U19: საქართველომ და საფრანგეთმა ქულები გაიყვეს – ჩვენი ნაკრები ჯგუფში ჩარჩა

დღეს ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართა.

საქართველო საფრაგეთს დაუპირისპირდა. მატჩი დაძაბული გამოდგა. ანგარიში ანტუან ბერნედემ გახსნა. ფრანგმა ახალგაზრდამ ამის გაკეთება მეოცე წუთზე შეძლო. პირველ ტაიმში გოლი აღარ გასულლა. მეორე ნახევარში ქართველები გააქტიურდნენ და გათანაბრებას ცდილობდნენ, თუმცა მათმა რამდენიმე მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. სამაგიეროდ, ზუსტი გამოდგა 64-ე წუთზე ლევან ხარაბაძე, რომელმაც იეჰვან დიუფის კარი აიღო.

საბოლოოდ, დაპირისპირება ანგარიშით, 1-1 დასრულდა. ამ ფრის შემდეგ ქართველები მე-11 ჯგუფში ორი ქულით მესამე ადგილზე გავიდნენ და ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხეს.

საქართველო U19-ის კაპიტანი: “გუნდში ასეთი საბრძოლო განწყობა არასდროს ყოფილა”

ხვალ “მიხეილ მესხზე” 19-წლამდე ვეროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ მოგება გვჭირდება.

საინტერესო შეხვედრის წინ Fanebi.Com-ს ჩვენი ნაკრების კაპიტანი, დავით კობაური ესაუბრა.

“გუნდში ასეთი საბრძოლო განწყობა არასდროს ყოფილა! შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს და ხვალ დიდი გამარჯვების მოპოვებას ვაპირებთ. ჩეხეთის დამარცხება ერთიანობით და ბრძოლით შეგვიძლია. ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომელთანაც ინდივიდუალიზმი იქნება შეზავებული. ეს ყველაფერი კი შედეგს აუცილებლად მოიტანს!”

“ევროპის ჩემპიონატი რთული ტურნირია, სადაც ნებისმიერი მეტოქე დიდ ძალას წარმოადგენს. ჩვენი მაქსიმუმი ყველა თამაშის მოგება იქნება. ამას მხოლოდ გულშემატკივრის გვერდში დგომით მოვახერხებთ! მათ ვთხოვ, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ!” – განაცხადა კაპიტანმა.

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის თასმა მოგაზურობა გორიდან დაიწყო

ევროპის 19 წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის თასმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობა უკვე დაიწყო. საქართველოში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ერთერთი მთავარი სიმბოლო 14 მაისს, ქალაქ გორს ესტუმრა.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქში ღონისძიებას ფეხბურთჲს ფედერაციის ხელმძღვანელები, ევროპის ჩემპიონატის ელჩი ზურაბ ხიზანიშვილი და დიმა ობოლაძე და ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღესვე გორში, ცენტრალურ მოედანზე უკუთვლის საათი გაიხსნა, რომელიც გორელებსა და ქალაქის სტუმრებს ჩემპიონატის დაწყების დროს შეახსენებს.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე თასი საქართველოს რამდენიმე ქალაქს მოივლის, ხვალ, 15 მაისს 15:00 საათზე თასს ჩოხატაურში, ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკაში ჩაიტანენ.

19-წლამდე საფეხბურთო ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მატჩები 2-15 ივლისს თბილისსა და გორში გაიმართება. ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის რვა ნაკრები იბრძოლებს.

Gff.Ge

19-წლამდელები თბილისში რუს თანატოლებს მიიღებენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში მყოფი 19-წლამდე ნაკრებისთვის კიდევ ერთი სპარინგ-პარტნიორი გამოძებნა.

