ფაჩულია და „მილუოკი“ პლეიოფის მესამე მატჩშიც დამარცხდნენ

ღამით ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის პირველი რაუნდის სერიის მესამე მატჩში „მილუკი ბაქსი“ „ჩიკაგო ბულზს“ სახლში შეხვდა და ამჯერად ორ ოვერტაიმში ანგარიშით 106:113 დამარცხდა.

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, მან 19  წუთი ითამაშა და მხოლოდ  2 ქულა, 6 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

ამრიგად, „მილულკი“ სერიას ანგარიშით 0:3 აგებს. სერიის შემდეგი მატჩი 26 აპრილს, კვლავ „ბაქსის“ დარბაზში შედგება.

როგორ ეჩხუბა მიროტიჩს ზაზა ფაჩულია (ვიდეო)

„ჩიკაგო ბულზთან“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის სერიის მეორე მატჩის ბოლო მეოთხედში ზაზა ფაჩულიას მეტოქე ნიკოლა მიროტიჩთან შეჯახების შემდეგ შელაპარაკება მოუვიდა.

წარმოგიდგენთ ეპიზოდის ამსახველ ვიდეოს:

პაუ გასოლი: „ფაჩულიამ მიროტიჩის წინააღმდეგ ზედმეტად იუხეშა“

პაუ გასოლი: „ფაჩულიამ მიროტიჩის წინააღმდეგ ზედმეტად იუხეშა“

„ჩიკაგო ბულზის“ ფორვარდი პაუ გასოლი თვლის, რომ „მილუოკის“ ცენტრი ზაზა ფაჩულია პლეიოფის რაუნდის მეორე მატჩში ნიკოლა მიროტიჩის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევისთვის სამართლიანად დასაჯეს.

„იმედია, მიროტიჩი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. ვფიქრობ, ფაჩულიამ მის წინააღმდეგ რამდენიმეჯერ არასპორტულად ითამაშა. ზაზა ტექნიკურით სამათლიანად დასაჯეს“, – ციტირებს ესპანელს ESPN-ი.

ბატლერმა ფაჩულიას აჯობა და ჩინებული დანკი შეასრულა (ვიდეო)

„მილუოკი აბქსთან“ შეხვერაში „ჩიკაგო ბულზის“ უკანახაზელმა ჯიმი ბატლერმა სამქულიან ზონაში კრის მიდლტონს გასცდა, რის შემდეგაც ზაზა ფაჩულიას მხრიდან წინააღმდეგობის მიხუედავად, ბურთი ორი ხელით მეტოქის ფარში ჩატენა.

ფაჩულიას „მულუკი“ ჩიკაგოში კვლავ დამარცხდა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფის პირველი ეტაპის სერიის მეორე მატჩი „მილუოკი ბაქსმა“ „ჩიკაგო ბულზთან“ კვლავ გასვლაზე ჩაატარა და ამჯერადაც დამარცხდა- „ირმებმა“ ანგარიშით 82:91 დათმეს. „მილუოკის“ ქართველმა ლეგიონერმა ზაზა ფაჩულიამ 23 წუთის განმავლობაში ითამაშა და ამ პერიოდში 7 ქულის გარდა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.

სერიის შემდეგი ორი მატჩი მილუოკიში 23 და 25 აპრილს შედგება.

„ჩიკაგო“ – „მილუოკი“ – 91:82 (11:16, 28:22. 32:30, 20:14)

ანგარიში სერიაში: 2:0

დღის მეორე შეხვედრა კი „გოლდენ სტეიტში“ გაიმართა, სადაც „უორიორსმა“ „ნიუ-ორლეან პელიკანსი“ ასევე მეორედ დაამარცხა, რითაც „ჩიკაგოს“ მსგავსად სერიაში ანგარიშით 2:0 დაწინაურდა.

„გოლდენ სტეიტი“ – „ნიუ-ორლეან პელიკანსი“ – 97:87 (17:28, 38:24, 16:19, 26:16)

ფაჩულიამ პლეიოფი წაგებით დაიწყო

გუშინ საღამოს და დღეს ღამით ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფი დაიწყო.

ზაზა ფაჩულიას „მილულკი ბაქსი“ გასვლაზე „ჩიკაგო ბულზს“ შეხვდა და, სამწუხაროდ, ანგარიშით 103:91 დამარცხდა. ქართველმა ლეგიონერმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ჯამში ზაზამ 22 წუთის განმავლობაში ითამაშა და ამ დროში 6 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

სერიის მეორე შეხვედრა ოც აპრილს, კვლავ ჩიკაგოში გაიმართება.

„ჩიკაგო“ – „მილუოკი“ 103:91 (30:29, 30:22, 26:24, 17:16)

„ჩიკაგო“: ბატლერი (25 ქ. 6 პ.), როუზი (23 ქ. 7 პ.), ბრუკსი (13 ქ.), გასოლი (10 ქ. 13 მ. 3 ბ.), გიბსონი (8 ქ. 11 მ.), ნოა (6 ქ. 11 მ. 3 ჩ.)
„მილუოკი“: მიდლტონი (18 ქ. 4 ჩ.), ილიასოვა (15 ქ.), ადეტოკუნბო (12 ქ. 5 მ.), ჰენსონი (12 ქ. 7 მ.), ბეილისი (11 ქ. 5 პ.), ფაჩულია (6 ქ. 10 მ.)

სხვა მატჩების შედეგები:

„ტორონტო რეპტორსი“ – „ვაშინგტონ უიზარდსი“ 86:93 ოვერტაიმი (23:19, 19:27, 14:19, 26:17, 4:11)

„გოლდენ სტიეტ უორიორსი“ – „ნიუ-ორლეან პელიკანსი“ 106:99 (28:13, 31:28, 25:25, 22:33)

„ჰიუსტონი“ – „დალასი“ 118:108 (32:19, 27:36, 25:22, 34:31)

პლეი-ოფში ფაჩულიას “მილუოკის” მეტოქე ცნობილია

დასრულდა ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატი, რომლის აღმოსავლეთ კონფერენციაში მოასპარეზე ზაზა ფაჩულიას “მილუოკიმ” მე-6 ადგილი და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

უკანასკნელ ტურში “მილუოკი” “ბოსტონს” მასპინძობდა და მიუხედავად მარცხისა (100:105), მომდევნო ეტაპზე მაინც გავიდა. 

რეგულარული ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩში ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 15 წუთში საკუთარ გუნდს 2 ქულით, 6 მოხსნით, 3 პასითა და 2 ჩაჭრით დაეხმარა.

მილუოკელები პლეი ოფის პირველ რაუნდში, რომელიც 4 მოგებამდე გაგრძელდება, “ჩიკაგო ბულსს” დაუპირისპირდებიან.

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი” პლეი ოფში გავიდა

ზაზა ფაჩულიას „მილუოკიმ“ „ბრუკლინ ნეთსი“ 96:73 დაამარცხა და რეგულარული ჩემპიონატის დამთავრებამდე 2 მატჩით პლეი ოფში ადრე პლეი ოფში გასვლა ოფიციალურად გაინაღდა.

მილუოკელებმა ერთგვარი რეკორდი გამოაცხვეს. ჯეისონ კიდის გუნდმა გასულ სეზონში 67 მატჩი წააგო და რეგულარულ ჩემპიონატში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, თუმცა რეაბილიტაცია მოახერხა და მომდევნო, მიმდინარე სეზონშივე მოახერხა პლეი ოფში გასვლა. ასეთი რამ ბოლოს „მაიამი ჰითმა“ 2007-2008 წლების სეზონში მოახერხა.

ფაჩულიამ „ბრუკლინთან“ მატჩი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 24 წუთში 4 წულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 5 ცდიდან 2 ორქულიანი ჩააგდო. მილუოკელებმა „ბრუკლინი“ მესამე პერიოდში გატეხეს, როცა 12-წუთეული 30:18 მოუგეს. ფაჩულიას გუნდში 21 ქულით საუკეთესო ერსან ილიასოვა გახლდათ, ოჯეი მაიომ კი 20 წუთში 17 ქულა მოაგროვა.

40-40 მოგებ-წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მილუოკელები მე-6 ადგილზე არიან და დარჩენილი 2 მატჩი რომც წააგონ, მ-7 ადგილს მაინც არ ჩამოსცდებიან. სავარაუდოდ ფაჩულიას გუნდი რეგულარულს მე-6 ადგილზე დაასრულებს და პლეი ოფში „ჩიკაგოს“, ან „ტორონტო რეპტორსს“ შეხვდება. მომდევნო მატჩში „მილუოკი“ „ფილადელფიას“ 14 აპრილს, სტუმრად შეხვდება.

GBF.GE

ფაჩულიას 19 ქულა, 10 მოხსნა და 5 ჩაჭრა კლივლენდთან

ზაზა ფაჩულიას მორიგი ორმაგი დუბლი. „მილუოკი ბაქსის“ ქართველმა ცენტრმა მძლავრი მატჩი ჩაატარა თანაკონფერენციელ ერთ-ერთ ლიდერ „კლივლენდთან“, თუმცა სამწუხარო ისაა, რომ ქებული გარჯა გამარჯვებით არ დაუფასდა. მასპინძელმა მილუოკელებმა ლებრონ ჯეიმსის გუნდთან დააბულ ბრძოლაში – 99:104 წააგეს.

ზაზა ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი დაჰყო. რომ არა მაიკლ კარტერ-უილიამსის შესანიშნავი თამაში, ქართველი ცენტრი მილუოკელთაგან საუკეთესო გახდებოდა. ზაზამ 13-დან 8 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 19 ქულასთან ერთად ფაჩულიამ 10 ქულა, 5 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა. კარტერ-უილიამსმა პირად ანგარიშზე 30 ქულა და 8 პასი ჩაიწერა.

„კლივლენდში“ ფაჩულიას უშუალო ოპონენტმა ტიმოფეი მოზგოვმა 5 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა, კევინ ლავმა თავი 16 ქულასა და 11 მოხსნას მოუყარა, საუკეთესო კი კაირ ირვინი გახდა 27 ქულა-9 პასით. ლებრონ ჯეიმსმა შეხვედრა 21 ქულით, 9 მოხსნით და 8 პასით დაასრულა.

38 მოგებითა და 40 მარცხით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე არიან. 10 აპრილს ფაჩულიას გუნდი მედისონ სკვერ გარდენში „ნიუ იორკს“ შეხვდება.

GBF.GE

ფაჩულიას მორიგი ორმაგი დუბლი

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი” ლებრონ ჯეიმსის “კლივლენდს” შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 99:104 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა. პარკეტზე გატარებულ 31 წუთში ფაჩულიამ საკუთარ აქტივში 19 ქულასთან ერთად 10 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება ჩაიწერა.

38 მოგებითა და 40 მარცხით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე არიან. 10 აპრილს ფაჩულიას გუნდი მედისონ სკვერ გარდენში „ნიუ იორკს“ შეხვდება.

 

პორნოვარსკვლავმა ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელს მადლობა გადაუხადა

ამერიკელმა პორნოვარსკვლავმა ლიზა ენმა „მილუოკი ბაქსის“ ფორვარდს იანის ადეტოკუნბოს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში შედეგიანი სეზონისთვის მადლობა გადაუხადა.

„იანის ადეტუკონბო ჩემს გუნდს ფენტეზიში წარმატებული სეზონის ჩატარებაში დაეხმარა. დიდი მადლობა“, – დაწერა ენმა „ტვიტერზე“.

23

მიმდინარე სეზონში ბერძენმა ფორვარდმა 76 მატჩი ჩაატარა, აქედან 66 მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 12,8 ქულას, 6,7 მოხსნასა და და 2,5 გადაცემას შეადგენს.

ფაჩულია ლიდერთან დამარცხდა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი” ნბა-ს მიმდინარე სეზონის გათამაშების საუკეთესო გუნდთან, “ვორიორსთან” დაძაბულ ბრძოლაში 98:105 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23 წუთში აქტივში 12 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება ჩაიწერა.

36 მოგებითა და 37 წაგებით მილუოკელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს მილუოკელები ფაჩულიას ყოფილ გუნდ „ჰოუქსთან”, 30 მარტს, ატლანტაში გამართავენ.