“ზესტაფონის” ამხანაგური მატჩი “ზუგდიდთან”

2014 წლის 2 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა – ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე იმერლები უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ წარმომადგენელს, საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდს” დაუპირისპირდნენ.

მარტვილელებთან ოთხი დღის წინ გამართული მატჩის მსგავსად, მარგველებმა რამდენიმე ფეხბურთელი დღევანდელ შეხვედრაშიც მოისაკლისეს. როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ფანცულაია, ავთო ენდელაძე და თედორე გრიგალაშვილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე ჩივაძეს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჰოლანდიაში გასამართი მატჩისათვის თავის გუნდში ჰყავს გამოძახებული. რაც შეეხება კახა მეშველიანს, ის ტრავმის შემდეგ ჯერაც მკურნალობს.

იმერელთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ თავის გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: პავლოვიჩი (კუპატაძე, 71), რობაქიძე, ფერეირა (გაგოშიძე, 46), ხიდეშელი (ვაჭარაძე, 59), გვალია (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), შარიქაძე, ჭანტურიშვილი, სარდალიშვილი (სამუშია, 46), ჭანკოტაძე (კანდელაკი, 46), ილურიძე (კაპანაძე, 46), დვალი (მიქელთაძე, 46).

ზუგდიდი: თევდორაძე (დევაძე, 83), რიგვავა (ქომეთიანი, 53), ლომაია (ღონღაძე, 46), ქურდაძე (მირცხულავა, 46), ჯავაშვილი, ფარჯიკია (აკობია, 62), ქირია (გვაზავა, 73), კობერიძე (ჭაავა, 81), წურწუმია (კუკავა, 46), ლომია (შენგელია, 67), კვარაცხელია (გულორდავა, 46).

შეხვედრა საკმაოდ კარგი საყურებელი გამოდგა – მართალია, უპირატესობას ძირითადად მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა ცუდად არც ზუგდიდელები გამოიყურებოდნენ. ანგარიში კი 28-ე წუთზე გაიხსნა – იმერული კლუბის რიგებში გატანილი სადებიუტო გოლით თავი გიორგი ილურიძემ გამოიჩინა.

უნდა ითქვას, რომ დღევანდელ დაპირისპირებაში ეს გოლი ერთადერთი და გადამწყვეტი გამოდგა. არადა, ორივე გუნდმა მეტოქეთა კართან მრავალი საგოლე მომენტი შექმნა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს ზესტაფონელებზე ითქმის – მიხეილ სარდალიშვილის, ჯაბა დვალის, ვახტანგ ჭანტურიშვილის, თორნიკე კაპანაძის, დემურ კანდელაკისა და ბექა მიქელთაძის დარტყმების შემდეგ ზუგდიდელები ხან მათივე კარის დარაჯმა გადაარჩინა, ხანაც იღბალმა…

ორჯერ მასპინძელთა დარტყმულმა სტუმართა კარის კარკასი შეაზანზარა – პირველ ტაიმში გიორგი ჭანკოტაძის ახლო მანძილიდან დარტყმული ხარიხას მოხვდა, მეორეში კი ძელს ბექა მიქელთაძემ გაარტყა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ერთხელ ზესტაფონელთა კარის ჩარჩოს სიმშვიდე სტუმრებმაც დაარღვიეს. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი დასრულდა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით ანგარიშით 1-0.

5 სექტემბერს “ზესტაფონი” მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ამჯერად მარგველებს ბათუმის საფეხბურთო კლუბი “დინამო” ეწვევა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონს” გიორგი ხიდეშელი შეუერთდა

2014 წლის 31 აგვისტოს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც ეროვნული პირველობის მოახლოვებული მატჩებისათვის საკუთარ ქალაქში ემზადება, კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა – 26 წლის მცველი გიორგი ხიდეშელი კარიერას ისევ იმერულ კლუბში გააგრძელებს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ: გიორგი ხიდეშელი – მცველი: დაბადებული – 23.01.1988; სიმაღლე – 191 სმ, წონა – 85 კგ.