25 და 27 მარტს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები რუსეთის 19-წლამდე ფეხბურთელთა გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. ორივე ამხანაგური შეხვედრა თბილისში ჩატარდება.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჯვაროსნების მეტოქე 8 და 10 ოქტომბერს სერბეთის 19-წლამდე ნაკრები იქნება. ორივე მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

19-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ყიფიანმა ამხანაგური მატჩებისთვის 24 ფეხბურთელს უხმო.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო, თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), ლუკა სანიკიძე (საბურთალო, თბილისი);

მცველები: დავით კობოური (დინამო, თბილისი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო, თბილისი), ლუკა ფიფია (ლოკომოტივი, თბილისი), ომარ ბულუხაძე (საბურთალო, თბილისი), ნიკა ყურშავიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), თომა ხუბაშვილი (საბურთალო, თბილისი);

ნახევარმცველები: ლუკა ფოჩხუა (დინამო, თბილისი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი, თბილისი), გიორგი ქოჩორაშვილი (საბურთალო, თბილისი), თემურ ჩოგაძე (საბურთალო, თბილისი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო, თბილისი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო, თბილისი), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ნიკა კვანტალიანი (დინამო, ბათუმი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), ირაკლი ბუღრიძე (ლოკომოტივი, თბილისი);

თავდამსხმელები: გიორგი მუზაშვილი (ცხინვალი), გიორგი გოგილაშვილი (დინამო, თბილისი).

საქართველო (U19) – ბულგარეთი (U19) – 2:0

დღეს, „ბენდელაზე“, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა, რომელიც 24 იანავრს „დინამოს“ აკადემიის ბაზაზე შედგა, უგოლოდ დასრულდა. დღეს კი გიორგი ყიფიანის გუნდმა ანგარით 2:0 გაიამრჯვა. 30-ე წუთზე ანგარიში ბექა მიქელთაძემ გახსნა. მეორე ტაიმში ბულგარელებმა პენალტი ვერ გაიტანეს, რის შემდეგაც 62-ე წუთზე ენვერ ლილუაშვილმა ქართველების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

სფფ-ს ვიდეო:

საქართველოსა და ბულგარეთის 19-წლამდელები ხვალ „ბენდელაზე“ ითამაშებენ

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ბულგარელ თანატოლებთან დაგეგმილ მეორე ამხანაგურ მატჩს ხვალ გამართავს.

მოგეხსენებათ, გუშინ, თბილისის „დინამოს“ აკადემიის ბაზაზე, ამ ორ ასაკობრივ ნაკრებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა.

როგორც გაირკვა, მეორე შეხვედრას გუნდები ხვალ, 16:00 საათზე გამართავენ. ამჯერად მატჩი სტადიონ „ბენდელაზე“ შედგება, რაც „საბურთალოს“ პრესსამსახურმა დაადასტურა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასრულდა საქართველოსა და ავსტრიის 19-წლამდელთა ნაკრებთა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის მატჩი. ელიტრაუნდში გასასვლელად დღეს ვასილ მაისურაძის გუნდს მინიმუმ არ უნდა წაეგო, იმ პირობით, რომ პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში უელსის 19-წლამდელები ალბანეთთან დამარცხდებოდნენ. საბედნიეროდ, ყველაფერი სწორედ ჩვენი ახალგაზრდების სასარგებლოდ დასრულდა – ავსტრიასთან შეხვედრა ნულოვანი ფრით მორჩა.

პირველ ტაიმში ჩვენს მეტოქეს ანგარიშის გახსნის ორი ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდა. 22-ე წუთზე ლაიმერმა ირაკლი კომახიძეს აჯობა და მეკარე გოშაძესთან პირისპირ გავიდა, რომ არა გოლკიპერის ოსტატობა, ავსტრიელები ანგარიშს გახსნიდნენ. ცოტა ხანში მარცხნიდან ფაბიან გმეიმერმა შეუტია, მაგრამ გოშაძემ ამჯერადაც იყოჩაღა და ბურთი კუთხურზე მპოიგერია. სათქმელია, რომ გოლის გატანის არაერთი შანსი ქართველებსაც ჰქონდათ, თუმცა შეტევების გადამწყვეტ მომენტში ისინი ან დარტყმას ვერ ახერხებდნენ ან დარტყმას პასს ამჯობინებდნენ.

მეორე ნახევარში მეტოქემ ზეწოლას მოუმატა, თუმცა გოშაძის კარის აღება ვერ შეძლო.

რაც შეეხება პარალელურად მიმდინარე შეხვედრას, ჩვენთვის საბედნიეროდ, ის ალბანელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. საბოლოოდ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში 4 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა, რითაც კონტინენტის ელიტრაუნდში თამაშის უფლება მიიღო.

საქართველო – ავსტრია 0:0

საქართველო: გოშაძე, ართმელაძე, ნადარაია, ბაშელეიშვილი (ალთუნაიშვილი), მამუჩაშვილი, გოშთელიანი, მიქელთაძე (ბიძინაშვილი), ლოჩოშვილი, კომახიძე, კაკიაშვილი, კიკნაძე (გვარაძე)

ავსტრია: გარტლერი, კრაინცი, კაუფმანი, პოში, ლაიმერი, გაში, პავლოვიჩი, მარანდა, გმეინერი (გრაბოვაკი), ინგოლიში, სშლაგერი

პორტუგალიის 19-წლამდელთა თავკაცმა საქართველოს ნაკრები შეაქო

პორტუგალიის ნაკრების 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედგარ ბოჟესმა საქართველოსთან განვლილი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„რთული მატჩი იყო, საქართველოს ნაკრებს ვულოცვავ. თქვენი გუნდის მთავარ მწვრთნელსაც ვუთხარი, რომ შემადგენლობაში მებრძოლი ფეხბურთელები ჰყავს. დღეს ამაყი ვარ, რადგან ასეთი გუნდის დამარცხება მოვახერხეთ. ამ გუნდს საოცრად მებრძოლი ხასიათი აქვს.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ჩემმა გუნდმა ისე ვერ ითამაშა, როგორც საჭირო იყო და როგორც ჩვენ გვსურდა. საპირისპიროდ, საქართველომ ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა და იბრძოლა. ვიმეორებ, ასეთი თამაშის მოგებით გახარებული ვარ. საფინალო სასტვენის შემდეგ ამოვისუნთქე.

ასევე მსურს, რომ საქართველო არამხოლოდ დღევანდელი, არამედ ჯამში განვლილ მატჩებში ნაჩვენები ფეხბურთის გამო შევაქო. ესპანეთთან პირველ თამაშს დიდი ინტერესით ვუყურე. იმ შეხვედრაში საქართველომ ანგარიშით 1:4 წაგება არ დაიმსახურა. კარგ გზაზე დგახართ, რისთვისაც კომპლიმენტს იმსახურებთ“, – აღნიშნა ედგარ ბოჟესმა.

დევდარიანი: „სამწუხაროდ, ზარანდია ვერ გაიზარდა“

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ელიტრაუნდის მეორე მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი პორტუგალიასთან ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

„საყურებლად ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა. ყველა დაიღალა იმ ფრაზით, რომ კარგად ვითამაშეთ და დავმარცხდით, თუმცა დღეს ჩვენი შტაბის მიერ გაწეული სამუშაოთი და ფეხბურთელების მეირ ნაჩვენები თამაშით ამაყი ვარ. პორტუგალია და ესპანეთი თავის ასაკში საუკეთესო გუნდები არიან.  ჩვენი ჩემპიონატის ტემპის გათვალისწინებით, ბოლო თხუთმეტ წუთში სათამაშოდ მზად არ ვართ, რაზეც წინა თამაშის შემდეგაც და იქამდეც ვისაუბრე

ყველა ცვლილება იძულებითი გამოგვივიდა – სამივე მოთამაშე მოედნიდან დაღლილობის გამო გავიყვანე. ვთვლი, რომ პრობლემა სწორედ ამაშია – ჩვენ დავიღალეეთ.

ამ ასაკში თუკი ვინმე ნიჭიერი იყო, შანსი და თამაშის საშუალება მივეცი. ჩემი აზრით, ამით ეროვნულ ნაკრებსაც დავეხმარეთ, რადგან პიროვნული და საფეხბურთო თვისებების დახმარებით, ამ ფეხბურთელებს შორის მთავარ გუნდში თამაში ბევრს შეუძლია. ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა, შედეგიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო პრიორიტეტული ამ ბიჭების სწორ გზაზე დაყენებაა.

ზარანდია პირველ თამაშშიც დისკვალიფიკაციის გამო გვაკლდა. შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში მან უაზრო ყვითელი ბარათი მიიღო. ესპანეთთან მისი ყოფნის შემთხვევაში, ვფიქრობ, სულ სხვა შედეგს მივიღებდით. ის თურქეთთანაც დაგვაკლდება. სამწუხაროდ, ის ვერ გაიზარდა. იმედია, ეს მალე შეიცვლება“, – განაცხადა დევდარიანმა.

საქართველო დაძაბულ ბრძოლაში პორტუგალიასთანაც დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მეორე მატჩი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიასთან ჩაატარა, რომელმაც პირველ ტურში თურქეთი ანგარიშით 6:1 გაანადგურა. რაც შეეხება გიორგი დევდარიანის გუნდს, შეგახსენებთ, რომ მან ესპანეთთან ანგარიშით 1:4 წააგო.

მატჩი ქართველებისთვის ცუდად დაიწყო – მე-3 წუთზე შულაიას მხრიდან მასედოს წაქცევისთვის მთავარმა მსაჯმა გოშაძის კარის მიმართლებით პენალტი დანიშნა, რომლის ზუსტად შესრულება პედრო როდგირესს არ გასჭირვებია – 0:1.

სამ წუთში დევდარიანის გუნდმა მარცხენა ფლანგიდან შეუტია, თევზაძის ჩაწოდებას ბერიძე გამოეხმაურა, თუმცა მისი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. სამ წუთში შულაიას შორეული დარტყმა მეტოქის კარს სულ მცირე მანძილის ასცდა.

მე-18 წუთზე პორტუგალიას ჩვენი კარის აღების კიდევ ერთი შანსი ჰქონდა – გოშაძემ საჯარიმოში შეჭრილი მასედოს დარტყმულის მოგერიება მოახერხა.

21-ე წუთზე ხარაიშვილმა მარცხნიდან გოშთელიანი პასით მოამარაგა, ამ უკანასკნელის დარტყმულს კი მეკარე ჟოელი გაუმკლავდა. ერთ წუთში გოშთელიანმა ბურთი უკვე საპირისპირო ფლანგიდან მიიღო, მაგრამ გოლამდე კვლავ ცოტა დააკლდა. 26-ე წუთზე ზარანდიამ შორიდან დარტყმა სცადა, რაც კვლავ უშედეგოდ დასრულდა, ხუთ წუთში კი ხარაიშვილს გოლის გატანის შანსი კვლავ მეკარემ არ მისცა.

33-ე წუთზე საჯარიმო ხაზთან პედრო როდრიგესმა შულაია წააქცია, მსაჯმა სახიფათო ჯარიმის ნაცვლად ქართველს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა. ერთ წუთში ჟოტა გოშაძესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დარტყმა ვერ მოასწრო – ქართველმა მეკარემ მას აჯობა და ბურთს მშვიდად დაეუფლა.

39-ე წუთზე მეტოქის წაქცევისთვის ყვითელი ბარათი ზარანდიამაც მიიღო.

ხუთ წუთში ოთარ კიტეიშვილის ჩინებული დარტყმა მეკარემ მოიგერია, დანიშნული კუთხური შედეგად თავისი შანსი მალანიამ გამოიყენა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – ამჯერად ჯოელმა თავის გუნდს ვერ უშველა – 1:1.

პორტუგალიელებმა მეორე ტაიმის პირველივე წუთზე პირველი ცვლილება გამოიყენეს, დალსიოს ადგილი ფლავიო სილვამ დაიკავა. როგორც აღმოჩნდა, პორტუგალიის მთავარმა მწვრთნელმა ედგარ ბორჟესმა ცვლილება გამოიცნო… მანამდე კი მეტოქის საჯარიმოში გოშთელიანმა ხარაიშვილის პასი მიიღო და მეკარესთან პირისპირ გასულს გოლის გატანა არ გაუჭირდა – 2:1, საქართველო დაწინაურდა!

56-ე წუთზე პორტუგალიას მეორე ცვლილების გამოყენებაც მოუწია, რენატო სანჩესის ადგილი ჟილ დიასმა დაიკავა.

რაც შეეხება გიორგი დევდარიანის ცვლილებებს, პირველად მან 61-ე წუთზე თევზაძე ჩაბრაძით შეცვალა.

