იაია ტურემ წითელი ბარათი მატჩის მეათე წამზე მიიღო (ვიდეო)

“ცინდაო ჰაინიოს” ნახევარმცველმა იაია ტურემ ჩინეთის პირველ ლიგის 30-ე ტურში “ნანტუნ ჟიუინის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:2) წითელი ბარათი შეხვედრის მეათე წამზევე დაიმსახურა.

36 წლის კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა მეტოქეს უკნიდან ფეხი ამოარტყა, მატჩის მთავარმა არბიტრმა ეპიზოდი ვიდეოგამეორების საშუალებით გადაამოწმა და აფრიკელ ნახევარმცველს პიდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

შეგახსენებთ, რომ იაია ტურე “ცინდაო ჰაინიოს” რიგებში 2019 წლის ივლისში ჩაირიცხა.

“გვარდიოლა კარგი მწვრთნელი, მაგრამ ნაგავი ადამიანია”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ იაია ტურეს აგენტმა დმიტრი სელიუკმა “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა და იგი კოტ დივუარელი ფეხბურთელის ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვების გამო მკვახედ გააკრიტიკა.

“ფეხბურთელებმა გვარდიოლას უნდა უთხრან, რომ იაია მათი ოჯახის წევრია. ხოსეპს მოთამაშეებთან ასე მოქცევის უფლება არ აქვს. არასწორია მსოფლიო დონის ფეხბურთელთან ასე მოქცევა. თუმცა, ეს გვარდიოლას არჩევანია. იგი კარგი მწვრთნელი, მაგრამ ნაგავი ადამიანია.

ნორმალური ადამიანი ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. გვარდიოლას არ მოსწონს, როცა მის ქმედებებს განსჯიან.

ჩვენ ინგლისში ვართ და არა ჩრდილოეთ კორეაში ან ავღანეთში. აქ ადამიანებს აქვთ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირების უფლება”, – ციტირებს იაია ტურეს აგენტის სიტყვებს “სანი”.

“სიტიმ” იაია ტურე ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის განაცხადში არ შეიყვანა

“მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის განაცხადში იაია ტურე არ შეიყვანა.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა უკვე გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე თამაშის უფლება ექნებათ, თუმცა განაცხადში კოტ დივუარელი ნახევარმცველი არ გახლავთ.

“მანჩესტერ სიტის” საჩემპიონთალიგო განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: ბრავო, კაბალიერო;

მცველები: სანია, კომპანი, საბალეტა, კოლაროვი, კლიში, სტოუნზი, ოტამენდი;

ნახევარმცველები: ფერნანდო, სტერლინგი, გიუნდოგანი, ხესუს ნავასი, დე ბრეინე, დელფი, სანე, დავიდ სილვა, ფერნანდინიო;

თავდამსხმელები: ნოლიტო, აგუერო, იჰენაჩო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტის” მეტოქეები “ბარსელონა”, მიუნხენგლადბახის “ბორუსია” და გლაზგოს “სელტიკი” იქნებიან.

“ინტერი” იაია ტურეს გაფორმებას კვლავ ეცდება

მილანის “ინტერი” შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

“ნერიაძური” ანდრეა რანოკიას გაყიდვას აპირებს, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით გენუის “სამპდორიაში” ჩაატარა. მან “ბლუჩერკიატის” რიგებში 14 მატჩი ჩაატარა, ხუთი ყვითელი ბარათი მიიღო და ერთხელ მოედნიდანაც გააძევეს.

გარდა ამისა, “ინტერი” “მანჩესტერ სიტიდან” იაია ტურეს გადმობირებას კვლავაც ეცდება. 33 წლის კოტ დივუარელი ფეხბურთელით პირადად რობერტო მანჩინი გახლავთ დაინტერესებული.

იაია ტურემ ზაფხულში შესაძლოა, ჩინეთს მიაშუროს

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი იაია ტურე იანვარში გუნდის გამოცვლას არ აპირებს. ცნობისთვის, 32 წლის კოტ დივუარელი ფეხბურთელით ერთ-ერთი ჩინური კლუბი დაინტერესდა, რომელიც მზად არის, ტურეს ხელსაყრელი წინადადებით მიმართოს.

“იანვარში ტურე არსად არ წავა, თუმცა ზაფხულში შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს”, – აღნიშნა იაია ტურეს აგენტმა.

 

“ოქროს ბურთი” — იაია ტურემ 40 ქულა მიიღო, ობამეიანგმა – 0

“ოქროს ბურთის” გამოკითხვის შედეგებით, “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა იაია ტურემ 40 ქულა მოაგროვა. გამოკითხულიდან ხუთმა პირმა მას პირველი ადგილი, ერთმა მეორე, ხოლო 12-მა მესამე ადგილი მიაკუთვნა. მას ხმა ევროპიდან ერთმა (სან მარინო), აზიიდან სამმა (არაბთა გაერთიანებული საამიროები, კამბოჯა, მალაიზია), კონკაკაფიდან ერთმა (გრენადა) და აფრიკიდან 13-მა წარმომადგენელმა მიაკუთვნა.

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელ პიერ-ემერიკ ობამეიანგს ხმა არ მიუღია. შეგახსენებთ, რომ აფრიკის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ობამეიანგი დასახელდა, რასაც რიგი აფრიკელი ფეხბურთელების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა.

 

მანჩინი: “იაია ტურეს “ინტერში” გადმოსვლა სურდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ იაია ტურეს “ნერიაძურიში” გადასვლამდე სულ ცოტა აშორებდა, თუმცა ფეხბურთელმა ტრანსფერის განხორციელებაზე უარი თქვა.

“ინტერს” ისე ვერცერთი ფეხურთელი ვერ გააძლიერებდა, როგორც – იაია ტურე. იგი უმაღლესი დონის მოთამაშეა. მისი ტრანსფერი “ინტერისთვის” წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნებოდა. ტურე ჩვენთან გადმოსვლას დათანხმდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.

გარდა ამისა, პაულო დიბალათიც ვიყავით დაინტერესებულნი, მაგრამ “იუვენტუსმა” გვაჯობა”, – მანჩინის კომენტარი “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

 

ხავიერ ძანეტი: “იაია ტურესა და ტიაგო მოტას დამატება პროგრესის ნიშანი იქნება”

მილანის “ინტერის” ვიცეპრეზიდენტი ხავიერ ძანეტი იმედს გამოთქვამს, რომ კლუბი “მანჩესტერ სიტიდან” იაია ტურეს გადმობირებას მოახერხებს. გარდა ამისა, არგენტინელი გამოტყდა, რომ ტიაგო მოტას დაბრუნებასაც ელის, რომელიც ამჟამად “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავს.

“იაია ტურეს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და იმედია, გარიგება წარმატებით დასრულდება. იაია ხარისხის თვალსაზრისით წინსვლაში დაგვეხმარება.

კარგი იქნება, თუ მოტაც დაბრუნდება. მას დიდი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ვთვლი, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია. ის ჭკვიანია, იცის, როგორ დაარეგულიროს თამაში, მოედანზე სიტუაციის მართვა შეუძლია.

ასეთი ფეხბურთელების დამატება პროგრესის ნიშანი იქნება”, – ძანეტის სიტყვები “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

 

“ინტერმა” იაია ტურეს 4-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

Sport Mediaset-ის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი იაია ტურე მილანის “ინტერში” გადასვლასთან ახლოსაა.

იტალიური კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს დაუკავშირდნენ და ტრანსფერის შესაძლებლობა განიხილეს.

წყაროს ცნობით, “ინტერმა” კოტ დივუარელ ნახევარმცველს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა გაცილებით დაბალი ჯამაგირით, ვიდრე “მანჩესტერ სიტიში” იღებს. ცნობისთვის, ინგლისში იაია ტურეს წლიური ხელფასი 13 მილიონ ევროს შეადგენს.

 

იაია ტურეს აგენტი: “თუ “სიტის” ტურეს შენარჩუნება არ სურს, პრობლემა არ არის”

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ იაია ტურეს აგენტმა დიმიტრი სელუკმა ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

“ჩვენ სხვადასხვა შემოთავაზებებს ვიღებთ, თუმცა ჯერ “მანჩესტერ სიტისთან” უნდა გავარკვიოთ ურთიერთობა. ხალხს ჰგონია, რომ ტურე “სიტიში” ფულის გამო დარჩება, თუმცა ფული არ გვაინტერესებს.

თუ კლუბს იაიას შენარჩუნება არ სურს, პრობლემა არ არის. თუ ასე არ არის, მაშინ კლუბის რომელიმე წარმომადგენელმა თქვას, რომ იაია ტურე “მანჩესტერ სიტიში” უნდა დარჩეს. ის უყვარს აქაურ ქომაგს, ის “სიტის” ისტორიის დაწერაში დაეხმარა”, – ციტირებს ფეხბურთელის აგენტის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ იაია ტურეს მიმართ მილანის “ინტერია” დაინტერესებული. ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი წერს, რომ იანვრიდან კოტ დივუარელი ფეხბურთელი ყოველკვირეულად ხვდება “ნერიაძურის” მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის.

 

იაია ტურე რობერტო მანჩინის ყოველკვირეულად ხვდება

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი იაია ტურე კლუბში ორი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში დარჩება.

როგორც ავტორიტეტული იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი წერს, კოტ დივუარელი ფეხბურთელი “ქალაქელთა” რიგებში იმ შემთხვევაში გააგრძელებს თამაშს, თუ კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ფერან სორიანოსა და სპორტულ დირექტორ ჩიკი ბეგირისტაინს დაკავებული პოსტებიდან გაათავისუფლებენ.

პალმერი ამბობს, რომ იაია ტურეს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე “მანჩესტერ სიტი” და მილანის “ინტერი” მოლაპარაკებას განაგრძობენ, თავად ფეხბურთელი კი იანვრიდან ყოველკვირეულად ხვდება “ნერიაძურის” თავკაც რობერტო მანჩინის.

იაია ტურემ მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ სიტის” რიგებში ჩატარებულ 34 მატჩში ათი გოლი გაიტანა.

 

“მანჩესტერ სიტი” იაია ტურეს გასაყიდად ემზადება

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” იტყობინება, რომ “მანჩესტერ სიტი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იაია ტურეს გასაყიდად მზად არის.

“ქალაქელები” 31 წლის კოტ დივუარელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ იაია ტურეს მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენს მილანის “ინტერი”. “მანჩესტერ სიტის” სურს, რომ კოტ დივუარელის ნაცვლად კლუბში “ვოლფსბურგის” 23 წლის ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი მიიყვანოს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში იაია ტურემ 22 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.