გერმანული “ვერდერის” კაპიტანმა, კლემენს ფრიტცმა დღეს ყველასათვის ცნობილი გახადა ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონი მის საფეხბურთო კარიერაში ბოლო იქნება.
“ტრავმის მიღების შემდეგ, ბევრი დრო მქონდა საკუთარ მომავალზე ფიქრისთვის და საბოლოო ჯამში იმ გადაწყვეტილებამდე მივედი, რომ კარიერა უნდა დამესრულებინა.
ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო “ვერდერის” მაისურის ტარება, ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება,” – აცხადებს ფრიტცი.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის ფეხბურთელი ბრემენელთა ღირსებას 2006 წლიდან იცავს. ამ პერიოდში მან გერმანული კლუბის მაისურით 368 მატჩის ჩაატარა.