ვან გაალმა, ვიქტორ ვალდესი სარეზერვო გუნდში თამაშს გააგრძელებსო

„მანჩესტერ იოუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის ლუი ვან გაალის თქმით, მეკარე ვიქტორ ვალდესი მანჩესტერელთა მეორე გუნდში თამაშს გააგრძელებს.

„როდესაც ნახევარ წელიწადზე მეტს ვერ თამაშობ, პირველ რიგში, თავი უფრო დაბალ დოენზე უნდა გამოიჩინო. ვიქტორმა ეს მეორე გუდნთან ერთად უნდა გააკეთოს. მსგავსი სიტუაცია ეშლი იანგთანაცაა. ვფიქრობ, ეს ნორმალური პროცესია“, – ციტირებს ჰოლანდიელ სპეციალისტს „Reuters“-ი.

33 წლის ესპანელი იანვარში „წითელ ეშმაკებში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, ძირითადი გუნდის შემადგენლობაში კი ჯერ არ უთამაშია.

ვიქტორ ვალდესი მოედანს დაუბრუნდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერმა ვიქტორ ვალდესმა გასული წლის მარტის თვეში მიღებული მუხლის უმძიმესი ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა.

ესპანელმა მეკარემ “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ვალდესმა შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე გოლი კი გაუშვა, თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებმა აღნიშნულ მატჩში ორი ბურთის გატანა შეძლეს და შეხვედრა მათი გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ესპანელმა მეკარემ მატჩი სრულად ჩაამთავრა.

 

ოფიციალურად: ვალდესი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ესპანელ კიპერ ვიქტორ ვალდესთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებს შორის 18-თვიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც მოგვიანებით შესაძლოა, ერთი წლით კიდევ გახანგრძლივდეს.

როგორც მოგეხსენებათ, ვალდესმა “ბარსელონა” 2014 წლის ზაფხულში დატოვა. შესაბამისად, ის “წითელ ეშმაკებს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში 32 წლის მეკარე “მანჩესტერ იუნაიტედში” მარჯვენა მუხლზე გადატანილი მძიმე ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადიოდა.

 

„The Times“-ი: ვალდესმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გააფორმა

გამოცემა „The Times“-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ ყოფილმა მეკარემ ვიქტორ ვალდესმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გააფორმა.

როგორც ცნობილია, შეთანხმება 2016 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.

ბოლო თვეების განმავლობაში ვალდესი სწორედ „წითელ ეშმაკებთან“ ერთად“ ვარჯიშობდა.

შეგახსენებთ, რომ ვალდესი ამჟამად თავისუფალი აგენტია. ბოლოს ესპანეთს ნაკრების ერთ-ერთმა მეკარემ 2014 წლის 26 მარტს ითამაშა.

ვიქტორ ვალდესი „იუვენტუსში“?

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ევროპული პრესა ვიქტორ ვალდესის „მანჩესტერ იუნაიტედში“ შესაძლო გადასვლაზე წერს, „Sky Italia“-ს ვარაუდით, თავად მეკარე ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობას დაუკავშირდა.

32 წლის გოლიპერი მიმდინარე სეზონში „ბიანკონერიში“ გადასასვლელად მზადაა.

ამჟამად „ბარსელონას“ ყოფილი კარის დარაჯი თავისუფალი აგენტია. ბოლოს იგი ფორმის შესანარჩნებლად სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვარჯიშობდა.

ვალდესი ”ლა ლიგის” ისტორიაში საუკეთესო მეკარეა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS) ესპანურმა ფილიალმა (CIHEFE) ”ლა ლიგის” ისტორიაში ყველა მეკარის მონაცემები შეისწავლა. მათ ესპანეთის საუკეთესო მეკარედ ვიქტორ ვალდესი დაასახელეს.

ისტორიისა და სტატისტიკის ესპანეთის ფედერაციამ 1928 წლიდან დღემდე ”ლა ლიგაში” მოთამაშე 790 მეკარის სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნეს. ანალიზი მოიცავდა გაშვებული გოლს, მოგებული ტიტულების რაოდენობას, ზედიზედ კარის მშრალად შენახვასა და მოგებული სამორას ჯილდოების რაოდენობას.

ვალდესმა გუნდის შემადგენლობაში 387 მატჩი ჩაატარა. იგი თამაში საშუალოდ 0.832 გოლს უშვებდა. ”ბარსასთან” ერთად, მან 20 ტიტული მოიგო, კარი მშრალად ზედიზედ 7-ჯერ შეინახა. სამორას ჯილდოების რაოდენობამ კი  5-ს შეადგინა.

ვალდესთან ერთად, საუკეთესოთა შორის მოხვდა “ბარსელონას” ლეგენდარული ვეტერანი მეკარე ანდონი სუბისარეტა. მან  სიაში მე-17 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება “რეალის” კაპიტანს, იკერ კასილასი  მე-20 ადგილზე გავიდა.

