“ზესტაფონი” სამედიცინო შემოწმების გასავლელად შეიკრიბა

2014 წლის 4 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. ორკვირანახევრიანი არდადეგების შემდეგ, გუნდი დღეს თბილისში შეიკრიბა – სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრ “სიტი-სპორტში” იმერული კლუბის ფეხბურთელებს სამედიცინო შემოწმება უტარდებათ.

DSC_0144

DSC_0150

DSC_0160

DSC_0162

ზესტაფონში ევროტურნირებისათვის მზადებას შეუდგნენ

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონმა” საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთვება…

ზესტაფონის არენის ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩისათვის სათანადოდ მომზადების მიზნით, უკვე რამდენიმე დღეა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები. ამ სამუშაოების მიზანი გახლავთ სტადიონისა და სათამაშო მოედნის გარშემო არსებული ღობეების, ტერიტორიაზე განლაგებული წყლის ავზების და თავად არენის ფასადის განახლება. მიმდინარეობს სამუშაოები ტაბლოსა და ტრიბუნების შეკეთების და ადმინისტრაციული შენობისა და გასახდელებთან მისასვლელი კორიდორების განახლების კუთხით. ამის პარალელურად, მიმდინარეობს საპატიო სტუმართა და ჟურნალისტთა განსათავსებელი სექტორის კეთილმოწყობა, მოედნის მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება, ტრიბუნებთან მისასვლელების კეთილმოწყობა და ასე შემდეგ…

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობასა და პირველ შედეგებსაც ასახავს.

DSC07860

DSC07866

DSC07869

DSC07888

DSC07957

DSC07960

DSC07967

DSC07970

DSC07975

DSC07985

DSC07993

DSC08004

DSC08007

DSC08009

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ტორპედოს” ჭაბუკებმა ზესტაფონში იმარჯვეს

ჭაბუკთა ლიგაზე 28–ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის “ტორპედოს” ასაკობრივი გუნდები სტუმრად ზესტაფონში იქაურ თანალიგელებს შეხვდნენ.

ჩვეულებრივ, ჯერ 16–წლამდელები გაეჯიბრნენ ერთმანეთს, სადაც რევაზ კვერნაძის გაწვრთნილმა ქუთაისელთა გუნდმა 3:1 დაამარცხა მასპინძლები. გოლები: შოთა წიქარიშვილის(პენალტით), დავით მანჯგალაძის და ბექა ანთიძის ანგარიშზეა.

“ტორპედო U-16”: სულაბერიძე(კვერნაძე 60), წიქარიშვილი, ჭანია, ქუთათელაძე, შეყრილაძე, გორდაძე(ანთიძე 50), ჯავახაძე(სალუქვაძე 55), თევზაძე(კიკნაძე 65), მანჯგალაძე, იონანიძე(ხურციძე 65), თავაძე(ზარნაძე 40).

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

სათამაშო უპირატესობა საბოლოო ანგარიშში ასახა”ტორპედოს” 18–წლამდე გუნდმაც(მწვრთნელი – აკაკი კვერნაძე), რომელმაც მეტოქეს მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლია. გამარჯვების გოლი გოგუაძის პასითთორნიკე ბანძელაძემ გაიტანა.

“ტორპედო U-18”: მოდებაძე, მარდალეიშვილი(ზირაქაძე 89), ჯოხაძე, ნაცვლიშვილი, კუჭუხიძე, ქველიძე(ზაქარიაძე 60), ხვიჩია(ა. ჭიჭინაძე 72), ბანძელაძე, გოგუაძე(ბაბუნაშვილი 85), ჯანაძე(ჯიქიძე 67), ო. ჭიჭინაძე(აშვეთია 83).

სატურნირო ცხრილი და კალენდარი

FCTorpedo.GE

მორიგი ევროსეზონის წინ

საქართველოს ეროვული ჩემპიონატი დასრულდა. კლუბები მცირე შესვენებაზე არიან. სულ მალე კი, შეიკრიბებიან და ახალი სეზონისთვის დაიწყებენ მზადებას. ყველაზე ადრე  ამას “დინამო”, “ზესტაფონი”, “სიონი” და “ჩიხურა” გააკეთებენ. 2013/14 წლების სეზონში ევროთასებზე საქართველოს სწორედ ეს კვარტეტი წარმოადგენს.

ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი “დინამო თბილისი” ჩემპიონთა ლიგაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. “დინამოს” ბედი გარკვეულწილად უნგრეთის ჩემპიონატის შედეგზე იყო დამოკიდებული. სამწუხაროდ, უნგრეთში “დებრეცენის” ჩემპიობა ფაქტოვრივად გადაწყვეტილია, რაც იმას ნიშნავს, რომ “დინამო” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განუთესავი იქნება და საკმაოდ რთულ მეტოქეს უნდა ელოდოს.

თბილისური კლუბის სავარაუდო ოპონენტები არიან: რუმინეთის “სტიაუა”, შოტლანდიის “სელტიკი”, ბელორუსის “ბატე”, ჩეხეთის “სპარტა”, ხორვატიის “დინამო”, ბულგარეთის “ლუდოგორეცი”, ისრაელის “მაქაბი” (თელ-ავივი), მოლდოვის “შერიფი”, სლოვენიის “მარიბორი”, პოლონეთის “ლეგია”, სერბეთის “ცრვენა ზვეზდა”, სლოვაკეთის “სლოვანი”, ყაზახეთის “აქტობე”, ლატვიის “ვენტსპილსი”, აზერბაიჯანის “ყარაბაღი”, ფინეთის ჰიკ-ი და (უდიდესი ალბათობით) უნგრეთის “დებრეცენი”.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 16-17 ივლისს შედგება, განმეორებითი შეხვედრები კი ერთი კვირის თავზე – 23-24 ივლისს გაიმართება.

ევროპა ლიგაზე საქართველოს ტრადიციულად სამი გუნდი წარმოადგენს. “სიონი” და “ჩიხურა” გათამაშებაში პირველივე ეტაპზე ჩაერთვებიან. “ზესტაფონი” კი, მეორე ეტაპიდან შეეცდება წარმატების მიღწევას.

საჩხერის ”ჩიხურას” პოტენციურ მეტოქეთა სია ასე გამოიყურება : მალტის ”ჰიბერნიანი” , მალტის ”სლიემა” , ალბანური ”ლაჩი” , ლატვიური ”ელგავა” და ”დაუგავა” , ყაზახეთის ”ასტანა” და ”ქაირათი” , სომხური ”მიკა” , ირლანდიური ”დანდალკსი” , ლიტვის ”ბანგა”.

ბოლნისის “სიონის” სავარაუდო მეტოქეები კი,  ნორვეგიული ”რუსენბორგი” , შვედური ”გიოტებორგი” , შოტლანდიური ”აბერდინი” , პოლონური ”იაგელონია” , ბულგარული ”ლიტექსი” , ”ბოტევი” არიან.

ამ ეტაპზე ევროპა ლიგის მეორე ეტაპზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი “ზესტაფონია”. იმერული კლუბი პოტენციურ მეტოქეთა სია ასე გამოიყურება: “სპლიტი” (ხორვატია), “სენტ ჯონსტონი” (შოტლანდია), “ლინფილდი” (ჩრდ. ირლანდია), “ინტერი” (აზერბაიჯანი), “პიუნიკი” (სომხეთი), “აბერდინი” (შოტლანდია), “შიროკი ბრიგი” (ბოსნია), “ბოტევი” (ბულგარეთი), “ჰონკა” (ფინეთი), “სლიგო როვერსი” (ირლანდია), “ზავიშა” (პოლონეთი), “ნემანი” (ბელორუსი), “ბირკირკარა” (მალტა), “კოშიცე” (სლოვაკეთი), “ვადუცი” (ლიხტენშტაინი), “კოპერი” (სლოვენია), “ბანგორი” (უელსი), “ბრომაპოიკარნა” (შვედეთი), “ტრენჩინი” (სლოვაკეთი), “ნოვა გორიცა” (სლოვენია), “ზიმბრუ” (მოლდოვა), “მიუპა” (ფინეთი), “კალიუ” (ესტონეთი), “ჰაუგესუნდი” (ნორვეგია), “დაუგავა” (ლატვია), “ჟენესი” (ლუქსემბურგი), “რუდარი” (სლოვენია), “კუკესი” (ალბანეთი), “მეტალურგი” (მაკედონია), “როვანიემი” (ფინეთი).

