დემარკუს კაზინსი: „რამდენი ხმა აქვს ზაზას?“

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის „ყველა ვარსკვლაკვის“ მატჩის გამოკითხვის მეორე შუალედური შედეგების მიხედვით, „დალას მავერიკსის“ ცენტრი ზაზა ფაჩულია 299 584 ხმით კვლავ მერვე ადგილზე დარჩა. მის შემდეგ, 267 687 ხმით, „საკრამენტო კინგსის“ ლიდერი დემარკუს კაზინსია. თავის ოფიციალურ გვერდზე კაზინსმა სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი წარწერა დაუმატა და გულშემატკივრებს მისთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა: „ზაზას რამდენი ხმა აქვს?“

#NBAVote DeMarcus Cousins

Posted by DeMarcus Cousins on Thursday, 14 January 2016

ზაზა ფაჩულიას შვილმა ბრწყინვალე 3-ქულიანი უესლი მეთიუზის სტილში აღნიშნა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “დალას მავერიქსის” კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ სოციალურ ქსელ Instagram-ში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აგდებს მისი შვილი ბურთს კალათში.

პატარა კალათბურთელმა ბრწყინვალე 3-ქულიანი მამამისის თანაგუნდელის, უესლი მეთიუზის სტილში აღნიშნა.

@wessywes23 look what you did to my son???? #????????????

A video posted by Zaza Pachulia (@zazapachulia) on

ზაზა ფაჩულია: “თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ახლა დავიბადე”

საქართველოს ნაკრებისა და “დალას მავერიქსის” კალათბურთელი ზაზა ფაჩულია აცხადებს, რომ ის თავს ისე გრძნობს, თითქოს ახლა დაიბადა.

შეგახსენებთ, რომ “დალასში” გადასვლის შემდეგ ზაზა ფაჩულია შესანიშნავ ფორმაშია, მიმდინარე სეზონში კი 18 ორმაგი დუბლი მიითვალა.

“ვიცი, რომ ეს ბევრ ადამიანს უკვირს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ახლა დავიბადე. ჩემს წინა გუნდებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ “დალასში” სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე კარგი სიტუაციაა. აქ გამოცდილი მწვრთნელები და მოთამაშეები არიან, რომელთაც გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ ჩამოყალიბებული.

ჩემს წინა გუნდებში ყველაფერი თავიდან იწყებოდა. “დალასში” ასე არაა. აქა ყველა გამარჯვებასა და წარმატებაზე საუბრობ. ვფიქრობ, ეს ჩემი კარგი სტატისტიკის ერთ-ერთი მიზეზია. ასეთი შესაძლებლობის მოცემისათვის მადლობის თქმა მსურს”, – ციტირებს ფაჩულიას სიტყვებს ESPN.

ცნობისთვის, 9 იანვარს, თბილისის დროით დილის 05:00 საათზე ზაზა ფაჩულია ყოფილი კლუბის, “მიულოკი ბაქსის” წინააღმდეგ ითამაშებს.

NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვის შუალედური შედეგები ცნობილია

რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელ Twitter-ში NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩის ოფიციალურმა გვერდმა აქამდე არსებული მონაცემები გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულიას 194 421 ხმა დაუგროვდა და მე-8 პოზიციას იკავებს, 26 დეკემბერს გამოქვეყნებული შედეგების თანახმად თხუთმეტეულში საერთოდ არ იყო. იმისათვის, რომ ფაჩულიამ ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღოს მონაწილეობა, ის ხუთეულში უნდა მოხვდეს.

შეგახსენებთ, რომ ყველა ვარსკვლავის მატჩი 14 თებერვალს გაიმართება, ხოლოდ ხმის მიცემა 21 იანვარს შეწყდება.

„ნიუ-ორლეანთან“ წაგებულ მატჩში ზაზამ 14 ქულა დააგროვა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში „დალას მავერიკსი“ „ნიუ-ორლეანს“ შეხვდა და ანგარიშით 98:105 დამარცხდა.

ზაზა ფაჩულიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და, ჯამში, 35 წუთი ითამაშა. მისმა მონაგარმა ამ დროში 14 ქულა, 9 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება შეადგინა.

შემდეგ შეხვედრას „დალასი“ ხუთ იანვარს „საკრამენტოსთან“ გამართავს.

ზაზა ფაჩულიას ოფიციალური განცხადება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გუშინ სოციალურ ქსელ Facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

“დალას მავერიქსის” მოთამაშემ გულშემატკივრებს ახალი წელი მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა.

“სრულიად საქართველოს გილოცავთ დამდეგ 2016 წელს! ახალი 2016 წელი ყოფილიყოს თქვენთვის სიხარულის, ბედნიერების და წარმატების მომტანი.

ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის და ასეთი მხარდაჭერისათვის! თქვენი თითოეული სტატუსი უდიდეს ენერგიას და სტიმულს მაძლევს. დიდი მადლობა ყველას ვინც ერთხელ მაინც მომცა შანსი და მომცა ხმა, რომ ოცნება ავიხდინო და ჩემი გუნდის და ჩემი ქვეყნის სახელით ვითამაშო All Star ის თამაში.”

სრულიად საქართველოს გილოცავთ დამდეგ 2016 წელს! ახალი 2016 წელი ყოფილიყოს თქვენთვის სიხარულის, ბედნიერების და წარმატებ…

Posted by Zaza Pachulia on Thursday, 31 December 2015

ფაჩულიამ ყოფილ გუნდთან წარმატებით ითამაშა

დღეს, გამთენიისას, „დალას მავერიკსმა“ „მილუოკი ბაქსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 103:93 დაამარცხა.

ყოფილ გუნდთან შეხვედრა ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ პირველი წუთებიდან დაიწყო. ჯამში, ზაზამ 36 წუთი ითამაშა და ამ პერიოდში მისმა მონაგარმა 17 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა შეადგინა.

ამჟამად „დალასი“ დასავლეთ კონფერენციის მეხუთე პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს „მავსი“ შინ 31 დეკემბერს მოქმედი ჩემპიონის „გოლდენ სტიეტ უორიორსის“ წინააღმდეგ გამართავს.

ფაჩულიამ „ჩიკაგოსთან“ მოგებულ მატჩში სეზონში მე-16 ორმაგი დუბლი მიითვალა

დღეს „დალას მავერიკსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში „ჩიკაგო ბულსს“ ანგარიშით 118:111 მოუგო.

ამ შეხვედრაში „დალასის“ ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 17 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. სათქმელია, რომ ზაზა ერთადერთი გამოდგა, ვინც მატჩში ორმაგი დუბლი მიითვალა, რომელიც მისთვის ამ სეზონში მე-16 გამოდგა.

ამჟამად „მავსი“ „ლოს-ანჯელეს კლიპერსთან“ ერთად დასავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილზე იმყოფება.

შემდეგი შეხვედრა, რომელიც 29 დეკემბერს შედგება, ფაჩულიას გუნდს „მილუოკი ბაქსთან“ უწევს.

ზაზა ფაჩულიას მე-10 ორმაგი დუბლი დენვერთან მოგებულ მატჩში: 16 ქულა, 12 მოხსნა

ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ ჩვეული ორმაგი დუბლი შეასრულა. სეზონის მე-17 მატჩში, რომელიც „დალასმა“ შინ „დენვერთან“ გამართა და 91:82 გაიმარჯვა, ქართველმა ცენტრმა 16 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. ზაზა იყო მატჩის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა, რითაც დალასელებს გამარჯვების მოპოვებაში უდიდესი დახმარება გაუწია. ქართველი ცენტრისთვის ეს სეზონის რიგით მე-10 დაბლ-დაბლია.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულასა და 12 მოხსნას ზაზამ 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მოაყოლა. 31 წუთი ითამაშა დირკ ნოვიცკიმაც, რომელმაც შეხვედრა 13 ქულით, 7 მოხსნით, 3 ჩაჭრით და 2 პასით დაასრულა. ბომბარდირი კი დერონ უილიამსი გახდა 22 ქულით.

საინტერესოა, რომ მატჩის 4 პერიოდიდან დალასელებმა 3 წააგეს. 22:25 და 26:27 წაგებული მეოთხედების შემდეგ დალასელებმა უძლიერესი მე-3 პერიოდი ჩაატარეს, რომელშიც „დენვერი“ 25:5 დაჯაბნეს და მატჩის ბედიც სათავისოდ გადაწყვიტეს. აღნიშნულ პერიოდში ფაჩულიამ 10 წუთი ითამაშა და 7 ქულა-4 მოხსნით დენვერელების რბევაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.

მომდევნო მატჩს დალასელები საკრამენტოში „კინგსთან“ გამართავენ. შეხვედრა ჩვენი დროით 1 დეკემბერს, დილის 7 საათზე დაიწყება. 10 მოგებითა და 7 მარცხით ფაჩულიას გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა – წინ „ოკლაჰომა“ ჰყავს, კვალში კი „იუტა ჯაზი“.

ორმაგ დუბლებში ფაჩულიამ დაიბრუნა მე-3 ადგილი. 2 დღის წინ ქართველ ცენტრს კლივლენდელმა კევინ ლავმა გადაასწრო, რომელმაც დღევანდელ მატჩში “ბრუკლინთან” ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა და ახლა ზაზასთან ერთად ამ ნომინაციაში მთელს ლიგაში მე-3 ადგილს იყოფს. პირველ ადგილზე კი კვლავინდებურად ანდრე დრამონდია (14), ხოლო მეორეზე – რასელ ვესტბრუკი (11).

GBF.GE

„ფილადელფიამ“ ზედიზედ მე-11 მატჩი ფაჩულიას „დალასთან“ წააგო

დღეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები შედგა. ერთ-ერთ შეხვედრაში „დალას მავერიკსი“ „ფილადელფია სიქსერსს“ ეწვია, რომელმაც ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ მე-11 შეხვედრა წააგო.

სათქმელია, რომ მატჩსი დასრულებამდე 3 წუთით ადრე ანგარიში 82:82 იყო, თუმცა ბოლოს „მავერიკსმა“ მოუმატა და 92:86 გაიმარჯვა.

ხსენებულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ცენტრმა ზაზა ფაჩულიამაც ითამაშა, რომელმაც ამჯერად, ბოლო შეხვედრებთან შედარებით, წარმატებულად ვერ ითამაშა და მხოლოდ 2 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

„ფილადელფია“ – „დალასი“ – 86:92 (15:28, 29:21, 21:19, 21:24)

„ფილადელფია“: ოკაფორი (19 ქ. 11 მ. 2 ბ.), მაკონელი (13 ქ. 7 მ. 6 პ.), გრანტი (13 ქ.), ნოელი (!2 ქ. 12 მ.), ტომპსონი (12 ქ.), კოვინგტონი (7 ქ. 5 მ.), სემპსონი (7 ქ.), კანაანი (3 ქ.)

„დალასი“: ნოვიცკი (21 ქ. 5 მ.), პარსონსი (20 ქ. 5 მ.), უილიამსი (12 ქ. 6 პ.), ჰარისი (9 ქ . 4 ჩ.), ბაერეა (9 ქ.), პაუელი (7 ქ. 8 მ.), მეთიუზი (7 ქ.), ვილიანუევა (3 ქ.), ფაჩულია (2 ქ. 6 მ.), ფელტონი (2 ქ. 3 პ.)

სხვა მატჩების შედეგები:

„სან-ანტონიო სპურსი“ – „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ – 93:80 (17:13, 19:15, 29:32, 28:20)
„მემფის გრიზლისი“ – „ოკლაჰომა სიტი თანდერი“ – 122:114 (27:25, 31:27, 21:28, 43:34)
„ჰიუსტონ როკეტსი“ – „ბოსტონ სელტიკსი“ – 95:111 (28:24, 27:31, 13:32, 27:24)
„ჩიკაგო ბულზი“ – „ინდიანა პეისერსი“ – 96:95 (31:21, 22:24, 26:30, 17:20)
„ფინიქსი სანზი“ – „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ – 120:101 (26:22, 31:31, 23:22, 40:26)

ჰიუსტონში მოგებულ მატჩში ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა

ზაზა ფაჩულიას მორიგი წარმატებული მატჩი. მართალია, ქართველი ცენტრი წინა შეხვედრის დარად მატჩის საუკეთესო მოთამაშე არ გამხდარა, თუმცა მან სოლიდური წილი დაიდო „ჰიუსტონის“ სტუმრად დამარცხებაში.

მიუხედავად იმისა, რომ „ჰიუსტონი“ ძლიერი გუნდია, სახლში თამაშობდა და დალასელებს დირკ ნოვიცკი აკლდათ, ფაჩულიას გუნდმა მაინც იოლად იძალა – 110:98. ნოვიცკი მწვრთნელებმა დაასვენეს, რადგან ვეტერანია და როცა მეორე დღეს თამაშია, დიდი ალბათობით ასვენებენ ხოლმე. „მავერიკსს“ არ გასჭირვებია. “დალასმა” პირველი ტაიმი 23 ქულით მოიგო და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 30 წუთი დაჰყო. ამ დროში ფაჩულიამ გუნდს 10 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ზაზამ 6-დან 4 ორქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა. მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა “ჰიუსტონის” ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო. “დალასში” 23 ქულით რაიმონდ ფელტონი გამოირჩა.

კარლაისის შეგირდები 6 მოგებით და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. 17 ნომებერს დალასელები სტუმრად 10-დან ათივე წაგების მქონე “ფილადელფიას” შეხვდებიან.

GBF.GE

ფაჩულიამ და „დალასმა“ „კლიპერსს“ მოუგეს

ეროვნული საკალათუბრთოა სოციაციის რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი „დალას მავერიკსმა“ „ლოს-ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლა და ანგარიშით 10 ქულით – 118:108 დაამარცხა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამაც, რომლისთვისაც მატჩი წარმატებული გამოდგა. ქართველმა ცენტრმა 30 წუთსა და 49 წამში 10 ქულა, 3 ასისტი და 10 მოხსნა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას „დალასი“ „კლიპერსთან“ 13 ნოემბერს ჩაატარებს.