უმაღლესი ლიგა: მეცხრე ტურის პრევიუ

სანაკრებო პაუზის შემდეგ უმაღლესი ლიგა მეცხრე ტურის შეხვედრებით ბრუნდება. შაბათის მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს მცხეთაში გასამართი დაპირისპირება იწვევს, სადაც “ვიტ ჯორჯია” გათამაშების ლიდერს, “დინამოს” უმასპინძლებს. პრინციპული მეტოქეების მატჩები ყოვეთვის დაძაბულობით გამოირჩება და გამონაკლისით ალბათ არც ხვალინდელი თამაში იქნება.

ანალოგიური ხასიათის უნდა გამოდგეს კვირას, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე გასამართი “სპარტაკისა” და “ჩიხურას” შეხვედრა. ლიდერთა ჯგუფში მყოფ გუნდებს შორის სხვაობა სულ რაღაც ერთი ქულაა, ამიტომ აღნიშნულ მატჩს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ექნება.

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას კი გორი უმასპინზლებს, სადაც ადგილობრივი “დილას” “ზესტაფონი” ეწვევა. იმერლებს არც თუ ისე კარგი სტარტის შემდეგ მდგომარეობის გამოსწორება სჭირდებათ, თუმნება. ცა გორელებთან ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. მიუხედავად ფინანსური პრობელმებისა, ახალგაზრდა სპეცილაისტის, უჩა სოსიაშვილის მიერ გაწვრთნილი “დილა” ჯერჯერობით საკმაოდ კარგად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. ლიდერ “დინამოსთან” ჩამორჩენა კი მხოლოდ სამი ქულაა. ერთმანეთის წინააღმდეგ “დილას” და “ზესტაფონს” 25 მატჩი აქვტ ჩატარებული და ამ კომპონენტში უპირატესობა აშკარად იმერლების მხარესაა. ზესტაფონელება გამარჯვება 15-ჯერ მოახერეს, 8 მატჩში გორელებმა გაიმარჯვეს, ხოლო 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

18/10/14

მეტალურგი – სამტრედია

მერანი – სიონი

ვიტ ჯორჯია – დინამო თბილისი

19/10/14

კოლხეთი – შუქურა

დილა – ზესტაფონი

სპარტაკი – ჩიხურა

დინამო ბათუმი – ზუგდიდი

ტორპედო – გურია

უმაღლესში მე-8 ტური დასრულდა

დღეს, უმაღლესი ლიგის მე-8 ტურში დარჩენილი 5 შეხვედრა გაიმართა. სამტრედიაში ადგილობრივმა კლუბმა ბათუმის “დინამოს” უმასპინზლა და ორი უპასუხო გოლით დაამარცხა მეტოქე. ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა ივანწმინდაში, სადაც “ჩიხურამ” “ვიტ ჯორჯიას” აჯობა.

სეზონის მესამე გამარჯვება მოიპოვა რუსთავის “მეტალურგმა”. კილასონიას გუნდი ქობულეთს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივი “შუქურას” მინიმალური ანგარიშით სძლია.

დღევანდელ შეხვედრებში ორი ნულოვანი ფრეც დაფიქსირდა. გამარჯვებული ზუგდიდში და თბილისში გამართულ მატჩებში ვერ გამოვლინდნენ.

ჩიხურა 2-0 ვიტ ჯორჯია

გოლები: ღონღაძე 76′ ; მუმლაძე 80′ 

სამტრედია 0-2 დინამო ბათუმი

გოლები: პაჭკორია 37′ ; მელქაძე 90′

შუქურა 0-1მეტალურგი

გოლი: კილასონია 71′ (პენ)

დინამო თბილისი 0-0 მერანი

ზუგდიდი 0-0 ტორპედო

მერანმა დინამოს ქულები წაართვა

დღეს, “დინამო არენაზე” უმაღლესი ლიგის მერვე ტურის უკანასკნელ შეხვედრაში თბილისის “დინამო” მარტვილის “მერანს” უმასპინძლა.

მატჩის სასტარტო 15 წუთი “დინამოელთა” უპირატესობით წარიმართა. მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს, მაგრამ განსაკუთრებული ხიფათი მამალაძის კართან არ შექმნილა. მარტვილელთა მეკარე თამაშში 22-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც პაპუნაშვილის გარღვევის შემდეგ მისი სახიფათო გადაცემა ჩაჭრა.