სპორტული კარიერის მანძილზე გიორგის შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: ”თბილისი” (თბილისი) – 2004-2005.”ზესტაფონი” – 2005-2012, ”ტორპედო” (ქუთაისი) – 2013-2014, ”დინამო” (თბილისი) – 2014.

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ხიდეშელი იმერელთა რიგებში 2005 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და გუნდში 2012 წლამდე ასპარეზობდა. “ზესტაფონში” გატარებული პერიოდის განმავლობაში ფეხბურთელმა კლუბთან ერთად მოიპოვა ჯერ დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასი, მერე ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების ორი კომპლექტი, შემდეგ კი ზედიზედ ორი “ოქრო”.

ეროვნულ ჩემპიონატში ფეროელთა მაისურით ჩატარებულ 116 შეხვედრაში (სხვათაშორის, როინ კვასხვაძისა (155 მატჩი) და ალექსი ბენაშვილის (136 მატჩი) შემდეგ, ეს ჩვენი კლუბის ისტორიაში მესამე შედეგია) გიორგი ხიდეშელს 8 გოლი აქვს გატანილი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რიგებში ფეხბურთელს 15 მატჩი (1 გოლი) აქვს გამართული, ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისური კი 3-ჯერ აქვს მორგებული.

მარგველთა რიგებში დაბრუნებული გიორგი ხიდეშელი საწვრთნელ პროცესს გუშინვე შეუერთდა. ხელმოწერილი შრომითი ხელშეკრულების პირობების თანახმად, ფეხბურთელი იმერული კლუბის ღირსებას მიმდინარე წლის ბოლომდე დაიცავს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დუბლიორთა ტურნირის მეოთხე ტურის მატჩი

2014 წლის 30 აგვისტოს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეოთხე ტურის მატჩები. თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ადგილობრივი ”სიონის” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, ბარბაქაძე, მოსიძე, ჩიტორელიძე, გოგავა, ვაჭარაძე, მაკარიძე, ჩუბინიძე, გოცაძე (ბუბულაშვილი, 52), სამუშია, კანდელაკი.

“სიონის” დუბლიორთა და ბოლნისში ახალგაზრდული შემადგენლობით ჩასული ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირების პირველი წუთები უფრო აქტიურად მასპინძლებმა ჩაატარეს. თუმცა, სტუმრები მალევე დამშვიდდნენ და თანდათანობით საკუთარი თამაშის დალაგებას შეუდგნენ. იმერლებმა ქვემოქართლელთა კართან რამდენიმე სახიფათო აქციაც მოაწყვეს, თუმცა შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. ანგარიში 37-ე წუთზე გაიხსნა – მარტივ სიტუაციაში სტუმართა დაცვისა და მეკარის შეუთანხმებლობით კარგად ისარგებლა ირაკლი ბურნაძემ და ბურთი ცარიელ კარში გადააგზავნა.

მეორე ტაიმი “ზესტაფონის” შეტევებით დაიწყო და რამდენიმე ეპიზოდში თამაშში ჩართვა უკვე ბოლნისელთა გოლკიპერსა და დაცვას მოუწია. 62-ე წუთზე შეტევაში გართულ მარგველებს გამოეპარათ მასპინძელთა კონტრშეტევა, რომელიც დავით კუპატაძის კარში დანიშნული პენალტით დასრულდა – გოლკიპერის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან თეიმურაზ ჩიჩუას 11 მეტრიდან დარტყმულის მოგერიება შეძლო…

