ცენტრალურს “მიხეილ მესხი” უმასპინძლებს

უმაღლესი ლიგის 27-ე ტური სტარტს დღეს აიღებს და სამ დღეს გასტანს. სააღდგომო ტური რამდენიმე საინტერესო მატჩს გვპირდება. 

 

ჩიხურა – გურია

19 აპრილ, ივანწმინდა, 16:00

ბოლო პერიოდში არც თუ ისე კარგი შედეგების მქონე გუნდების დაპირისპირებას ივანწმინდას განახლებული სტადიონი უმასპინძლებს. გასულ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა და წარუამტებელი სერიაც გააგრძელა. ექვსეულებად დაყოფის შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში არც “ჩიხურას” და არც “გურიას” გამარჯვება არ აქვთ მოპოვებული.

 

სიონი – ზესტაფონი

19 აპრილი, “მიხეილ მეხი”, 16:00

ტურის ცენტრალურ მატჩს “სიონისთვის” საშინაოდ ქცეული “მიხეილ მესხის” სტადიონი უმასპინძებს. მეორე და მესამე პოზიციაზე მყოფი გუნდების დაპირისპირება, რომელთა შორის სხვაობა სულ რაღაც 4 ქულაა, საკმაოდ საინტერესო და სანახოაბრივი უნდა გამოდგეს. გასულ ტურში ორივე გუნდმა მნიშნველოვანი გამაჯრვება მოიპოვა. “ზესტაფონმა” საკუთარ მოედანზე “ჩიხურას” სძლია, ხოლო “სიონმა” ტურის მთავარი სენსაცია მოახდინა და “დინამო” თავისივე მოედანზე ამ სეზონში მეორედ დაამარცხა.

“სიონი” – “ზესტაფონის” მატჩის პირდაპირ რეპორტაჯს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გეგმავს.

 

მეტალურგი – დინამო

19 აპრილი, რუსთავი, 16:00

ტურის კიდევ ერთი საინტერესო მატჩი რუსთავში გაიმართებ, სადაც ადგილობრივი “მეტალურგი” გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, თბილისის “დინამოს” მიიღებს.

რუსთაველები სამეულში მოსახვედრად იბრძვიან და აღნიშნული მიზნის მისაღწევად უახლოეს შეხვედრაში სამი ქულა აუცილებლად სჭირდებათ. “დინამოს” ასპარეზობა კი ბოლო პერიოდში წარმატებული ნამდვილად არ არის. ცნობილი გახდა, რომ მალხაზ ჟვანია სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. გუნდს ძველებური დამაჯერებლობა აკლია. ბოლო ორ ტურში “დინამომ” მხოლო 1 ქულა მოიპოვა, რაც სატურნირო ცხრილზეც აისახა. მეორე ადგილთან სხვაობა ექვს ქულამდე შემცირდა.

 

ზუგდიდი – დილა

19 აპრილი, განმუხური, 16:00

ამ შეხვედრაში გამარჯვება უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ მასპინძლებს უფრო სჭირდებათ. “დილას” უმაღლესში ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს. გორელების მთავარი მიზანი თასის გათამაშებაში წარმატებული ასპარეზობაა.

 

სპარტაკი – ვიტ ჯორჯია

17 აპრილი, “მიხეილ მესხი” (სათადარიგო), 16:00

ტურის პროგრამა დღეს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიხსნება. მეორე ეტაპზე დაუმარცხებელი “სპარტაკი” ქვედა ექვსეულის ლიდერს, “ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლებს. კაჭარავას გუნდი აღნიშნულ შეხვედრას დანაკლისით ხვდება. დისკვალიფიკაციის გამო “სპარტაკს” დაცვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მგელაძე ვერ დაეხმარება.

 

ტორპედო – მერანი

18 აპრილი, “მიხეილ მესხი”, 16:00 (უმაყურებლოდ)

ქუთაისის “ტორპედოს” მორიგი საშინაო შეხვედრა ტრადიციულად უმაყურებლო “მიხეილ მესხზე” ჩატარდება. “ტორპედო” გადარჩენისთვის მებრძოლ მარტვილის “მერანს” დაუპირისპირდება, რომელიც ბოლო დროს საკუთარ საშინაო მატჩებს სწორედ ქუთაისის სტადიონზე ატარებს. ზურაბ იონანიძის გუნდს გამარჯვება აუცილებას ესაჭიროება. მარტვილელები ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან და მეცხრე საფეხურს ექვსი ქულით ჩამორჩებიან.