25-ე წუთზე მატჩის პირველი რეალური საგოლე მომენტი სტუმრებს შეექმნათ. დასარტყმელ პოზიციაზე დარჩენილმა დავით ციცხვაიამ რეალური შესაძლებლობის გამოყენება ვერ შესძლო.

30-ე წუთზე გოლის გატანი შანსი მასპინძლებს მიეცათ, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულ ჩირგაძეს სტუმართა მცველი წამოეწია და ვითარება ბურთის კუთხურზე მოგერიებით განმუხტა.

ტაიმის ბოლოს მასპინძლებს კიდევ ორი მომენტი ჰქონოდათ. ჯერ პაპას შორეული დარტყმა, რომელიც მამალაძემ მოიგერია, შემდეგ კი საბანაძის სახიფათო მცდელობა.

“დინამომ” შესვენებამდე გოლის გატანაც შესძლო, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ჩირგაძეზე ჯარიმაა დააფიქსირა და გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი სტუმარტა სახიფათო შეტევით დაიწყო. გოლის გატანის კარგი შანსი ჩიმაკაძემ ვერ გამოიყენა. “მერანის” ფოვარდი თავით, ვარდნაში ცდილობდა გატანას, თუმცა კარს მცირე მანძილით ააცილა.

54-ე წუთზე გოლის გატანის შანსი საბანაძეს მიეცა. “დინამოელთა” ცხრიანმა დასარტყმელ პოზიციაზე გასვლა თავად მოახერხა, თუმცა კარს მცირე მანძილით ააცილა.

მე-60 წუთზე გოლის გატანას პაპუნაშვილი ცდილობდა, რომელმაც ეფექტური “პარაშუტით” სცადა მამალაძის დამწუხრება. სტუმართა მეკარემ ბურთის კუთხურზე მოგერიება შესძლო. შემდეგ შეტევაში უკვე “მერანის” ჰქონდა გატანის საშუალება, თუმცა რიკოშეტის შემდეგ ბურთი კუთხრუზე გადავიდა.

65-ე წუთზე სახიფათო მომენტი კვლავ პაპუნაშვილის აქტიურობის შემდეგ შეიქმნა. “დინამოს” ახალგაზრდა შემტევის ჩაწოდებას საჯრიმოში ძარია ეფქტურად გამოეხმაურა. მისი დარტყმა მამალძეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა. მალევე გოლის გატანა სტუმრებმა მოახერხეს, თუმცა მსაჯებმა კიდევ ერთხელ არ ჩათვალეს. ამჯერად, თამაშგარე მდგოამრეობის გამო.

სტუმრები ამის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ჯერ ხარიხის, შემდეგ კი “დინამოს” მცველთა თავგანწირული და მიგინეიშვილის დამაჯერებელი თამაშის წყალობით ანგარიში არ შეცვლილა.

75-ე წუთზე საჯარიმოში ხელით თამაშის გამო “მერანის” კარში პენალტი დაინიშნა, რომლის შესრულება ძარიამ ითავა. “დინამოელთა” კაპიტნის დარტყმა ხარიხამ მოიგერია.

ბოლო ათი წუთი ორმხრივ შეტევებში, განსაკუთრებული ხიფათის გარეშე წარიმარტა. 90-ზე კი, “მერანს” მატჩის მოგება შეეძლო. სტუმრების სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე ლევან გეგეჭკორი აღმოჩნდა, თუმცა, დღევანდელ მატჩში მარტვილელთა ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.

დინამო თბილისი 0-0 მერანი

დინამო თბილისი: მიგინეიშვილი, კაკაბაძე (ჩისკო 70′), თოთაძე, ჭანტურია, მჭედლიშვილი (შერგელაშვილი 77′), ცინცაძე, პაპუნაშვილი, საბანაძე (ლობჟანიძე 79′), პაპავა, ჩირგაძე, ძარია.

მერანი: მამალაძე, ლომაშვილი, მელიავა, შულაია, ორბელაძე, კიკნაველიძე, ბოლქვაძე, წყაროზია (ჯღამია 63′), ჩიმაკაძე (წურწუმია 90′), ციცხვაია (ფონიავა 46′), გეგეჭკორი. 

