩი 0:0 დასრულდა და სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ფინალში ვერ გავიდა. საქმე იმაშია, რომ ორივე ნაკრებმა თანაბარი ქულები დააგროვა; ზუსტად ერთნაირი იყო ბურთების შეფარდებაც – 4/1. ტურნირის რეგლამენტის მიხედვით კი, გამარჯვებულის ვინაობა გაფრთხილებების რაოდენობამ გადაწყვიტა. საქართველოს ნაკრებს 4 ყვითელი ბარათი ჰქონდა, აზერბაიჯანს – 3. შესაბამისად, ფინალში აზერბაიჯანი გავიდა. საქართველოს ნაკრები ხვალ მე-3 ადგილისთვის მატჩში ყაზახეთი-ტაჯიკეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

„ძალიან ცუდია, რომ გამარჯვებული ყვითელი ბარათების მიხედვით გამოვლინდა. მაგრამ რას ვიზამთ? კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ მატჩი პენალტების სერიით დასრულებულიყო. მსაჯმა იცოდა, რომ სავარაუდოდ, ყველაფერი ბარათებით გადაწყდებოდა და მკაცრად არ სჯიდა მატჩს. თუმცა, გაბრაზებული ნამდვილად არ ვარ. ყველაფერი წინ გვაქვს – ბევრი მატჩი და ვეცდებით ყველაფერი გამოვასწოროთ“ – განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – გოჩა ავსაჯანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პირველი ორი მატჩი საქართველოს ნაკრებმა რუსეთისა (2:0) და ბელორუსის (2:1) ნაკრებებს მოუგო.

25.06.2015, „ასტანა არენა“

საქართველოU17 vs აზერბაიჯანიU17 0:0

საქართველოU17: გუგეშაშვილი, ნიკოლეიშვილი, ასათიანი, ქაფიანიძე, ვირუბოვი, ხარაბაძე, ნინუა, ქიმერიძე (ბარაბაძე 41), (სპანდერაშვილი 60), ჩაკვეტაძე, ქავთარაძე, ლურსმანაშვილი

მთ.მწვრთნელი – გოჩა ავსაჯანიშვილი

აზერბაიჯანიU17: მ.ჰუსეინოვი, სეილიღლი, ჰასანოვი (ა.ჰუსეინოვი), ასადოვი, გადირზადე, ნაბიევი, გულერი, გასიმოვი (მეხდიევი), გარაევი, მულტარლი, ოკსუზი (გასიმლი)

„პრეზიდენტის თასის“ ფინალური მატჩები ხვალ გაიმართება.

 

სფფ-ის პრესსამსახური

ერთი დღე ელიტრაუნდამდე… მზადება გერმანიისთვის

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ელიტრაუნდს ხვალ, გერმანიის ნაკრებთან მატჩით დაიწყებს. ელიტრაუნდის მონაწილე გუნდები, სერბეთის ნაკრების გარდა, სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ ცენტრში ცხოვრობენ.

სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე 7 მოედანია და სწორედ, ერთ-ერთ მათგანზე ჩატარდება ხვალინდელი შეხვედრა. თავად სპორტული ცენტრი შესანიშნავადაა აღჭურვილი და ფეხბურთისთვის აუცილებელი ყველა პირობაა შექმნილი.

17-წლამდელებმა მატჩისწინა ვარჯიში ადგილობრივი დროით საღამოს 5 საათზე გამართეს. ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და მოტივირებული. გერმანიასთან მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. ტექსტური ონლაინი უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები 28 მარტს, სერბეთის ნაკრებთან გამართავს.

სფფ-ის პრესსამსახური

სერბეთი, სტარა პაზოვა

 

17-წლამდელების სპარინგები ყაზახეთის ნაკრებთან

13 და 15 თებერვალს, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ორ ტესტ-მატჩს გამართავს ყაზახეთის 1996 წელს დაბადებულთა ნაკრებთან.

ყაზახები უკვე რამდენიმე დღეა თბილისში არიან და შეკრებას გადიან. როგორც იცით, ყაზახეთისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ყოველწლიურად გვაქვს ამხანაგური მატჩები სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების დონეზე.
13 თებერვალს, ამხანაგური მატჩი „ბენდელას“ სტადიონზე გაიმართება და დღის 13:00 საათზე დაიწყება. რადგან ნაკრების ძირითადი ბირთვის ფეხბურთელები თავის გუნდებთან ერთად შეკრებებზე არიან, ნაკრების მთავარი მწვრთნელის – ნოდარ აკობიას გადაწყვეტილებით, ამ ორ მატჩს ნაკრების კანდიდატების გასასინჯად და მათზე დასაკვირვებლად გამოიყენებს.
მეორე მატჩს აკობიას გუნდი 15 თებერვალს, ისევ „ბენდელას“ სტადიონზე ჩაატარებს. ეს მატჩიც დღის 13:00 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

აკობიამ მინსკის ტურნირი შეაჯამა

დღეს, “მიხეილ მესხის” სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის – ნოდარ აკობიას პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მწვრთნელმა მინსკის საერთაშორისო ტურნირი შეაჯამა. პრესკონფერენციას ასევე ტურნირის საუკეთესო მეკარის პრიზის მფლობელი, ჩვენი 17-წლამდელების მეკარე ოთო გოშაძე ესწრებოდა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირ – „Development Cup“ – ზე მეხუთე ადგილი მოიპოვა. აღნიშნული ტურნირი ელიტ-რაუნდისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო.

