ვარანი: “კატალონიაში მარცხი “პსჟ”-სთან შეხვედრაზე ვერ იმოქმედებს”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის 26-ე ტურში მადრიდის “რეალი” კატალონიას ესტუმრა და ადგილობრივ “ესპანიოლს” დაუპირისპირდა. საკმაოდ უინტერესო შეხვედრა ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა – ანგარიშთ, 1-0 მასპინძლებმა იმარჯვეს.

მატჩის შემდეგ “ბლანკოსის” მველმა, რაფაელ ვარანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ლა ლიგაში შანსებზე საუბარი ურთულესია. ასე ბევრჯერ დაგვემართა. თუმცა, ასეთი მარცხების ზუსტ ახნას ბოლომდე ვერ ვპოულობთ. პირველ ნახევრში კარგად ვითამაშეთ, თუმცა შემდეგ მწვერვალიდან დავეშვით. მეკარეც უფრო აგრესიული გახდა და საბოლოოდ ეს შედეგი მივიღეთ. არ ვფიქრობ, რომ ეს “პსჟ”-სთან დაპირსპირებაზე იმოქმედებს. ის სხვა განზომილებაა, სადაც უფრო ძლიერები ვართ,” – აცხადებს ვარანი.

ვარანი: “წინა მატჩებთან შედარებით ცუდად ვითამაშეთ, თუმცა მოვიგეთ – მე ასე მირჩევნია”

გუშინ სამეფო თასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” დეპორტივოს “ლეგანესს” ესტუმრა და მეტოქე მარკო ასენსიოს ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს რაფაელ ვარანი ესაუბრა.

“სხვა შეხვედრებთან შედარებით ცუდად ვითამაშეთ, თუმცა მოვიგეთ. წინა მატჩებში კარგი შედეგი არ გვქონდა, მაგრამ თამაშის ხარისხი კარგი იყო. მე დღევანდელ შემთხვევას ვამჯობინებდი. ამ სეზონში ბევრ შევხედრებს ვერ ვიგებთ, თუმცა ცუდად ნამდვილად არ ვთამაშობთ. სწორედ ამიტომ, რაც შეიძლება მეტი მოგება გვჭირდება, რათა გამარჯვებულის მენტალიტეტი კვლავ განვიმტკიცოთ.”

“ხესუს ვალიეხომ ტრავმა მიიღო და მის სამედიცინო დასკვნას ველით. იმედი მაქვს, ცენტრალური მხველი მალე კარგად იქნება. ის გუნდს სჭირდება,” – ამბობს ვარანი.

გარეტ ბეილი “ლას პალმასთან” დაბრუნდება

მადრიდის “რელისა” და უელსის ნაკრების ვარსკვლავი, გარეტ ბეილი მძიმე ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და სრული დატვირთვით ივარჯიშა.

ყველა ელოდა, რომ ბეილი “ტოტენჰემთან” დაბრუნდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, უელსელმა იმ დროისათვის სრულად გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. დღეს ბეილი ვარჯიშზე სრულად დაიხარჯა და, დიდი ალბათობით, “ლას პალმასთან” განაცხადში მოხვდება. ასევე, გუნდთან ერთად იყვნენ რაფაელ ვარანი და დანი კარვახალი. სავარაუდოდ, მადრიდულ დერბის “რეალი” სრული შემადგენლობით შეხვდება.

ამჟამად ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ კოვაჩიჩი და ნავასი, მედიკოსთა განცხადებით, კოსტა-რიკელი მეკარე გუნდს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.

მადრიდში პრობლემები გრძელდება – ვარანი ისევ ტრავმირებულია

გუშინ ლა ლიგის მეთე ტურში განცდილ სენსაციურ მარცხს, მადრიდელთათვის კიდევ ერთი პრობლემა დაემატა.

