რა გაუკეთა “აუგსბურგის” ფეხბურთელმა კევინ დე ბრუინს?

5 ოქტომბერს, გერმანიის ბუნდესლიგაში “ვოლფსბურგსა” და “აუგბურგს” შორის გამართულ მატჩში, ტობიას ვერნერმა კევინ დე ბრუინის წინააღმდეგ უცნაურად იმოქმედა

კევინ დე ბრუინის ულამაზესი გოლი “ლილის” კარში

2 ოქტომბერს, ევროპის ლიგის გათამაშებაში, “ვოლფსბურგსა” და “ლილს” შორის გამართულ მატჩში კევინ დე ბრუინმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.

“ვოლფსბურგის” ფეხბურთელის კურიოზული აცილება

მიუნხენის “ბაიერნსა” და “ვოლფსბურგს” შორის გამართულ მატჩში, ჯუნიორ მალანდამ ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა ვერ მოახერხა.

ვოლფსბურგი დესტროში 22 მილიონს იხდის

“ვოფლსბურგი” “რომას” ფორვარდის მატია დესტროს გადაბირებითაა დაინტერესებული.

გერმანული კლუბი მზად არის იტალიელში 22 მილიონი ევრო გადაიხადოს. შეგახსენებთ, რომ “რომამ” 20 მილიონიან წინადადებაზე უარი განაცხადა.

სერია A-ს გასულ სეზონში დესტრომ 20 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლის გატანა მოახერხა.

 

„ვოლფსბურგმა“ ტორესის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო

„ჩელსის“ თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი გერმანული „ვოლფბსბურგის“ ხელმძღვანელობის ინტერესთა სფეროში მოხვდა.

„Sky Italia“-ს ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კლუბის წარმომადგენლები ესპანელის აგენტს დაუკავშირდნენ.

ამჟამად გერმანულ კლუბს ფორვარდი სჭირდება. აქამდე „ვოლფსბურგის“ მენეჯერები ალვარო მორატას, მარიო მანჯუკიჩისა და რომელუ ლუკაუს კანდიდატურებსაც განიხილავდნენ, თუმცა სამივე ამ მოთამაშემ სხვა კლუბში გადასვლა ამჯობინა.

აქვე შეგახსენებთ, არც ისე დიდი ხნის წინ ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ტორესი სხვა კლუბში მიმდინარე ზაფულს არ გადავა.

ლუკაკუ ვოლფსბურგში სურთ

“ვოლფსბურგის” სპორტულმა დირექტორმა კლაუს ალოფსმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ბელგიის ნაკრების ფორვარდით რომელუ ლუკაკუთი დაინტერესდა. თუმცა ალოფსმა ისიც განაცხადა, რომ “ჩელსის” 21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასს მისი კლუბის ვერ გასწვდება.

“ლუკაკუს გადაბირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვახერხებთ, თუ მისი სატრასნფერო ფასი დაიწევს. ძლიერი ფორვარდი გვჭირდება, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ თავს ვიკავებთ. ყველაფერი მუნდიალის შემდეგ გაირკვევა” – განაცხადა ალოფსმა.

შეგახსენებთ, გასული სეზონი ლუკაკუმ “ევერტონში” გაატარა და 15 გოლის გატანა მოახერხა.

პოლაკი ნიურნბერგს დაუბრუნდა

“ნიურნბერგის” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კლუბს 33 წლის იან პოლაკი დაუბრუნდა.

ჩეხი ნახევარმცველი “ნიურნბერგში” მომდევნო სეზონს გაატარებს. გასული წელის პოლაკმა “ვოლფსბურგში” გაატარა.

2005-2007 წლებში პოლაკმა “ნიურნბერგის” შემადგენლობაში ბუნდესლიგაში 62 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. მოგებული აქვს გერმანიის თასი (2007).

აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის შედეგების მიხედვით “ნიურნბერგი” ბუნდესლიგას დაემშვიდობა და მომდევნო საფეხბურთო წელს მეორე ბუნდესლიგაში დაიწყებს.

დიეგო: ვოლფსბურგის წარმატება მახარებს

“ვოლფსბურგის” ყოფილი ნახევარმცველი დიეგო, რომელიც ამჯამად მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას იცევს კმაყოფილებას გამოთქვამს გერმანული კლუბის წარმატებული ტამაშის გამო. შეგახსენებთ, რომ დიტერ ჰეკინგის შეგირდებმა ბუნდესლიგა მეხუთე პოზიციაზე დაასრულეს.

“მიხარია, რომ გუნდი ევროპა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას. “ვოფლსბურგის” წარმატება არ მიკვირს. გუნდში მყოფი ფეხბურთელები ნამდვილი პროფესიონალები არიან. მეხუთე პოზიცია, სწორედ ის მიზანია, რომელსაც “ვოფლსბურგმა” სეზონის დაწყებამდე დაისახა. ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ამ წარამტებაში ჩემს წვლილსაც ვგრძნობ” – განაცხადა დიეგომ.

ვოლფსბურგი როდრიგესის გაშვებას არ აპირებს

21 წლის რიკარდო როდრიგესის დამაჯერებელი თამაშით რამდენიმე ინგლისური კლუბი დაინტერესთა, თუმცა “ვოლფსბურგი” წამყვანი მცველის გასხვისებას არ აპირებს.

“როდრიგესის თამაშით კმაყოფილები ვართ. რა თქმა უნდა მას ახალ კონტრაქტს შევთავაზებთ” – განაცხადა “მგლების” მენეჯერმა კლაუს ალოფსმა.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში შვეიცარელმა 31 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ოლიჩმა შესაძლოა ,,ვოლფსბურგი” დატოვოს

შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 34 წლის ვეტერანი ახლოს იყო სტოკში გადასვლასთან, მაგრამ კლუბმა დატოვება გადაწყვიტა. ოლიჩს ისევ უნდა კლუბის შეცვლა.

,,მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მინდა შემდეგ სეზონშიც ,,ვოლფსბურგში” ვითამაშო. უკვე მოლაპარაკება მაქვს დაწყებული რამოდენიმე კლუბთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩემით”. – განაცხადა ხორვატმა უცხოურ პრესასთან ინტერვიუში.

ბუნდესლიგის ამ სეზონში ივიცა ოლიჩმა ,,ვოლფსბურგის” მაისურით 20 მატჩი გამართა, 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

საფეხბურთო უიკენდის ტოპ-10

“ოქროს ბურთი” მადრიდში, მატა მანჩესტერში, ბუნდესლიგის დაბრუნება და საფეხბურთო უიკენდის სხვა საინტერესო მოვლენები ჩვენს ტოპ-10-ში.

 

მატა მანჩესტერში

კვირას, 26 იანვარს “მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალურად დაადასტურა ხუან მატას ტრანსფერი ლონდონის “ჩელსიდან”. აღნიშნული ტრანსფერი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია. ესპნელში მანჩესტერელებმა 37,1 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.
“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოურინიოს დანიშნვის შემდეგ, მატამ ლიდერის როლი დაკარგა და მეორე პლანზე გადავიდა, რაც ამ დონის მოთამაშისთვის საკმაოდ რთულია.

რონალდუს ექსპოზიცია

რონალდუმ “გრანადასთან” გამართული მატჩის დაწყებამდე “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილ გულშემატკივარს “ოქროს ბურთი” წარუდგინა.

პრესტიჟულ ჯილოსთან ერთად სამსახსოვრო ფოტო “რეალის” სასტარტო შემადგენლობის ყველა ფეხბურთელმა გადაიღო.

პორტუგალიელმა ამ აქციით იმ გარემოებას გაუსვა ხაზი, რომ თანაგუნდელების გარეშე “ოქროს ბურთის” მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა.

ბუფონის ორმაგი სასჯელი

“იუვენტუსის” კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა “ლაციოსთან” გამართულ მატჩი წითელი ბართი 24-ე წუთზე მიიღო, როდესაც მიროსლავ კლოზეს წინააღმდეგ დაარვია თამაშის წესი რაც თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით დამთავრდა. 2011 წლის 20 თებერვლის შემდეგ ეს ბუფონის პირველი გაძევებაა. მაშინ მეკარე “ლეჩესთან” სტუმრად გამართულ მატჩი გააგდეს. “იუვემ” ის შეხვედრა 2:0 წააგო, ამჯერად კი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ბუნდესლიგის დაბრუნება

ერთთვიანი პაუზის შემდეგ განახლდა ბუნდესლიგის გათამაშება. მეთვრამეტე ტურის პროგრამა მიუნჰენგლადბახში გაიხსნა, სადაც ადგილობრივ “ბორუსიას” მოინხენის “ბაიერნი” ესტუმრა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ტურნირის სხვა ლიდერებმა ქულები დაკარგეს და “ბაიერნიც” წინ ათქულიანი ჰანდიკაპით გაიჭრა.

მესის დუმილი

“ბარსელონა” პრიმერას ლიდერობას განაგრძობს. ამჯერად კატალონიელებმა “მალაგას” სძლიეს. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ლეო მესიმ თასზე 4 გოლის გატანა მოახერხა, ჩემპიონატში კი მეტოქეთა კარის აღებას ჯერ ვერ ახერხებს. თუმცა, ამჯერად არგენტინელმა საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში, რომელიც პედრომ გამოიყენა.

აკვილანი – “ჯენოას” ჯადო

ალბერტო აკვილანიმ ბოლო დროს “ფიორენტინას” სასტარტოში ადგილი დაკარგა, თუმცა ბორხა ვალეროს ტრავმამ აკვილანის შანსი მისცა, რომლის გამოყენებაც მან მშვენივრად შესძლო. აკვილანი “ჯენოასთან” გამართული მატჩის გმირი გახდა. თუმცა, ზუსტად შესრულებული პენალტი და ორი შესანიშნავი საჯარიმო გამარჯვების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა. შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ აკვილანიმ გენუელებს პირველ წრეშიც გაუტანა.

ბლაშიკოვსკიმ სეზონი დაასრულა

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი იაკუბ ბლაშიკოვსკი ტრავმირებულია და შესაძლოა მოედანზე ნახევარი წელი ვერ გამოვიდეს. პოლონელმა ფეხბურთელმა ტრავმა “აუგსბურგთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. “სიგნალ იდუნა პარკზე” გამართულმა დაპირისპირებამ გამარვება ვერ გამოავლინა – 2:2. ბლაშიკოვსკიმ კი მოედანი მეექვსე წუთზე დატოვა.

დე ბრიუინე ისვე გერმანიაშია

“ვერდერში” წარმატებული იჯარის შემდეგ “ჩელსიმ” დე ბრიუინე “ვოლფსბურგში” 17 მილიონ ევროდ გაყიდა. “მგელბის” შემადგენლობაში ბელგიელს დებიუტი “ჰანოვერის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში ქონდა. თუმცა, 90 წუთის განმავლობაში ფეხბურთელმა ღირებული ვერაფერი ვერ შექმნა.

“მონაკო” ფალკაოს გარეშე იგებს

მიუხედავად რადამელ ფალკაოს ტრავმისა “მონაკომ” კვლავ მოიგო. მორი ტურში “მონაკომ” “მარსელი” დაამარცხა. თავი ვალერ ჟერმენმა და ემანუელ რივიერმა გაიტანეს. ამ გამარჯვებით მონაკომ 48 ქულას მოუყარა თავი და “პსჟ”-სთან ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა.

“სიტის” თავგადასავალი

“მანჩესტერ სიტიმ” ინგლისის თასზე “ოუტფორდთან” საკმაოდ დაძაბული შეხვედრა მოიგო. “ეტიჰადზე” გამართული დაპირისპირება მანჩესტერელების გამარჯვებით დასრულდა – 4:2.

პირველი ტაიმიშ შემდეგ მასპინძლები 0:2-ს აგებდნენ, თუმცა მეორე ნახევარში პელეგრინის ფეხბურთელებმა სიტუაციის გამარჯვება შესძლეს, რაც სერხიო აგუერო დამსახურებაა. არგენტინელმა ჰეთ-ტრიკის შესრულება მოახერხა.

ჭანტურიამ “ვოლფსბურგს” გაუტანა (ვიდეო)

არნემის “ვიტესმა” აბუ-დაბიში პირველი ტესტ-მატჩი ჩაატარა. ჰოლანდიური კლუბი გერმანულ “ვოლფსბურგს” დაუპირისპირდა და 3-2 დაამარცხა მეტოქე.

აღსანიშნავია, რომ “ვიტესიდან” გამარჯვების გოლი გიორგი ჭანტურიამ 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.

გურამ კაშიამ პირველი ტაიმი ითამაშა, ხოლო ჭანტურიამ მეორე ტაიმში ვაკო ყაზაიშვილი შეცვალა.