დღეს, საქართველოს ქალაქებში უმაღლესი ლიგის მეთერთმეტე ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა. მცხეთაში “ვიტ ჯორჯიამ” ზესტაფონს უმასპინძლა და შედეგიან შეხვედრაში 2:3 დამარცხდა. მასპინძლები პირველ ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, თუმცა იმერლებმა ჯერ გათანაბრება ბოლოს კი გამარჯვების გოლის გატანაც შესძლეს.
მარტვილის “მერანმა” სამტრედიაში ქობულეთის “შუქურა” მიიღო და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით სძლია. გატანილი გოლების გარეშე დასრულდა ბათუმის “დინამოსა” და საჩხერის “ჩიხურას” დაპირისპირება. თბილისში გამართულ ერთადერთ შეხვედრაში კი, ცხინვალის “სპარტაკმა” ბოლნისის “სიონი” დაამარცხა.
ტურის დასკვნითი მატჩი ქუთაისში გაიმართება, სადაც ადგილობრივი “ტორპედო” თბილისის “დინამოს” უმასპინძებს.
მერანი 1-0 შუქურა
გოლი: ჯღამია 81′
ვიტ ჯორჯია 2-3 ზესტაფონი
გოლები: საბაძე 16′ ; 28′ (2:0); დვალი 49′ ; 59′ (2:2); კაპანაძე 72′
სპარტაკი 2-1 სიონი
გოლები: ცერცვაძე 2′ (1:0); ქემოკლიძე 28′ (2:0); გოგობერიშვილი 42′ (2:1)
დინამო ბათუმი 0-0 ჩიხურა