“ჟირონასთან” გამართულ შეხვედრაში მადრიდელთა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა თანამემამულე რაფაელ ვარანი 46-ე წუთზე შეცვალა, როგორც აღმოჩნდა ამის მიზეზი ის დისკონფორტი გახდა, რომელსაც “რეალის” ხუთიანი პირველი ნახევრის მიწურულს გრძნობდა კუნთზე. მას შემდეგ, რაც ვარანი 18 წლის ასაკში “რეალში” გადმოვიდა, ფრანგ ფეხბურთელს ტრავმები არც თუ ისე იშვიათად აწუხებს. მან მიმდინარე სეზონში უკვე მოასწრო და გამოტოვა შეხვედრა “ვალენსიასა” და “ლევანტესთან”.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით იუქმებს ფრანგი ცენტრალური მცველი, მაგრამ დიდი ალბათობით ის “ტოტენჰემთან” გასამართ დაპირისპირებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ვარანი: “გვიყვირის თუ არა ზიდანი?”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა რაფაელ ვარანიმ ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

ფრანგი ფეხბურთელი, რამდენიმე თემას შეეხო, მან მადრიდში ჩამოსვლის პერიოდი გაიხსენა: “პირველ რიგში ფეხბურთელად გაზრდა მჭირდებოდა. ჩემ თავს არასდროს ვზღუდავდი და გამოწვევებს არ ვუშინდებოდი. მაგრამ ეს პერიოდი ჩემთვის საკმაოდ რთული გამოდგა, რადგან პატარა ასაკში მომიწია ახლობლებთან დაშორება. უსიამოვნებას კიდევ ერთი ფაქტი წარმოადგენდა, ესპანურ და ინგლისურ ენებზე საუბარი თითქმის არ შემეძლო.

ვარანიმ ზიდანზეც ისაუბრა: “როდესაც ის ლაპარაკობს, ყველა ფეხბურთელი უსმენს და ცდილობს მისგან ისწავლონ, რადგან ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, ახლა კი შეუდარებელი მწვრთნელია. მისი სურვილია რიგ შემთხვევებში მეტად გავრისკო, ის მაქსიმალისტია და ამას მოითხოვს ჩემგანაც. გვიყვირის თუ არა ზიდანი? კი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობაა“, – აცხადებს რაფაელ ვარანი

“რეალს” “ეიბართან” შეხვედრაში არც ნავასი და ვარანი ეყოლება

მადრიდის “რეალი” ლა ლიგა სანტანდერის მეცხრე ტურის შეხვედრას “ეიბართან” ჩაატარებს. აღნიშნულ დაპირისპირებაში “ბლანკოსს” კეილორ ნავასი და რაფაელ ვარანი ვერ დაეხმარებიან. ეს ფეხბურთელები ხუთშაბათს გამართულ ვარჯიშზე განმარტოვებით ირჯებოდნენ.

გარეთ ბეილი, მატეო კოვაჩიჩი და დანიელ კარვახალი ისევ ლაზარეთში იმყოფებიან.

ხუთშაბათს განცალკევებით ვარჯიშობდა და შემდეგ გუნდს შეუერთდა მთავარი მწვრთნელის შვილი, ლუკა ზიდანი. მეკარემ, როგორც ჩანს, დაზიანება მოიშუშა. ამავე დროს, ძირითად გუნდთან ერთად არის 17 წლის კიპერი, მოჰა რამოსი, რომელიც გასულ ტურში, “ხეტაფესთან” და “ტოტენჰემ ჰოტსპურთან” სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

“რეალს” კაზემირო და ვარანი გამოაკლდნენ

დღეს ლა ლიგის მერვე ტურში მადრიდის “რეალი” “ხეტაფეს” ესტუმრება და საჭირო სამი ქულის მოპოვებას ეცდება.

ზინედინ ზიდანმა, რა თქმა უნდა, უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც აღნიშნულ დაპირისპირებაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის ვერ ვხედავთ კაზემიროსა და რაფაელ ვარანის გვარებს. როგორც ჩანს, ამის მიზეზი ისაა, რომ “ზიზუმ” დამღლელი სანაკრებო პაუზის შემდეგ ბრაზილიელსა და ფრანგს დასვენების საშუალება მისცა.

ბენზემა ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. ბეილი, კარვახალი და ნავასი ასევე ლაზარეთში რჩებიან. მადრიდელთა მთავარი კიპერისა და ლუკა ზიდანის ტრავმის გამო, მწვრთნელმა “კასტილიის” კარის დარაჯს, მოჰას უხმო. ასევე, მოსალოდნელი იყო მესამე მეკარედ, ხავი ბელმანის გამოძახება, თუმცა ესპანელი თინეიჯერი ამჯერად მთავარ გუნდში ვერ მოხვდა.