ლაშა თოთაძე_075043 დინამო თბილისი _ მერანი_936612 გიორგი ჩირგაძე_93663323 გიორგი ჩირგაძე_936298

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები 

უმაღლესი ლიგა: ”დილამ” ”სიონს” გადაურბინა

დღეს, 15:00 საათზე, სტარტი აიღო, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის, რიგით მე-8 ტურის მატჩებმა.

გურია 1-1 სპარტაკი

ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივი ”გურია”, ცხინვალის ”სპარტაკს” დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა.

გოლები: კაჭარავა 0-1 77′; შალამბერიძე 1-1 88′ (პენ.).

სიონი 1-4 დილა

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ბოლნისის ”სიონმა”, გორის ”დილას”, ფორმალურად უმასპინძლა და ანგარიშით 1-4 განადგურდა. ამ გამარჯვებით, ”დილა”, ქულებით ცხინვალის ”სპარტაკს გაუთანაბრდა და ბურთების უკეთესი შეფარდებით, მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა.

გოლები: მოდებაძე 0-1 17′; ჩანუგრავა 1-1 26′; მოდებაძე 1-2 45′; არაბული 1-3 59′; ახალკაცი 1-4 89′.

ზესტაფონი 1-1 კოლხეთი

ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ადგილობრივი ”ზესტაფონი” ფოთის ”კოლხეთს” დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.

გოლები: დვალი 1-0 26′; სიჭინავა 1-1 56′.

დღეს, მხოლოდ 3 შეხვედრა გაიმართა. მე-8 ტურის დარჩენილი თამაშები ხვალ გაიმართება.

უმაღლესი ლიგა: მერვე ტურის პრევიუ

უმაღლესი ლიგის მერვე ტური, რომელიც გამოკვეთილად ცენტრალური მატჩის გარეშე ჩაივლის, სტარტს დღეს, სამი შეხვედრით აიღებს.

საშინაოდ გცეულ “მიხეილ მესხზე” ბოლნისის “სიონი” გორის “დილას” მიიღებს. სატურნირო ცხრილში დაკავებული პოზიციების თვალსაზრისით გუნდებს შორის სხვაობა კი დიდია, თუმცა გორელები მეტოქეს მხოლოდ სამი ქულით უსწრებენ. ამიტომ, ნომინალური მასპინძლებს ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან მოგების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში წინსვლის კარგი შანსი აქვთ. საინტერესო მატჩს უმაპსინძლებს ზესტაფონი, სადაც ადგილობრივ კლუბს ფოთის “კოლხეთი” ესტუმრება. გასავარდნ ზონათან ახლოს მყოფი გუნდების შეხვედრა დაძაბული უნდა გამოდგეს, თუმცა ფავორიტის სტატუსით რა თქმა უნდა მასპინძლები სარგებლობენ.

ხანგრძივი პაუზის შემდეგ საშინაო ასპარეზს “ზუგდიდი” უბრუნდება. მუმლაძის შეგირდები “ბაიას” ბაზაზე ქუთაისის “ტორეპდოს” მიიღებენ. ქუთაისელებს ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და საკმაოდ კარგ ფორმაშიც იმყოფებიან. რასაც “ზუგდიდზე” ვერ ვიტყვით, რომელიც 7 ტურის შემდეგ ბოლო პოზიციაზე იმყოფება და ლიგაში გამარჯვების გარეშე დარჩენილი ერთადერთია გუნდია.

ტურის დასკვნითი მატჩში თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება, სადაც გათამაშების ლიდერი მარტვილის “მერანს” მიიღებს. ტრადიციულად, ამ გუნდების თბილისური შეხვედრები საკმაოდ უხვგოლიანი გამოდის და მასპინძელთა გამარჯვებით სრულდება. წესით და რიგით მსგავსი სცენარის განმეორებას ხვალაც უნდა ველოდოთ.

04/10/14

გურია – სპარტაკი

სიონი – დილა

ზესტაფონი – კოლხეთი

05/10/14

სამტრედია – დინამო ბათუმი

ზუგდიდი – ტორპედო

ჩიხურა – ვიტ ჯორჯია

შუქურა – მეტალურგი

დინამო თბილისი – მერანი

კლუბებს ფინანსურად ფეხბურთის ფედერაცია დაეხმარება

დღეს, შედგა ტრადიციული შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებს შორის.

შეხვედრაზე განიხილეს შექმნილი მდგომარეობა: რადგან მიღებული დაპირებების შესრულებაზე კლუბებს უარი ეთქვათ და ზოგადი ფინანსური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა, მოიძიოს საჭირო სახსრები და ამ წლის 31 დეკემბრამდე კლუბებს თავად გაუწიოს ფინანსური დახმარება.

შესაბამისად, თანხების მოძიების შემდეგ, უმაღლესი და პირველი ლიგის ყველა კლუბი მიიღებს გარკვეულ თანხას. ამასთან, მომავალ 2015 წელს, ფედერაცია შეასრულებს დაპირებას და კლუბებს კვლავ დაეხმარება.

სფფ-ის პრესსამსახური

ტორპედო – დინამო ბათუმი 2:2

უმაღლესი ლიგის მე-7 ტურში ქუთაისის “ტორპედო” საშინაო ასპარეზზე ბათუმის “დინამოს” უმასპნიძლა. მატჩი შედეგიანი გამოდგა და ფრედ, 2:2 დასრულდა.

ტორპედო 2-2 დინამო ბათუმი

გოლები: კვერნაძე 32′ (1:0); აბრამიძე 52′ (2:0); ბერიაშვილი 73′ (1:2); დიასამიძე 76′ (2:2)

 

უმაღლესში მე-7 ტური დასრუდა

დღეს, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტურის ბოლო სამი მატჩი გაიმართა და ერთი მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა. მარტვილის “მერანმა” სამტრედიაში საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. გამარჯვება სამტრედიულმა კლუბმაც იზეიმა. სანაიას შეგირდებმა სტუმრად “შუქურასთან” მოიგეს მინიმალური ანგარიშით.

საინტერესო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, სადაც ადგილობრივმა “ტორპედომ” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა. ქუთაისელები ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა მატჩის გადარჩენა მაინც მოახერხეს – 2:2.

მერანი 2-0 ჩიხურა

გოლები: ციცხვაია 7′ ; 38′

შუქურა 0-1 სამტრედია

გოლი: გორგიაშვილი 19′

ტორპედო 2-2 დინამო ბათუმი

გოლები: კვერნაძე 32′ (1:0); აბრამიძე 52′ (2:0); ბერიაშვილი 73′ (1:2); დიასამიძე 76′ (2:2)

ცენტრალურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა

დღეს, უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტურის ოთხი მატჩი გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა გორში შედგა, სადაც ადგილობრივმა “დილამ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა. შეხვედრა, განსაკუთრებით კი მისი მეორე ტაიმი სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა საბოლოოდ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ისე კი, ანგარიშის გახსნის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა.

კიდევ ერთი საინტერესო მატჩი რუსთავის “ფოლადზე” შედგა. “მეტალურგმა” “ზესტაფონს” უმასპინძლა. გამარჯვებულის გამოვლენა ვერც აქ მოხერხდა, თუმცა გორული მატჩისგან განსხვავებით რუსთავში გამართული დაპირისპირება უფრო სანახაობრივი გამოდგა. ანგარიში მატჩის დებიუტში სტუმრება, გიორგი ფანცულაიას გოლით გახსნეს და 85-ე წუთამდე იგებდნენ კიდეც. თუმცა, შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ვარლამ კილასონიამ ორ წუთში დუბლი გაიფორმა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. “ზესტაფონმა” გათანაბრება მაინც შესძლო. 90-ზე ლევან შარიქაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა.

დილა 0-0 დინამო

მეტალურგი 2-2 ზესტაფონი

გოლები: ფანცულაია 16′ (0:1); ვარლამ კილასონია 85′ ; 86′ (2:1); შარიქაძე 90′ (2:2)

კოლხეთი 1-0 სიონი

გოლი: სიჭინავა 7′

ვიტ ჯორჯია 2-2 გურია

გოლები: შალამბერიძ 7′ (0:1); კურდღელაშვილი 25′ (1:1); ლობჯანიძე 27′ (2:1); ჟვანია 82′ (2:2)

ზვიად სიჭინავა მოდულის შენობაში მივიდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ე.წ. მოდულის შენობაში დაიბარეს. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს თავკაცი ადგილზე 15:00-ზე გამოცხადდა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სიჭინავამ საგამოძიებო უწყებაში მისვლის შესახებ კომენტარი არ გააკეთა. საქმე, სავარაუდოდ, რვა მსაჯის დაკავებას ეხება.