ფედერაციამ ჩაწყობილ მატჩებში მონაწილე გუნდები დასაჯა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გამართული სადიცლიპლინო კომიტეტის სხდომის შემდეგ, რომელზეც 2010-2013 წლებში საქართველოს უმაღლეს და პირველ ლიგაში ჩაწყობილ თამაშებზე მსჯელობდნენ, უმაღლესი ლიგის 4 გუნდი დაისაჯა.

უეფადან მოწოდებული მასალების თანახმად ბოლნისის “სიონი”, რუსთავის “მეტალურგი”, მარტვილის “მერანი”, გორის “დილა” და ფოთის “კოლხეთი” საეჭვო მატჩებში მონაწილეობდნენ.

სფფ-ს სადიციპლინო კომიტეტმა გუნდების ფინანსურად დასაჯა:

სიონი, მეტალურგი, მერანი, დილა და კოლხეთი 20-დან 25 ათას ლარამდე დაჯარიმდებიან.

სენსაცია დინამო არენაზე

უმაღლესის ლიგის მორიგი ტურის მატჩს უმასპინძლა “დინამო არენამ”, სადაც ერთმანეთს თბილისის “დინამო” და ბოლნისის “სიონი” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა “დინამომ” აქტიურად დაიწყო და ტერიოტრიული უპირატესობაც მოიპოვა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს გოლი სტუმრებმა გაიტანეს. 37-ე წუთზე “სიონი” თორნიკე აფციაურმა დააწინაურა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა ზეწოლა გააძიერეს. ჟვანიამ თამაშში გოგა და ვუო ჩართო. “სიონი” კი ძირითადად კონტრშეტევებზე თამაშობდა და საკმაოდ დამაჯერებლადაც იცავდა თავს. ლადო ბურდულის შეგირდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს.

ბოლო წუთებში “დინამომ” შტურმი მოაწყო “სიონის” კართან. სტუმართა საჯარიმოში გიორგი ლორიაც კი ჩავიდა შემტევთა დასახმარებლად. თუმცა, ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო და “დინამო” “სიონთან” საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ დამარცხდა.

ისე, ბევრს ეგონა, რომ “სიონი” თბილისის “დინამოს” პირველ ეტაპზე მოგებული მატჩის “ვალს” დაუბრუნებდა, თუმცა ეს აზრი მცდარი აღმოჩნდა.

 

დინამო 0-1 სიონი

გოლი: აფციაური 37′  

დინამო: ლორია, მერებაშვილი, პაპავა, ჩისკო, ხურცილავა, კვირკველია, ხიდეშელი, ცინცაძე, მოდებაძე, რეხვიაშვილი, მარცვალაძე.

სათადარიგოები: მიგინეიშვილი, გლიშიჩი, გორგიაშვილი, ჯანელიძე, პაპუნაშვილი, ვუო, გოგა.

მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

სიონი: მერლანი, სვანიძე, აბრამიძე, ფოფხაძე, თოთაძე, აფციაური, ბიბილეიშვილი, გოგობერიშვილი, იმედაშვილი, კახელიშვილი, ცხადაია.

სათადარიგოები: ზუხბაია, განუგრავა, სამხარაძე, უგულავა, მიკუჩაძე, მამასახლისი, გიორბელიძე.

მწვრთნელი: ლადო ბურდული

 

გაგაცნობთ ტურის სხვა შედეგებს: 

გურია 1-3 მეტალურგი

გოლები: ჩირგაძე 30′ (0:1); ჩიმაკაძე 40′ (0:2); ისიანი 57′ (1:2); გიგაური 67′ (1:3)

ზესტაფონი 2-1 ჩიხურა

გოლები: წინამძღვრიშვილი 42′ (0:1); კაპანაძე 67′ (1:1) ჭანტურიშვილი 72′ (2:1)

მერანი 2-1 ზუგდიდი

გოლები: ბენაშვილი 30′ (1:0); გეგეჭკორი 59′ (2:0); აფაქიძე 77′ (2:1)

დილა 1-3 სპარტაკი

გოლები: რაზმაძე 18′ (1:0); მეტრეველი 47′ (1:1); კაკუბავა 51′ (1:2); შონია 57′ (1:3)

ვიტ ჯორჯია 1-1 ტორპედო

გოლები: კვირკვია 36′ (1:0); ირაკლი ლექვთაძე 59′ (1:1)

 