სტუმრებმა მატჩის გადასარჩენად გაიწიეს და “სიონის” კართან ისევ “დასცხა” – საკუთარი გუნდისათვის ქულის გადარჩენის შანსები გიორგი ჩუბინიძეს, გურამ სამუშიასა და გიორგი მაკარიძეს მიეცათ, მაგრამ სტუმრები ხან ბოლო დარტყმისას სცოდავდნენ, ხანაც ქვემოქართლელთა მეკარე და დაცვა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. მატჩის არბიტრის შოთა ქუხილავას საფინალო სასტვენმა იმერლებს შეტევაში მოუსწროთ. ბოლნისელთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” სპარინგ-მატჩი მარტვილელებთან

2014 წლის 29 აგვისტოს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” სპარინგ-მატჩი გამართა – ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ზემოიმერლები უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” დაუპირისპირდნენ.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებმა რამდენიმე ფეხბურთელი მოისაკლისეს. როგორც მოგეხსენებათ, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლევან შარიქაძე და თედორე გრიგალაშვილი საქართველოს ეროვნული გუნდის დამრიგებელ თემურ ქეცბაიას სპეციალურ სანაკრებო შეკრებაზე ჰყავს გამოძახებული. რაც შეეხებათ ბოიან პავლოვიჩს, რენე ფერეირასა და კახა მეშველიანს, ამ ფეხბურთელებს “მერანის” წინააღმდეგ თამაშის გასვლის საშუალება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მიეცათ.

შედეგად, ზესტაფონელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: კუპატაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, რობაქიძე, გაგოშიძე, ენდელაძე, გვალია, ჭანკოტაძე (ვაჭარაძე, 72), ფანცულაია (კანდელაკი, 72), ილურიძე (სამუშია, 46), კაპანაძე (მიქელთაძე, 72), დვალი (სარდალიშვილი, 46).

თავის მხრივ, მარტვილელთა დამრიგებელმა ვლადიმირ ლობასმა თავის გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: მამალაძე (ხაინდრავა, 75), მელიავა, ლომაშვილი (შანგუა, 78), ორბელაძე (წურწუმია, 46), კიკნაველიძე (გეგია, 75), წყაროზია (ჯღამაია, 46), გეგეჭკორი, ბოლქვაძე (ციკოლია, 71), ხარჩილაძე (წულაია, 59), ციცხვაია (ფაილოძე, 70), ჩიმაკაძე (ფონიავა, 46).

შეხვედრა “მერანის” სწრაფი გოლით დაიწყო – უკვე 3-ე წუთზე მარტვილელები ლევან გეგეჭკორმა დააწინაურა. ორივე გუნდის არაერთი მცდელობის მიუხედავად, შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა და ტაიმიც სტუმართა მინიმალური უპირატესობით 1-0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ზესტაფონელებმა სტუმართა კართან შტურმი მოაწყვეს და ამან შედეგი მალევე გამოიღო – 60-ე წუთზე, ლაშა ჯღამაიას ავტოგოლის შემდეგ, ანგარიში თანაბარი გახდა. მასპინძლები ამის შემდეგაც ბევრს უტევდნენ და მატჩის მიწურულს იხეირეს კიდეც – 79-ე და 89-ე წუთებზე გატანილი გოლებით გურამ სამუშიამ დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 3-1.

2 სექტემბერს “ზესტაფონი” კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ამჯერად იმერეთს საფეხბურთო კლუბი “ზუგდიდი” ეწვევა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

სიახლეები მარგველთა ბანაკიდან

მცირე დასვენების შემდეგ ზემოიმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. გუშინ და დღეს გუნდმა თითოჯერ ივარჯიშა, ხვალ კი ამხანაგური მატჩის გამართვა იგეგმება – ერთმანეთს “ზესტაფონი” და მარტვილის “მერანი” დაუპირისპირდებიან.

როოგორც მოგეხსენებათ, მზადების ამ ეტაპზე საქართველოს ვიცე-ჩემპიონთა რიგებს დააკლდნენ ნახევარმცველები ვახტანგ ჭანტურიშვილი და ლევან შარიქაძე და მცველი თედორე გრიგალაშვილი. სამივე ეს ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ნაკრების დამრიგებელ თემურ ქეცბაიას სპეციალურ სანაკრებო შეკრებაზე ჰყავს გამოძახებული.

სამაგიეროდ, ზემოიმერულ კლუბს შეუერთდა და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა ზესტაფონელთა ახალწვეული გიორგი ილურიძე. რაც შეეხება მარტვილელებთან ხვალინდელ შეხვედრას, ის კლუბის ბაზის პირველ მოედანზე გაიმართება და 17:30 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური გუნდის ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …

DSC01331

DSC01338

DSC01340

DSC01344

DSC01356

DSC01361

DSC01371

DSC01391

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ზესტაფონში დინამოს დუბლებმაც 3:2 იმარჯვეს

დინამო თბილისის სარეზერვო შემადგენლობა დღეს სკ ზესტაფონის მოსამზადებელი ბაზის მოედანზე, ადგილობრივი გუნდის დუბლებს დაუპირისპირდა. დუბლების ჩემპიონატის მესამე ტურში თამაზ სამხარაძის გუნდმა 3:2 აჯობა მასპინძლებს.

ანგარიში შეხვედრის მე- 20 წუთზე მესხმა გახსნა. 38- ე წუთზე ზივზივაძემ ორამდე გაზარდა თბილისელთა უპირატესობა- 0:2. პირველი ნახევარი ამ ანგარიშითვე დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში კი მასპინძლებმა ორივე ბურთი გაქვითეს. მიქელთაძემ 48- ე და 53- ე წუთებზე ორჯერ გაუტანა სტუმრებს. დინამოელებს არაერთი საგოლე სიტუაცია შეექმნათ, თუმცა საბოლოო დარტყმას სიზუსტე აკლდებოდა. 84- ე წუთზე კი დინამოელთა შეტევა საბოლოოდ ზესტაფონის კარის აღებით დასრულდა. ავტოგოლი მოსიძის ანგარიშზეა. შეხვედრაში თბილისელებმა 3:2 იმარჯვეს.

ზესტაფონის დუბლები 2:3 დინამოს დუბლები

დინამო: კულუა, კაკაბაძე, კაციტაძე, გადრანი, კაპანაძე, ნემსაძე, მესხი (ჩიხლაძე 69), ვეკუა, ო. კობახიძე (ლაშხია 78), ჯიქია (კვერნაძე 69), ზივზივაძე (აშორტია 85)

FCDinamo.ge

ზესტაფონი – დინამო 2:3

უმაღლესი ლიგა

ზესტაფონი 2:3  დინამო

გოლი: 1:0 სარდალიშვილი 5’  1:1 პაპუნაშვილი 6’  2:1 დვალი 52’  2:2 ძარია 85’  2:3 ძარია 88’

ზესტაფონი vs დინამო – მატჩამდე

დინამო თბილისი საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას ზესტაფონში, ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავს. 23 აგვისტოს დაპირისპირებას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.

ჩვენი მეტოქე

ზესტაფონის საფეხბურთო კლუბი 2004 წლის 18 ივნისს შეიქმნა, ამავე წელს საქართველოს XIV ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთო და მას შემდეგ უმაღლესი ლიგა არ დაუტოვებია. ზესტაფონი საშინაო მატჩებს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 4 600 მაყურებელს იტევს. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ლურჯ და თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. თავისი პირველი ტიტული ზესტაფონმა 2007/2008 წლების სეზონში მოიპოვა – იმერელმა ფეხბურთელებმა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გამართულ ფინალურ მატჩში თბილისის ამერი ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელები გახდნენ. 2010/2011 წლების სეზონში ზესტაფონმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ამავე სეზონში მარგველმა ფეხბურთელებმა საქართველოს სუპერთასის მოგებაც მოახერხეს. ზესტაფონმა ჩემპიონობა უკანასკნელად 2011/2012 წლების სეზონში იზეიმა, გუნდმა ზედიზედ მეორედ მოახერხა ოქროს მედლების მოპოვება. 2013/2014 სეზონი სკ ზესტაფონმა ვიცე ჩემპიონის ტიტულით დაასრულა.