69-ე წუთზე ჟოტას გოლის გატანამდე სულ ცოტა დააკლდა, რომ არა გაგი მარგველაშვილის კარგი თამაში, პორტუგალიელთა 18 ნომერი, სავარაუდოდ, ანგარიშის გათანაბრებას შეძლებდა. ერთ წუთში ბორჟესის გუნდმა ჩვენი კარი მაინც აიღო – მიუხედავად იმისა, რომ საჯარიმოში ფლავიო სილვას რამდენიმე მცველი ხელს უშლიდა, შეცვლაზე შესულმა მოთამაშემ „მაკრატელას“ შესრულება და გოლის გატანა მაინც მოახერხა – 2:2…

აღსანიშნავია, რომ ექვს წუთში მესამე და გადამწყვეტი გოლი პორტუგალიის მხრიდან კვლავ შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა გაიტანა. ამჯერად საჯარიმოში შესულ ჟილ დიასს გოშაძის კარის აღება არ გასჭირვებია – ნელი დარტყმით ბურთი კარის ბადეში აღმოჩნდა.

დარჩენილ დროში მოედანზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია. 87-ე წუთზე კამათისთვისა და ბურთის სროლისთვის დევდარიანის გუნდის კაპიტანმა ლუკა ზარანდიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო – საქართველო კაცნაკლული დარჩა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთთან პირველი მატჩი ზარანდიამ ასევე დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

შეხვედრის ბოლო წუთზე ქართველებმა ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ვერ გამოიყენეს. ხარაიშვილის კუთხურს თავური დარტყმით მარგველაშვილი გამოეხმაურა, რომლის დარტყმული მეკარემ მოიგერია, ჟოელი დამატებაზე გოშთელიანის დარტყმულსაც გაუმკლავდა, ანგარიში უცვლელი დარჩა, ცოტა ხანში მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა – 2:3 და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა კვლავ დასანანი მარცხი განიცადა.

საქართველო U19 – პორტუგალია U19 2:3

გოლები: მალანია 45′, გოშთელიანი 49′ – როდრიგესი 3′ (პენ.), ფლავიო სილვა 70′, დიასი 76′

საქართველო: გოშაძე, მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე (ჩაბრაძე 61′), ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ზარანდია, გოშთელიანი, ბერიძე (კვირკვია 71′), შულაია (მოხევიშვილი 75)

პორტუგალია: ჟოელი (კაპ), ჟორჟე სილვა, ვერდასკა, პედრო როდრიგესი, რენატო სანჩესი (ჟილ დიასი 56), მასედო (ალეშანდრე სილვა 72′), ჟოაო ლიმა, დალსიო (ფლავიო სილვა 46′), ანდრე ჰორტა, პაულო ენრიკე, ჟოტა

გაფრთხილებები: შულაია 32′, ზარანდია 39′, კიტეიშვილი 61′, ჭანტურია 84′, ზარანდია 87′  გოშთელიანი 89′ – ჟილ დიასი 67′, ალეშანდრე სილვა 84′, ჟოტა 88′

ელიტრაუნდის მესამე და ბოლო შეხვედრას ჩვენი 19-წლამდელები ოთხშაბათს, სამ ივნისს გამართავენ, მათი მეტოქე თურქეთის ნაკრები იქნება, რომელიც დღეს გამანადგურებელი ანაგრიშით ესპანეთთანაც დაამრცხდნენ – „ფურია როხამ“ 5:0 გაიმარჯვა.

ქართველების დასანანი მარცხი ესპანეთთან

დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი მატჩი ჩაატარა. პირველ დღეს გიორგი დევდარიანის გუნდის მეტოქე ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრები იყო, რომელთანაც ქართველები, სამწუხაროდ, ანგარიშით 1:4 დამარცხდნენ.

არადა, უკვე მეექვსე წუთზე საქართველოს ანგარიშის გახსნა შეეძლო – გიორგი ხარაიშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ესპანელთა კედელში მდგომ ერთ-ერთ ფეხბურთელს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. მე-14 წუთზე მარკო ასენსიომ მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და შორიდანაც დაარტყა, ბურთი რიკოშეტით მის ერთ-ერთ თანაგუნდელს მოხვდა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0

ხუთ წუთში ასენსიომ საქართველოს კარის მიმართლებით დარტყმა კიდევ ერთხელ სცადა – ამჯერად არაზუსტად. 25-ე წუთზე იმავე ასენსიომ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, რომელსაც მეკარე გოშაძე უპრობლემოდ დაეუფლა. ექვს წუთში საქართველოს კარის მიმართლებით თავდამსხმელმა კარასკომაც დაარტყა, თუმცა ბურთი კერძევაძეს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა, ორ წუთში კი საპირისპირო  ფლანგიდან ხესუს ვალეხომ მცველებს აჯობა და ზუსტად დაარტყა – 2:0.