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 4-11 ივლისს შედგება. მეორე ეტაპი კი – 18-25 ივლისს.

ოთხივე ქართული გუნდი თავისი მეტოქის ვინაობას 24 ივნისს, ნიონში გასამართ წილისყრაზე შეიტყობს.

იმედია, ჩვენი გუნებისთვის მოახლოებული ევროზაფხული წარმატებული აღმოჩნდება. თუმცა, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს.

ოთხიდან ორი კლუბის დაფინანსები საკითხი გარკვეული ჯერ არ არის. “სიონი” და “ჩიხურა” სახლმწიფო პროგრამის იმედზე არიან. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სპონსორებსაც აქტიურად ეძებენ.

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა “დინამოსა” და “ზესტაფონში”. ამ კლუბებში ფინანსური პრობლემები არ არის, თუმცა ორივე შემთხვევაში საქმე საკადრო პრობლემებთან გვაქვს. “დინამოსაც” და “ზესტაფონსაც” გაძლირება ნამდვილად არ აწყენდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ მიზნებზე ფიქრი წარმოუდგენელი იქნება. გარდა ამისა თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება და “დინამოს” გამოცდილი ჩეხი სპეციალისტი, მიხალ ბილეკი ჩაიბარებს.

გია გეგუჩაძე სტუმრად დავით მინაშვილთან

მიმდინარე წლის 26 მაისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხს” ესტუმრა და მონაწილეობა დავით მინაშვილის საავტორო გადაცემა “საფეხბურთო მიმოხილვაში” მიიღო. გთავაზობთ ამ გადაცემის ვიდეოჩანაწერს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ზესტაფონი ევროპალიგაზე მეორე რაუნდიდან ჩაერთვება

საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი”, რომელმაც საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთვება.

 

ეს ამბავი გუშინ, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვა – თბილისის “დინამოს” გამარჯვება იმის მაუწყებელი გახლავთ, რომ უეფას ევროპალიგის რეგულაციის 2.04 მუხლის თანახმად, ზესტაფონელები ევროპალიგის გათამაშებაში მეორე რაუნდიდან ჩაერთვებიან, ხოლო თასის ფინალში თბილისელთა მეტოქე საჩხერის “ჩიხურა” ევროპული საკლუბო ფეხბურთის რიგით მეორე ტურნირში პირველივე ეტაპიდან იასპარეზებს.

 

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ფაქტიურად გადაწყვეტილია ისიც, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, კლუბის მიერ გასულ 5 წელიწადში ევროტურნირებზე მოპოვებული სარეიტინგო ქულების წყალობით (“ზესტაფონის” კოეფიციენტი 5,975 ბალს შეადგენს), მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში განთესილ კლუბთა შორის იქნება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სეზონი ჯერაც არ დასრულებულა და ევროტურნირების მონაწილეთა სია ამ ეტაპზე საბოლოო არაა, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” სადღეისოდ გამოკვეთილ შესაძლო მეტოქეთა არასრული სია: სპლიტი (ხორვატია), სტ. ჯონსტონი (შოტლანდია), ლინფილდი (ჩ. ირლანდია), ინტერი (აზერბაიჯანი), პიუნიკი (სომხეთი), აბერდინი (შოტლანდია), შიროკი ბრიეგი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბოტევი (ბულგარეთი), ჰონკა (ფინეთი), სლიგო როვერსი (ირლანდია), ზავიშა (პოლონეთი), ნემანი (ბელორუსი), ბირკირკარა (მალტა), კოშიცე (სლოვაკეთი), ვადუცი (ლიხტენშტეინი), კოპერი (სლოვენია), ბანგორ სიტი (უელსი), ბრომაპოიკარნა (შვედეთი), ტრენჩინი (სლოვაკეთი), ნოვა გორიცა (სლოვენია), ზიმბრუ (მოლდოვა), მიუპა (ფინეთი), კალიუ ნომე (ესტონეთი), ჰაუგესუნდი (ნორვეგია), დაუგავა (ლატვია), ჟენესი (ლუქსემბურგი), რუდარ ველენიე (სლოვენია), კუკესი (ალბანეთი), მეტალურგი (მაკედონია), როვანიემი (ფინეთი) და ა.შ…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

სეზონის ფინიშის სწორზე

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დასასრულს მიახლოვებული ქვეყნის პირველობის ბოლო მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 17 მაისს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” უმასპინძლებენ.

ბოლო წლების განმავლობაში ორივე კლუბი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის უცვლელი ბინადარი გახლავთ და ერთმანეთში ურთიერთობებს ზედიზედ მეათე სეზონია არკვევს. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში “ზესტაფონისა” და “სიონის” ურთიერთშეხვედრები სადღეისოდ 28 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში დიდი უპირატესობა მარგველთა მხარესაა – 16 მოგება, 7 ფრე და 5 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 33:11.

უნდა ითქვას, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელებმა და ბოლნისელებმა ერთმანეთში პირველად სწორედ მიმდინარე გათამაშებაში იასპარეზეს. “სიონმა” იმერლები ორივე შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის საგზურიც მოიპოვა.

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელებს შორის 17 მაისს გასამართი დაპირისპირება, რომელსაც სამტრედიელი ფიფას არბიტრი თორნიკე გვანცელაძე განსჯის, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის დასრულების შემდეგ დაგეგმილია გუნდების შესაბამისი სინჯის მედლებით დაჯილდოვება. ხვალინდელი შეხვედრის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ინტერნეტ-გვერდზე გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” სეზონის ბოლო მატჩისათვის მზადების შესახებ

მცირე დასვენების შემდეგ ზემოიმერული გუნდი ზესტაფონში შეიკრიბა და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, 17 მაისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონი უმასპინძლებს ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი, ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრას, რომელშიც მარგველები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ “სიონს” უმასპინძლებენ.

გთავაზობთ მცირე ფოტირეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC07571

DSC07578

DSC07609

DSC07612

DSC07645

DSC07646

DSC07651

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზუგდიდის” დუბლებმა “ზესტაფონი” დაამარცხეს

2014 წლის 12 მაისს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთორმეტე ტურის მატჩები. ზუგდიდში, საფეხბურთო კლუბ “ბაიას” ბაზაზე, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდის” დუბლიორებმა ზესტაფონელთა მეორე გუნდს უმასპინძლეს.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, გაგოშიძე, მოსიძე, გელაშვილი, ენდელაძე (ჭურაძე, 35), მაკარიძე (ბარბაქაძე, 68), მარგველაშვილი, კაკუშაძე, კალაჯიშვილი, კანდელაკი (ეგუტიძე, 86), კაპანაძე (მიქელთაძე, 53).

დღევანდელი დაპირისპირების პირველ ნახევარში სტუმრები მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ და საგრძნობ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ. ტაიმის მსვლელობისას სტუმრებს ანგარიშში დაწინაურებას რამდენიმე ძალიან კარგი შესაძლებლობა მიეცათ – მიზანთან ახლოს დემურ კანდელაკი, ბექა კაკუშაძე და იონა კალაჯიშვილი იყვნენ. ზესტაფონელთა დიდი უპირატესობის მიუხედავად, პირველი 45 წუთი უგოლოდ 0-0 დასრულდა…

მომენტების გაფლანგვა ზესტაფონელებმა მეორე ტაიმის სადებიუტო ნაწილშიც განაგრძეს და ამისათვის მალევე დაისაჯნენ – 60-ე წუთზე, დღევანდელ შეხვედრაში ზუგდიდელთა პირველივე სახიფათო შეტევა კონსტანტინე საბეკიას გოლით დასრულდა. მატჩის ბოლოს, მას შემდეგ რაც ბექა მიქელთაძემ მეორე ყვითელი მიიღო, იმერლები მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩნენ. 78-ე წუთზე ზუგდიდელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამყარდა – გოლი ცოტნე სამუშიამ გაიტანა. მასპინძელთა გამარჯვება ანგარიშით 2-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ვერცხლის მედლების მომტანი მატჩი ივანწმინდაში

2014 წლის 11 მაისს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩები. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდის სტადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა ”ჩიხურამ” ქვეყნის ორგზის ჩემპიონს, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.

მატჩი დასრულდა სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 3-2. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ზესტაფონელებმა პირველად კლუბის ისტორიაში ეროვნული პირველობის ვერცხლის მედლები და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს…

შეხვედრის პირველი ნახევარი უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. უნდა ითქვას, რომ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა მათ მეტოქის კართან მიახლოვება უჭირდათ და საკუთარ შანსის პოვნას ისინი შორიდან დარტყმებით ცდილოდნენ. თავის მხრივ, საჩხერელები ოპონენტს სწრაფი კონტრიერიშებით პასუხობდნენ, თუმცა პავლოვიჩის კართან ახლოს ვერც ისინი მიდიოდნენ და “ზესტაფონის” კარის დარაჯის დაწუხრებას ასევე საჯარიმოს ფარგლებს გარედან “გასროლებით” ლამობდნენ.

ტაიმის ბოლო ხუთ წუთში გუნდებმა გოლები გაცვალეს. 40-ე წუთზე ანგარიში ზესტაფონელებმა გახსნეს – შეტევის მარჯვენა ფლანგიდან თეიმურაზ ღონღაძის ჩაწოდებას რევაზ გეწაძე გამოეხმაურა და ბურთი საჩხერელთა გოლკიპერს თავზე ოსტატურად გადაუგდო. 42-ე წუთზე კი ძალთა თანაფარდობა აღდგა – საჩხერელ ბესიკ დეკანოსიძესა და ზესტაფონელ რენე ფერეირას შორის შემდგარ პოზიციურ ბრძოლაში მატჩის არბიტრმა ლაშა სილაგავამ თამაშის წესის დარღვევა აღმოაჩინა და სტუმართა კარში დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც დავით ოდიკაძემ ცივსისხლიანად შეასრულა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სტუმრები ისევ წინ გავიდნენ – 47-ე წუთზე გიორგი გურულის ზუსტ გადაცემას ნიკა საბანაძე გამოეხმაურა და ბურთი გოგიტა სომხიშვილის კარის კუთხეში გადაგზავნა. ამის შემდეგ თამაში “გაიხსნა” და მეტოქეებმა ერთმანეთის კართან რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს – პავლოვიჩის კარს შორიდან დარტყმებით გიორგი გაბედავა და ბესიკ დეკანოსიძე დაემუქრნენ, ხოლო სომხიშვილს სიმშვიდე გრიგოლ დოლიძისა და გიორგი ჭანკოტაძის დარტყმების შემდეგ დაერღვა.

69-ე წუთზე ზესტაფონელებმა თავის უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადეს – ჭანკოტაძის მიერ წამოწყებული შეტევა დოლიძის მისამართით გაკეთებული ზუსტი გადაცემითა და ამ უკანასკნელის მასპინძელთა საჯარიმოში ჩაწოდებით გაგრძელდა, იქ კი ყველას დიმიტრი ტატანაშვილმა დაასწრო და საჩხერელთა კარის ბადე მესამედ შეარხია. მასპინძლებმა მატჩის გადასარჩენად კი გაიწიეს, მაგრამ ერთადერთი, რის გაკეთებაც დარჩენილ დროში მათ მოასწრეს, არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გიორგი გაბედავას მიერ გატანილი გოლი გახლდათ.

მეორე გოლის გაშვების შემდეგ ზესტაფონელებმა კიდევ ერთხელ შეუტის მეტოქის კარს. საჩხერელთა გოლკიპერთან პირისპირ აღმოჩნდა გიორგი ჭანკოტაძე, რომელიც სომხიშვილს კი გასცდა, მაგრამ მასთან კონტაქტის შედეგად მინდორზე დაეცა. მაშინ, როდესაც ყველა “ჩიხურას” კარში 11-მეტრიანის დანიშვნას ელოდებოდა, მატჩის არბიტრის საფინალო სასტვენი გაისმა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

მარგველთა მორიგი დერბის წინ

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 11 მაისს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელებისაფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანწმინდას სტადიონზე ესტუმრებიან.

მარგვეთის მხარის წარმომადგენელი ამ ორი კლუბის დაპირისპირებათა ისტორია 2006 წლის 9 სექტემბერს იღებს სათავეს და სადღეისოდ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართულ დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში მცირე უპირატესობა საჩხერელთა მხარესაა – მოგება, ფრე და წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 11:7.

გუნდების გზები ერთხელ დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც გადაიკვეთა. 2008-2009 წლების თასის გათამაშების პირველი მერვედფინალურ მატჩი 2008 წლის 30 აგვისტოს გაიმართა, ზესტაფონელებმა საჩხერელი სტუმრები დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხეს. გატანილი გოლები ბექა გოცირიძისერიკ რომეო ჩასემისნიკა კვასხვაძის (ეს ფეხბურთელი დღესდღეობით სწორედ “ჩიხურას” ღირსებას იცავს) და ორჯერ ნიკოლოზ გელაშვილის (3-0 და 5-0) ანგარიშზეა. ამ მერვედფინალური წყვილის საპასუხო შეხვედრა 2008 წლის 17 სექტემბერს საჩხერეში გაიმართა და მირიან მიქაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით გამარჯვება “ჩიხურას” ფეხბურთელებმა მოიპოვეს – 1-0.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს უკვე მოპოვებული აქვს ევროპული საკლუბო ტურნირების საგზურები. საჩხერის “ჩიხურას” და “ზესტაფონს” შორის 11 მაისს გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი ფიფას არბიტრი ლაშა სილაგავა განსჯის, 17:00საათზე დაიწყება.

FCZestafoni.Ge

ზესტაფონში ვერც “დინამოს” დუბლები გაჩემპიონდნენ

2014 წლის 8 მაისს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე თბილისის ”დინამოს” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, გელაშვილი, გაგოშიძე, ენდელაძე, გოგია (იელიჩი, 46), კაკუშაძე, სარდალიშვილი, ფანცულაია (კალაჯიშვილი, 75), ჭურაძე, ჭანკოტაძე (ბარბაქაძე, 77), კანდელაკი (მაკარიძე, 55).

შეხვედრა, რომლის მოგების შემთხვევაში თბილისელი ფეხბურთელები დუბლიორთა ტურნირის გამარჯვებულის ტიტულს მოიპოვებდნენ, მასპინძლების შეტევებით დაიწყო და უკვე მატჩის დებიუტში დემურ კანდელაკს შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა მისი დარტყმული სტუმართა კარის დარაჯმა ეფექტური ნახტომით კუთხურზე მოიგერია. 10-ე წუთზე სტუმართაგან მათიაშვილიურტყავდა თავით სახიფათოდ – კახაბერ მეშველიანი ბურთს ადგილზე დახვდა. ანგარიში 15-ე წუთზე გაიხსნა – გიორგი ჭანკოტაძისდარტყმა დინამოელთა მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას დემურ კანდელაკმა დაასწრო და ზუსტი დარტყმით ზესტაფონელები დააწინაურა.

მალევე ავთო ენდელაძეს შეეძლო გატანა, თუმცა მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა. 25-ე წუთზე “დინამომ” ანგარიში გაათანაბრა – ლაშა შერგელაშვილმა საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. ზესტაფონელები ტაიმის ბოლოს ისევ დაწინაურდნენ – სტუმართა კარი ულამაზესი დარტყმით გიორგი ჭანკოტაძემ აიღო.

მეორე ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა. 75-ე წუთზე ზესტაფონელთა უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა – მიხეილ სარდალიშვილი “დინამოს” მცველებს და მეკარეს გასცდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. სტუმრებმა კი მატჩის ბოლო წუთზე ერთი ბურთის გატანა შეძლეს – ლობჟანიძემ ლამაზი დარტყმით ბურთი მეშველიანის კარის ბადეში მოათავსა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 3-2.

დიმა ნებიერიძე სპეციალურად საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ინტერნეტ-გვერდისთვის