გერმანიის თასს “ვოლფსბურგი” დაეუფლა

გერმანიის თასის ფინალურ შეხვედრაში “ვოლფბურგმა” “დორტმუნდი” დაამარცხა. იურგენ კლოპის შეგირდებმა 1:3 წააგეს და მწვრთნელსი ტიტულით გაცილება ვერ შეძლეს.

არადა, დორტმუნდელებმა საკმაოდ კარგად დაიწყეს და მე-5 წუთზე ობამეიანგის გოლით იგებდნენ კიდეც, თუმცა 38-ე წუთისთვის უკვე 3 გოლის გაშვება მოასწრეს. “ბორუსიას” კარი ლუის გუსტავომ, დე ბრეინემ და ბასტ დოსტმა დალაშქრეს.

მეორე ნახევარში ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა და “ვოლფსბურგმა” სეზონის ტიტულით დაასრულა, “ბორუსიას” კი ევროპის ლიგის საგზური ერგო.

დე ბრუინე: „სანამ მოურინიო „ჩელსიშია“, იქ დაბრუნება არ მსურს“

„ვოლფსბურგის“ ნახევარმცველს კევინ დე ბრუინეს პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს თავკაცობით მუშაობა არ სურს. შუახაზელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა.

„სანა მოურინიო „ჩელსიში“ მუშაობს, იქამდე ამ კლუბში დაბრუნება არ მსურს“, – აღნიშნა ბელგიელმა.

ცნობისთვის, დე ბრუინე ბუნდესლიგის განვლილი გათამაშების საუკეთესო ასისტენტი გახდა.

იხილეთ ასევე: „დე ბრუინეს „ბაიერნში“ თამაში შეუძლია“

დე ბრუინი ბუნდესლიგის რეკორდსმენია

“ვოლფსბურგის” ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი პუბლიკის გაოცებას კვლავ ახერხებს, საკუთარი შესაძლებლობების ხარჯზე.

23 წლის ჰავბეკს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, 33 მატჩში ათი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მან 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამდენად, კევინმა ჩამოიტოვა ზვეზდან მისიმოვიჩი(ასევე “ვოლფსბურგი”), რომელმაც რეკორდის დამყარება 2008/2009 სეზონში შეძლო.

Sky: კლევერლით “ვოლფსბურგი” ინტერესდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, რომელიც იჯარის წესით “ასტონ ვილაში” თამაშობს, “ვოლფსბურგის” სამიზნეებში გაერია.

ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

ფეხბურთელის დატოვება ბირმინგემელებსაც სურთ. 25 წლის შემტევისთვის “ევერტონი”, “ტოტენჰემი” და “სუონსიც” იბრძვის. “მანჩესტერი” დათანხმდება იმ წინადადებას, რომელიც ყველაზე სარფიანი იქნება.

მიმდინარე სეზონში, კლევერლიმ პრემიერ ლიგაში 29 მატჩი ჩაატარა, სადაც სამი გოლი გაიტანა და ექვსი ყვითელი ბარათი მიიღო.

ოფიციალურად: „ბორუსიას“ თავდამსხმელი „ვოლფსბურგში“ გადადის

მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ თავდამსხმელი მაქს კრუზე ზაფხულში „ვოლფსბურგის“ შემადგენლობაში გადაბარგდება. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა.

ცნობისთვის, 27 წლის ფეხბურთელთან თანამშრომლობა ასევე „შალკეს“ სურდა.

შეგახსენებთ, რომ კრუზე „ბორუსიაში“ 2013 წელს „ფრაიბურგიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგის 27 მატჩში კრუზემ 11 გოლი გაიტანა.

“ვოლფსბურგში” გიუნდოგანისადმი ინტერესს არ ადასტურებენ

“ვოლფსბურგის” სპორტული დირექტორი, კლაუს ალოფსი პრესაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც ვოლფსბურგელები “დორტმუნდიდან” ილკაი გიუნდოგანის გადაბირებას აპირებდნენ.

“ეს უბრალოდ გამოგონილი ამბავია” – განაცხადა ალოფსმა და დაამატა, რომ ვოლფსბურგელები გერმანიის ნაკრების მოთამაშისადმი ინტერესს არ იჩენენ.

“ჰანოვერის” ფეხბურთელმა “ვოლფსბურგს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

2 მაისს, გერმანიის ბუნდესლიგაში, “ვოლფსბურგსა” და “ჰანოვერს” შორის გამართულ მატჩში (2:2), სალიფ სანემ მასპინძლებს შესანიშნავი გოლი გაუტანა.

შურლე: “ვოლფსბურგი-ნაპოლი ნაადრევი ფინალია”

“ვოლფსბურგის” ნახევარმცველმა, ანდრე შურლემ ევროპა ლიგის 1/4 ფინალური მატჩი შეაფასა, სადაც “მგლები” “ნაპოლის” დაუპირისპირდებიან.

“ვფიქრობ, ვოლფსბურგი-ნაპოლი ნაადრევი ფინალია, რადგან ტურნირზე დარჩენილი ორი ყველაზე ძლიერი გუნდი ერთმანეთს ამ სტადიაზე დაუპირისპირდება,”-განაცხადა შურლემ Gazzetta dello Sport-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

“სან-პაოლოზე თამაში რთული იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ სტადიონზე საოცარი ატმოსფეროა. იგუაინს უნდა ვუფრთხეთ, რადგან მეტოქის თავდასხმის ხაზში, იგი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია”.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ამ ორ გუნდს შორის გერმანიაში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:05-ზე დაიწყება.

ჩიჩარიტო, შესაძლოა, „ვოლფსბურგში“ გადავიდეს

26 წლის თავდამსხმელის ხავიერ ერნენდესის მადრიდის „რეალში“ წარუმატებელი მოღვაწეობა მის სხვა კლუბში გადასვლის შანსებს ზრდის.

ასე გერმანული გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, მექსიკელის შეძენის დიდი სურვილი „ვოლფსბურეგის“ ხელმძღვანელობას აქვს. დიდი ალბათობით, ზადხულში ჩიჩარიტო „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდება, რის შემდეგაც „წითელი ეშმაკები“ მის სხვა კლუბში გაშვებაზე იფიქრებენ.

მიმდინარე სეზონში პრიმერაში ერნანდესმა 13 მატჩი ჩაატარა, აქედან პირველი წუთებიდან მან მხოლოდ ერთი შეხვედრა დაიწყო. მისი მონაგარი ამჟამად სამ გოლსა და ერთ შედეგიან პასს შეადგენს.

ბენიტესი: „წინ საინტერესო დაპირისპირება გველის“

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ევროპის ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ იტალიური კლუბი „ვოლფსბურგს“ შეხვდება.

„ჩვენ ერთ-ერთი ძლიერი მეტოქე შეგვხვდა. რა თქმა უნდა, „ვოლფსბურგი“ ტურნირის ფავორიტებს შორისაა, რაც „ინტერთან“ 1/8 ფინალში დაამტკიცა. ბუნდესლიგაში ეს გუნდი მეორე ადგილს იკავებს და ცოტა ხნის წინ „ბაიერნი“ დაამარცხა. წინ ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის. საკუთარი ძალების გვჯერა და შემდეგ ეტაპზე გასვლა გვსურს, მიუხედავად იმისა, რომ მიზნის მიღწევა რთული იქნება“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.

“მანჩესტერ სიტი” იაია ტურეს გასაყიდად ემზადება

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” იტყობინება, რომ “მანჩესტერ სიტი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იაია ტურეს გასაყიდად მზად არის.

“ქალაქელები” 31 წლის კოტ დივუარელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ იაია ტურეს მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენს მილანის “ინტერი”. “მანჩესტერ სიტის” სურს, რომ კოტ დივუარელის ნაცვლად კლუბში “ვოლფსბურგის” 23 წლის ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი მიიყვანოს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში იაია ტურემ 22 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ბენდტნერს ოფიციალურად ლორდის ტიტული მიენიჭა

დანიურმა ჟურნალმა „SE og HOR“-მა „ვოლფსბურგის“ თავდამსხმელ ნიკლას ბენდტნერს ლორდის ტიტული ოფიციალურად მიანიჭა და სიმბოლურად შოტლანდიის გლენკო ვუდში მიწის ერთი კვადრატული ფუტი აჩუქა.

„ჩვენ სერტიფიკატი ვნახეთ. ნიკლასს ეს სახალისო იდეა მომეწონა. საბუთები უკვე გამოგვიგზავნეს. კარგია, რომ მას მიწა ასეთ ეკოლოგიურად სუფთა ადგილას აჩუქეს“, – განაცხადა ბენდტნერის აგენტმა ელიზა ლიკემ.

ცნობისთვის, დანიელ ფეხბურთელს „ლორდი“ გულშემატკივრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეარქვეს.

1437205