მწვრთნელი და ზესტაფონი

ზესტაფონის საფეხბურთო კლუბის მთავარ მწვრთნელად ნოემბრიდან კვლავ გია გეგუჩაძე მუშაობს, რომელთან ერთადაც ზესტაფონმა არაერთი წარმატებული სეზონი ჩაატარა. გუნდმა მისი ხელმძღვანელობთ დასრულებული პირველობა მეორე ადგილზე დაამთავრა.

დინამომდე…

ზესტაფონმა დასრულებულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და შესაბამისად ევროპა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება მიიღო. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზესტაფონელები სპარტაკ ტრნავას დაუპირისპირდნენ. პირველი მატჩი იმერეთში ფრედ 0:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში მასპინძლებმა 3:0 აჯობეს ჩვენს მომავალ მეტოქეს. საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში ზესტაფონელებმა 6:0 მოუგეს გურიას. მეორე ტურში კი ჩიხურამ დაამარცხა გია გეგუჩაძის გუნდი ანგარიშით- 2:1.

დინამო VS ზესტაფონი

დღემდე დინამო თბილისი და ზესტაფონი ეროვნულ ასპარეზზე ერთმანეთს 33– ჯერ შეხვედრიან. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქე 18 შემთხვევაში დაამარცხეს, 6 მატჩი ფრედ დასრულდა, 9 შეხვედრაში კი ყვირილისპირებემა იმარჯვეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ– 48/31 არის.

დინამო – ზესტაფონის დაპირისპირებაში ყველაზე პოპულარული ანგარიში 1–0 არის, რომელიც 11 შეხვედრაში დაფიქსირდა. დიდი ანგარიშით ოთხი შეხვედრა დასრულდა. 2012/2013 სეზონის ბოლო ტურის მატჩში 18 მაისს, დინამომ მეტოქე ხუთბურთიანი სხვაობით– 6:1 დაამარცხა. 2009 წლის 10 აპრილს ჩვენმა გუნდმა გასვლით შეხვედრაში ზესტაფონს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ამავე წლის 29 აგვისტოს თბილისელები ზესტაფონში მარგველ ფეხბურთელებთან 1:4 დამარცხდნენ. 2012 წლის 14 დეკემბერს კი დინამომ სტუმრად– 1:5 წააგო.

დინამოს ზესტაფონური გუნდებიდან, ასევე მარგვეთთან და მეტალურგთან უთამაშია. ამ შეხვედრებში თბილისელებს კოლოსალური უპირატესობა ჰქონდათ. 21 ჩატარებულ მატჩში ზესტაფონელებმა მხოლოდ 2–ჯერ იმარჯვეს, 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 16 შემთხვევაში თბილისელებმა იზეიმეს გამარჯვება. ბურთების შეფარდება 82/15 დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 1994 წლის 15 ოქტომბერს- 10:1 იმარჯვა. 1996 წლის 17 ნოემბერს დინამომ 8 უპასუხო ბურთი გაუტანა მარგვეთს. ანგარიშებით 6:0 და 6:1 კი, დინამომ სამ–სამჯერ იმარჯვა.

უკანასკნელი შეხვედრა დინამოსა და ზესტაფონს შორის 3 მაისს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. საკმაოდ საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება მასპინძელი გუნდის გამარჯვებით – 3:2 დასრულდა. ზესტაფონელთა კარში გოლები ჩისკომ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ დააკლდება.