ნოდარ აკობია: ტურირისთვის ერთი კვირა თბილისში ვემზადებოდით, რის შემდეგაც მინსკში გავემგზავრეთ და მზადება ადგილზე გავაგრძელეთ. პირველი ორი შეხვედრა ირანისა (8:0) და ყაზახეთის (6:0) წინააღმდეგ ადვილად მოვიგეთ. შემდეგ ეტაპზე ლიტვას დავუპირისპირდით. ეს ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა იყო ჩვეთვის. თუმცა, სირთული ლიტველების კარგ თამაშს არ განუპირობებია. ბალტიისპირელები მთელი გუნდით იცავდნენ საკუთარ თავს და ჩვენს ნახევარზე მხოლოდ ორჯერ გადმოვიდნენ. მატჩი პენალტების სერიამდე მიიყვანეს, სადაც იღბალმა ზურგი გვაქცია. ლიტვის შემდეგ შევხვდით ფინეთისა და ირანის ნაკრებებს, რომლებიც შესაბამისად 2:0 და 1:0 დავამარცხეთ და მეხუთე ადგილი მოვიპოვეთ. ჩვენმა გუნდმა ტურნირზე 17 გოლი გაიტანა, საკუთარი კარი კი მშრალად შევინახეთ ყველა შეხვედრაში.

ტურნირი საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული. გამოვყოფდი გამოვყოფდი ფინეთის, უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის ნაკრებებს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის შემადგენლობაში საუკეთესოები ქართველი ფეხბურთელები მელქაძე და ყიფიანი იყვნენ.

ელიტ რაუნდისთვის მომზადებას თბილისში გავაგრძელებთ. შეკრებას ნაკრების ბაზაზე გავივლით, სადაც ყველანაირი პირობაა. იყო ანტალიის ვარიანტი, თუმცა იქ სპარინგ-პარტნიორების პოვნა იმ პერიოდში რთული იქნება, შესაბამისად საქართველოში დარჩენა ვამჯობინეთ. 13 და 15 თებერვალს ორი ამხანაგური შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი ყაზახეთის ნაკრებთან.

ვნახეთ ელიტ-რაუნდში ჩვენი მეტოქეების თამაშები. გერმანია და სერბეთი საკმაოდ ძლიერები არიან. ირლანდია მათ ოდნავ ჩამორჩება, თუმცა არც ეს გუნდია სუსტი. მიუხედავად ამისა, წარმატების იმედი ყველას გვაქვს.

ოთო გოშაძე: საუკეთესო მეკარის პრიზი ნამდვილად სასიამოვნოა. საერთაშორისო ტურნირებზე თამაში მშვენიერი გამოცდილებაა, რაც უკეთესად თამაშში მიწყობს ხელს.

U17 „Development Cup“- ის მეოთხედფინალშია

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა ირანის ნაკრებთან გამართა და დიდი სხვაობით – 8:0 დაამარცხა. შედეგად, ნოდარ აკობიას გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ზეგ, 23 იანვარს, მეოთხედფინალში ლიტველ თანატოლებს შეხვდება.

ჯგუფური ეტაპის ორ შეხვედრაში, ქართველ ახალგაზრდებს გოლი არ გაუშვიათ და საპასუხოდ, 14-ჯერ აიღეს მეტოქეთა კარი. ბომბარდირთა დავაში ქართველი თავდამსხმელი – გიორგი ჯობავა ლიდერობს 5 გატანილი გოლით. 2-2 გოლი დაუგროვდათ ბექა მიქელთაძეს, გიორგი კიკნაძეს და ერეკლე ლებანიძეს.

საქართველო U17 – ირანი U15 8:0 (2:0)

საქართველო U17: გოშაძე, ქობულაძე, კაციტაძე, კევლიშვილი, ნადარაია, კომახიძე, კამლაძე, გოშთელიანი, კიკნაძე, მიქელთაძე, ჯობავა

შეცვლაზე შევიდნენ: კულუა, კაპანაძე, ლებანიძე, ართმელაძე

გოლები: ჯობავა (3, 45, 50, 80), მიქელთაძე (30), ნადარაია (65), ლებანიძე (70, 75)

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეოთხედფინალები 23 იანვარს გაიმართება. ლიტვური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალურ შეხვედრას 25 იანვარს გამართავს.

სფფ-ის პრესსამსახური