უმაღლესი ლიგი – ტურის პრევიუ

დღეს უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის მატჩები ორივე ექვსეულში გაიმართება. გთავაზობთ მორიგი სათამაშო დღის პრევიუს 

 

გურია – მეტალურგი

ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე” 16:00

ზედა ექვსეულის უკანასკნელი ორი გუნდის მატჩს ლანჩხუთი უმასპინძლებს. “გურიამ” გასულ კვირაში “სიონთან” გადადებული მატჩი წააგო საშინაო ასპარეზზე და მდგომარეობის გამოსწორებას სწორედ რუსთაველებთნ შეეცდება. თუმცა, მოტივაცია არც ვარლამ კილასონიას შეგირდებს აკლიათ. სამეულში მოსახვედრად “მეტალურგს” გამარჯვება აუცილებლად სჭირდება.

 

დინამო – სიონი 

თბილისის, “დინამო არენა” 18:00

ჩემპიონატის მეორე ნაწილის დასაწყისში “დინამოსა” და “სიონის” დაპირისპირება მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ბოლნისელებმა “დინამო არენაზე” 2:1 გაიმარჯვებს. ამ მატჩს მაშინ სხვადასხვა საუბრები მოჰყვა..

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. “სიონი” ახლა შესანიშნავ ფორმაშია და სამეულშიც კი შევიდა. დამაჯერებელია “დინამოც”, რომელიც სატურნირო ცხრილს საგრძნობი უპირატესობით ლიდერობს.ასე რომ, ქვეყნის მთავარ არენაზე კარგი თამაში უნდა შედგეს.

 

ზესტაფონი – ჩიხურა

ზესტაფონი, “დავით აბაშიძე” 18:00

ზესტაფონი იმერულ დერბის უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს საგაზაფხულო ეტაპის ყველაზე წარმატებული “ზესტაფონი” და წარუმატებელი – “ჩიხურა” შეხვდებიან.

გეგუჩაძის შეგირდებმა გათამაშების მეორე ნაწილს ჩინებულად ატარებენ და უკვე მეორე პოზიციაზე აღზევდნენ. “ჩიხურა” კი სამეულიდანაც ამოვარდა. თუმცა, ფრუიძის შეგირდები თასზე წარმატებულად ასპარეზობენ.

 

მერანი – ზუგდიდი

ქუთაისი, ცენტრალური, 16:00

იმერეთი ტურის კიდევ ერთ დერბის უმასპინძლებს. ქუთაისში ურთიერთობას სამეგრელოს წარმომადგენლები, “მერანი” და “ზუგდიდი” გაარკვევენ. ლიგაში ადგილის შესანსარჩუნებლად მებრძლი გუნდების მატჩი ძალიან დაძაბული და უკომპრომისო უნდა გამოდგეს.

 

დილა – სპარტაკი

გორი, “თენგიზ ბურჯანაძე” 16:00

გორულ კლუბს ნელ-ნელა ეტყობა გია გიგატაძის ხელი, თუმცა გასული კვირა ბოლომდე წარმატებული ვერ გამოდგა. ჩემპიონატში “ტორპედოს” განდაგურების შემდეგ, “დილა” თასზე “დინამოსთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხა. ასე რომ, თასის ფინალისტის ბედი გორულ შეხვედრაში გაირკვევა.

“სპარტაკი” კი ტრადიციულად ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, რაც ჯერ-ჯერობით გამოსდის.

 

ვიტ ჯორჯია – ტორპედო

მცხეთა, “მცხეთა პარკი” 16:00

ტურში ინტრიგას ყველაზე მეტად მოკლებული შეხვედრა მცხეთაში შედგება.”ვიტ ჯორჯიას” და “ტორპედოს” მიმდინარე სეზონში ფაქტობრივად არაფერი ემუქრება. თუმცა, ფსიქოლოგიური დატვირთვის გარეშე მოთამაშე გუნდებმა, შესაძლოა საკმაოდ ლაღი ფეხბურთიც ითამაშონ. დასაკარგი ხომ არაფერია…

ფორმატის მორიგი ცვლილება?

ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა საქართველოს უმაღლესი ლიგის ფორმატის კიდევ ერთხელ შეცვლაზე საუბრები. ლაპარაკია ქვეყნის მთავარ ლიგაში გუნდების რაოდენობის 16 ან 18 გუნდამდე გაზრდაზე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო წრეებში განსახილველად გათამაშების სავარაუდო მოდელებიც კი წარადგინა. ფაქტია, რომ ქვეყნის ფეხბურთის მმართველი ორგანო ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდას ემხრობა, რასაც სპორტის სამინისტრო და ქვეყნის რამდენიმე წამყვანი კლუბი ეწინააღმდეგება.

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ უმრავლესობა, რომელიც აღნიშნულ პროექტს მხარს უჭერს, კარგად არ არის ჩახედული ქართული ფეხბურთის დღევანდელ რეალობაში. არადა ასე ნამდვილად არ არის. აქ უფრო ეგოიზმის გამოვლინებასთან გვაქვს საქმე, როდესაც უმაღლესის აუტსაიდერს ნებისმიერი ხერხით სურს ქვეყნის მთავარ ლიგაში ადგილის შენარჩუნება და იმის მიხვედრა, რომ ლიგის საერთო დონე ამით მკვეთრად დაეცემა, არ უნდა.

საოცარია, გუნდების გაზრდაზე საუბარი, როდესაც 12-გუნდიან ლიგაში ნახევარი სხვის სტადიონებზე თამაშობს. სირცხვილია, რომ ქვეყანაში 12 გამართული სტადიონი ვერ მოიძებნა და ამ დროს ლიგის გაფართოებაზე გვაქვს პრეტენზია.

პირველ ლიგაში კი, ყველამ კარგად იცის რა პირობებია და სად უწევთ გუნდებს თამაშების ჩატარება. თუნდაც, რამდენიმე დღის წინ, ჩვენს საიტზე დადებული ვიდეოს მეშვეობით შეიძლება ზოგადი სურთის შექმნა.

სტადიონებს და ინფრასტრუქტულურ საკითხებს თავი რომ დავანებოთ, ღიად რჩება დაფინანსების საკითხიც. პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდებიდან სტაბილური დაფინანსება “შუქურას”, “ლოკომოტივის” და “საბურთალოს” გარდა თითქმის არავის არ აქვს. ორი უკანასკნელი უმაღლესზე საერთოდ არ ფიქრობს. დანარჩენი გუნდებს კი, ბიუჯეტი წლის ბოლომდე აქვთ გაწერილი და არავინ იცის მომდევნო წელს რა და როგორ იქნება… შესაძლოა უმაღესლში გადმოსულმა გუნდმა სეზონის შუა ნაწილში არსებობაც კი შეწყვიტოს. მოდით გულახდილები ვიყოთ, და ისიც ვთქვათ, რომ არც ფეხბურთელების რესურსი გვაქვს ისეთი, რომ 18 ან თუნდაც 16 გუნდს ეყოს. საჭირო გახდება ლეგიონერების ჩამოყვანა, რაც ისევ და ისევ ფინანსებს უკავშირდება.

ქართულ რეალობაში იდეალურად 10-გუნდიანი უმაღლესი ლიგა გვესახება, რომელიც 4-წრედ ჩატარდება. აღნიშნული ფორმატი 36 ტურს ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდებს თამაშების საკმარისი რაოდენობა ექნებათ. გაიზრდება დაძაბულობის დონეც, შემცირდება უმოტივაციო გუნდების რაოდენობა და რაც მთავარია ამით ხელი პირველი ლიგის დონის ამაღლებასაც შეეწყობა.

ცენტრალურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა

დღეს უმაღლესი ლიგის მორიგი ტურის სამი მატჩი გაიმართა. ტურის ცენტრალურ დაპირისპირება, რომელშიც ივანწმინდაში ერთმანეთს “ჩიხურა” და “დინამო” შეხვდნენ, ფრედ – 1:1 დასრულდა. 51-ე წუთზე ანგარიში ჯიღაურმა გახსნა. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა 77-ე წუთზე, ოთარ მარცვალაძის ლამაზი გოლით მოახერხეს.

გაგაცნობთ დღევანდელი მატჩების შედეგებს:

 

ტორპედო 0–4 დილა

გოლები: 0:1 ბერიაშვილი (7), 0:2 რაზმაძე (პენ, 19), 0:3 შალამბერიძე (30), 0:4 ბერიაშვილი (87)

ჩიხურა 1-1 დინამო

გოლები: 1:0 ჯიღაური (52), 1:1 მარცვალაძე (77)

ვიტ ჯორჯია  1–0 მერანი 

გოლი:  1:0 კალანდია (69) 

 

ხვალ ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართება:

ზესტაფონი – გურია

სპარტაკი – ზუგდიდი

 

ფოტო: fcdinamo.ge

“სიონმა” “მეტალურგს” აჯობა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს საქართველოს უმაღლესი ლიგის მორიგი ტური დაიწყო, რომლის პირველ მატჩშიც ერთმანეთის წინააღდეგ ბოლნისის “სიონი” და რუსთავის “მეტალურგი” წარსდგნენ.