უმაღლესი ლიგა: მეშვიდე ტურის პრევიუ

უმაღლესი ლიგის მე-7 ტური სამ დღეზეა გადანაწილებული და რამდენიმე გამორჩეულ მატჩს გვპირდება. გათამაშების ლიდერი “დინამო თბილისი” გორს ესტუმრება, სადაც ადგილობრივ “დილასთან” მოსინჯავს ძალებს. სატურნირო მდგომარეობიდან გამომიდნარე ცენრტალურად სწორედ ეს დაპირისპირება უნდა მივიჩნიოთ. გორელები 6 ტურის შემდეგ მესამე პოზიციაზე იმყოფებიან და ლიდერს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან. ანუ, სოსიაშვილის გუნდს გამარჯვების შემთხვევაში პირველ საფეხურზე გადანაცვლების პერსპექტივაც აქვთ, რაც გორული კლუბისთვის დამატებით მოტივაციად უნდა იქცეს.

კიდევ ერთ პრინციპულ შეხვედრას რუსთავი უმასპინძლებს. “მეტალურგს” საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ესტუმრება. ორივე გუნდმა სეზონის სტარტი ჩააგდო და ახალ ნებისმიერ მატჩში მოპოვებულ ქულებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

მეორე პოზიციაზე აღზევებული ქუთაისის “ტორპედო” საკუთარ მოედანზე ბათუმის “დინამოს” მიიღებს. ტრადიციული გუნდების დაპირისპირება დაძაბულ შეხვედრას გვპირდება. გუნდებს შორის სატურნირო ცხრილში სხვაობა 6 პოზიციაა, თუმცა ბათუმელები ქუთათურებს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან.

უმაღლესის დებიუტანტები “შუქურა” და “სამტრედია” ერთმანეთის წინააღმდეგ ქობულეთში წარსდგებიან. კლასში დაწინაურებული ორივე გუნდს საკმაოდ მაღალი მიზნები აქვს და შესაბამისად მატჩი საინტერესო სანახავი უნდა გამოდგეს.

25/09/14

სპარტაკი – ზუგდიდი

26/09/14

მეტალურგი – ზესტაფონი

კოლხეთი – სიონი

დილა – დინამო თბილისი

ვიტ ჯორჯია – გურია

27/09/14

შუქურა – სამტრედია

მერანი – ჩიხურა

ტორპედო – დინამო ბათუმი

დინამომ კოლხეთი დაამარცხა

დღეს, დინამო არენაზე უმაღლესი ლიგის მეექვსე ტურის დასკვნით შეხვედრაში თბილისის “დინამომ” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

შეხვედრა ნელ ტემპში, მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო. სასტარტო წუთებში ხიფათი მხოლოდ სტანდარტულებიდან იქმნებოდა, თუმცა სეფიაშვილი დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

“კოლხეთმა” თამაში კონტრშეტევებზე ააგო და პირველი სახიფათო იერიში მე-14 წუთზე განახორციელა. მარცხენა ფლანგზე ქორჩილავას სწრაფ გარღვევას მწვავე ჩაწოდება მოჰყვა, რომელიც თოთაძემ მოიგერია. 21-ე წუთზე ფოთელებმა პირველი დარტყმაც განახორციელეს. ჯიქიას მცდელობა დაუშვილმა, რომელიც თბილისელთა კარს მიგინეიშვილის ტრავმის გამო იცავდა, კუთხურზე მოიგერია.

“დინამო” შეტევაში ხიფათს ტრადიციულად პაპუნაშვილი-პარუნაშვილის ხარჯზე ქმნიდა. 25-ე წუთზე სწორედ ამ დუეტის ეფექტური თამაშის შემდეგ გატანის შანსი ლობჟანიძეს მიეცა, თუმცა ახალგაზრდა დინამოელის დარტყმა სუსტი და არაზუსტი აღმოჩნდა.