ზინედინ ზიდანმა ვარანი განაცხადს მიღმა დატოვა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა რაფაელ ვარანი ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩისთვის შედგენილ განაცხადს მიღმა დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ვარჯიშს კრიშტიანუ რონალდუ დაუბრუნდა, რომელიც დიდი ალბათობით, მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.


გთავაზობთ განაცხადს

მეკარეები: კეილორ ნავასი, კასილია, იანესი.

მცველები: კარვახალი, პეპე, სერხიო რამოსი, ნაჩო, მარსელო, დანილო.

ნახევარმცველები: კროოსი, ხამესი, კაზემირო, კოვაჩიჩი, ლუკა მოდრიჩი, ასენსიო, ისკო.

თავდამსხმელები: რონალდუ, ბენზემა, ბეილი, ლუკას ვასკესი, მარიანო, მორატა.


აღნიშნული დაპირისპირება სტარტს 7 მარტს, თბილისის დროით 23:45-ზე აიღებს.

ვარანის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

გასულ ოთხშაბათს მადრიდის “რეალმა” “ლა ლიგის” გამოტოვებული შეხვედრა “ვალენსიას” წინააღმდეგ გამართა. “ბლანკოსმა” “ღამურებისგან” ორი გოლი მიიღო, გაიტანა, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი და მეორეადგილოსან “ბარსელონასთან” სხვაობა ვერ გაზარდა.

წაგების გარდა, ეს მატჩი მადრიდელებისთვის ცუდი იმითაც იყო, რომ დაზიანება მიიღო ცენტრალურმა მცველმა, რაფაელ ვარანმა. მან მარცხენა ფეხის ბარძაყის ბიცეპსის კუნთი დაიზიანა.

გაირკვა, რომ ფრანგ სპორტსმენს სამიდან ოთხ კვირამდე მოუწევს უქმობა. შესაბამისად, იგი გამოტოვებს ლა ლიგის სამ მატჩს, რომელსაც “ბლანკოსი” “ლას პალმასის”, “ეიბარისა” და “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ ჩაატარებს. გარდა ამისა, ვარანი ზიდანის განკარგულებაში ვერც ჩემპიონათა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში (“ნაპოლის” წინააღმდეგ) ვერ იქნება.

ვარანი ლაზარეთიდან დაბრუნდა

მადრიდის “რეალში” საშინელი ტრავმაინობაა. გუნდს რამდენიმე ლიდერი აკლია. განსაკუთრებით, ეს დანაკლისი დაცვას შეეხება. ამ რგოლიდან ორივე განაპირა მცველი, მარსელო და კარვახალი ლაზარეთში იმყოფებიან.

დაზიანება ჰქონდა რაფაელ ვარანსაც, რომელმაც ესპანეთის სამეფო თასის ბოლო მატჩი (“სელტას” წინააღმდეგ) გამოტოვა. მას ხუთშაბათს ელოდნენ, საბოლოოოდ კი ფრანგი მოედანს პარასკევს დაუბრუნდა და სრული დატვირთვით ივარჯიშა.

ვარანის დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ, როგორც დანილოს, ასევე, ფაბიო კოენტრაოს წესით სათადარიგოზე დაბრუნება მოუწევთ. ხოლო, კვირას, “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ ვარანი იქნება ძირითად შემადგენლობაში.

მადრიდის “რეალის” ახალი ფორმის უპირატესობა

1. კარვახალმა კონტრაქტი გაახანგძლივა

2. რაფაელ ვარანი

3. მარსელო

4. ხესე

5. ისკო

6. ილარამენდი

7. დანილო

“მანჩესტერი” “რეალის” ფეხბურთელით ინტერესდება

“მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესს მადრიდის “რეალის” მცველის, რაფაელ ვარანის მიმართ იჩენს და მისი ტრანსფერის შესაძლებლობას სწავლობს.

ინგლისურ კლუბს რაფაელს ჯერ კიდევ 2011 წელს სურდათ გადაბირება, როდესაც მადრიდელებმა ის “ლანსიდან” შეიძინეს.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერში ფრანგის იჯარას გამორიცხავენ და მხოლოს სრულფასოვან ტრანსფერზე საუბრობენ.

პრიმერას დასრულებულ სეზონში ვარანმა “რეალის” შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა.