თბილისის “დინამო” მარტვილის “მერანს” სამტრედიაში ეწვია და დაგეგმილი გამარჯვებაც მოიპოვა. თუმცა, ლიდერს იოლი მატჩი ნამდვილად არ ჰქონდა.
შეხვედრა ნომინალური მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. მარტვილელები კარგად იჭერდნენ ბურთს, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნა “მერანს” უჭირდა.
აი, სტუბმა კი თავიანთი მომენტი მშვენიევრად გამოიყენეს. 24-ე წუთზე ჩისკომ შესანიშნავი გადაცემით გაიყვანა მერებაშვილი დასარტყმელ პოზიციაზე. ამ უკანასკნელს გოლის გატანა არ გასჭირვებია. ამის შემდეგ მერანს შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე რეალური შესაძლებლობა შეექმნა, მაგრამ ლორიას კარგმა თამაშმა გადაარჩინა დინამოელები.
მეორე ნახევარში მარტვილელებმა შეტევებს მოუმატეს, მაგრამ მომენტები კვლავ “დინამოს” ექმენბოდა. თუმცა, რეალიზაციში თბილისელები მოიკოჭლებდნენ.
მეორე ნახევრის შუაში კი სტადიონზე საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა.. დაახლოებით 40 ნიღბიანი ახალგაზრდა შემოიჭრა “დინამოს” ფანების სექტორზე, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.. “ეროსი მანჯგალაძეზე” არანაირი უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული. მოედანზე შესასვლელი კარიც კი ღია იყო, რითაც შემოჭრილებმა ისარგებლეს. სტადიონის ტერიტორიაზე სულ 10 პოლიციელი იმყოფებოდა და ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სიტუაციის გასაკონტროლებლად. როგორც ჩანს, ფედერაციას და სტადიონების უსაფრთხოების სამსახურებს სამუშაო კიდევ ბევრი აქვთ..
სწრორედ ამ არეულობის დროს გაიტანა “დინამომ” თავისი მეორე გოლი. საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა დარკო გლიშიჩმა დააფიქსირა.
მერანი 0:2 დინამო
გოლები: 0:1 მერებაშვილი 23’
0:2 გლიშიჩი 72’
მერანი: შეროზია, მელიავა, კუჭუხიძე, ფონიავა, ღონღაძე, ბაბუნაშვილი (ჯღამაია 83’), კერძევაძე, ხუბუა, ციკოლია (ხუგუა 71’), გეგეჭკორი, გაბუნია
დინამო: ლორია, გველესიანი, ხმალაძე, კვარაცხელია, მერებაშვილი (გლიშიჩი 71’), პაპავა, ჩისკო (ვუო 80’), დვალი, ხურცილავა, კვირკველია, გოგა (სეთურიძე 83’)
მატჩის შემდეგ
მალხაზ ჟვანია – თავიდანვე ველოდით, რომ მარტვილის მერანის წინააღმდეგ გასვლითი მატჩის თამაში ადვილი არ იქნებოდა. ჩვენი ვარაუდი გამართლდა, მძიმე შეხვედრა გამოდგა. დღეს ბიჭებმა ძალიან მოინდომეს და მოედანზე ბევრი იმოძრავეს, რაც საფინალო ანგარიშზეც აისახა.
ფოტო: fcdinamo.ge