35-ე წუთზე საქართველოს ანგარიშის სხვაობის შემცირების შანსი ჰქონდა, როდესაც ხარაიშვილი მეტოქის საჯარიმოსკენ სწრაფად მიეშურა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. ცოტა ხანში ხარაიშვილმა მეტოქის კარისკენ კვლავ დაარტყა, მეკარისთვის პრობლემა არც ამ დარტყმულის აღება ყოფილა.

პირველი ნახევრის ბოლო წუთზე კი გიორგი თევზაძემ მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო და მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ზუსტადაც დაარტყა – მეკარე ამჯერად უძლური აღმოჩნდა – 2:1.

აღსანიშნავია, რომ მეორე ნახევარში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თამაშის ხარისხი გაცილებით კარგი აღმოჩნდა. დევდარიანის გუნდს არაერთი მომენტი შეექმნა, რაზეც დიდი გავლენა ორმაგმა ცვლილებამაც იქონია. მეორე ნახევრის პირველივე წუთიდან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კერძევაძის ნაცვლად მოედანზე ლადო მოხევლიშვილი-ჩიკვილაძე გამოიყვანა, ხოლო ჭანტურიას ადგილი გოშთელიანმა დაიკავა.

48-ე წუთზე ასენსიოს დარტყმული გოშაძის კარს დიდი მანძილით ასცდა. 56-ე წუთზე ხარაიშვილი ცენტრიდან დაიძრა და ყველა მეტოქეს გასცდა, თუმცა მისი დარტყმული ესპანელთა ერთ-ერთ მცველს მოხვდა, დანიშნული კუთხურის შედეგად კი მეკარე სალვა ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა. ცოტა ხანში გიორგი ბერიძის დარტყმა მეტოქის კარს სულ მცირე მანძილით ასცდა. მეორე ნახევარში აქტიურ ფეხბურთელთა შორის დავდარიანის გუნდის რიგებიდან გიორგი თევზაძის, გოშთელიანისა და ბერიძის გამორჩევა შეიძლება.

65-ე წუთზე მოია მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა გოშაძემ მას დასწრებაზე აჯობა. 72-ე წუთზე გოშთელიანმა და ბერიძემ კარგი შეტევა გაითამაშეს, თუმცა საბოლოო დარტყმის შემდეგ მხოლოდ კუთხურით დავკმაყოფილდით. ერთ წუთში ჯემალ ტაბიძემ „მაკრატელა“ დაარტყა, თუმცა დარტყმული საკმაოდ ნელი აღოჩნდა.

79-ე წუთზე კი ესპანელებმა საქართველოს ნახევარზე არეულობით ისარგებლეს და სხვაობის გაზრდა კვლავ შეძლეს.

დარჩენილ დროში დევდარიანის შეგირდებს მეტოქის კარის აღების კარგი შანსი ჰქონდათ – ხარაიშვილის კუთხურის შემდეგ მარგველაშვილმა თავით დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეორე წუთზე კი ესპანელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს – თავი შეცვლაზე შესულმა საგმა გამოიჩინა.

საბოლოოდ, 4:1 და ჩვენმა 19-წლამდელებმა ელიტრაუნდი დასანანი მარცხით დაიწყეს. შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი კვირას, 31 მაისს, პორტუგალისთან გამართავს, რომელმაც დღეს თურქეთი ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

ესპანეთი – საქართველო 4:1 (2:1)

გოლები: ვილემსენი 14′, ვალეხო 27′, მნაიორალი 79′, საგი 90+2′ – თევზაძე 45′

ესპანეთი: სალვა, მარინი, კარისოლი, პერესი, ფერნანდესი (სასონი, 56), სალასი, მოია, ვილესმენი, ლასარო, გუიე (კასკანტე, 68), კარასკო (საგი, 68).

საქართველო: გოშაძე, მალანია, ჩაბრაძე (შულაია, 80), მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ჭანტურია (მოხევიშვილი-ჩიკვილაძე), კერძევაძე (გოშთელიანი, 46), ბერიძე.

გაფრთხილება: ტაბიძე 27′ , შულაია 81′ – ფერნანდესი 41′, ლასარო 63′