“ზესტაფონის” ჩაშლილი მატჩი და დასკნითი ვარჯიში

2014 წლის 9 ივლისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” წლევანდელი ავსტრიული შეკრების დასკვნითი საკონტროლო მატჩი ბერძნული საფეხბურთო კლუბ ”ასტერასის” წინააღმდეგ უნდა გაემართა. თუმცა, იმერელთა გეგმებში კორექტივები ამინდმა შეიტანა – ალპებში მოსული ძლიერი წვიმის გამო მატჩი აღარ გაიმართა.

დღევანდელი სპარინგ-მატჩის ჩაშლის შედეგად, გია გეგუჩაძეს დღის განრიგში იძულებითი ცვლილებების განხორციელება მოუხდა. მიუნჰენის საერთაშორისო აეროპორტში გამგზავრებამდე ფეხბურთელების სატრენაჟორო დარბაზში დატვირთვა გადაწყდა.

ხვალ დილით საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონის” პირველი გუნდი სამშობლოში ბრუნდება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” შეკრების ბოლოსწინა დღე

საქართველოს ვიცე-ჩემპიონთა ავსტრიული საწვრთნელი შეკრება დასასრულს უახლოვდება. გუშინ დილით გამართული ვარჯიშის შემდეგ, საღამოს ზესტაფონელებს აღდგენითი ხასიათის პროცედურები აუზსა და საუნაში ჩაუტარდათ. დღეს კი გუნდმა ორჯერ ივარჯიშა…

ხვალ გუნდი ალპური შეკრების დასკვნით სპარინგ-მატჩს გამართავს – მარგველები საბერძნეთის პირველობის უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელ ქალაქ ტრიპოლის ”ასტერასს” დაბა კირხბიხლში დაუპირისპირდებიან. მატჩი ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით 17:00 საათზე) დაიწყება.

გთავაზობთ დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს …

DSC09902

DSC09903

DSC09813

DSC09820

DSC09831

DSC09853

DSC09865

DSC09866

DSC09874

DSC09875

DSC09878

DSC09880

DSC09888

DSC09893

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

მარცხი რუმინელებთან შეხვედრაში

2014 წლის 6 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ავსტრიული შეკრების მორიგი, რიგით მეოთხე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ზემოიმერელთა მეტოქე რუმინეთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, საფეხბურთო კლუბი ”ბოტოშანი” გახლდათ.

დღევანდელი სპარინგ-მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ანგარიშის გახსნასთან უფრო ახლოს ზესტაფონელები იყვნენ – გრიგოლ დოლიძის დარტყმის შემდეგ რუმინელები ბეწვზე გადარჩნენ. 27-ე წუთზე ანგარიში კურიოზულ ვითარებაში გაიხსნა – იმერელთა გუნდის დაცვისა და მეკარის შეუთანხმებელი მოქმედებით კარგად ისარგებლა რუმინელთა შემტევმა პაულ ბატინმა და ბურთი კარის ბადეში გადაგზავნა.

შემდეგი 7 წუთი “ზესტაფონისთვის” კოშმარულად წარიმართა – 30-ე წუთზე სებასტიან იანკმა და 34-ეზე არმან სვიჩიმ კიდევ ორჯერ აიღეს ბოიან პავლოვიჩის კარი. ტაიმის ბოლომდე ანგარიშში სამბურთიანი სხვაობით ჩამორჩენილმა იმერლებმა გაიბრძოლეს და 40-ე წუთზე ნიკოლოზ გელაშვილმა ძალიან ეფექტური გოლის გატანა და ანგარიშის შემცირება მოახერხა.

შეხვედრის მეორე ტაიმი ქართული გუნდის გარკვეული უპირატესობით წარიმართა. ზესტაფონელებმა ოპონენტთა კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს (განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ვახტანგ ჭანტურიშვილისა და მიხეილ სარდალიშვილის სახიფათო დარტყმები), თუმცა, საბოლოოდ, მატჩის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეცვლილა – რუმინელთა გამარჯვება ანგარიშით 3-1.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

აღდგენა და სატრენაჟორო დარბაზი

უკრაინის ჩემპიონ დონეცკის “შახტართან” გუშინწინ გამართული მატჩის მეორე დღეს “ზესტაფონის” ფეხბურთელები აღდგენითი ხასიათის პროცედურებს აუზსა და საუნაში გადიოდნენ. დღეს დილით კი გუნდმა სრული შემადგენლობით სატრენაჟორო დარბაზში გადაინაცვლა.

