“ბარსელონა”: ვიდალი და ვერმაელენი დაბრუნდნენ, უმტიტი “ეიბართან” არ ითამაშებს

ხვალ ლა ლიგა სანტანდერის მეხუთე ტურის შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონა” “ეიბარს” მიიღებს.

ერნესტო ვალვერდემ უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებმაც შესაძლოა, აღნიშნულ მატჩში ითამაშონ. საგულისხმოა, რომ ამ ჩამონათვალში არაა სამუელ უმტიტი, რომელსაც მთავარმა მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა. სამაგიეროდ, ლაზარეთს ორი ფეხბურთელი, ალეიშ ვიდალი და ტომას ვერმაელენი გამოაკლდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ეს უკანასკნელი ან ხავიერ მასკერანო ჩაანაცვლებს ნახსენებ ფრანგ ცენტარლურ მცველს.

აქვე გეტყვით, რომ შეხვედრა თბილისის დროით 20 სექტემბერს, 00:00 საათზე (ხვალ საღამოს) გაიმართება.

მერტესაკერი სეზონის სტარტს გამოტოვებს; ვინ შეცვლის მას – 10 ვარიანტი (ფოტოები)

რამდენიმე დღის წინ ლონდონის “არსენალმა” საფრანგეთში ადგილობრივ “ლენსთან” გამართა შეხვედრა. მატჩში პერ მერტესაკერმა ტრავმა მიიღო. გაირკვა, რომ მისი დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს.

არსენ ვენგერმა უკვა დაიწყო გერმანელი მცველის შემცვლელის ძებნა. ინტერნეტში ვრცელდება იმ მცველების ფოტოები, რომლებიც შესაძლოა “არსენალში” აღმოჩნდნენ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე.

ანტონიო რუდიგერი – 23 წლის; “რომა”

ჯონ სტოუნსი – 22 წლის; “ევერტონი”

ვირჯილ ვან დეიკი – 25 წლის; “საუთჰემპტონი”

უინსტონ რეიდი – 28 წლის; “ვესტ ჰემ იუნაიტედი”

კალიდუ კულიბალი – 25 წლის; “ნაპოლი”

ჯონათან ტაჰი – 20 წლის; “ბაიერი”

სტეფან დე ვრინი – 24 წლის; “ლაციო”

ხავი მარტინესი – 27 წლის; “ბაიერნი”

ტომას ვერმაელენი – 30 წლის; “ბარსელონა”

მამადუ სახო – 26 წლის; “ლივერპული”

ვერმაელენი კიდევ ხუთი თვე იუქმებს

კატალონიის ”ბარსელონას” ახალი შენაძენი, ტომას ვერმაელენი გუნდს კიდევ ხუთი თვე ვერ დაეხმარება. ამ ინფრომაციას ესპანური მედია ავრცელებს.

ამჟამად, ბელგიელი ფინეთში იმყოფება. ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის. არაა გამორიცხული, რომ ფეხბურთელს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.

შეგახსენებთ, რომ ტომას ვერმაელენი ”ბარსელონამ” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეიძინა. ბელგიელის დებიუტი გუნდში ჯერ არ შემდგარა.

ინიესტა და ვერმაელენი ”აპოელთან” მატჩს გამოტოვებენ

კატალონიის ”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კვიპროსში 22 ფეხბურთელთან ერთად გაემგზავრება.

”ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფურ ეტაპის შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებენ: ანდრეს ინიესტა და ტომას ვერმაელენი. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კატალონიის ”ბარსელონა” რიგით მე-5 ჯგუფური ეტაპის მატჩს ”აპოელის” წინააღდეგ გამართავს. თამაში 25 ნოემბერს, 23:45 წუთზე დაიწყება.

განაცხადი: ტერ შტეგენი, ბრავო, მასიპი, მონტოია, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ჩავი, ბედრო, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ბარტრა, დუგლასი, ალბა, სერხი რობერტო, ადრიანი, ალვეში, მატიე და მანური.

 

ვერმაელენი და მატიე გუნდს შეურერთდნენ

„ბარსელონა“ ტომას ვერმაელენი და ჟერემი მატიე შეუერთდნენ. როგორც მოგეხსენებათ, ორივე ფეხბურთელი ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარებოდა.

რაც შეეხება გუნდის სხვა ფეხბურთელებს, ანდრეს ინიესტამ და რაფინიამ გუნდისგან ცალკე, ინდივიდუალურად ივარჯიშეს.

”ლურჯ-ბროწეულისფერთა” ბანაკში კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა – გუნდს ლუის სუარესიც შეუერთდა. სამწუხაროდ, ვარჯიშს გამოაკლდა მარტინ მონტოია. მას სიცხე აქვს და მედიკოსებმა სახლში დარჩენა ურჩიეს. მათთან ერთად ვარჯიშს ჩავი, დუგლასი, ადრიანო, ალვეში და ხორდი მასიპი დაესწრნენ.

ვერმალენს მწვანე შუქი აუნთეს

კატალონიის ”ბარსელონას” სამედიცინო შტაბი სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. ტომას ვერმალენი, რომელიც ტრავმის გამო ახალ კლუბს ვერ ეხმარებოდა, სათამაშოდ მზად არის.

როგორც იცით, ბელგიელმა კლუბი წელს გამოიცვალა. კატალონიელებმა ფეხბურთელი ლონდონის ”არსენალისგან” შეიძინეს. იგი მოუთმენლად ელის დებიუტს კატალონიურ გრანდში.

მართალია, ვერმალენმა უკვე გაიტანა პირველი გოლი ”ბარსას” მაისურით, მაგრამ ეს ამხანაგურ მატჩში იყო. აღნიშნული შეხვედრა ოთხშაბათს  ინდონეზიის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ გაიმართა.

 

ტომას ვერმაელენმა “ბარსელონას” მაისურით პირველი გოლი გაიტანა

“ბარსელონა B”-სა და ინდონეზიის 19-წლამდელთა ნაკრებს შორის გამართულ მატჩში ერთ-ერთი გოლის გატანა ტომას ვერმაელენმაც მოახერხა.

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელები ბავშვობაში

ინტერნეტ-სივრცეში ფოტო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ლონდონის “არსენალის” ფეხბბურთელები ბავშვობაში.

large