უმაღლესი ლიგა დასრულდა

დღეს, უმაღლესი ლიგის გათამაშების ბოლო ტური მატჩები გაიმართა. ლანჩხუთში “გურიამ” “ჩიხურას” უმასპნიძლა და ჩემპიონატის მეორე ეტაპზე პირველი გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

ზესტაფონში ადგილობრივი კლუბისა და ბოლნისის “სიონის” დაპირისპირება უგოლო ფრით დასრულდა.

“დინამო არენაზე” თბილისის “დინამომ” რუსთავის მეტალურგს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და საჩემპიონო სეზონი მაჟორულ ნოტაზე დაასრულა. დინამოელი ჩისკო ლიგის საუკეთესო ბომბარდისი გახდა.

ქვეა ექვსეულში სამივე მატჩი სტუმრების მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. უმაღესიდან გავარდნილმა “ზუგდიდმა” ბოლო ტურში კარი გაიჯახუნა და გორის “დილას” დამარცხება შესძლო.

 

გურია 3-2 ჩიხურა

გოლები: 1:0 ძამსაშვილი (17), 2:0 ისიანი (35), 2:1 კვასხვაძე (67), 3:1 ისიანი (77), 3:2 ოდიკაძე (79) 

ზესტაფონი 0-0 სიონი

დინამო 2-0 მეტალურგი 

გოლები: 1:0, 2:0 ჩისკო (19, 58)

მერანი 0-1 ტორპედო

გოლი: 0:1 ჩიკვილაძე (7, პენ)

ვიტ ჯორჯია 0-1 სპარტაკი

გოლი: თევდორაძე (28) 

დილა 0-1 ზუგდიდი

 გოლი: 0:1 ბულია (81) 

უმაღლესის ბოლო აკორდი

უმაღლესი ლიგის გათამაშება დასასრულს მიუალოვდა. ბოლო ტურის მატჩები დღეს გაიმართება. 

 

დინამო – მეტალურგი

“დინამო არენა”, 20:00

გასულ ტურში თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონის” ძლევით ჩემპიონობა ოფიციალურად მოიპოვა და რუსთავის “მეტალურგთან” საშინაო შეხვედრას გათამაშების გამარჯვებულის რანგში ხვდება.

“დინამო არენაზე” გასამართი ღონისძიების ყველაზე საინტერესო ნაწილი მატჩის შემდეგ შედგება. შეხვედრის დასრულებისთანავე თბილისელები ზედიზედ მეორედ ჩაიბარებენ საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილ თასსა და ოქროს მედლებს.

 

გურია – ჩიხურა

“ევგრაფი შევარდანძე”, 17:00

უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში ლანჩხუთის “გურია” გათამაშების მეორე ეტაპზე პირველი ქულების აღებას შეეცდება. აღნიშნულ შეხვედრას არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს. საჩხერელთა მწვრთნელის თქმით, დღევანდელი მატჩი თასის ფინალისთვის მოსამზადებელ ეტაპად არის განხილული.

 

ზესტაფონი – სიონი

“დავით აბაშიძე”, 19:00

მეორე და მესამე პოზიციაზე მყოფი გუნდების მატჩს ზესტაფონი უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრასაც სატურნირო დატვირთვა არ აქვს, მატჩი საინტერესო უნდა გამოდგეს.

თუმცა, “სიონი” შეხვედრას დიდი დანაკლისით ხვდება. დისკვალიფიკაციის გამო, ბოლნისელებს ქემოკლიძე, აბრამიძე, სამხარაძე და გოგობერიშვილი ვერ დაემხარებიან.

 

მერანი – ტორპედო

“ჩელე არენა”, 17:00

აღნიშნული მატჩი უბრალო ფორმალობად უნდა მივიჩნიოთ. ქვედა ლიგაში გავარდნილი მარტვილის “მერანი” ქობულეთში ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლებს. შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩაივლის, რაც ისედაც უინტრიგო მატჩს კიდევ უფრო უფერულს გახდის.

თუმცა, ხშირად მომხდარა, რომ გავარდნილ გუნდს ბოლო ტურში კარი გაუჯახუნებია. იქნებ, მარტვილელებმაც მოახერხონ ნამდვილი ბრძოლის გამართვა…

 

ვიტ ჯორჯია – სპარტაკი

“მცხეთა პარკი”, 17:00

მცხეთაში “ვეტერინარები” ცხინვალის “სპარტაკს” უმასპინძებენ, რომელმაც გასულ ტურში მოპოვებული გამარჯვებით მოახერხა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება.