მატჩს გულშემატკივრებში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. ზედა ექვსეულის გუნდებმა ფაქტობრივად ცარიელი ტრიბუნების წინ ითამაშეს, რამაც გარკვეული დაღი დაასვა ამ მეტად პრინციპულ დაპირისპირებას.

მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ბოლნისელები ფლობდნენ. ნომინალურმა მასპინძლებმა მეტოქეს აშკარად აჯობეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. ამ მატჩის შემდეგ ბურდულის გუნდმა სატურნირო ცხრილში მესამე საფეხურზე აინაცვლა.

ანგარიში შესვენებამდე ორი წუთით ადრე გაიხსნა. ლობჟანიძემ დამატებაზე თავით ითამაშა შედეგიანად – 1:0.

მეორე ნახევარში ბოლნისელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და 58 წუთზე მეორედ მოახერხეს ბედიაშვილის კარის აღება. მარჯვენა ფლანგიდან შეტევაში ჩართული ფოფხაძის გადაცემა კილასონიამ საკუთარ კარში ჩაჭრა.

რუსთაველები მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. “სიონმა” შეხვედრა გამარჯვებამდე განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მიიყვანა.

 

სიონი 2-0 მეტალუგრი

გოლები: ლობჟანიძე 43′ ; კილასონია 58′ (ს.კ.)

სიონი: მერლანი, ფოფხაძე, თოთაძე, აბრამიძე, გოგობერიშვილი, სვანიძე (კ), ცხადაია (სამხარაძე, 73), კახელიშვილი (კანდელაკი, 78), ახალაია (უგულავა, 55), ზვიად ლობჟანიძე, აფციაური.

მთავარი მწვრთნელი: ლადო ბურდული.

მეტალურგი: ბედიაშვილი, ვასაძე (ჩიმაკაძე, 57), მახვილაძე (კ), ქავთარაძე, ვარლამ გიორგის ძე კილასონია, დავით საჯაია კაკაშვილი (მიქაბერიძე, 46), ჩირგაძე, დობროვოლსკი, სეთურიძე (ექვთიმიშვილი, 67), მერაბ გიგაური.

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.

 

sioni-metalurgi

IMG_8796

IMG_8791

IMG_8782

 

IMG_8777

IMG_8754

IMG_8757

IMG_8749

IMG_8720

 

IMG_8688

IMG_8687

 

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

ცენტრალური ივანწმინდაში

ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტური სტარტს დღეს აიღებს და შაბათამდე გასტანს. ცენტრალურ დაპირისპირებას კი, ივანწმინდა უმასპინძლებს, სადაც “ჩიხურას” თბილისის “დინამო” ესტუმრება. 

 

 

 

 

 

ჩიხურა – დინამო

4 აპრილი, ივანხწმუნდა, 16:00

ცეტრალურ მატჩს დიდი სატურნირო იტრიგა არ აქვს, ეს ალბათ უფრო გამორჩეული გუნდების შეხვედრა იქნება.

საჩხერელებმა ზედა ექვსეულში ცუდად დაიწყეს ასპარეზობა. ფრუიძის გუნდმა ორივე თამაში წააგო და მალე შესაძლოა მესამე პოზიციასაც დაემშვიდობოს. “დინამო” კი, ასპროცენტიანი შედეგი აქვს. გასულ ტურში ჟვანიას შეგირდებმა უშუალო კონკურენტის დამარცხებაც მოახერხეს და საჩემპიონო ინტრიგაც მინიმუმამდე დაიყვანეს.

“დინამოს” და “ჩიხურას” დაპირისპირებების ისტორია 17 მატჩს ითვლის. აქედან 11 თბილისელებმა მოიგეს, 2 საჩხერელებმა. 4-ჯერ გუნდებმა გამარჯვებულის გამოვლინება ვერ მოახერხეს.

 

სიონი – მეტალურგი

3 აპრილი, “მ. მესხი” (სათადარიგო), 16:00

ქვემოქართლურ დერბის თბილისი უმასპინძლებს. ბოლნისელებს “ჩიხურას” წარუმატებელი მატჩების ფონზე სამეულში შესვლის რეალური შანსი გაუჩნდათ. გასულ ტურში მოპოვებული გამარჯვების შმედეგ კი, ანალოგიურ სიტუაციაში “მეტალურგიც” აღმოჩნდა. ასე რომ, ტურის პირველ მატჩში ინტრიგა ნამდვილად არის. მესამე პოზიცია ხომ ევროპულ საგზურს იძლევა.

 

ზესტაფონი – გურია

5 აპრილი, ზესტაფონი, 18:00

ზედა ექვსეულის ტურის ბოლო მატჩი ზესტაფონში გაიმართება, სადაც ადგილობრივ გუნდს “გურია” ესტუმრება.

ამ დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტები მასპინძები არიან, რაზეც ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაც მეტყველებს. ერთმანეთის წინააღმდეგ გამართული 6 მატჩიდან ზესტაფონელებმა 5 მოიგეს, გურულებმა კი – 1.

 

ტორპედო – დილა

4 აპრილი, მ.მესხი, 15:00

ქუთაისის “ტორპედო” მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გორის “დილას” უმასპინძლებს. ქვედა ექვსეულის ლიდერების დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოდგეს.

ძოძუაშვილის გუნდმა გასულ ტურში ანაკლიაში უმნიშნველოვანესი გამარჯვება მოიპოვა. “დილაში” კი გიგატაძის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. სხვათა შორის, სწორედ გიგატაძის ფაქტორია აღნიშნული შეხვედრის კიდევ ერთი ინტრიგა. ქუთათურთა ყოფილი სპეციალისტი ახლა “დილას” წვრთნის და პირველი გამარჯვების მოპოვებას სწორედ “ტორპედოსთან” შეეცდება.

 

ვიტ ჯორჯია – მერანი

4 აპრილი, “მცხეთა პარკი” , 16:00

მარტვილელებმა ქვედა ექვსეულის ორ შეხვედრაში 4 ქული მოპოვება მოახერხეს და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გამოასწორეს. “ვიტ ჯორჯიას” დამარცხების შემთხვევაში იონანიძის შეგირდები უშუალო კონკურენტებს მიუახლოვდებიან. თუმცა, წარმატების მიღწევა “მერანს” ნამდვილად გაუჭირდება. “ვეტერინარები” კარგ ფორმაში რომ არიან, გასულ ტურში გორში ნათლად გამოჩნდა.

 

სპარტაკი – ზუგდიდი

5 აპრილი, მ.მესხი, 16:00

ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი, რომელსაც მ.მესხის სათადარიგო მოედანი უმასპინძლებს (ტურში ამ სტადიონზე 3 მატჩი გაიმართება), აუტსაიდერთა დაპირისპირება იქნება.

უშუალო კონკურენტების ექვსქულიანი მატჩი ნამდვილ წესით და რიგით საკმაოდ დაძაბული და უკომპრომისო უნდა გამოდგეს. გამარჯვება როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას.

 

ფოტო:fcdinamo.ge 

ცენტრალურში “დინამომ” მოიგო

უმაღლესი ლიგის ტური და სეზონის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა “დინამო არენაზე” შედგა, სადაც თბილისის “დინამომ” უახლოეს მდევარ “ზესტაფონს” უმაპსნიძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

მატჩი სტუმარტა ტეროტორიული უპირატესობით დაიწყო. გეგუჩაძის გუნდი მოედნის ცენტრში და საჯარიმოს მისადგომებთან ბურთს კარგად აკონტროლებდა და საკმაოდ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა, თუმცა საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა.

“დინამოელები” იშვიათად გადადიდონენ გააზრებულ შეტევებში. პირველი მეტნაკლებად საფიხათო მომენტი 29-ე წუთზე მერებაშცილი – მარცვალაძის კომბინაციას მოჰყვა. თუმცა, ოთარის დარტყმა სუსტი აღმოჩნდა. ტაიმის ბოლო მასპინძლებმა კიდევ ორი მომენტი შემქნეს. პირველ შემთხვევაში “ზესტაფონი” შარიქაძემ იხსნა და დინამოელებს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. 45-ე წუთზე კი მარცვალაძემ მკერდით ჩამოიყო ბურთი და მიწაზე დაუშვებლად დაარტყა კარში, თუმცა პავლოვიჩი ადგილზე იყო.

მეორე ნახევარში გუნდებმა სიფრთხილეს მოუმატეს. 51-ე წუთზე ძარიამ გაისროლა შორიდან. ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. დაახლოებით იგივე დისტანიციიდან დაემუქრა ლორიას კარს გეწაძე – ისევ არაზუსტად.

73-ე წუთზე კი შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა. ოთარ მარცვალაძის შესანიშნავი დარტყმის შემდეგ პავლოვიჩი უძლური იყო.

გოლიდან ერთ წუთში სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მიეცათ. საბანაძის დარტყმა ლორიამ კარის ხაზზე მოიგერია. ზესტაფონელები შეტევაში წავიდნენ, თუმცა რეალური კვლავ ვერაფერი ვერ შექმნეს. ბოლო წუთებში აღსანიშნავია დარკო გლიშიჩის ორი დარტყმა, შეცვლაზე შემოსული პაპუნაშვილი აქტიური თამაში  და “ზესტაფონელთა” ანგარიშის გათანაბრების უშედეგო მცდელობები.

 

მატჩის შემდეგ

გია გეგუჩაძე: ვულოცავ დინამოს გამარჯვებას. როგორ მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დაძაბული თამაში გამოვიდა. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, თუმცა მეორე ტაიმში მოვდუნდით და გოლიც გავუშვით. გათანაბრების შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ერთი შეცდომა გადამწყვეტი გამოდგა. ჩვენი მიზანი მიმდინარე ჩემპიონატში ევროსაგზურის მოპოვებაა

მალხაზ ჟვანია: დაძაბული თამაში გამოვიდა. პირველ ნახევარში გაგვიჭირდა, მოწინააღმდეგემ ბურთის ფლობაში გვაჯობა. ამას გავუძელით და მეორე ტაიმში უკვე ჩვენ მოვიპოვეთ ინიციატივა, რასაც შედეგი მოჰყვა. 

დინამო: ლორია, იანსე, რეხვიაშვილი, გველესიანი, კვირკველია, გორგიაშვილი (პაპუნაშვილი 58′) , პაპავა, ძარია, მერებაშვილი (გლიშიჩი 77′), ჩისკო, მარცვალაძე (მოდებაძე 88′)

მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე, ჭელიძე, ფერეირა, გურული, ჭანტურიშვილი (ფანცულაია 76′), შარიქაძე, კუხიანიძე (ჭანკოტაძე 64′), დოლიძე (ტატანაშვილი 86′), გეწაძე, საბანაძე.

გოლი: მარცვალაძე 73′

დღის მეორე შეხვედრაში “მეტალურგმა” – “ჩიხურას” უმასპინძლა და 2:0 მოუგო. გოლები საჯაიამ და გიგაურმა გაიტანეს.

ტურის ცენტრი დინამო არენაზე

შაბათ-კვირას ქართულ სტადიონებზე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართება. 

 

დინამო – ზესტაფონი

29 მარტი, დინამო არენა, 18:00

ტურის ცენტრალურ შეხვედრას “დინამო არენა” უმასპინძლებს. უმაღლესის ლიდერების შეხვედრა დიდი ინტერესს იწვევს. თუმცა, სამწუხაროდ ქართველი გულშემატკივარი ამ საინტერესო მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ვერ იხილავს. ასე რომ, გირჩევთ სტადიონზე მიხვიდეთ და იქიდან მიადევნოთ თვალყური ამ საინტერესო დაპირისპირებას.

ზესტაფონელები გამარჯვების შემთხვევაში ლიდერთან სხვაობას 5 ქულამდე შეამცირებენ და ჩემპიონატში იტრიგას დააბრუნებენ, რაც ზესტაფონელ ფანებთან ერთად ნეიტრალურ გულშემატკივარსაც უნდა აწყობდეს.

“დინამოს” და “ზესტაფონის” დაპირისპირებათა ისტორია 40 მატჩს ითვლის, საიდანაც 20 შეხვედრა თბილისელებმა მოიგეს, 11 ზესტაფონელებმა. ცხრა შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

 

მეტალურგი – ჩიხურა 

29 მარტი, ფოლადი, 15:00

რუსთავში ადგილობრივი “მეტალურგი” “ჩიხურას” უმასპინძლებს. ექვსეულებად დაყოფის შემდეგ გამართული პირველი ტური ორივე გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა. შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაში “მეტალურგიც” და “ჩიხურაც” გულშემატკივართა თვალებში რეაბილიტირებას ეცდება.

მატჩს სატურნირო თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გუნდებს შორის სხვაობა სულ რაღაც 5 ქულაა.

 

გურია – სიონი

30 მარტი, ევგრაფი შევარდნაძე, 15:00

ლანჩხუთელებმა ექვსეულში მოხვედრით სეზონის პროგრამა მინიმუმი შეასრულეს და დარჩენილ მატჩებს ფსიქოლოგიური ზეწოლის გარეშე ითამაშებენ. გასულ ტურში გურულები “დინამოსთან” დამარხდნენ. ბოლნისელებისთვის კი ტური წარმატებული აღმოჩნდა. ბურდულის გუნდმა ივანწმინდაში “ჩიხურას” სძლია და სამეულს მიუახლოვდა.

 

მერანი – სპარტაკი

30 მარტი, მცხეთა პარკი, 15:00

გასულ ტურში გორში მოპოვებულ გამარჯვების შემდეგ “მერანი” მცხეთა პარკზე უშუალო კონკურენტ, ცხინვალის “სპარტაკს” შეხვდება.

მეორე ეტაპი კაჭარავას შეგირდებმაც კარგად დაიწყეს და მიხეილ მესხზე ქუთაისის “ტორპედოს” დამარცხება მოახერხეს.

ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი გუნდების მატჩი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ქვედა ექვსეულში.

 

ზუგდიდი – ტორპედო

30 მარტი, ანაკლია, 15:00

ანაკლიაში ზუგდიდელები “ტორპედოს” მიიღებენ. დარასელიას გუნდმა გასულ ტურში “ვიტ ჯორჯიას” დამარცხება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გოლი 35 წლის წიტაიშვილმა გაიტანა, რომელიც ფეხბურთში სწორედ “ზუგდიდმა” დააბრუნა.

საშინაო ასპარეზის გარეშე დარჩენილი ქუთათურებისთვის კი, მორიგი მარცხი უკვე საგანგაშო იქნება. ასე რომ, ანაკლიაში საკმაოდ პრინციპულ დაპირისპირებას უნდა ველოდოთ.

 

დილა – ვიტ ჯორჯია

30 მარტი, გორი, 15:00

გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ზედა ექვსეულის ფავორიტები “დილა” და “ვიტ ჯორჯია” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. საინტერესოა, რომ გასულ ტურში ორივე გუნდი აუტსაიდერებთან საკუთარ მოედანზე დამარცხდა.

“დილას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ექნება გია გიგატაძეს. “ტორპედოში” ნამუშევარ სპეციალისტს მიზნად საქართველოს თასის მოგება დაუსახეს.

 

 

ჩემპიონატი მეორე ექვსეულშიც განახლდა

დღეს საქართველოს სამ ქალაქში უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულის მატჩები გაიმართა. სამივე შეხვედრა აუტსაიდერების გამარჯვებით დასრულდა.

 

 

 

 

 

დილა – მერანი 1:2 

გოლები: 1:0 კობა შალმბერიძე (53), 1:1 დათა ციცხვაია (67), 1:2 კიჭი მელიავა (72) 

ტორპედო – სპარტაკი  0:2

გოლები: 0:1 კემუხტაშვილი (52), 0:2 პარუნაშვილი (84).

ვიტ ჯორჯია – ზუგდიდი 1:2 

გოლები: 0:1 კლიმენტი წიტაიშვილი (31), 0:2 გურამ სამუშია (58), 1:2 გიორგი გეთიაშვილი (84)

მეორე ეტაპი დაიწყო

უმაღლეს ლიგაში მეორე ეტაპის მატჩები დაიწყო. სამშაბათს ზედა ექვსეულების მატჩები გაიმართა. ხვალ კი, საქმეში ქვედა ექვსეულიც წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

 

 

 

 

 

ჩიხურა 1-2 სიონი

გოლები: ზვიად ლობჟანიძე 59′ (0:1); ჯაბა უგულავა 77′ (0:2); ზაზა ჭელიძე 82′ (1:2)

დინამო 3-0 გურია

გოლები: ჩისკო 36′ ; მარცვალაძე 49′ ; დარკო გლიშიჩი 83′ 

ზესტაფონი 2-0 მეტალურგი

გოლები: ნიკა საბანაძე 14′ (1:0); დიმიტრი ტატანაშვილი 34′ (2:0)

 

ხვალ:

დილა – მერანი

ვიტ ჯორჯია – ზუგდიდი

ტორპედო – სპარტაკი