ზესტაფონი 6:0 გურია

ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში “ზესტაფონმა” საკუტარ მოედანზე ლანჩხუთის “გურია” მიიღო და 6:0 დაამარცხა.

ზესტაფონი 0:6 გურია

გოლები: 1:0 ჯაბა დვალი (7), 2:0 თეიმურაზ ღონღაძე (24), 3:0 გიორგი ფანცულაია (27), 4:0 ჯაბა დვალი (73), 5:0 თედორე გრიგალაშვილი (76), 6:0 ლაშა გვალია (81)

შუქურა – ზუგდიდი 2:1

უმაღლესი ლიგის პირველი ტურის მატჩში ქობულეთის “შუქურამ” საკუთარ მოედანზე ზუგდიდის “ზუგდიდი” დაამარცხა.

შუქურა 2:1 ზუგდიდი 

გოლი: 1:0 ზვიად მეტრეველი (24), 1:1 შოთა ლომია (46), 2:1 გიორგი ჩელებაძე (59, პენალტით)

ასლან ბალაძე: “უმაღლესი ლიგის გუნდმა ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვას”

“მეტალურგი” – “დინამო ბათუმის” დასრულების შემდეგ მატჩი სტუმართა გუნდის მწვრთნელმა, ასლან ბალაძემ შეაფასა.

ასლან ბალაძე: “თამაშით უკმაყოფილო ვარ. პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. დღვანდელ მატჩი თამაშის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. უმაღლესი ლიგის გუნდმა ასეთი შეცდომები არ უნდა დაუშვას. 

პირველი ტაიმის შემდეგ ცენტრალური ხაზის გაძლიერება მუჯირის შემოყვანით ვცადეთ, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო და სამწუხაროდ დავმარცხდით. “მეტალურგს” გამარჯვებას ვულოცავ”.  

მარიამ ნიშნიანიძის ფოტო

უმაღლესი ლიგის შედეგიანი დასაწყისი

დღეს, საქართველოს ოთხ ქალაქში უმაღლესი ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. შეხვედრები საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა.

შუქურა 2:1 ზუგდიდი 

გოლი: 1:0 ზვიად მეტრეველი (24), 1:1 შოთა ლომია (46), 2:1 გიორგი ჩელებაძე (59, პენალტით)

გაძევება: დავით ლომაია 55′

მეტალურგი 2:1 დინამო 

გოლები: 1:0 ირაკლი სიხარულიძე (6), 1:1 თეიმურაზ შონია (8), 2:1 დაჩი ცნობილაძე (66)

კოლხეთი  0:3 ტორპედო 

გოლი: 0:1 ნიკა კვასხვაძე (10), 0:2 ოთარ კვერნაძე (56), 0:3 თენგიზ ჩიკვილაძე (70)

ზესტაფონი 0:6 გურია

გოლები: 1:0 ჯაბა დვალი (7), 2:0 თეიმურაზ ღონღაძე (24), 3:0 გიორგი ფანცულაია (27), 4:0 ჯაბა დვალი (73), 5:0 თედორე გრიგალაშვილი (76), 6:0 ლაშა გვალია (81)

მეტალურგმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო

დღეს, რუსთავის “ფოლადის” სტადიონზე საქართველოს 26-ე ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში ადგილობრივმა “მეტალურგმა” ბათუმის “დინამოს” უმაპსინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

შეხვედრის დებიუტში გუნდებმა სწრაფი გოლები გაცვლაეს. მე-7 წუთზე რუსთაველებმა მარჯვენა ფლანგიდან კარგი შეტევა განახორციელეს. ქავთარაძის ჩაწოდებას საჯარიმოში სიხარულიძე გამოეხმაურა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0. სტუმრები არ დაიბნენ და გათანაბრება მომდევნო შეტევაში მოახერხეს. ბედიაშვილთან პირისპირ დარჩენილ შონიას გატანა არ გასჭირვებია.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდიანარეობდა. სიცხის გამო, გუნდები საკმაოდ ნელა გადაადგილდებოდნენ და შესაბამისად მატჩიც დაბალ ტემპში მიმდინარეობდა.

რუსთაველები ხიფათს ძირითადად სტანდარტულებიდან ქმნიდნენ. გატანის შანსი მეტოქის საჯარიმოში ჩასულ ცნობილაძეს მიეცა, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა.

37-ე წუთზე სახიფათო სტანდარტის შესრულების უფლება ბათუმელებმა ჩირიკაშვილის ძალისხმევით მოიპოვეს. ჯარიმის დარტყმა დაზარალებულმა ითავა, თუმცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ტაიმის ბოლო წუთზე “მეტალურგმა” გატანა მოახერხა, რასაც ბათუმელთა პროტესტი მოჰყვა. “დინამოელების” აზრით მეტოქემ ბურთი კარში ხელით გადაგზავნა. მსაჯმა პაუზის შემდეგ გოლი არ ჩათვალა. ამის შემდეგ მოედანზე ვითარება დაიძაბა, თუმცა ფეხბურთელების დაწყნარება მალევე მოხერხდა.

მეორე ნახევარი “მეტალურგის” იერიშებით დაიწყო. რუსთაველები ხიფათს კვლავ სტანდარტულებიდან ქმნიდნენ.

მე-60 წუთზე გატანა “დინამოს” შეეძლო. სტუმრების რიგებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჩირიკაშვილი მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა, მცველს გასცდა და კარში დაარტყა, თუმცა ბათუმელთა შვიდიანს ხელი ძელმა შეუშალა.

66-ე წუთზე კი რუსთაველები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ. მორიგი კუთხურის შემდეგ საჯარიმოში შექმნილი არეულობით დაჩი ცნობილაძემ ისარგებლა და ბურთი კარში ულამაზესი დარტყმით გადაგზავნა – 2:1.

დარჩენილ დროში “დინამო” ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლა, თუმცა რეალური საგოლე მომენტის შექმნა სტუმრებმა ვეღარ შესძლეს. “მეტალურგმა” ანგარიში შეინარჩუნა და ჩემპიონატის პირველ მატჩში გამარჯვება იზეიმა.

მეტალურგი 2:1 დინამო ბათუმი

გოლები: სიხარულიძე 7′ (1:0); შონია 8′ (1:1); ცნობილაძე 66′ (2:1)

მეტალურგი: ბედიაშვილი, ხიზანეიშვილი, ვ.კილასონია, ნარიმანიძე (გ, კილასონია 40′), ექვთიმიშვილი, ქავთარაძე, კაკაშვილი (ქიტეიშვილი 56′), ვასაძე, ცნობილაძე, სიხარულიძე (ტორონჯაძე 58′), ხაბელაშვილი. 

სათადარიგოები: ნადირაშვილი, გოცაძე, გელაშვილი, მიქ აუტაძე.

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

დინამო ბათუმი: ალავიძე, ქორიძე, გავაშელიშვილი, მაკარიანი, სუხიაშვილი, ვარშანიძე (თევდორაძე 83′), შონია, მახარაძე, ბერიაშვილი (ტატანაშვილი 46′), ჩირიკაშვილი, კაკალაძე (მუჯირი 46′). 

სათადარიგოები: მამინაშვილი, გოგიტიძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, 

მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი

რუსთავის მეტალურგი-ბათუმის დინამო_03რუსთავის მეტალურგი-ბათუმის დინამო_06 რუსთავის მეტალურგი-ბათუმის დინამო_05 რუსთავის მეტალურგი-ბათუმის დინამო_04

პრევიუ: უმაღლესი ლიგა

ხვალ საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატი აიღებს სტარტს. 16-გუნდიანი ჩემპიონატის პირველ ტურში რამდენიმე საკმაოდ საინტერესო მატჩი გველის.

 

09/08/14

ზესტაფონი – გურია 
ზესტაფონი, “დავით აბაშიზე”, 19:00

ზესტაფონში ადგილობრივი გუნდი ლანჩხუთის “გურიას” უმაპსინძლებს. ევროთასებიდან გამოვარდნის შემდეგ იმერული კლუბის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც წამყვანი მოთამაშეების ნაწილის წასვლა გამოიწვია. თუმცა, “ზესტაფონმა” ბირთვის და რაც მთავარია გია გეგუჩაძის შენარჩუება მოახერხა.

ცვლილებებია გურიაშიც. ლანჩხუთელები ახალ ჩემპიონატს ახალი მწვრთნელით ხვდებიან. “გურიას” მომდევნო სეზონში თემურ ლორია უხელმძღვანელებს. ცვლილებები გუნდის შემადგენლობასაც შეეხო.

 

შუქურა – ზუგდიდი
ქობულეთი, “ჩელე არენა”, 17:30

უმაღლესი ლიგის დებიუტანტი საკუთარ მოედანზე “ზუგდიდს” უმასპინძლებს. გუნდები მატჩს განსხვავებული მდგომარეობით ხვდებიან. ზუგდიდელებმა ვარჯიში ცოტა ხნის წინ ახალი მთავარი მწვრთნელის, ნესტორ მუმლაძის ხელმძღვანელობით დაიწყეს და ჯერ კიდევ დაკომპლექტების პროცესში არიან. ზუგდიდელებს ახალწვეულებიც ჰყავთ, თუმცა მწვრთნელის თქმით, გუნდი ოპტიმალური ფორმისგან ჯერ კიდევ შორს არის.

საპირისპირო ვითარებაა ქობულეთელთა ბანაკში. “ჩიხურამ” თურქეთში სრულფასოვანი შეკრება გაიარა და ძლიერ მოწინააღმდეგეებსაც ესპარინგა. პირველი ლიგის გასული წლის ერთ-ერთი ტრიუმფატორს შემადგენლობაც საკმაოდ ძლიერი ჰყავს.

 

მეტალურგი – დინამო ბათუმი
რუსთავი, “ფოლადი”, 17:30

რუსთავში ადგილობრივი “მეტალურგი” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებს. რუსთაველებმა ფინნასური პრობლემებისა და ხელმძღავენლობაში გაურკვეველი ვითარების გამო სეზონისთვის მზადება საკმაოდ გვიან დაიწყეს. ახალგაზრდული, ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტებულ გუნდს ვარლამ კილასონია უთავკაცებს.

მეტოქისგან განსხვავებით სეზონისთვის სრულფასოვნად მოემზადა ბათუმის “დინამო”. თურქული შეკრების შემდეგ გაძლიერებული ზღვისპირელები მოდევნო სეზონში იოლად არაფრის დათმობას არ აპირებენ.

 

კოლხეთი – ტორპედო 
ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე”, 17:30

ფოთის “კოლხეთი” ქუთაისის “ტორპედოს” ლანჩხუთში მიიღებს. ბოლო დროს ქუთაისურ გუნდში ფინანსური თვალსაზრისთ საკმაოდ მძიმე ვითარება იყო შექმნილი. ფეხბურთელებმა გაფიცვასაც კი მიმართეს, რის შემდეგაც მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. მოსამზადებელი შეკრება “ტორპედომ” ქუთაისში გაიარა. ძოძუაშვილის გუნდს რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც შეუერთდა.

ნომინალურმა მასპინძლებმა მოსამზადებელი შეკრება თურქეთში გაიარეს და შემადგენლობაც მნიშნველოვნად გააძლიერებს. ახალწვეულთა შორის საკმაოდ საინტერესო ლეგიონერებიც არიან.

 

10/08/14

დინამო თბილისი – სამტრედია
თბილისის, “დინამო არენა”, 19:00

გაახალგაზრდავებული “დინამო” საკუთარ მოედანზე უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ “სამტრედიას” მიიღებს. განახლებული შემადგენლობითა და ახალი მთავარი მწვრთნელის ხელძღვანელობით “დინამო” პირველ ოფიციალურ მატჩს კვირას გამართავს.

თბილისელებს ბოლო დროს განხორციელებული ტრანსფერების გათვალისწინებით ძლიერ მეტოქესთან მოუწევთ დაპირისპირება. “სამტრედიაში” საქართველოს კვალობაზე საკმაოდ სოლიდურმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. დიდი ალბათობით, ჩემპიონატის მსვლელობისას გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება.

 

დილა – სპარტაკი
გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”, 17:30

გორში ადგილობრივი “დილა” ცხინვალის “სპარტაკს” უმასპინძლებს. ჩემპიონატის წინ ორივე გუნდის შემადგნელობა გადახალისდა. გულშემატკივარი საინტერესო, თანაბარი ბრძოლის მოლოდინში უნდა იყოს. გათამაშების მოგებით დაწყება როგორც “დილასთვის”, ასევე “სპარტაკისთვისაც” ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

მერანი – ვიტ ჯორჯია
სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”, 17:30

სამტრედიაში მარტვილის “მერანი” “ვიტ ჯორჯიას” მიიღებს. მარტვილელები ახალ სეზონის ახალი თავკაცით, უკრაინელი ვლადიმერ ლობასით ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ლობასი ერთადერთი უცხოელი სპეციალისტია ჩვენს ჩემპოიონატში.

ახალ სეზონში ფაქტობრივად უცცლელეია “ვიტ ჯორჯიას” შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი. “ვეტერინარები” ტრადიციულად ახალგაზრდა მოთამაშეებზე გააკეთებენ აქცენტს.

 

11/08/14

სიონი – ჩიხურა
თბილისი, “მიხეილ მესხი”, 17:30

ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ევროსარბიალზე მოთამაშე გუნდები დაუპირისპირდებიან. პირველ ეტაპზე გამოვარდნილი ბოლნისის “სიონი” საჩხერის “ჩიხურას” მიიღებს, რომელიც ევროთასებზე გაცილებით დიდხანს ასპარეზობდა.

ბოლნისელებმა დავით სირაძის სახით საკმაოდ ძლიერი ფორვარდი დაიმატეს. “ჩიხურამ” კი ნეფთჩისთან მარცხის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე დაკარგა.

უმაღლესი ლიგის კალენდარი ცნობილია

29 ივლისს გამართულ სფფ-ს აღმასკომზე უმაღლესი ლიგის მომდევნო სეზონის პირველი წრის კალენდარი დამტკიცდა.

16-გუნდიანი უმაღლესი ლიგის პირველი წრე 9 აგვისტოს აიღებს სტარტს და 7 დეკემბრამდე გასტანს, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონატი ზამთრის შესვენებაზე გავა.

I ტური
9 აგვისტო, შაბათი
ზესტაფონი-გურია (ლანჩხუთი)
შუქურა (ქობულეთი)-ზუგდიდი
მეტალურგი (რუსთავი)-დინამო (ბათუმი)
კოლხეთი (ფოთი)-ტორპედო (ქუთაისი)

10 აგვისტო, კვირა
დინამო (თბილისი)-სამტრედია
დილა (გორი)-სპარტაკი (ცხინვალი)
მერანი (მარტვილი)-ვიტ ჯორჯია (თბილისი)

11 აგვისტო, ორშაბათი
სიონი (ბოლნისი)-ჩიხურა (საჩხერე)

II ტური
15 აგვისტო, პარასკევი
სპარტაკი-მერანი
ტორპედო-დილა
დინამო (ბთ)-კოლხეთი (ფ)
გურია-შუქურა

16 აგვისტო, შაბათი
ზუგდიდი-მეტალურგი
სამტრედია-ვიტ ჯორჯია
ჩიხურა-ზესტაფონი

17 აგვისტო, კვირა
დინამო (თბ)-სიონი

19-20 აგვისტო
დ. ყიფიანის სახ. თასის 1/16-ფინალი

III ტური
23 აგვისტო, შაბათი
დილა-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-დინამო (თბ)

24 აგვისტო, კვირა
სიონი-სამტრედია
შუქურა-ჩიხურა
მეტალურგი-გურია
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
კოლხეთი (ფ)-ზუგდიდი
მერანი-ტორპედო

IV ტური
29 აგვისტო, პარასკევი
ჩიხურა-მეტალურგი
დინამო (თბ)-შუქურა
სიონი-ზესტაფონი

30 აგვისტო, შაბათი
სამტრედია-სპარტაკი
ტორპედო-ვიტ ჯორჯია
ზუგდიდი-დილა
გურია-კოლხეთი (ფ)
დინამო (ბთ)-მერანი

V ტური
12 სექტემბერი, პარასკევი
შუქურა-სიონი
მერანი-ზუგდიდი
ზესტაფონი-სამტრედია
ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ)
სპარტაკი-ტორპედო

13 სექტემბერი, შაბათი
მეტალურგი-დინამო (თბ)
დილა-გურია
კოლხეთი (ფ)-ჩიხურა

16-17 სექტემბერი
დ. ყიფიანის სახ. თასის 1/16-ფინალი, საპასუხო მატჩები

VI ტური
20 სექტემბერი, შაბათი
ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი-შუქურა
დინამო (ბთ)-სპარტაკი

21 სექტემბერი, კვირა
დინამო (თბ)-კოლხეთი (ფ)
ჩიხურა-დილა
სიონი-მეტალურგი
სამტრედია-ტორპედო
გურია-მერანი

VII ტური
25 სექტემბერი, ხუთშაბათი
სპარტაკი-ზუგდიდი

26 სექტემბერი, პარასკევი
მეტალურგი-ზესტაფონი
კოლხეთი (ფ)-სიონი
ვიტ ჯორჯია-გურია
დილა-დინამო (თბ)

27 სექტემბერი, შაბათი
მერანი-ჩიხურა
შუქურა-სამტრედია
ტორპედო-დინამო (ბთ)

30 სექტემბერი-1 ოქტომბერი
დ. ყიფიანის სახ. თასის 1/8-ფინალი

VIII ტური
4 ოქტომბერი, შაბათი
ზესტაფონი-კოლხეთი (ფ)
გურია-სპარტაკი
სიონი-დილა

5 ოქტომბერი, კვირა
ჩიხურა-ვიტ ჯორჯია
დინამო (თბ)-მერანი
ზუგდიდი-ტორპედო
სამტრედია-დინამო (ბთ)
შუქურა-მეტალურგი

IX ტური
18 ოქტომბერი, შაბათი
მეტალურგი-სამტრედია
მერანი-სიონი
ვიტ ჯორჯია-დინამო თბ

19 ოქტომბერი, კვირა
კოლხეთი (ფ)-შუქურა
დინამო (ბთ)-ზუგდიდი
დილა-ზესტაფონი
სპარტაკი-ჩიხურა
ტორპედო-გურია

X ტური
24 ოქტომბერი, პარასკევი
სიონი-ვიტ ჯორჯია
დინამო (თბ)-სპარტაკი

25 ოქტომბერი, შაბათი
სამტრედია-ზუგდიდი
გურია-დინამო (ბთ)
შუქურა-დილა
მეტალურგი-კოლხეთი (ფ)

26 ოქტომბერი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
ზესტაფონი-მერანი

XI ტური
1 ნოემბერი, შაბათი
კოლხეთი (ფ)-სამტრედია
დილა-მეტალურგი
ზუგდიდი-გურია

2 ნოემბერი, კვირა
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი
მერანი-შუქურა
სპარტაკი-სიონი
ტორპედო-დინამო (თბ)
დინამო (ბთ)-ჩიხურა

XII ტური
6 ნოემბერი, ხუთშაბათი
ჩიხურა-ზუგდიდი
დინამო თბ-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-სპარტაკი

7 ნოემბერი, პარასკევი
სამტრედია-გურია
კოლხეთი (ფ)-დილა

8 ნოემბერი, შაბათი
მეტალურგი-მერანი
შუქურა-ვიტ ჯორჯია
სიონი-ტორპედო

XIII ტური
21 ნოემბერი, პარასკევი
დილა-სამტრედია
მერანი-კოლხეთი (ფ)
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი
სპარტაკი-შუქურა
დინამო (ბთ)-სიონი

22 ნოემბერი, შაბათი
ზუგდიდი-დინამო (თბ)
ტორპედო-ზესტაფონი
გურია-ჩიხურა

25-26 ნოემბერი
დ. ყიფიანის სახ. თასის 1/8-ფინალი, საპასუხო მატჩები

XIV ტური
29 ნოემბერი, შაბათი
მეტალურგი-სპარტაკი
დილა-მერანი

30 ნოემბერი, კვირა
სამტრედია-ჩიხურა
ზესტაფონი-დინამო (ბთ)
შუქურა-ტორპედო
კოლხეთი (ფ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-ზუგდიდი

XV ტური
6 დეკემბერი, შაბათი
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-შუქურა
სპარტაკი-კოლხეთი (ფ)

7 დეკემბერი, კვირა
ზუგდიდი-ზესტაფონი
ჩიხურა-დინამო (თბ)
ტორპედო-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-დილა
გურია-სიონი

უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა ცნობილია

დღეს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე გადაწყდა, რომ მომდევნო სეზონში უმაღეს ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზარდება. სავარაუდოდ ქვეყნის მთავარ ლიგაში 16 გუნდი იასპარეზებს.

აღნიშნულ საკითხზე საგანგებოდ შექმნილი ფეხბურთის განვითარების კომისია დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდა. თუმცა, როგორც ჩანს დავას წერტილი დაესვა.

ეროვნული ჩემპიონატის ჩასატარებლად სახრსრების მოძიებაზე პასუხისმგებლობა მთავრობამ აიღო.

უმაღლესი ლიგა აგვისტოში დაიწყება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს მიერ გამოცხადდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2014-2015 წწ. სეზონის დაწყების თარიღი. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა სტარტს 9-10 აგვისტოს აიღებს. პირველი ლიგის გათამაშება, კი 25 აგვისტოს დაიწყება.

ჩემპიონატის სისტემა სფფ-ის აღმასკომის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.

სფფ-ის პრესსამსახური

კოკა სეფიაშვილი: “რომელ 12 და 16 გუნდზეა საუბარი, როდესაც ელემენტარული სავარჯიშო ბაზები არ არსებობს”

კოკა სეფიაშვილი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „გაგრადან“ ახსოვს. ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართულ საქართველოს თასის ფინალურ მატჩში პირველი ლიგის კლუბის გამარჯვება დიდწილად სწორედ სეფიაშვილის კარგმა თამაშმა განაპირობა. გასულ სეზონში 28 წლის მეკარე „მეტალურგის“ ღირსებას იცავდა. საუბარი სწორედ რუსთავული კლუბის გამოსვლის შეფასებით დავიწყეთ.

 

 

ამ ეტაპზე ალბათ მაქსილამურად კარგი შედეგი ვაჩვენეთ. თუმცა, ჩემი აზრით მეოთხე ადგილზეც შეიძლებოდა გასვლა, მაგრამ გარკვეულმა მიზეზებმა შეგვიშალა. ვთვლი, რომ მეხუთე ადგილი საკმაოდ კარგი შედეგია საბოლოო ჯამში.

ახალწვეულების წარდგენაზე იყო საუბარი, რომ ევროსაგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებდით, მაგრამ სეზონის მსვლელობისას გეგმები შეიცვალა. რა იყო არის ამის გამომწვევი მიზეზი?

დავიწყოთ იმით, რომ ევროპისთვის რომ ვიბრძოლოთ უკეთესი პირობები უნდა გვქონდეს. პირობებში ვგულისხმობ იმას, რომ მაგალითად 10 ბურთით სრულფასოვანი ვარჯიში შეუძლებელია. რუსთავის სტადიონის მოედანზე ხომ არაფერს ვამბობ…

მიუხედავად ყველაფრისა საკმაოდ ამბიციური გუნდი ვიყავით .ყველა მეტოქესთან მაქსიმალური მონდმებით ვითამაშეთ.

პირადად თქვენს თამაშზე რას იტყვით?

რა შეიძლება ითქვას, პირველ რიგში ის, რომ სტაბილურობა მაკლდა. სეზონის შუა ნაწილში  საერთოდ არ მითამაშია. მეკარისთვის მთავარი სათამაშო პრაქტიკის ქონაა,  რაც სამწუხაროდ სტაბილურად სამი წელია აღარ მაქვს. შესაბამისად თქვენს კითხვაზე ვერაფერს ვიტყვი. როდესაც სტაბილურად არ თამაშობ შეფასებების გაკეთება რთულია.

მთლიანობაში ჩემპიონატზე რას იტყოდით? როგორ ფიქრობთ იყო თუ არა წინსვლა? მოკლედ რომ შევაფასოდ ჩემპიონატის მიმდინარეობა.

წინსვლა აშკარად არ ყოფილა. მე პირადად წინსვლა ვერც ერთ გუნდში ვერ დავინახე, თუ არ ჩავთვლით,,ზესტაფონს’’. „დინამოსაც“ არ შეტყობია პროგრესი, რადგან წინა სეზონზე უკეთ ვერ იასპარეზა.ზოგადად ჩემპიონატს თუ შევაფასებთ ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი სეზონი იყო.

მომავალ სეზონში უმაღლესში გუნდების გაზრდა იგეგმება. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად სწორი იქნება აღნიშნული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე?

ამ ეტაპზე გუნდების გაზრდა ჩემი აზრით არ იქნება გამართლებული. არ შეიძლება გუნდი ვარჯიშობდეს ისეთ სტადიონზე როგორზეც ჩვენ ვვარჯიშობდით.  გასაკვირია, რომელ 12 და 16 გუნდზეა საუბარი, როდესაც ელემენტარული სავარჯიშო ბაზები არ არსებობს.  პირველ რიგში გუნდების ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს და რაოდენობის გაზრდაზე მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ.

საუკეთესო სეზონი „გაგრაში“ გქონდა. იმ პერიოდში პირველი ლიგის გუნდმა თასის მოგება და ევროსაგზურის მოპოვება მოახერხა.  რამ განაპირობა იმ გუნდის სიძლიერე?

ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ უდიდესი როლი მწვრთნელმა ითამაშა. ანატოლი პისკოვეცს საუკეთესო მიდგომა ჰქონდა თითოეული ფეხბურთელის მიმართ. მაქსიმალურად ითვალისწინებდა მოთამაშის ინტერესებს და შესაბამისად ჩვენც უდიდეს პატივს ვცემდით მას. ძალიან მეგობრული გარემო იყო შექმნილი გუნდში. ჩვენც ყველანაირად ვცდილობდით გვეთამაშა ისე როგორც ამას მწვრთნელი ითხოვდა.

დისციპლინა და გუნდურობა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო.

საკმაოდ ბევრ მწვრთნელთან გიმუშავია საქართველოში მათ შორის უცხოელებთანაც. ვის გამოარჩევდი?

პირადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე პისკოვეცს პირველ ადგილზე ვაყენებ. ავღნიშნე, რომ საუკეთესო პიროვნება იყო ურთიერთობის მხრივ. ყოველთვის გვერდით ედგა თითოეულ ფეხბურთელს. მეგობრულად უდგებოდა ყველას და შესაბამისად ჩვენი მხრიდანაც პატივისცემას იმსახურებდა.

სანამ „გაგრაში“ მოვხვდებოდი დაახლოებით ორი წელი ფეხბურთი არ მითამაშია. ძნელია ამხელა პაუზის შემდეგ კვლავ აღიდგინო ფორმა. თუმცა, პისკოვეცი მენდო, დამანახა რომ ჩემი სჯეროდა და შანსი მომცა. მან შესძლო ჩემი ფეხბურთში დაბრუნება და ალბათ გასაკვირიც არაა, რომ მას ყველაზე მეტად ვაფასებ.

 

მოდი დინამოზეც ვისაუბროთ. რატომ ვერ შესძელი დამკვიდრება თბილისურ კლუბში?  

„დინამოში“ იმ მიზნით არ  გადავსულვარ,რომ გიორგი ლორიას წასვლას დავლოდებოდი. მართალი გითხრა, მთავარი მიზეზი რამაც გამიტაცა და მიმიზიდა „დინამოში“ კონკურენცია იყო. ეს საინტერესო გამოწვევა და ახალი ეტაპი იყო ჩემი კარიერისათვის. დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო მიმართ. მჯეროდა ჩემი თავის და მეგონა, რომ გავაკეთებდი ყველაფერს, რაც საჭირო იყო წარმატების მისაღწევად.

პირველი ვარჯიშების შემდეგ უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდი. თუმცა. შეკრებაზე მივხვდი, რომ რაც არ უნდა გამეკეთებინა გიორგი ლორია მაინც გუნდის უცვლელი პირველი ნომერი იქნებოდა.  მეორე მეკარეობაზე არც არასდროს მიფიქრია და არც შევგუებულვარ ამ ფაქტს. სკამზე ჯდომა თამაშის დროს ჩემთვის ტრაგედიაა.

რომელი გუნდის შეტევას გამოარჩევდი უმაღლეს ლიგაში?

ჩისკო ყველაზე ძლიერია. საბოლოო მომენტში ძალიან კარგად ხედავს კარებს და მეკარეს. დიდი გამოცდილება აქვს და ეს მის თამაშზეც აისახება. გამოვარჩევდი მერებაშვილსაც.

რა თქმა უნდა ,,დინამო’’ ყველაზე შემტევია, თუმდა რაც მე რუსთავში ვარ არ ყოფილა ისეთი გუნდი. რომელთანაც ძალიან გაგვიჭირდა თამაში. რუსთავის მოედანზე თამაში ყველა გუნდს უჭირს.

IMG_4432

უცხოეთიდან დაბრუნებული ქართველი მოთამაშეები ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს ჩემპიონატი რთული სათამაშოა, განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

ჩემი გადმოსახედიდან სულაც არ არის რთული სათამაშო თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ცუდი სტდიონები გვაქვს. ფეხბურთელისთვის უმთავრესი სირთულე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

სამომავლო გეგმები საქართველოში მხოლოდ 2 ან 3 გუნდს აქვს, რომლებიც ადრე იწყებენ მზადებას.

შემოთავაზებები ამ ეტაპზე არ მაქვს. გუნდები ალბათ თამაშამდე 2 კვირით ადრე შეიკრიბებიან აი ეს არის ყველაზე დიდი უბედურება საქართველოში.

 და ბოლოს რას ელი მსოფლიო ჩემპიონატიდან? რა პროგნოზების გაკეთება შეგიძლია და ზოგადად გაგვაცანი შენი დამოკიდებულება.

ჩემი აზრით ბრაზილია მაინც მოწოდების სიმაღლეზე დგას და მთავარი ფავორიტები სწორედ ტურნირის მასპინძლები არიან.  თუმცა, მე პირადად ბუფონის ფაქტორის გამო იტალიასაც ვგულშემატკივრობ.ასევე გამვოარჩევდი ინგლისის და ესპანეთის ნაკრებებს.

სპეციალურად FANEBI.COM-თვის – ლევან ხარაზოვი

სფფ-ის აღმასკომი ახალი ჩემპიონატის დებულებას დაელოდება

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი მორიგ სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბა.

დღის წესრიგის მიხედვით, აღმასკომის წევრებს მხოლოდ სამი საკითხი ჰქონდათ განსახილველი:

1. საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის განცხადების შესახებ

2. საქართველოს 2014-15 წწ. ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების შესახებ

3. სხვადასხვა

შეგახსენებთ, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა, ორი კვირის ვადაში სფფ-ში შემოეტანათ ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების პროექტები, ფინანსური გარანტიებით, რომ ახალი სეზონისთვის შესაძლებელი გამხდარიყო PFL-ის(პროფესიული ფეხბურთის ლიგა) აღდგენა და ეროვნული ჩემპიონატი, სწორედ, ამ ორგანიზაციას ჩაეტარებინა. განაცხადების შემოტანის ვადა 2 ივნისის ჩათვლით იყო, თუმცა, ამ ორკვირიან პერიოდში, სფფ-ში მხოლოდ ერთი წერილი შემოვიდა, რომლითაც ძველი PFL-ის ხელმძღვანელმა – გია ფირცხალავამ მიმართა ფეხბურთის მმართველ ორგანოს. წერილში, ფირცხალავა სთხოვს სფფ-ს, მისცეს პროფლიგის აღდგენის უფლება და განახლდეს სფფ-სა და პროფლიგას შორის არსებული ხელშეკრულება.

აღმასკომმა დიდხანს იმსჯელა ამ საკითხზე. იყო შეკითხვები გია ფირცხალავასთან. თუმცა, ვინაიდან პროფლიგის წესდება და იურიდიული დოკუმენტები არ შეესაბამება ფიფა-უეფას მოთხოვნებს, აღმასკომმა მხარი არ დაუჭირა ამ ეტაპზე PFL-ის აღდგენას და მიეცა დრო, რომ იურიდიული ლაფსუსები და არსებული ხარვეზები გამოსწორდეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება რეალური მსჯელობა.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ფედერაციამ სთხოვა აღმასკომს ერთკვირიანი დრო, რომ კლუბებთან საბოლოო მოლაპარაკებების შემდეგ, წარადგინოს მომავალი ჩემპიონატის დებულება და ფორმატი.

ამის შემდეგ, სფფ-ის აღმასკომი კვლავ შეიკრიბება.

სფფ-ის პრესსამსახური

ბურუსით მოცული მომავალი

21 მაისს გამართული თასის ფინალის მატჩით ქართული საფეხბურთო სეზონი დასასრულს მიუახლოვდა.  2013/14 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის გათამაშება უკვე ისტორიის ნაწილია. გასულ სეზონში ტრადიციულად მრავლად იყო სკანდალები, დაპირისპირებები, უსიამოვნო ეპიზოდები. თუმცა, ეს ფეხბურთია და მსგავსი ფაქტები მას ყოველთვის თან ახლავს. მთავარია, მოვლენებიდან სწორი დასკვნების გამოტანა ვისწავლოთ და მომავალში შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ.

გასული სეზონი ევროთასების მიმდინარეობისას დაიწყო, რაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელით მოთამაშე გუნდებისთვის იოლი არ ყოფილა. ორ ფრონტზე ბრძოლა განსაკუთრებით გორის „დილას“ გაუჭირდა, რომელიც უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი მთავარ ფავორიტად იყო შერაცხული, თუმცა ევროსარბიელიდან ქართულ ასპარეზზე გადმორთვა ხეირიანად ვერ შესძლო და სეზონის სტარტზე მნიშვნელოვანი ქულებიც დაკარგა. შემდეგ ამას „დილაში“ არსებული ფინანსური პრობლემებიც დაემატა და საბოლოოდ, შემადგენლობიდან გამომდინარე არც თუ ისე სუსტმა გუნდმა, ექვსეულშიც კი ვერ შეძლო მოხვედრა.

ჩემპიონატის პირველი წრის ნამდვილი აღმოჩენა ლანჩხუთის „გურია“ გახდა . სახელფასო დავალიანებით და ნეინტრალურ მოედანზე მოთამაშე გურულებმა „საშინაო“ მატჩებში თითქმის ყველა ლიდერის დამარცხება მოახერხეს. თუმცა, მეორე ეტაპზე „გურიამ“ ვეღარ იყოჩაღა და მეექვსე პოზიციით დაკმაყოფილდა.

„გურიისგან“ განსხვავებით მეორე წრე იღბლიანი სიონისთვის გამოდგა. სეზონის წინ ბოლნისური კლუბი გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერდა, რომლებსაც სათავეში გიორგი კიკნაძე ჩაუდგა. თუმცა, ამ ამბიციურ გუნდს საქმე კარგად ვერ აეწყო. „სიონს“ ჩემპიონატის მესამე ტურიდან ჩავარდნა დაეწყო, რომელიც 8-მატჩიანი მოუგებელი სერიისგან შედგებოდა. სასტარტო ათ ტურში კი, ბოლნისელებმა მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება მოახერხეს, რაც კლუბის სამწვრთნელო შტაბში ცვლილებების მიზეზი გახდა.  მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლადო ბურდულის მოსვლის შემდეგ „სიონმა“ ისევ 8-მატჩიანი, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე წაუგებელი სერია გამოაცხო და სატურნირო ცხრილში მნიშნველოვანი პროგრესი განიცადა. „სიონის“  წარმატებული სვლა ექვსეულებად დაყოფის შემდეგაც გაგრძელდა. საბოლოოდ ბოლნისელბმა მესამე პოზიცია და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვეს.

სეზონის შუაში “ვისოლის” წასვლის შემდეგ პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ქუთაისის “ტორპედო”. სპონსორის წასვლას “დინამოსთან” მატჩში მომხდარი ინციდენტიც დაემატა. მიუხედავად ყველაფრისა, ქუთაისელებმა სეზონის ღირსეულას დასრულება მოახერხეს და ქვედა ექვსეულში პირველი ადგილი დაიკავეს. “ტორეპდოს” ერთი პოზიციით და სამი ქულით ჩამორჩა “ვიტ ჯორჯია”. “ვეტერინარებმა” პროგრამა მინიმუმი წარამტებით შეასრულეს და უმაღლესში ადგილი შეინარჩუნეს, ისევე როგორც ცხინვალის “სპარტაკმა”.

გასული ჩემპიონატი წარუმატებელი გამოდგა რუსთავის “მეტალურგისთვის”. მერე ეტაპის წინ რუსთაველებს დაფინანსება მნიშვნელოვნად შეუმცირდათ, რამაც გუნდიდან გამოცდილი მოთამაშეების წასვლა გამოიწვია. “მეტალურგმა” ჩემპიონატი მეხუთე პოზიციაზე დაასრულა და ევროთასების გარეშე დარჩა. “მეტალურგს” ერთი საფეხურით “ჩიხურამ” აჯობა. თუმცა, საჩხერელებმა თასის ფინალშიც მოახერხეს გასვლა და მომდევნო სეზონში ევროპული ასპარეზიც გაინაღდეს.

ჩემპიონობის კიდევ ერთმა პრეტენდენტმა „ზესტაფონმა“ სეზონი მძიმედ დაიწყო. სერბი სპეციალისტის, რატკო დოსტანიჩის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა წარმატებული სვლა არ გამოდგა. გათამაშების სტარტზე იმერლებმა ბევრი მნიშვნელოვანი ქულა დაკარგეს. მდგომარეობა გია გეგუჩაძის დაბრუნების შემდეგ გამოსწორდა. „ზესტაფონელებმა“ „დინამოს“ მცირე საჩემპიონო ბრძოლაც კი გაუამრთლეს, თუმცა თბილისელები ამ სეზონშიც უკონკურენტოები იყვნენ.

მიუხედავად დუშან უჰრინის წასლვისა და მთელი რიგი არადამაჯერებელი მატჩებისა, „დინამოს“ უპირატესობა მაინც დიდი და თვალსაჩინო იყო. თბილისელებმა ჩემპიონატში ლიდერობის მოპოვება მე-10 ტურში, „ტორპედოსთან“ დრამატულ მატჩში მოპოვებული გამაჯრვებით მოახერხეს და იმ დღიდან სეზონის ბოლომდე დამაჯერებლად ულიდერეს უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილს. „დინამოელებმა“ წარმატებულად ისაპარეზეს თასის გათამაშებაშიც, რომლის ფინალურ შეხვედრაში, შარშანდელის მსგავსად წელსაც „ჩიხურას“ დაუპირისპირდნენ, მეტოქე მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს და კვლავ მოახერხეს დუბლის გაფორმება.

საინტერესოა, რომ ამ მნიშნველოვან შეხვედრებში, „დინამო“ პირველივე ტაიმში 10 კაცით დარჩა და ორივე შემთხვევაში ანალოგირი ანგარიშით მოახერხა გამარჯვების მოპოვება, რაც გუნდის ხასიათის სიმტკიცეზე მეტყველებს. იმედია, ასეთ ბრძოლისუნარიანობას „დინამოს“ და სხვა ქართული გუნდების შესრულებით ევროპულ სარბიელზეც ვიხილავთ.

გასული სეზონის შედეგების მიხედთვის უმაღლეს ლიგას მარტვილის „მერანი“ და „ზუგდიდი“ დაემშვიდობნენ. თუმცა, ლიცენზირების და მომავალი სეზონის ფორმატთან დაკავშირებული გაურკვეველი ვითარების გამო ეროვნული ჩემპიონატის მომავალი ბურუსითაა მოცული…