ხვალინდელ მატჩს ორივე გუნდი დისკვალიფიკაციების გარეშე, საბრძოლო შემადგენლობით ხვდება. გუნდები საკუთარ გულშემატკივრებს აგვისტომდე ემშვიდობებიან და იმედია ამას სანახაობრივი თამაშის ჩვენებით გააკეთებენ.

 

დილა – ზუგდიდი

“თენგიზ ბურჯანაძე”, 17:00

უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი “ზუგდიდი” გორში ადგილობრივ “დილას” ესტუმრება. მიმდინარე სეზონი გორელებისთვისაც წარუმატებელი გამოდგა, თუმცა “დილამ” უმაღლესში ადგილის შენარჩუნება უპრობლემოდ მოახერხა და წელს დაშვებული შეცდომების გამოსწორებას გულშემატკივრებს მომავალ სეზონში პირდება.

“ზუგდიდი” კი, ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის გაზრდის იმედით ემშვიდობება წლევანდელ გათამაშებას.

სოსლან ნანიევი – ცხინვალის “სპარტაკის” მომღერალი მეკარე

სოსლან ნანიევი “სპარტაკში” მიმდინარე სეზონის წინ ჩაირიცხა და ჩემპიონატის პირველ ეტაპზე რამდენიმე მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, რუსეთის პასპორტის მქონე მეკარეს მეორე წრეში ტრავმის გამო პრობლემები შეექმნა და თამაშების დიდი ნაწილი გაუცდა. სოსლანს სახლში ვესტუმრეთ და მის შესახებ ბევრი საინტერესო დეტალიც გავიგეთ. საუბარი 24 წლის მეკარის ბიოგრაფიული დეტალების გარკვევით დავიწყეთ. 

– გურჯაანში დავიბადე, თუმცა ომის დროს ვლადიკავკაზში გადავსახლდით ოჯახთან ერთად. მაშინ ორი თვის ვიყავი. ამის შემდეგ 9 წლამდე ყოველ ზაფხულს საქართველოში ვატარებდი. დედაჩემი წარმოშობით სამხრეთ ოსეთიდან არის, მამაჩემი კი კახეთიდან. ამიტომ, საქართველოსადმი სიყვარული ყოველთვის მქონდა.

ვლადიკავკაზიდან საცხოვრებლად მოსკოვში წავედით, სადაც “სპარტაკის” სკოლაში ვთამაშობდი ფეხბურთს. 

– პროფესიონალური კარიერა სად დაიწყე?

– პირველი კონტრაქტი “ალანიასთან” 17 წლის ასაკში გავაფორმე, სადაც ორ წელიწადზე მეტი გავატარე. თუმცა, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შევძელი და ძირითადად დუბლშემადგენლობაში მიწევდა თამაში. 

“ალანიას” შემდეგ იყო პიატიგორსკის “მაშუკი” და სტავროპოლის “დინამო”. საქართველოში ჩამოსვლამდე კი, ნოვოროსისკის “ჩერნომორეცის” ღირსებას ვიცავდი ერთი სეზონის განმავლობაში. 

– “სპარტაკში” როგორ მოხვდი? 

– საქართველოში უბრალოდ დასასვენებლად ჩამოვედი, აქ 1999 წლიდან არ ვყოფილვარ. ჩემი ნათესავი ამ დროს “სპარტაკში” თამაშობდა და ისე მოხდა, რომ კლუბს მეკარე სჭირდებოდა და რამდენიმე ვარჯიშის და ერთი ამხანაგური მატჩის შემდეგ “სპარტაკში” კონტრაქტი შემომთავაზეს. 

– სიმბოლურია, რომ “სპარტაკის” ფეხბურთელი ხარ. რას ნიშნავს შენთვის ცხინვალის კლუბის ღირსების დაცვა? 

– საქართველო საფეხბურთო თვალსაზრისით თბილისის “დინამოსთან” ასოცირდება და ეს კლუბი ისტორიით, ტრადიციებით და ტიტულებით ყველა ქართულ გუნდზე დომინირებს.

თუმცა, “სპარტაკში” თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ გუნდის სახელით ასპარეზობა. ვამაყობ, რომ ცხინვალის “სპარტაკის” ფეხბურთელი ვარ. 