29-ე წუთზე მასპიძნლებმა ანგარიში გახსნეს. პაპუნაშვილის რეიდს “კოლხეთის” საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რომლის შედეგად ბურთი ნიკა საბანაძეს მიუვიდა, თუმცა ფორვარდმა ბურთის დამორჩილება ვერ შესძლო. შეტევა მეორე ტემპით გაგრძელდა. საჯარიმოს გარედან ცინცაძის დარტყმას ფეხი იმავე საბანაძემ დაუხვედრა და “დინამოც” დაწინაურდა – 1:0.

გატანილი გოლის შემდეგ თამაშის ტემპი კიდევ უფრო დაეცა. მორიგი სახიფათო მომენტი 44-ე წუთზე შეიქმნა და კვლავ პაპუნაშვილის აქტიურობას მოჰყვა. “დინამოს” რვიანის დარტყმა კარს მცირე მანძლით ასცდა.

კომპენსირებულ წუთებში გატანის შანსი “კოლხეთს” მიეცა. მოედნის ცენტრში თოთაძის არაზუსტი პასის შემდეგ კარისკენ შოთა ჯიქია დაიძრა, თუმცა დარტყმა ჭანტურიას დამაჯერებელი თამაშის გამო ვერ შესძლო.

მეორე ნახევარის პირველივე წუთებზე  “კოლხეთის” ფეხბურთელებს სახიფათო სტანდარტის შესრულების უფლება მიეცათ, მაგრამ გუგუჩიას ჩაწოდება უხეირო გამოდგა. მომენტი “დინამოსაც” შეექმნა. შეტევაში ჩართული შერგელაშვილი ძლიერად, მაგრამ არაზუსტად ურტყამდა.

59-ე წუთზე “კოლხეთმა” სწრაფი შეტევა განახორციელა. დასარტყმელ პოზიცია ლუკა გუგუჩია აღმოჩნდა, რომელსაც გატანა არ გასჭივებია და ანგარიშიც გათანაბრდა – 1:1.

გაშვებულის გოლის შემდეგ “დინამო” გააქტიურდა. პირველივე შეტევაში გოლის გატანას პაპუნაშვილი ცდილობდა. მის ძლიერ დარტყმას სეფიაშვილი გაჭირვებით დაეუფლა. რამდენიმე სახიფათო შეტევა ფოთელებმაც განახორციელეს.

 66-ე წუთზე დასარტყმელ პოზიციაზე ძარია გავიდა. “დინამოს” კაპიტნის მცდელობა არაზუსტი იყო. მალევე თბილისელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე ცინცაძის პასის შემდეგ საჯარიმოში ბურთი ჩირგაძემ მიიღო და საკმაოდ ეფექტური გოლიც გაიტანა – 2:1.

83-ე წუთზე “დინამოს” მესამე გოლის გატანა შეეძლო. მეკარესთან პირისპირ შერგელაშვილი აღმოჩნდა, თუმცა მცველმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.

დარჩენილ დროში მოედანზე არაფერი აღარ შეცვლილა და თბილისელებმა მორიგი გამარჯვება იზეიმეს.

დინამო თბილისი 2-1 კოლხეთი

გოლები: საბანაძე 29′  (1:0); გუგუჩია 59′ (1:1); ჩირგაძე 72′ (2:1)

დინამო თბილისი: დაუშვილი, თოთაძე, ჭანტურია, ცინცაძე, პაპუნშვილი, საბანაძე (ჯიქია 84′), პაპავა, პარუნაშვილი (მჭედლიშვილი 90′), ლობჟანიძე (ჩირგაძე 59′), შერგელაშვილი, ძარია

სათადარიგოები: კულუა, კაკაბაძე, ზივზივაძე, საჯაია. 

მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი

კოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, ჩადუნელი, თვზაძე, ლემონჯავა, გუგუჩია, ჯიქია, ჟიშკარიანი (სიჭინავა დ. 57′), ამბროლაძე, ქორჩილავა (კაკულია 81′), ბარამიძე (სიჭინავა ნ. 76′).

სათადარიგოები: ძაგანია, ნევუჩე, გუგუშვილი, კაკულია თ. 

მწვრთნელი: ნუგზარ თვარაძე.

დინამო - კოლხეთი (5) დინამო - კოლხეთი (4) დინამო - კოლხეთი (1) დინამო - კოლხეთი (2)

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები