31 აგვისტოს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის პირველ შეხვედრას ალაბანეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
Fanebi.Com-ი ნახსენებ თამაშთან დაკავშირებით ქართველ კალათბურთელს, დუდა სანაძეს ესაუბრა.
“შესარჩევის პირველ შეხვედრას ალბანეთთან ჩავატარებთ. ეს მატჩი და, ზოგადად, ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაკრებისთვის. ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად მოვემზადეთ. ბოლო ერთი კვირა იმისთვის გამოვიყენეთ, რომ ჩაგვეტარებინა ტესტმატჩები და მათი საშუალებით დაგვენახა ჩვენი პლუსები და მინუსები.”
“ჩემი აზრით, რაც გვქონდა მიზნად დასახული, შევასრულეთ. ახლა კი ნამდვილად გვაქვს იმის ძალა, რომ საქართველოს ნაკრები მეოთხედ გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე,” – განაცხადა სანაძემ.