– უმაღლესი ლიგის დონეზე რას იტყოდი? 

– ჩემპიონატი მომეწონა. ფეხბურთისადმი აქ სწორი მიდგომაა. რუსეთში ყველაფერს ფული წყვეტს და აქცენტი ძალისმიერ ფეხბურთზეა, რაც ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. 

– “სპარტაკის” ასპარეზობას როგორ შეაფასებდი? ჩემი აზრით, თქვენს გუნდში არსებული კონტინგენტით გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლებოდა… 

– გეთანხმები. ჩემპიონატი ძალიან ცუდად დავიწყეთ. შეიძლება ითქვას, რომ გუნდში დისციპლინასთან დაკავშირებით პრობლემები იყო. თუმცა, კახი კაჭარავას მოსვლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. მასთან მუშაობით კმაყოფილი ვარ. გარდა კარგი საფეხბურთო ცოდნისა, მას შესანიშნავი პიროვნული თვისებებიც ახასიათებს. “სპარტაკისთვის” მიმდინარე სეზონში გადამწყვეტი მომენტი სწორედ სამწვრთნელო შტაბში მომხდარი ცვლილება იყო, რომლის შემდეგ გუნდი უკეთ ათამაშდა. ჩემს პარტნიორ ნადირაძეზეც მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ადამიანი და მეკარეა. 

IMG_4014

– უმაღლესში მოასპარეზე სხვა გუნდებიდან რომელს გამოარჩევდი? 

– ტრავმის გამო მეორე ეტაპზე საერთოდ არ მითამაშია, ამიტომ უფრო ნათელი შთაბეჭდილება პირველი წრის მიხედვით შემექმნა. 

ძალიან მომეწონა “დინამოსთან” გამართული მატჩი. რა თქმა უდნა, საშემსრულებლო ოსტატობით ისინი ჩვენზე გაცილებით ძლიერები არიან, თუმცა “დინამო” მეტოქესაც აძლევს თამაშის საშუალებას. ასევე გამოვარჩევდი “ტორპედოს” და “ზესტაფონს”. 

თუმცა, ნეგატივზეც უნდა ვთქვა. პირველ რიგში ეს სტადიონების მდგომარეობას ეხება, რომელიც უკეთესის სურვილს ტოვებენ. 

– ახლა როგორია შენი ჯამრთელობის მდგომრეობა?

– საბედნიეროდ ახლა უკვე ყველაფერი კარგად არის. ტრავმა აღარ მაწუხებს და დიდი ალბათობით ბოლო ტურის მატჩში თამაშს მოვახერხებ. 

– თბილისურ ცხოვრებაზე რას იტყოდი? 

თბილისი ძალიან თბილი და ევროპული ტიპის ქალაქია. რა თქმა უდნა, პრობლემებიც არის, თუმცა საერთო ჯამში აქ ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. 

– სამწუხაროდ უმაღლესი ლიგის თამაშებზე ბევრი მაყურებელი არ დადის. როგორ ფიქრობ, იმსახურებს თუ არა ჩვენი ჩემპიონატი მეტ გულშემატკივარს? 

– ჩემი აზრით ყველაფერი თამაშის დონეზეა დამოკიდებული. თუ ფეხბურთის ხარისხი აიწევს, შესაბამისად გულშემატკივრების რაოდენობაც იმატებს სტადიონებზე. 

– სეზონი დასასრულს უახლოვდება. სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი? 

– “სპარტაკთან” კონტრაქტი მიმათავრდება, თუმცა მის გახანგრძლივებაზე უკვე არის საუბრები. ძალიან მინდა საქართველოში დარჩენა და მოქალაქეობის მიღება. იმასაც გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე ვფიქრობ. ვხვდები, რომ რთული ამოცანაა, პირველ რიგში ენობრივი ბარიერის გამო, ქართული ჯერ ცუდად ვიცი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამომივა. 

 

საუბრის ბოლოს ისიც გავიგეთ, რომ სოსლანი სპორტის გარდა მუსიკით არის გატაცებული და მეუღლესთან ერთად სიმღერაც კი აქვს ჩაწერილი.

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

ფედერაციამ დასჯილ კლუბებს ჯარიმები შეუმცირა

სფფ-ს სააპელაციო კომიტეტმა გორის “დილას”, ბოლნისის “სიონს”, მარტვილის “მერანს” და ფოთის “კოლხეთს” საჯარიმო სანქციები შეუმსუბუქა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კლუბები შაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით უეფას მიერ მოწოდებული ეჭვების საფუძველზე 25, 20 და 23 ათასი ლარით დააჯარიმა.

სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, კლუბები ჯარიმის სახით მხოლოდ 10 000 ლარს გადაიხდიან.

აღნიშნულ ოთხეულთან ერთად დაჯარიმდა რუსთავის “მეტალურგიც”, რომლის შესახებ სააპელაციო კომიტეტი პარასკევს იმსჯელებს.

“ზესტაფონმა” ვერცხლის მედლები მოიპოვა

ჩემპიონატის დასრულებმადე ერთი ტურით ადრე “ზესტაფონმა” მეორე პოზიცია გაინაღდა. გეგუჩაძის შეგირდები ივანწმინდაში “ჩიხურას” შეხვდნენ და 3:2 გაიმაჯრვეს.

ზესტაფონელთა მხრიდან გოლები გეწაძემ, საბანაძემ და ტატანაშვილმა გაინტაეს. “ჩიხურადან” ოდიკაძმ და გაბედავამ გამოიჩინეს თავი.

რუსთავში “მეტალურგმა” ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლა და მეტოქეს მინიმალური ანგარიშით სძლია. გოლი ხაბელაშვილმა, 61-ე წუთზე გაიტანა.

 

ჩიხურა 2-3 ზესტაფონი  

გოლები: 0:1 გეწაძე (40), 1:1 ოდიკაძე (42, პენ.), 1:2 საბანაძე (47), 1:3 ტატანაშვილი (69), 2:3 გაბედავა (90+2).    

მეტალურგი 1-0 გურია

გოლი: 1:0 ხაბელაშვილი (61) 

დინამო ჩემპიონია

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებული ოფიციალურად გამოვლინდა. თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონს” სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ტიტული მეთხუთმეტედ მოიგო.

პირველი სახიფათო მომენტი “დინამოს” კართან შეიქმნა, თუმცა მეკარის და მცველების შეუთანხმებელი თამაშით ბოლნისელებმა ვერ ისარგებლეს. სადებიუტო წუთები თბილისელთა ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა. მალევე პირველი გოლი ვიხილეთ. მე-12 წუთზე ჩისკოს გადაცემის შემდეგ მერლანთან პირისპირ მერებაშვილი დარჩა. “დინამოელთა” ათიანმა მეკარეც მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

გაშვებული გოლის შემდეგ “სიონმა” თამაში გამოასწორა და მცირე უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. აქტიური იყო აფციაური, თუმცა მისი გადაცემები საჯარიმოში ადრესატს ვერ პოულობდნენ.

“დინამო” მეტოქის ასეთ თამაშს მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდა. აქტიურობდნენ დორინ გოგა და მარცვალაძე. გატანა ჩისკოსაც შეეძლო.

39-ე წუთზე მარცვალაძემ საჯარიმოს კუთხეში გრძელი გადაცემა მიიღო, მცველს იოლად გაუმკლავდა და თავისი მორიგი გოლი გაიტანა “დინამო” შემადგენლობაში – 0:2.

მეორე ნახევარი პირველის მსგავსი სცენარით წარიმართა. “სიონი” ძირითადად მარცხენა ფლანგიდან ცდილობა თამაშის გამწვავებას, თუმცა დამამთავრებელ ფაზაში ბოლნისელთა პრობლემები აშკარა იყო.

ერთ-ერთ ეპიზოდში ნომინალური მასპინძლები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ. საჯარიმოში რეხვიაშვილთან ორთაბრძოლაში მოედანზე აფციაური აღმოჩნდა, თუმცა არბიტრმა თამაშის გაგრძელების ნიშანი მისცა.

73-ე წუთზე ოთარ მარცვალაძეს დუბლის შესრულება შეეძლო. სწრაფი შეტევის შემდეგ “სიონის” საჯარიმოში აღმოჩენიმა ფორვარდმა მეტოქე გუნდის მცველები და მეკარე მოატყუა და ეფექტური “პარაშუტით” ბურთი კარისკენ გაუშვა, თუმცა დინამოელთა 20 ნომრის დარტყმული ხარიხას მოხვდა.

ზუსტად 5 წუთში “სიონის” კარში მესამე გოლი მაინც გავიდა. გიორგი მერებაშვილის გადაცემით თავი ჩისკომ გამოიჩინა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა.

დინამომ საქართველოშ ჩემპიონი ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა და მატჩის შემდეგ ერთგულ გულშემატკივრებთან ერთადაც იზეიმა.

 

სიონი  0:3  დინამო

გოლი: 0:1 მერებაშვილი 11’  0:2 მარცვალაძე 39’  0:3 ჩისკო 79’

სიონი: მერლანი, ფოფხაძე, ქემოკლიძე (უგულავა 46), აბრამიძე, თოთაძე, კანდელაკი, გოგობერიშვილი, ცხადაია (ადამია 46), ლობჯანიძე, აფციაური, კახელიშვილი (სამხარაძე 65)

დინამო: ლორია, ხურცილავა, გველესიანი, რეხვიაშვილი, კვირკველია, ცინცაძე (პაპავა 75), ძარია, გოგა (პაპუნაშვილი 65), ჩისკო, მერებაშვილი, მარცვალაძე

 

IMG_3573IMG_3596IMG_3601IMG_3611IMG_3644IMG_3648IMG_3665IMG_3691IMG_3701IMG_3587IMG_3714IMG_3755IMG_3759IMG_3762IMG_3764IMG_3770IMG_3790IMG_3793IMG_3838IMG_3810IMG_3816

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

ზუგდიდი უმაღლესიდან გავარდა

დღეს უმაღლეს ლიგის ქვედა ექვსეულში 31-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით ქვეყნის მთავარ ლიგას სამგერელოს წარმოამდგენელი მეორე გუნდიც დაემშვიდობა. მარტვილის “მერანთან” ერთად პირველ ლიგაში “ზუგდიდი” გავარდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზუგდიდელებმა სწორედ მარტვილელებს სძლიეს, სპარტაკის გამარჯვების გამო ბოლო ტურში მათ შანსი აღარ ექნებათ.

სპარტაკმა “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე გორის “დილას” უმასპნიძლა და 2:1 დაამარცხა. ამავე სტადიონის მთავარ მოედანზე ერთმანეთს ქუთაისის “ტორპედო” და “ვიტ ჯორჯია” შეხვდნენ. მატჩი ქუთაისელთა გამანადგურებელი გამარჯვებით, 6:1 დასრულდა. გამარჯვებაში დიდი როლი 20 წლის ოთარ კვერნაძემ ითამაშა, რომელმაც “ვეტერინარების” კარში ოთხი გოლი გატანა მოახერხა.

 

ზუგდიდი 3–0 მერანი

გოლები: 1:0 კირკიტაძე (45), 2:0 სამუშია (84), 3:0 ბულია (90) 

სპარტაკი 2–1 დილა 

გოლები: 1:0 ნოზაძე (45 ს.კ.), 2:0 მეტრეველი (54), 2:1 ბოლქვაძე (90) 

ტორპედო  6–1 ვიტ ჯორჯია 

გოლები: 1:0 კვერნაძე (10), 2:0 ლექვთაძე (21), 2:1 დავლაშელიძე (37), 3:1, 4:1, 5:1 კვერნაძე (67, 69, 77), 6:1 სავჩენკოვსი (90)

დინამოს მესამე ცდა და ზუგდიდის ბოლო შანსი

უმაღლესი ლიგის დასრულებამდე ორი ტური რჩება. 31-ე ტურის მატჩები დღეს ქვედა ექვსეულში დაიწყება და ხვალ ზედა სექსტეტის შეხვედრებით დასრულდება. 

 

სიონი – დინამო

11 მაისი, “მიხეილ მესხი”, 17:00

თბილისის “დინამო” ჩემპიონობის ოფიციალურად უკვე ორი ტურია უშედეგოდ ცდილობს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთპიროვნულ ლიდერს “ზესტაფონი” წამოეწია და თბილისელებთან სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა.

ტიტულის მოპოვების კიდევ ერთი შანსი ჟვანიას გუნდს კვირას, ბოლნისის “სიონთან” მატჩში ექნება, რომელიც მიმდინარე სეზონში თბილისური გუნდისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქეა. ერთმანეთის წინააღმდეგ გამართული სამი მატჩიდან ბოლნსელებმა ორჯერ შესძლეს გამარჯვების მოპოვება, დინამომ კი – ერთხელ.

“სიონისა” და “დინამოს” მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გეგმავს.

