რონალდუ: “რუნისთან ერთად თამაში მენატრება”

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ უეინ რუნის შესახებ BBC-ს მიერ გადაღებულ ფილმში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ისინი ერთად თამაშობდნენ “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა იმედი გამოთქვა, რომ ინგლისელთან ერთად თამაში კიდევ მოუწევს.

“რუნისთან ერთად თამაში მენატრება. შესაძლოა, ჩვენ კიდევ ვითამაშოთ ერთად. რა მახსენდება მასზე? იგი ყველას უყვარდა. რუნი იმდენად ძლიერია, რომ მას “პიტბულს” ეძახდნენ. მისი ძალა მის ფორმასა და ხასიათშია. რუნი არასდროს არ ჩერდება. იგი ფანტასტიური მოთამაშეა. როდესაც მანჩესტერში გადავბარგდი, უეინი დიდად დამეხმარა”, – რონალდუს სიტყვებს ესპანური სპორტული პორტალი sport.es ციტირებს.

 

აკრობატულ ნახტომში გატანილი ათი შესანიშნავი გოლი

დი კანიო

ბერბატოვი



მაურო ბრესანი

მექსე

რონალდინიო

ერენ დერდიოკი

მექსე

ვან ბასტენი

რივალდო

რუნი

ჰოჯსონი: „რუნის ნაკრებში კიდევ ბევრი გოლის გატანა შეუძლია“

შვეიცარიასთან ანაგრიშით 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთNელმა როი ჰოჯსონმა უეინ რუნის შესახებ ისაუბრა, რომელმაც სანაკრებო დონეზე 50-ე გოლი გაიტანა და თავისი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

„პირველ რიგში მიხარია, რომ რუნიმ გაიტანა და რეკორდი დაამტარა.

კიდევ რამდენს გაიტანს უეინი? ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენს ითამაშებს ის. წელწიადში, დაახლოებით, ათ მატჩს ვატარებთ. თუ ფინალურ ტურნირზე კარგად გამოვალთ, მაშინ, ცოტა მეტი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს.

კარგი იქნება, თუ ის თამაშს 2018 წლამდე გააგრძელებს. ამ შემთხვევაში უეინს წინ კიდევ 20-30 თამაში ელის.

ასეთი შედეგიანობით, ვფიქრობ, მას 10-15 გოლის გატანა შეუძლია“, – განაცხადა ჰოჯსონმა

 

როგორ უყურებს ჰარი კეინი უეინ რუნის (ვიდეო)

8 აგვისტოს, ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ ტურში, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ტოტენჰემს” შორის გამართული მატჩის (1:0) დაწყების წინ, კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ უყურებდა ჰარი კეინი უეინ რუნის.

რუნი: „მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა უეინ რუნიმ „ტოტენჰემთან“ ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა, როmელიც მისმა გუნდმა, მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ქული აღება იყო. წელს ტრადიციულზე უფრო მოკლე წინასასეზონო მომზადება გავიარეთ. ფორმის აღდგენას ვაგრძელებთ. „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა“, – განაცხადა „წითელი ეშმაკების“ ფორვარდმა.

რუნი: „იმედია, ერთ მშვენიერ დღეს მწვრთნელი გავხდები“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა უეინ რუნიმ განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად იმუშავებდა.

„იმედია, ერთ მშვენიერ დღეს მწვრთნელი გავხდები. უკვე ახლა, როგორც მოთამაშე, ვცდილობ, გუნდის თამაშის ჩამოყალიბებას ყურადღება მივაქციო. ასაკის მომატებით იმის შესახებ ვფიქრობ, რამდენად იცვლება თამაში. ამის დახმარებით ფეხბურთს სულ სხვა თვალით შევხედავ“, – განაცხადა რუნიმ.

უეინ რუნი “ევერტონში” ითამაშებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი უეინ რუნი ლივერპულის “ევერტონის” რიგებში ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

რუნი “კანფეტების” ყოფილი თავდამსხმელის დანკან ფერგიუსონის გამოსათხოვარ შეხვედრაში ითამაშებს. “ევერტონი” ამ მატჩში “ვილიარეალს” დაუპირისპირდება.

“ჩემთვის, როგორც ლივერპულის გარეუბანში გაზრდილი ბიჭისთვის, დანკან ფერგიუსონი ნამდვილი გმირი იყო. იგი გახლდათ ჩემი შთაგონების წყარო, როდესაც “ევერტონის” ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი. როცა პირველ გუნდს შევუერთდი, იგი ჩემზე ზრუნავდა და მეხმარებოდა”, – რუნის სიტყვები “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი 2 აგვისტოს, “გუდისონ პარკზე” შედგება.

 

რუნი MLS-ში გადასვლაზე ფიქრობდა

“მანჩესტერის” ვარსკვლავმა, უეინ რუნიმ განაცხადა, რომ ოთხი წლინ წინ შეიძლება “მანჩესტერში” გადასულიყო.

უეინ რუნი, რომელსაც მის გუნდთან 2019 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, განაცხადა, რომ შესაძლოა, დევიდ ბექჰემის, სტივენ ჯერარდის და ფრენკ ლამპარდის გზას გაჰყოლოდა.

“ახლა მხოლოდ “მანჩესტერში” თამაშზე ვფიქრობ. დროს მიდის, მე კი ვიხსენებ მომენტს, როდესაც ჩემს მეუღლესთან ერთად ვიჯექი და ვიღებდი სწორ გადაწყვეტილებას,”-აცხადებს რუნი.

რუნი: „შემდეგ სეზონში ტიტულთან ახლოს ვიქნებით“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა უეინ რუნიმ შემდეგი სეზონის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, მომავალ სეზონში წარმატებით ვითამაშებთ და ტიტულთან ახლოსაც ვიქნებით. თუ განვლილ სეზონს გავიხსენებთ, პირველ 10-11 თამაშში 13 ქულა მოვაგროვეთ, ბოლოს კი ვაჩვენეთ, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლის უნარი გვქონდა. მთელი გუნდი ამაში დარწმუნებულია. „იუნაიტედის“ დონის კლუბი ტიტულებს რეგულარულად უნდა იგებდეს. იმედია, ეს შემდეგ სეზონში გამოგვივა“, – განაცხადა რუნიმ.

რუნი: “კარგია, გამარჯვების გოლის გატანა”

სლოვენიასთან გამარჯვების შემდეგ, უეინ რუნიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ევრო 2016-ის შესარჩევზე, ინგლისის ნაკრებმა სლოვენია 2-3 დაამარცხა.

“კარგია, გამარჯვების გოლის გატანა, ეს ბრწყინვალე შეგრძნებაა. გუნდმა კარგად ითამაშა,”-განაცხადა რუნიმ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.

რუნი “ვესტ ბრომვიჩთან” სათამაშოდ მზადაა

“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი, უეინ რუნი შეძლებს მომდევნო მატჩში მის გუნდს დაეხმაროს.

შეგახსენებთ, რომ “ევერტონთან” მატჩში(0:3), ინგლისელმა შემტევმა მუხლის დაზიანება მიიღო და ამბობდნენ, რომ სეზონი დაასრულა.

თუმცა, დღეს “მანკუნიანელთა” თავკაცმა ყველა დაარწმუნა, რომ რუნი სრულ მზადყოფნაშია.

“რუნი სათამაშოდ მზადაა. ეს არც ისე მძიმე დაზიანება იყო, როგორიც გვეგონა. უეინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,”-განაცხადა ვან გაალმა Goal.com-თან.

ტერი: „რუნის ნახევარდაცვაში ნახვა გაგვიხარდა“

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ლონდონის „ჩელსის“ მცველმა ჯონ ტერიმ „წითელი ეშმაკების“ თავკაცის ლუი ვან გაალის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა. ცნობისთვის, ფეხბურთის ჰოლანდიელმა სპეციალსიტმა ხსენებულ შეხვედრაში უეინ რუნი არა თავდამსხმელის, არამედ ნახევარმცველის პოზიციაზე გამოიყენა.

„რუნის ნახევარდაცვაში ხილვამ გაგვახარა. ჩვენთვის ეს პლიუსი იყო, რადგან ასეთი მოთამაშე ჩვენი კარისთვის თავდასხმაში ხიფათს წარმოადგენდა“, – განაცხადა „არისტოკრატების“ კაპიტანმა.