სანიკიძე კოკოშკოვს ემშვიდობება: „მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის, ნაკრებისთვის და საქართველოსთვის გააკეთე“

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე გუნდიდან მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის წასვლას გამოეხმაურა. კალათბურთელმა ამ მოვლენას თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტი მიუძღვნა.

„ძვირფასო იგორ, მადლობას გიხდი ყველაფრისთვის, რაც შენ ჩემთვის, ნაკრებისთვის და საქართველოსთვის გააკეთე… შენი სამუშაო საქართველოს კალათბურთისა და სპორტის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება! შენ დიდებული მწვრთნელი და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – დიდებული პიროვნება ხარ. ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი ხარ, რომელიც ოდესმე შემხვედრია“, – დაწერა სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ კოკოშკოვი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს 2008 წლის აპრილიდან თავკაცობდა.

რა გააკეთა ვიქტორ სანიკიძემ რუსეთის ნაკრებთან მატჩში (ვიდეო)

გააზრებული კომბინაცია და Viktor Sanikidze-ს მოგლეჯილი ფარი შეხვედრის პირველ ტაიმში

Posted by NBA Georgia on Saturday, 29 August 2015

ვიქტორ სანიკიძე კარიერის გასაგერძელებლად თურქეთში გადადის

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე თურქულ „თედ კოლეჯლერში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

მართალია, აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურა ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა თურქეთის სუპერლიგის მონაწილის „ტვიტერის“ გვერდის ცნობით, სანიკიძე კლუბში სულ მალე ჩაირიცხება.

შეგახსენებთ, რომ განვლილ სეზონში ქართველი კალათბურთელი ყაზანის „უნიკსში“ თამაშობდა. სამწუხაროდ, მხრის ტრავმის გამო ვიქტორს სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა. საბოლოოდ, კლუბმა და მოთამაშემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების შედეგად გაწყვიტეს.

სანიკიძის არყოფნაში „უნიკსმა“ შერმადინის „კანტუ“ დაამარცხა

ევროთასის გათამაშებაში პლეი ოფი დაიწყო. მეთექვსმეტედფინალში ერთმანეთს გიორგი შერმადინის „კანტუ” და ვიქტორ სანიკიძის „უნიკსი” შეუწყვილდნენ. სერია 2-მატჩინია, რომლის პირველი შეხვედრა 4 მარტს კანტუში გაიმართა.

სამწუხაროდ, ქართველი კალათბურთელები ოედანზე ერთმანეთს ვერ შეხვდნენ. ვიქტორ სანიკიძე ტრავმირებულია. დაახლოებით 1 თვის წინ მან მხარზე ოპერაცია გაიკეთა და ახლა რეაბილიტაიის კურსს გადის. გიორგი შერმადინმა კი ითამაშა და რა შეეძლო, თავის გუნდს დაეხმარა.

შეხვედრა სტუმრათა, „უნიკსის” კალათბურთელთა გამარჯვებით – 70:64 დასრულდა. შერმადინი სათადარიგო იყო და მოედანზე 17 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ცენტრმა 2-დან ორივე ორქულიანი ჩააგდო და 4 ქულასთან ერთად 4 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 15 ქულით კანტუელთაგან ბობარდირი დარიუს ლამარ-ჯონსონი გახდა.

ამ გუნდებს შორის მეთექვსმეტედფინალური სერიის საპასუხო მატჩი ყაზანში, 11 მარტს გაიმართება. „კანტუ” მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა მერვედფინალში, თუკი 6 ქულაზე მეტით იმარჯვებს.

GBF.GE

სანიკიძის არყოფნაში “უნიკსი” მერვედფინალში გავიდა

ვიქტორ სანიკიძის არყოფნაში ყაზანის „უნიკსი“ ევროთასის მერვედფინალში გავიდა. რუსულმა გუნდმა აღნიშნულ ტურნირში ევროლიგიდან გადაინაცვლა და 6 ტურის თავზე G ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

ყაზანელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩეხეთში, „ნიმბურკთან მოიგეს და პირველი ადგილი გაინაღდეს. რუსულმა გუნდმა მასპინძლები დაძაბულ ბრძოლაში – 84:79 დაამარცხა. სანიკიძემ 1 კვირის წინ მხრის ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციას გადის.