 

მეტალურგი – გურია

11 მაისი, “ფოლადი”, 17:00

3-მატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ რუსთაველებმა გასულ ტურში ბოლნისის “სიონი” დაამარცხეს და ხასიათი ოდნავ გაიუმჯობესეს. მაგრამ, ამით “მეტალურგმა” სეზონის გადარჩენა ვერ მოახერხა. კილასონიას გუნდი ევროთასების გარეშე დარჩა. უარეს მდგომარეობაშია “გურია”. ლანჩხუთელებს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ქულაც კი არ აქვთ მოპოვებული.

მატჩი იმით არის აღსანისნავი, რომ მას ლიტველ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

 

ჩიხურა – ზესტაფონი

11 მაისი, ივანწმინდა, 17:00

“ზესტაფონი” “ჩიხურას” თბილისის “დინამოს” კიდევ ერთი წარუამტებლობის იმედით ეწვევა. თბილისელთა ორმა ჩაგდებულმა შეხვედრამ ჩემპიონატში მცირე ინტერიგა მაინც დააბრუნდა და გეგუჩაძის შეგირდებს ტიტულისთვის ბრძოლის თეორიული შანსი მისცა.

თუმცა, შანსს გამოყენება უნდა და “ზესტაფონმაც” პივერლ რიგში საკუთარი მატჩი უნდა მოიგეს. “ჩიხურა” რომ იოლად არავის არაფერს არ დაუთმობს წინა ტურში, “დინამო არენაზეც” ნათლად გამოჩნდა.

 

ზუგდიდი – მერანი

10 მაისი, განმუხური, 17:00

მეგრული დერბის ფარგლებში “ზუგდიდი” საკუთარ მეოდანზე მარტვილის “მერანს” მიიღებს. გასულ ტურში ცხინვალის “სპარტაკთან” მოპოვებული გამარჯვებით დარასელიას შეგირდებმა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსი დაიტოვეს, რომლის შესანარჩუნებლად მარტვილელების დამარცხება არის საჭირო.

“მერანი” კი, უმაღლეს ლიგას უკვე დაემშვიდობა და დარჩენილ მატჩები მათთვის მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენს.

 

სპარტაკი – დილა

10 მაისი, “მიხეილ მესხი” (სათადარიგო), 17:00

ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი “სპარტაკი” მიხეილ მესხის სათადარიგოზე გორის “დილას” უმასპინძლებს.

გორელებს მიმდინარე სეზონში გადასაწყვეტი მიზნები აღარ დარჩათ. გიგატაძის გუნდის მაქსიმუმი მერვე პოზიციაა, რომელიც მეცხსესგან (სადაც დილა ახლა იმყოფება) დიდად არ განსხვავდება.

“სპარტაკს” კი, უშუალო კონკურენტ “ზუგდიდთან” ოთხქულიანი უპირატესობა აქვს, რაც მშვიდად ყოფნის საშუალებას არ იძლევა, თუმცა არც საგანგაშო ვითარებას ქმნის.

 

ტორპედო – ვიტ ჯორჯია

10 მაისი, “მიხეილ მესხი”, 19:00

ქვედა ექვსეულის მოწინავე გუნდები ერთმანეთს მიხეილ მესხის მთავარ არენაზე დაუპირისპირდებიან. უმაყურებლოდ გასამართ შეხვედრას არც რაიმე განსაკუთრებული ინტრიგა ახლავს.

ორივე გუნდმა დასახულ მიზანს მიაღწია. სეზონის დარჩენილ ნაწილში სავარაუდოდ ახალგაზრდა მოთამაშეებს მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება.

 

 

 

დინამომ ჩემპიონობა გადადო და ინტრიგა დააბრუნა

დღეს დინამო არენაზე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 30-ე ტურის შეხვედრაში “დინამო თბილისმა” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

შეხვედრაში გოლის გატანის პირველი შესაძლებლობა მე-4 წუთზე სტუმრებს მიეცათ. “დინამოს” საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა დავით ოდიკაძემ შეასრულა, თუმცა ლორია ბურთს ადგილზე დახვდა.

პირველ ნახევარში მატჩი ძირითადად მოედნის ცენტრში ბრძოლაში მიმდინარეობდა. მე-19 წუთზე უკვე მასპინძლებს მიეცათ სახიფათო სტანდარტის შესრულების საშუალება. მაგრამ, კვირკველიას ჩაწოდებულზე ყველას სომხიშვილმა დაასწრო.

ამის შემდეგ ჯიღაურმა და მარცვლამაძემ გაცვალეს შორეული დარტყმები. ორივე შემთხვევაში მეკარეებმა დამაჯერებლად ითამაშეს. აღსანიშნავია დეკანოიძის ეფექტური მცდელობაც.

მეორე ტაიმში “დინამომ” ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვა. 49-ე წუთზე “ჩიხურას” საჯარიმოს ხაზზე დაინიშნა საკმაოდ სახიფათო ჯარიმა, მაგრამ მერებაშვილის დატყმული მცირე მანძილით ასცდა მიზანს. ზუსტად 10 წუთში ანალოგიური შესაძლებლობა მარცვალაძესაც მიეცა. მისი დარტყმული სომხიშვილმა იოლად მოიგერია.

ტაიმის მეორე ნახევარში თავის გამოჩენის საშუალება ხიდეშელს, რეხვიაშვილს და კვირკველიას ჰქონდათ, მაგრამ დინამოელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

დღევანდელი მატჩის შემდეგ “ზესტაფონთან” სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა. დარჩენილ ორ ტურში “დინამო” ბოლნისის “სიონთან” და რუსთავის “მეტალურგთან” ითამაშებს.

 

მატჩის შემდეგ

სოსო ფრუიძე:  ჩვენთვის ფაქტობრივად ეს ბოლო თამაშები თასის ფინალისთვის მოსამზადებელი პერიოდია. შეიძლებოდა მოგება, თუმცა აღვნიშნავ, რომ მეტოქესაც ჰქონდა საგოლე მომენტები. წინა თამაშებში ქულები დავკარგეთ და თბილისში არ წაგება თავმოყვარეობის საქმე იყო.

მალხაზ ჟვანია: გუნდი, რომელსაც ჩემპიონობა სურს არ უნდა თამაშობდეს ისე, როგორც პირველ ტაიმში ვიასპარეზეთ. ზესტაფონთან შეხვედრამ დიდი ძალები წაგვართვა და ფეხბურთელებმა ეტყობა ვეღარ მოახერხეს აღდგენა, თუმცა ეს სულაც არ ამართლებს დღევანდელ შეხვედრას. მეორე ნახევარში გამოვასწორეთ თამაში, მაგრამ ვერ შევძელით დაწინაურება.

დინამო  0:0  ჩიხურა

დინამო: ლორია, კვირკველია, რეხვიაშვილი, ხიდეშელი, ხურცილავა, ცინცაძე (ჯანელიძე 82), ძარია, გორგიაშვილი (პაპუნაშვილი 46), ჩისკო (მოდებაძე 64), მერებაშვილი, მარცვალაძე

ჩიხურა: სომხიშვილი, ჭელიძე, ჯიღაური (ლომია 87), ქიმაძე, გაბედავა, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, კაშია, ოდიკაძე, ხმალაძე, დეკანოიძე

IMG_2859IMG_2863IMG_2944IMG_2948IMG_2954IMG_2990IMG_3003IMG_3009IMG_2927IMG_2926IMG_3017IMG_3014IMG_3018IMG_3031IMG_3034IMG_3049IMG_3058IMG_3092IMG_3088IMG_3106IMG_3107IMG_3114IMG_3117IMG_3127IMG_2881IMG_3138

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

სიონის სერია რუსთავში შეწყდა

ბოლნისის “სიონის” 7-მატჩიანი წარმატებული სერია რუსთავის “მეტალურგთან” გასვლით მატჩში შეწყდა. ქვემო ქართლურ დერბიში რუსთაველებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. მატჩის ბედი მეორე ტაიმის ბოლოს გადაწყდა. 79-ე წუთზე ანგარიში ვარლამ კილასონიამ გახსნა. 88-ზე კი, კიტეიშვილმა საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა.

ლანჩხუთში ადგილობრივმა “გურიამ” “ზესტაოფნს” უმასპინძლა. გია გეგუჩაძის შეგირდემა მეტოქეს ხუთ უპასუხო გოლი გაუტანეს. სამი გოლი რევაზ გეწაძის ანგარიშზეა, თითო კი ნიკოლოზ საბანაძემ და თორნიკე კაპანაძემ გაიტანეს.

გურია 0-5 ზესტაფონი

მეტალურგი 2-0 სიონი 

საჩემპიონო მატჩი დინამო არენაზე

დღეს, უმაღლესი ლიგის ზედა ექვსეულის მატჩები გაიმართება. ყველაზე დიდი ინტერესს, “დინამო არენაზე” გასამართი დაპირისპირება იწვევს, სადაც თბილისის “დინამო” ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმებას შეეცდება.

 

დინამო – ჩიხურა

თბილისი, “დინამო არენაზე”, 19:00

დიდი ალბათობით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ვინაობა დღეს ოფიციალურად გახდება ცნობილი. თბილისის “დინამო” მეთხუთმეტე ჩემპიონობის გაფორმებას “ჩიხურასთან” მატჩში აპირებს.

ამ გუნდების დაპირისპირებების ისტორია მრავალწლიანი არ არის, თუმცა ბოლო წლებში შემდგარი შეხვედრებიდან დინამოელთა უპირატესობა აშკარაა. ერთმანეთის წინააღმდეგ გამართული 18 მატჩიდან “დინამომ” 11-ის მოგება შესძლო 5 შეხვედრა კი, ფრედ დასრულდა. “ჩიხურამ” თბილისელების მხოლოდ 2 შემთხვევაში მოახერხა.

თუმცა ამ ორიდან ერთი გამარჯვება ტიტულის მომტანი აღმოჩნდა. “ჩიხურამ” “დინამო” სუპერთასისთვის ბრძოლაში დაამარცხა და ჯილდოს მოგების საშუალება ერთხელ უკვე არ მისცა. ვნახოთ, შესძლებს თუ არა ფრუიძის გუნდი ასეთი რამის განმეორებას.

ერთი სამწუხარო ფაქტიც. შეხვედრას, რომელშიც შესაძლოა ქვეყნის ჩემპიონი გამოვლინდეს, ტელევიზიები პირდაპირ ეთერში არ გადასცემენ…

 

მეტალურგი – სიონი

რუსთავი, ფოლადი, 17:00

რუსთავი ქვემო ქართულიურ დერბის უმასპინძლებს. ადგილობრივ “მეტალურგს” დაუმარცხებელი “სიონი” ესტუმრება. ლადო ბურდულის გუნდმა მოგებათა 7-მატჩიანი სერია გამოაცხო და ამით დამკაყოფილებას ნამდვილად არ აპირებს.

თუმცა, რუსთავსა და ბოლნისს შორის ხშირ შემთხვევაში ძალიან პრინციპული მატჩები იმართებოდა და გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა უდნა იყოს.

 

გურია – ზესტაფონი

ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე”, 17:00

გასულ ტურში მოპოვებული ულამაზესი გამარჯვების შემდეგ “ზესტაფონი” ლანჩხუთს ეწვევა და ადგილობრივ “გურიასთან” გაარკვევს ურთიერთობებს. გურულები კვლავ ფინანსური პრობლემების წინაშე არიან და ასეთ ვითარებაში ფეხბურთზე კონცენტრირება რა თქმა უნდ რთული იქნება.

მიმდინარე სეზონში ამ გუნდებს შორის გამართული სამივე მატჩი ზესტაფონელთა გამარჯვებით დასრულდა.

ზუგდიდი შანსს ინარჩუნებს

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 30-ე ტურის მატჩები გაიმარტა ქვედა ექვსეულში. “ზუგდიდმა” ანაკლიაში უშუალო კონკურენტ ცხინვალის “სპარტაკს” უმასპინძა და დავით კირკიტაძის გოლით დაამარცხა. ამ გამარჯვებით ზუგდიდელებმა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი შეინარჩუნეს.

“ტორპედო” გორში “დილას” ესტუმრა და დიდი ანგარიშით დამარცხდა. მასპინძლებმა ქუთათრებს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს. გოლების ავტორები რაჯამაშვილი, სადაღაშვილი და ქვილითაია არიან.

მცხეთაში “ვიტ ჯორჯიამ” უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი “მერანი” მიიღო და 2:0 დაამარცხა. გოლები ბადრი დემეტრაშვილმა და შოთა დავლაშელიძემ გაიტანეს.

მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:2

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:0

ზუგდიდი – სპარტაკი (ცხინვალი) 1:0

1     ვიტ ჯორჯია                             30             13               6                11               40:38             45     
2. ტორპედო  30 12 6 12 36:43 42
3. დილა   30 11 8 11 43:33 41
4. სპარტაკი  30 10 4 16 30:37 34
5. ზუგდიდი 30 8 6 16 22:42 30
6. მერანი 30 6 4 20 21:56 22