ყურადღება! აღნიშნული სტატია გამოქვეყნებულია ჩვენი მომხმარებლის მიერ პირდაპირ, რედაქციის ჩარევისა და ჩასწორებების გარეშე.

ვალდესი კონტრაქტის გაფორმებას მანჩესტერთან აპირებს

მეკარე ვიქტორ ვალდესს უახლოეს მომავალში კონტრაქტის გაფორმება “მანჩესტერ იუნაიტედთან” სურს.

ესპანური პრესის ცნობით, მეკარე წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს. კონტრაქტით გათვალისწინებულ დარჩენილ თანხას კი ვალდესს “მონაკო” გადაუხდის, რომელამც სეზონსი წინ ფეხბურთელს ხელშეკრულება ცალმხრივად გაუწყვიტა.

ვიქტორ ვალდესი „მანჩესტერ იუნატედიდან“ წავიდა

„ბარსელონას“ ყოფილმა მეკარემ ვიქტორ ვალდესმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ერთად ვარჯიში შეწყვიტა.

როგორც ცნობილია, 32 წლის მეკარე მანჩესტერელებთან კონტრაქტს არ გააფორმებს. ვიქტორი უკვე ესპანეთში დაბრუნდა, სადაც ვარჯიშს გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად გამოცდილი გოლკიპერი თავისუფალი აგენტია.

დე ხეა: „ვალდესი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჩემს შესაცვლელად არ მოსულა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარის დავიდ დე ხეას თქმით, „ბარსელონას“ ყოფილი გოლკიპერი ვიქტორ ვალდესი „წითელი ეშმაკების“ რიგებში მის შესაცვლელად არ ვარჯიშობს.

„დიახ, ჩემი კონტრაქტი 2016 წელს იწურება, თუმცა კლუბმა ვალდესი ამ მიზეზით არ მოიწვია. ვიქტორს სერიოზული ტრავმა ჰქონდა, მას არც ისე ადვილი პერიოდი აქვს, ვან გაალი კი მას კარგად იცნობს. ჩვენი მწვრთნელი ვალდესს ფორმის აღდგენის საშუალებას აძლევს“, – განაცხადა დე ხეამ.

ვალდესი: „ოპტიმალური ფორმა თითქმის დავიბრუნე“

„ბარსელონას“ ყოფილმა მეკარემ ვიქტორ ვალდესმა, რომელიც ტრავმის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში ვარჯიშობს, თავისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„დღეს ჩინებული ვარჯიში მქონდა და მე თითქმის მზად ვარ.

ამ თვეების განმავლობაში თანადგომისთვის ყველას მადლობას გიხდით. ეს ძალიან დამეხმარა“, – დაწერა ვიქტორმა თავისი ტვიტერის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის გოლკიპერი ამჟამად თავისუფალი აგენტია.

ვალდესის აგენტმა ლივერპულზე ისაუბრა

ვიქტორ ვალდესის აგენტმა, ხინეს კარვახალმა, განაცხადა, რომ მის კლიენტს “ლივერპულის” წინადადებაზე უარი კლუბის მიერ შემოთავაზებული სინჯების გამო არ უთქვამს.

გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპულში” ვალდესს კონტრაქტის გაფორმებამდე რამდენიმე ვარჯიშის ჩატარება შესთავაზეს, სადაც მის ამჟამინდელ მდგომარეობას დააკვირდებოდნენ. თუმცა, აგენტმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.

“არც ბრენდან როჯერს და არც “ლივერპულს” მსგავსი წინადადება არ გაუკეთებია. ეს სიცრუეა” – განაცხადა კარვახალმა.

შეგახსენებთ, ვალდესი “ბარსელონადან” თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოვიდა, თუმცა მუხლის ტრავმის გამო გამოცდილმა კიპერმა ახალი გუნდი ჯერჯერობით ვერ მოძებნა.

ვალდესის მომავალი დღეს გაირკვევა

“ბარსელონას” ყოფილი გოლკიპერი ვიქტორ ვალდესი, შესაძლოა, დღეს “ლივერპულის” ფეხბურთელი გახდეს. ბრიტენული პრესისი ცნობით მერსისაიდელები “ბაიერნში” წასული პეპე რეინას შემცვლელს ეძებენ.

ტრანსფერი განხორციელება 32 წლის ვალდესისი ფიზიკურ კონდიციებზეა დამოკიდებული. გააფორმებს თუ არა ესპანელი მეკარე კონტრაქტს, სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ვალდესი, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, კონტარქტის გაფორმებას “მონაკოსთან” ცდილობდა, თუმცა საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონთან პრობლემები სწორედ სამედიცინო შემოწმებას მოჰყვა.