მერვედფინალში „უნიკსის“ მეტოქე J ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება. შესაძლოა ეს გუნდი გიორგი შერმადინის „კანტუ“ იყოს, თუმცა დღეს ამ ჯგუფში ბოლო ტური იმართება და ყაზანელების მეტოქის ვინაობა ოფიციალურად თამაშების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

gbf.ge

სანიკიძემ ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ 1 თვე გაუცდება

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის „უნიკსის“ ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემ ტრავმა მიიღო. ვითიბი ლიგის გასულ ტურში, რომელშიც ყაზანელებმა „ზენიტი“ 103:67 დაამარცხეს, ქართველმა კალათბურთელმა მხარი იტკინა და როგორც ირკვევა, ფეხის ორთავა მყესის კუნთი გაიწყვიტა.

რებილიტაციას სავარაუდოდ 1 თვე დასჭირდება, თუმცა გართულებების შემთხვევაში შესაძლოა მკურნალობამ 8 კვირამდე გასტანოს – წერენ ევროპული გამოცემები.

gbf.ge

სანიკიძის და შერმადინის გუნდების მოგება და წაგება ევროთასის მეორე ტურში

ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის მატჩები გამართეს გიორგი შერმადინისა და ვიქტორ სანიკიძის გუნდებმა. სანიკიძის „უნიკსმა“ ჩეხურ „ნიმბურკს“ უმასპინძლა და75:64 დაამარცხა, შერმადინის „კანტუმ“ კი დასანანი მარცხი განიცადა საბერძნეთში. იტალიურმა კლუბმა სალონიკში, პაოკ-თან ერთი ქულით – 77:78 წააგო.

ყაზანში სანიკიძის გუნდმა ზედმეტი გართულების გარეშე იმარჯვა. რუსულმა კლუბმა ყველა მეოთხედი მცირე სხვაობით მოიგო და საბოლოოდ 11 ქულით გაიმარჯვა. სანიკიძე სათდარიგო იყო და მთლიანობაში 10:10 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ვიქტორმა კარგად იმუშავა ფარქვეშ და 3 ქულასთან ერთად 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

1 მოგებითა და ამდენივე მარცხით „უნიკსი“ 4-გუნდიან ჯგუფში მე-2 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 21 იანვარს შინ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ გამართავს. თითო მოგებ-წაგება აქვს შერმადინის გუნდსაც, რომელსაც საბერძნეთში გამარჯვებამდე მცირედი დააკლდა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 16 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 საჯარიმო და 5-დან 1 ორიანი ჩააგდო, 6 ქულა დააგროვა და ამას 6 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაყოლა.  „კანტუში“ 16 ქულით საუკეთესო ამერიკელი დეჟან ჯონსი იყო, ხოლო დარიუს ჯონსონ-ოდომმა 14 ქულა მიითვალა.

მომდევნო მატჩი კანტუელებს 20 იანვარს ბელგიაში, „ლიმოჟათან“ ელით.

gbf.ge

სანიკიძის ბრწყინვალე თამაში და გამარჯვება ტალინში

ვიქტორ სანიკიძის შედეგიანი მატჩი ვითიბი იგაში. „უნიკსის“ ქართველი ფორვარდი უკვე მეორე მატჩია, გამორჩეულ სატისტიკას აჩვენებს და ეს ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ამბავია.

სანიკიძემ თავი ამჯერად ტალინში – ადგილობრივ „კალევთან“ გამოიჩინა. ყაზანელებმა მასპინძლები 84:69 დაამარცხეს, ქართვეი ფორვარდი კი შედეგიანობით მხოლოდ კეიტ ლენგფორდს ჩამორჩა.

ვიქტორმა მთლიანობაში 25 წუთი ითამაშა და თავი 12 ქულას, 5 მოხსნას, 3 დაფარებას და 2 ჩაჭრას მოუყარა. სანიკიძემ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 1-ჯერ დაკარგა, ხოლო მასზე მეტოქეები 2-ჯერ დაჯარიმდნენ. ლენგფორდმა ყაზანელებს 24 ქულა შესძინა და საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა.

9 მოგებითა და 4 მარცხით „უნიკსი“ ვითიბი ლიგის მე-4 საფეხურზე იმყოფება. მორიგ მატჩს ტურნირის ეგიდით ყაზანელები 17 იანვარს, სარატოვში „ავტოდორთან“ გამართავენ.

gbf.ge

სანიკიძეს “სტრასბურთან” საევროთასო მატჩში ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა

ვიქტორ სანიკიძეს ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. მისი გუნდი, რომელიც ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპიდან ვერ გავიდა, ევროთასზე გადაინაცვლა და 7 იანვარს პირველი მატჩი საფრანგეთში, „სტრასბურთან“ გამართა. ამ მატჩში სანიკიძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა კარგი გარჯა გამარჯვებით არ დაუფასდა – „უნიკსმა“ 61:72 წააგო.

სანიკიძე სათადარიგო იყო და მოედანზე 18:20 წუთით იმყოფებოდა. ეს არცთუ ბევრი დრო მას ეყო, თავის გუნდში საუკეთესო შედეგი ეჩვენებინა. ვიქტორმა 10 მოხსნა, 9 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

სანიკიძის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა, რაც „უნიკსში“ საუკეთესო იყო. 13 ქულა ჰქონდა უნიკსელ კერტის ჯერელსს, თუმცა სხვა ღირებული მას არაფერი გაუკეთებია.

მომდევნო ტურში, 14 იანვარს, „უნიკსი“ ჩეხურ „ნიმბურკს“ უმასპინძლებს. მეოთხე გუნდი „უნიკსის“ ჯგუფში რუსული „ზენიტია“.

gbf.ge

სანიკიძის 3 ქულა და გამარჯვება ვოლგოგრადში

ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ ვითიბი ლიგაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ყაზანელებმა ბოლგოგრადში ადგილობრივი „კრასნი ოკტიაბრი“ 78:69 დაამარცხეს.

ქართველმა ფორვარდმა 12:7 წუთი ითამაშა და 3 ქულასთან ერთად 2 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანიკიძემ 2 ჯარიმა მიიღო და ბურთიც ამდენჯერვე დაკარგა. ვიქტორმა ბოლგოგრადელთა კალათს ერთხელ შეუტია და შორეული ტყორცნა მიზანში გაარტყა.

8 მოგება, 4 წაგება და ცხილში მე-4 ადგილი – ესაა ყაზანელთა მიმდინარე შედეგი. ვითიბი ლიგაში სანიკიძის გუნდი მორიგ მატჩს 12 იანვარს, ტალინში, „კალევთან“ დამართავს.

gbf.ge

სანიკიძის “უნიკსმა” ვითიბილიგაზე მე-9 გამარჯვება იზეიმა

ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ ვითიბი ლიგაში იოლი გამარჯვება მოიპოვა. ყაზანელებმა „ენისეის“ უმასპინძლეს და დიდი სხვაობით –  107:74 იმარჯვეს.

სამწუხაროდ, ქართველ ფორვარდს დიდ ხანს არ უთამაშია. სანიკიძე მოედანზე 9:50წუთს იმყოფებოდა, რა დროშიც 1 ქულა და 1 მოხსნა მიითალა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი კი ააცილა.

ყაზანელებს 22 ქულით ნიკოს ზისისმა ულიდერა, 18 ქულა კიტ ლანგფორდმა მოაგროვა, ხოლო ვალერი ლიხოდეის  ანგარიშზე 16 დაგროვდა.

9 გამარჯვებითა და 1 მარცხით „უნიკსი“ცხრილის მე-3 საფეხურზე იმყოფება. მორიგი მატჩი ყაზანელებს 22 დეკემბერს, სტუმრად „ხიმკისთან“ ელით.

gbf.ge

სანიკიძის “უნიკსმა” იტალიაში გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლა თითქმის გაინაღდა

ვიქტორ სანიკიძის „უნიკსმა“ ევროლიგაში მიჯრით მე-3 გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან გასვლის შანსები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. ყაზანური გუნდი იტალიაში, „დინამო სასარის“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 72:68 დაამარცხა.

გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ამერიკელმა დორ ფიშერმა, რომელმაც 37 წუთში 23 ქულა, 15 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. 14 ქულა მოაგროვა ჯეიმს უაიტმა, ხოლო კურტის ჯერელსმა რუსულ კლუბს 11 ქულა მიაშველა.

ქართველი ლეგიონერი სათადარიგო იყო და მოედანზე 2:11 წუთით გამოჩნდა. სანიკიძეს ამ მცირე დროში არც ერთი სტატისტიკური მონაცემი არ მიუთვლია, თუმცა დაცვაში კარგად ირჯებოდა.

4 მოგებითა და 4 მარცხით „უნიკსი“ „ა“ ჯგუფში მე-3 ადგილზეა და დარჩენილ 2 ტურში 1 გამარჯვებაც ჰყოფნის, ჯგუფიდან გამსვლელ ოთხეულში მოხვედრა რომ გაინაღდოს. მომდევნო მატჩს სანიკიძის გუნდი 12 დეკემბერს ყაზანში კაუნასის „ჟალგირისთან“ ჩაატარებს.

 

ჯგუფი

მოგება

წაგება

ბურთების

შეფარდება

+/-

რეალი

6

2

700

647

53

ეფესი

6

2

592

541

51

უნიკსი

4

4

604

583

21

ჟალგირისი

4

4

574

557

17

ნიჟნი ნოვგოროგი

3

5

621

688

-67

დინამო სასარი

1

7

621

696

-75

 

gbf.ge