ოფიციალურად: ლუის გუსტავო ამიერიდან “მარსელში” ითამაშებს

გერმანული “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი, ლუის გუსტავო კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს. ამ ინფორმაციას გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, 29 წლის ბრაზილიელი გარემარბის ტრანსფერში “მარსელმა” სულ რაღაც 10 მილიონი ევრო გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ ლუის გუსტავო აქამდე “ჰოფენჰაიმისა” და “ბაიერნის” ღირსებასაც იცავდა. ის ბუნდესლიგის რეკორდსმენია გაძევებების მხრივ.

ედინ ჯეკო გერმანიაში ბრუნდება

ევროპულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, იტალიური “რომას” თავდამსხმელი, ედინ ჯეკო უკან, გერმანულ ბუნდესლიგაში ბრუნდება.

როგორც ცნობილი ხდება, ჯეკოს, რომელმაც გასულ სეზონში 29 გოლის გატანა შეძლო იტალიის სერია ა-ში, თავად სურს “ვოლფსბურგში” გადაბარგება.

“მანჩესტერ სიტის” ყოფილმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 111 მატჩში 66 გოლის გატანა შეძლო, სანამ “ვოლფსბურგს” 2011 წელს დატოვებდა.

“სულ რაღაც 31 წლის ვარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ,” – აცხადებს ჯეკო.

“მილანმა” რიკარდო როდრიგესის ტრანსფერი შეათანხმა

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იტალიური “მილანის” ხელმძღვანელებმა “ვოლფსბურგის” კუთვნილებაში მყოფი რიკარდო როდრიგესის ტრანსფერი შეათანხმეს.

როგორც ცნობილი ხდება, 24 წლის მარცხენა მცველის ტრანსფერზე მოლაპარაკებები რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა, სატრანსფერო ფასად კი 18 მილიონი ევრო სახელდება.

SportItalia-ს ცნობით, როდრიგესის კონტრაქტში მის გამოსასყიდ ტანხად 22 მილიონი ევრო იყო მითითებული, თუმცა გერმანელები ამ შემთხვევაში დათმობაზე წავიდნენ.

“ბაიერნი” გერმანიის ჩემპიონია! (ვიდეო)

გერმანიის ჩემპიონატის 31-ე ტურში “ვოლფსბურგმა” “ბაიერნი” მიიღო.

მატჩი ბავარიელთა უპირატესობით წარიმართა. მე-19 წუთზე დავიდ ალაბამ ანგარიში გახსნა. 36-ესა და 45-ე წუთებზე გატანილი გოლებით, რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა.

მეორე ნახევარში 66-ე წუთზე არიენ რობენმა ოთხამდე გაზარდა სხვაობა. მე-80 წუთზე თომას მიულერის ჯერი დადგა. ხოლო, 85-ეზე ჯოშუა კიმიხმა მეექვსე გოლიც გაიტანა.

საბოლოოდ, 0-6.

“ვოლფსბურგელთა” განადგურების შემდეგ, “ბაიერნს” 73 ქულა დაუგროვდა, მეორეადგილოსან “ლაიფციგს” მთელი ათი ქულით გაასწრო და ბუნდესლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონი გახდა!

მატჩის მიმოხილვა

 

ოფიციალურად: “ვოლფსბურგბა” დრაქსლერის შემცვლელი გაიფრომა

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გერმანულმა “ვოლფსბურგბა” იულიან დრაქსლერი “პსჟ”-ში 30 მილიონ ფუნტად გაყიდა.

ცოტა ხნის წინ დადასტურდა, რომ ბუნდესლიგის კლუბმა დრაქსლერის შემცვლელი შეიძინა. საქმე ეხება 24 წლის ნახევარმცველს, იუნუს მალის, რომელიც 2011 წლიდან “მაინცში” ირიცხებოდა. ეს მოთამაშე ყოველ წელს, უფრო და უფრო, იზრდება. მან შარშან ბუნდესლიგაში 34 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. ხოლო, მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში, 16 თამაშში 6-ჯერ მოახერხა მეტოქის დამწუხრება.

 

მალიში “ვოლსფბურგმა” 12.5 მილიონი ევრო გადაიხადა. 24 წლსი სპორტსმენი გერმანულ გუნდში ათნომრიან ფორმას მიიღებს.

დრაქსლერისთვის, “არსენალთან” ერთად, “პსჟ”-ც იბრძოლებს

Le Parisien-ი იტყობინება, რომ “პსჟ”-ს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე “ვოლფსბურგის” ფეხბურთელი, იულიან დრაქსლერი იქნება.

გერმანელი შემტევი 2014 წლის ზაფუხლზე გადავიდა “შალკედან” ნახსენებ კლუბში 35 მილიონ ევროდ, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა. 23 წლის ფეხბურთელმა გასულ ორ წელში რეგრესი განიცადა. თუ მასში ერთი წლის წინ 70 მილიონს იხდიდნენ, ახლა ფრანგული კლუბი, მხოლოდ და მხოლოდ, 30 მილიონ ევროს ჩამოდის.

პარიზელები მზად არიან, რომ ხესე როდრიგესი “რომაში” გაუშვან, თუ გერმანელის შეძენას მოახერხებენ.

“პსჟ”-ს ხელს “არსენალი” შეუშლის, რომელსაც დრაქსლერი უკვე, დიდი ხანია, უნდა.

ოფიციალურად: “ვოლფსბურგმა” მარიო გომესი დაიმატა

გერმანულმა “ვოლფსბურგმა” მარიო გომესის ტრანსფერი განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ, გერმანული კლუბის ოფიციალური გვერდი გვატყობინებს.

გერმანელი თავდამსხმელი, რომლის გადაბირებაც “ვოლფსბურგს” დაახლოებით 7 მილიონი ევრო დაუჯდება, 2013 წელს გადაბარგდა “ფიორენტინაში”, თუმცა გასული სეზონი მან “ბეშიქთაშის” რიგებში გაატარა.

გომესმა სუპერ ლიგის 33 მატჩში 26 გოლის გატანა მოახერხა, რითიც მან თურქული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა.

“ვოლფსბურგმა” “იუვენტუსს” ძაძას ტრანსფერის თაობაზე ახალი შეთავაზება გაუგზავნა

Sky Sport Italy-ს ცნობით, “ვოლფსბურგმა” “იუვენტუსს” სიმონე ძაძას ტრანსფერის თაობაზე ახალი შეთავაზება გაუგზავნა – გერმანული კლუბი მზადაა 25 მილიონი ევრო გადაუხადოს “ბებერ ქალბატონს” იტალიელის სანაცვლოდ.

ჯანლუკა დი მარციო გვამცნობს, რომ გერმანელები კარგა ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ ძაძას. თურმე, “მგლები” მზად არიან წელიწადში 4.5 მილიონი ევრო გადაუხადოს იტალიელ ფეხბურთელს.

იტალიაში არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ძაძას ტრანსფერში “ვოლფსბურგის” ნახევარმცველი, ლუის გუსტავოც ჩაერთოს.

ოფიციალურად: “ვოლფსბურგმა” კუბა ბლაშიკოვსკი დაიმატა

გერმანული “ვოლფსბურგის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კუბა ბლაშიკოვსკის ტრანსფერი დაადასტურა. პოლონელმა ფეხბურთელმა “მგლებთან” 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ბლაშიკოვსკიმ გასული სეზონი “ფიორენტინაში” გაატარა, სადაც ის განათხოვრებული იყო. ზაფხულში ის კვლავ “ბორუსიაში” დაბრუნდა, თუმცა ანდრე შურლეს მოსვლის შემდეგ, “სიგნალ იდუნა-პარკზე” 30 წლის პოლონელის ადგილი არ მოიძებნა.

კუბა “ვოლფსბურგის” რიგით მეშვიდე შენაძენი გახდა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

ოფიციალურად: შურლე დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელია!

დიდი ხანია იწერება შურლეს დორტმუნდულ გუნდში გადასვლის შესახებ…

სულ ცოტა ხნის წინ დორტმუნდის “ბორუსიას” ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ანდრე შურლე “ვოლფსბურგიდან” მათ რიგებში გადავიდა. 25 წლის მოთამაშემ 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის სხვა დეტალები არაა საჯარო.

აქვე გეტყვით, რომ სხვადასხვა დროს შურლე “მაინცის”, “ლევერკუზენის”, “ჩელსისა” და “ვოლფსბურგის” რიგებში გამოდიოდა. მან “ბუნდესლიგაში” 174 მატჩში 48 გოლი გაიტანა. გერმანიის ეროვნულ ნაკრებში კი ჩაატარა 55 შეხვედრა და 20-ჯერ გამოიჩინა თავი.

25 წლის მოთამაშე ბოლო ორ დღეში, გიოტცეს შემდეგ, უკვე მეორე შენაძენია დორტმუნდელთათვის.

“ვოლფსბურგმა” ძაძას დაადგა თვალი

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “ვოლფსბურგს” შეტევის გაძლიერება სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი. გერმანული კლუბის მთავარი სამიზნე “ალკმარიის” ყოფილი ფეხბურთელი, ვინსენტ იანსენი იყო, თუმცა მან “ვოლფსბურგს” ინგლისური “ტოტენჰემი” ამჯობინა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელის დაკარგვის შემდეგ, “ბუნდესლიგის” ბინადრის მესვეურები “იუვენტუსის” მოთამაშით, სიმონე ძაძათი ინტერესდებიან. რა თანხა შესთავაზა “ვოლფბურგის” ხემძღვანელობამ “იუვენტუსს”, ეს უცნობია, მაგრამ ინტერესი ძაძას მიმართ გერმანული გუნდის სპორტულმა დირექტორმაც დაადასტურა.

აქვე გეტყვით, რომ 25 წლის ფეხბურთელს 2020 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი “ბებერ ქალბატონთან”.

ფრანგული პრესა: იულიან დრაქსლერისთვის ბრძოლაში “ლივერპულიც” ჩაერთო

საფრანგეთში გავრცელებული ცნობების თანახმად, “ლივერპული” ერთ-ერთია იმ ინგლისურ კლუბთაგან, რომლებიც გერმანელი ვინგერის, იულიან დრაქსლერის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი.

დრაქსლერი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მართლაც რომ ბრწყინვალედ გამოიყურება. მისი ასეთი ასპარეზობა კი შეუმჩნევლად არ დარჩენია “მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელმაც უკვე გაუგზავნა გერმანულ “ვოლფსბურგს” შეთავაზება.

რაც შეეხება ლონდონურ “არსენალს”, არსენ ვენგერი 22 წლის შემტევის გადაბირებას გასულ წელსაც ცდილობდა, თუმცა დრაქსლერმა “მეთოფეთა” რიგებში თამაშს “მგლების” წევრობა ამჯობინა.