საღამოს იმერლები კირხდორფის საფეხბურთო კომპლექსის მწვანე მინდორს დაუბრუნდებიან, ხვალ კი ისევ 2 ვარჯიშის გამართვა იგეგმება. ზეგ, 3 ივლისს, მარგველები ალპური შეკრების მორიგ სპარინგ-მატჩს გამართავენ – საქართველოს ვიცე-ჩემპიონი სლოვაკეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დებიუტანტ საფეხბურთო კლუბ ”პოდბრეზოვას” ბავარიის მხარის ქალაქ ბად რაიჰენჰალში დაუპირისპირდება. მატჩი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (თბილისის დროით 19:00 საათზე) დაიწყება.

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც სატრენაჟორო დარბაზში გამართული იმერელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC09322

DSC09258

DSC09262

DSC09265

DSC09266

DSC09275

DSC09295

DSC09297

DSC09304

DSC09310

DSC09311

DSC09313

DSC09319

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

სიუჟეტი “ზესტაფონის” ავსტირული შეკრების მიმდინარეობის შესახებ

გთავაზობთ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახურის მიერ მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც ავსტრიაში მიმდინარე საწვრთნელ შეკრებასა და უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშების მატჩებისათვის მარგველთა პირველი გუნდის მზადების შესახებ მოგვითხრობს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” 3:4 დონეცკის “შახტარი”

29 ივნისს, ავსტრიაში შეკრებაზე მყოფი “ზესტაფონი” დონეცკის “შახტარს” დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

მე-6 წუთზე დონეცკელები ლუის ადრიანომ დააწინაურა. 54-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 1:1 გახადა. ზუსტად ორ წუთში, “შახტარი” ისევ წინ გავიდა – პენალტის გატანა შეძლო გლადკიმ. 77-ე წუთზე ზესტაფონელებმა კვლავ გაათანაბრეს, თავი მიხეილ სარდალიშვილმა გამოიჩინა. 82-ე წუთზე გლადკიმ დუბლი გაიფორმა – 3:2, მაგრამ ერთ წუთში თედორე გრიგალაშვილმა თავით ზუსტად ითამაშა და ანგარიში ისევ საყაიმო გახდა. ამის შემდეგ, “ზესტაფონს” გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა პირიქით, 89-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში მიიღეს – ალექს ტეიშეირამ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ზესტაფონელები მზადების რეჟიმში

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუშინ და დღეს კირხდორფის სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მოედანზე საქართველოს წარმომადგენელთა ორ-ორი ვარჯიში გაიმართა.

ხვალ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი მიმდინარე ავსტრიულ შეკრებაზე რიგით მეორე საკონტროლო შეხვედრას გამართავს – ”ზესტაფონი” უკრაინის მოქმედ ჩემპიონს, ქალაქ დონეცკის საფეხბურთო კლუბ ”შახტარს” დაუპირისპირდება. წინასწარ შეთანხმებული განრიგის მიხედვით, დონბასელებთან მატჩი 30 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, უკრაინული მხარის თხოვნის გათვალისწინებით, მატჩის ეთი დღით ადრე გამართვა გადაწყდა. ქართულ-უკრაინული დაპირისპირება ადგილობრივი დროით 16:00 საათზე (თბილისის დროით 18:00 საათზე) დაიწყება.

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც საქართველოს ორგზის ჩემპიონთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC09034

DSC09036

DSC09038

DSC09048

DSC09069

DSC09078

DSC09091

DSC09098

DSC09105

DSC09108

DSC09113

DSC09118

DSC09120

DSC09130

DSC09133

DSC09141

DSC09143

DSC09145

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ლაშა გვალია “ზესტაფონის” ფეხბურთელია

ზემოიმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა – 22 წლის ახალწვეულის სახელია ლაშა გვალია. საყრდენი ნახევარმცველი, რომელსაც ფოთის “კოლხეთსა” და გორის “დილაში” უასპარეზია, ბოლოს კი რუსული “ურალის” რიგებში ირიცხებოდა, “ზესტაფონის” ღირსებას ერთი წლის მანძილზე დაიცავს.

ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მარგველთა ახალწვეულის შესახებ: ლაშა გვალია – ნახევარმცველი; დაბადებულია – 06.10.1991; სიმაღლე – 177 სმ, წონა – 73 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: ”კოლხეთი” (ფოთი) – 2010-2012; ”დილა” (გორი) – 2012-2013; “ურალი” (ეკატერინბურგი, რუსეთი) – 2013-2014.

