“ჯენოას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, მატია პერინი “იუვენტუსში” ითამაშებს. 25 წლის მეკარე დღეს ჩავიდა ტურინში, სასტუმროში დაბინავდა და ხვალ კონტრაქტს ხელს მოაწერს. ჯერჯერობით, უცნობია, რა თანხა დაუჯდა იტალიელი “ბებერ ქალბატონს”.
პერინი ჯენოას აღზრდილია. ის 2010 წლიდან თამაშობს მთავარ გუნდში, თუმცა 2011-2013 წლებში თითო-თითო სეზონი “პადოვასა” და “პესკარაში” გაატარა. მან წინა სეზონში სერია ა-ს 38 მატჩიდან 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ მეკარის ტრანსფერი დაკავშირებულია ჯანლუიჯი ბუფონის “იუვედან” წასვლასთან. როგორც გუნდის ხელმძღვანელობამ განაცხადა, მომავალ სეზონში მთავარი კარის დარაჯი ვოიცეხ შჩესნი იქნება. პერინი კი მისი შემცვევლის როლს შეასრულებს.