ზესტაფონი VS დინამო – მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 23 აგვისტოს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სკ ზესტაფონის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ი. უკლება გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ხ. გაგნიძე და ა. კრიჭაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ი. კვირიკაშვილი შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 11 მაისს საქართველოს ჩემპიონატის ბოლოსწინა შეხვედრაში იმსაჯა. დინამო თბილისმა ბოლნისის სიონი 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ექვსჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 20 აგვისტოს ბაქოში გამართული ამხანაგური მატჩი- აზერბაიჯანი 0:0 უზბეკეთი გახლდათ. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ფეხბურთელები ორჯერ გააფრთხილა.

ზესტაფონის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ზესტაფონელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

პავლოვიჩი – რენე ფერეირა, თო. გრიგალაშვილი, თე. გრიგალაშვილი, გვალია – შარიქაძე, ჭანკოტაძე, სარდალიშვილი, კაპანაძე – დვალი, ჭანტურიშვილი

FCDinamo.GE

“ზესტაფონმა” გიორგი ილურიძე დაიმატა

იმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა – 22 წლის ახალწვეულის სახელია გიორგი ილურიძე. ახალგაზრდა თავდამსხმელმა, რომელსაც გორის “დილაში”, ხორვატულ “ჰაიდუკში”, ბოლოს კი კვიპროსულ “ერმისში” უასპარეზია, “ზესტაფონთან” შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მარგველთა ახალწვეულის შესახებ: გიორგი ილურიძე – თავდამსხმელი; დაბადებულია – 20.02.1992; სიმაღლე – 180 სმ, წონა – 70 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: ”დინამო” (თბილისი) – 2001-2010; ”ანჟი” (მახაჩკალა, რუსეთი) – 2010-2011; ”დილა” (გორი) -2012-2013; ”ჰაიდუკუ” (სპლიტი, ხორვატია) -2013-2014; “ერმისი” (არადიპუ, კვიპროსი) – 2014.
თბილისის “დინამოს” ახალგაზრდულ გუნდში ჩატარებული წარმატებული მატჩების შემდეგ, გიორგი ილურიძე მახაჩკალის “ანჟიში” გადავიდა. დებიუტი რუსულ პრემიერ-ლიგაში 18 წლის ასაკში მოსკოვის “სპარტაკის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჰქონდა.

ამის შემდეგ გიორგი გადავიდა გორის “დილაში”, რომლის შემადგენლობაშიც მან ევროპული კომპანიის რამდენიმე მატჩში წარმატებით იასპარეზა. ახალგაზრდა თავდამსხმელის შემდეგი კლუბი ხორვატიის უამღლესი ლიგის წარმომადგენელი, სპლიტის “ჰაიდუკი” გახლდათ. ბოლოს კი ფეხბურთელი კვიპროსულ “ერმისში” ირიცხებოდა.

გიორგი ილურიძეს საქართველოს 19 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებ გუნდებშიც წარმატებით და შედეგიანად უასპარეზია.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი”-“დინამო”. მორიგი მატჩის წინ

შაბათს, 23 აგვისტოს, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე პირველობის ერთპიროვნულ ლიდერს უმასპინძლებს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარგველთა და თბილისის დინამოელთა რიგით ოცდამეთოთხმეტე საჩემპიონატო დაპირისპირება გაიმართება.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ხანაში ყველაზე მეტი ტიტულის შემგროვებელ დინამოელებთან ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი კლუბების დაპირისპირებათა ისტორია ათვლას რიგით მეორე ეროვნული ჩემპიონატიდან მოყოლებული იწყებს… 1991-2003 წლებში გამართულ მატჩებში ”მარგვეთმა” და ”მეტალურგმა” ვერ ახერხებდნენ თბილისელთათვის დიდი წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დინამოელთა ულაპარაკო დომინირების ხანაშიც კი ზესტაფონის “მარგვეთმა” თბილისელები ორ შეხვედრაში მაინც დაამარცხა…

რაც შეეხება დინამოელებთან საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ურთიერთობათა ისტორიას – სადღეისოდ ეროვნულ ჩემპიონატში გუნდებმა ერთმანეთში 33 შეხვედრა გამართეს. ამ მატჩებში 18-ჯერ გაიმარჯვეს თბილისელებმა, 6 დასრულდა ფრედ, 9 კი მოიგეს ზესტაფონელებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც თბილისელი ფეხბურთელები ფლობენ უპირატესობას – 48:31.

საკმაოდ ხშირი გახლდათ თბილისურ-ზესტაფონური “დუელები” დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. უნდა ითქვას, რომ აქ უპირატესობა იმერლების მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 8 სათასო შეხვედრაში 3-ჯერ იმერლებმა იმარჯვეს, 2-ჯერ დედაქალაქელებმა, 3 მატჩიც ფრედ დასრულდა, ბურთების სხვაობა 5:4 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ. ერთხელაც გუნდები სუპერთასისათვის მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს და ის შეხვედრა თბილისელთა მინიმალური გამარჯვებით (1-0) დასრულდა.

სულ, 2004 წლის შემდეგ, “დინამოსა” და “ზესტაფონს” შორის 42 შეხვედრაა ჩატარებული, აქედან 21-ში დედაქალაქელებმა იმარჯვეს, 12-ში იმერლებმა, 9 მატჩი კი დასრულდა ფრედ, ბურთების სხვაობა 53:36 ”დინამოს” სასარგებლოდ.

საკმაოდ საინტერესოა ის, რომ ზესტაფონელთაგან დინამოელთა კარში სხვაზე ხშირად ჯაბა დვალს გაუტანია – ჯაბას “დინამოს” კარში 4 გოლი აქვს გატანილი. 2-2-ჯერ თბილისელთა კარის ბადე ერთბაშად 6 ზესტაფონელ ფეხბურთელს (შოთა ბაბუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ზურაბ იონანიძე, ბექა გოცირიძე, ზაალ ელიავა და ნიკოლოზ გელაშვილი) შეურხევია. დღესდღეობით მარგველთა რიგებში მოასპარეზე ფეხბურთეთაგან კი “დინამოს” კარში ფეროელთა მაისურით ასპარეზობისას გატანილი გოლებით ჯაბა დვალი, გიორგი ჭანკოტაძე, თორნიკე კაპანაძე და ვახტანგ ჭანტურიშვილი იწონებენ თავს …

თბილისის “დინამოსთან” შაბათს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი კი “პირველი არხის” ეთერში გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

პროგნოზისტთა კონკურსი (“ზესტაფონი” – “დინამო თბილისი”)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა მეორე საკონკურსო კვირის მეხუთე მატჩის კითხვები, რომელიც “ზესტაფონსა” და “დინამო თბილისს” შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “ზესტაფონი” – “დინამო თბილისი”

ზესტაფონი – დინამოს გიორგი ვადაჭკორია განსჯის

საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 23 აგვისტოს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სკ ზესტაფონის წინააღმდეგ გამართავს– გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას ბ. ჭიჭინაძე და ი. უკლება გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ხ. გაგნიძე და ა. კრიჭაშვილი. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ი. კვირიკაშვილი შეასრულებს.

დინამოს მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 11 მაისს საქართველოს ჩემპიონატის ბოლოსწინა შეხვედრაში იმსაჯა. დინამო თბილისმა ბოლნისის სიონი 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ექვსჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ვადაჭკორიამ იმსაჯა, 20 აგვისტოს ბაქოში გამართული ამხანაგური მატჩი- აზერბაიჯანი 0:0 უზბეკეთი გახლდათ. აღნიშნულ მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ფეხბურთელები ორჯერ გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია (8.06.1977)

===========================================
უმაღლესი ლიგა – 117 თამაში / 490 ყვითელი / 24 წითელი / 31 პენალტი

პირველი ლიგა – 8 თამაში / 27 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

მეორე ლიგა – 15 თამაში / 38 ყვითელი / 1 წითელი / 7 პენალტი

საქართველოს თასი – 9 თამაში / 34 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

fcdinamo.ge