უნდა შეგახსენოთ, რომ 2012-2013 წლების სეზონში ლაშა გვალია გორის “დილას” რიგებში თამაშობდა. შიდაქართლელებთან ერთად ფეხბურთელმა წარმატებით იასაპეზა ზედიზედ ორ ევროპულ კომპანიაში და ფეხბურთის მოყვარულთ თავი საიმედო და ეფექტური თამაშით დაამახსოვრა. სულ, ახალგაზრდა ნახევარმცველს ევროპის ლიგის გათამაშებაში ჩატარებული 9 შეხვედრა დაუგროვდა.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და ლაშა გვალიას შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებულება ძალაშია 2015 წლის ივნისამდე. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ მარგველთა ახალწვეული გუნდის ღირსებას 77-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

იმერლები ტიროლში დაბანაკდნენ

2014 წლის 24 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, თბილისიდან მიუნხენამდე ოთხსაათიანი ფრენისა და მიუნხენიდან ავტობუსით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, დანიშნულების ადგილას, ტიროლის მხარის დაბა კირხდორფში ჩავიდა …

ქალაქ ზანქტ-იოჰანიდან 3 კილომეტრში მდებარე დაბა კირხდორფის სასტუმრო ”ზაივალდში” დაბინავებისა, სადილის და მცირე დასვენების შემდეგ, გუნდი გაემგზავრა მახლობლად მდებარე სპორტული გაერთიანება “კირხდორფის” კომპლექსის საფეხბურთო მინდორზე, სადაც ალპური შეკრების პირველი ვარჯიში გაიმართა.

ფეხბურთელებმა ჯერ კროსი ირბინეს ივან ვუჩეტიჩთან ერთად, შემდეგ კი მატონიზირებელი ხასიათის ვარჯიშს შეუდგნენ. დღეიდან გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმში მოემზადება.

პირველ საკონტროლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ზეგ, 26 ივნისს გამართავს – იენბახში გასამართ მატჩში ჩვენი გუნდის მეტოქე უკრაინის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, კიევის “დინამო” იქნება. მატჩი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე (თბილისის დროით – 19:00 საათი) დაიწყება.

DSC08722

DSC08723

DSC08725

DSC08738

DSC08753

DSC08792

DSC08795

DSC08798

DSC08800

DSC08812

DSC08854

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

”ზესტაფონი” ავსტრიაში მიემგზავრება

ხვალ დილით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი გაემგზავრება ავსტრიის რესპუბლიკაში, სადაც 24 ივნისიდან 9 ივლისამდე პერიოდში გაიმართება უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშების მატჩებისათვის მზადების დასკვნითი მეორე ეტაპი.

ევროპული ბატალიებისათვის მომზადების მეორე ეტაპის გასავლელად, მარგველთა დამრიგებლის გია გეგუჩაძის გადაწყვეტილებით, ავსტრიაში 27 ფეხბურთელი მიემგზავრება:

მეკარეები: ბოიან პავლოვიჩი, კახაბერ მეშველიანი, დავით კუპატაძე;

მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა დოს სანტოსი, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე, ოთარ ხიზანეიშვილი;

ნახევარმცველები: გიორგი ჭანკოტაძე, მიხეილ სარდალიშვილი, ლევან შარიქაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ავთო ენდელაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე, რევაზ გეწაძე, ლაშა გვალია;

თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, თორნიკე კაპანაძე, ჯაბა დვალი, ნიკოლოზ გელაშვილი, ბექა ტუღუში, ჯონ ჯერემია.

საქართველოს ორგზის ჩემპიონი ავსტრიის რესპუბლიკაში 24 ივნისს, თბილისი – მიუნხენის მარშრუტით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 04:00 საათზე გაემგზავრება. როგორც მოგეხსენებათ, ალპებში იმერლები დაბა კირხდორფის კომფორტაბელურ სასტუმრო “Das Seiwald”-ში დაბინავდებიან და შეკრების მიმდინარეობისას 5 საკონტროლო შეხვედრას გამართავენ …

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ ან მალტურ კლუბს

ზესტაფონის “ზესტაფონი” ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტურ “ჰიბერნიანსსა” და სლოვაკურ “სპარტაკს” შორის გამარჯვებულს შეხვდება.

რაც შეეხება “ჩიხურასა” და “სიონს”, საჩხერლები მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში თურქულ “ბურსასპორს” დაუპირისპირდებიან, ხოლო ბოლნისელები რუმინულ “პეტროლულს”.

“ზესტაფონი” ევროპის ლიგისთვის ემზადება

გთავაზობთ ტელეკომპანია ”არგოს” სიუჟეტს, რომელიც უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშების მატჩებისათვის საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პირველი გუნდის დასასრულს მიახლოვებული მზადების პირველი ეტაპისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოგვითხრობს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური