იბრაჰიმოვიჩი: “პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მძიმე ტრავმის შემდეგ, მოედანს ახალი ამბიციებით დაუბრუნდა. შვედი მოთამაშე აცხადებს, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” ამ სეზონში, როგორც პრემიერ ლიგის, ასევე ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსები აქვს.

“ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია, მოხდეს. გასულ სეზონზე ძლიერები ვართ. სწორედ ამიტომ, ინგლისის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა შეგვიძლია. სწორედ ესაა ამ სეზონის მიზანი; მოვიგოთ, რაც შეიძლება მეტი შეხვედრა და აღვმართოთ თასები. სრულიად წარმოსადგენია, რომ “სიტის” დავეწიოთ და ცხრილშიც დავწინაურდეთ.”

“ამ კვირაში მწვრთნელი ძალიან ბედნიერი იყო, რადგან მას გუნდი სრული შემადგენლობით ჰყავდა თავის განკარგულებაში. მან იცის, რასაც აკეთებს. ჟოზე თავდაჯერებულია მაშინ, როცა ბევრი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს. მას აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი,” – აცხადებს “იბრა”.

მოურინიო: “არ ვაპირებ, კონტეს ხელის ჩამორთმევისთვის ვსდიო”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ მისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანია, ჩამოართმევს თუ არა მას ხელს ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე.

“გინდათ რომ მას შუა მოედანზე ვსდიო ხელის ჩამორთმევისთვის? მე იქ ვიყავი და ხელი ჩამოვართვი მათ, ვინც იქ იყვნენ. მგონი, მათ შორის ერთ-ერთი ანტონიოს ძმა იყო, მისი ასისტენტი. ასე რომ, მე ჩემი მოვალეობა მოვიხადე და ნამდვილად არ ვაპირებ მას გავეკიდო.

რატომ უნდა დავლოდებოდი მას (გასახდელში შესვლამდე)? ვალდებულები არ ვართ, ეს გავაკეთოთ. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თქვენ ყოველთვის გაწუხებთ ასეთი რაღაცები… ჩემთვის კი ეს პრობლემა სულაც არ არის.

რაც შეეხება მატჩს, ძლიერი გუნდების დაპირისპირება ვიხილეთ, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე გვაკლდა. დაცვითი სტილის თამაში იყო და გამარჯვება მას დარჩებოდა, ვინც პირველი გაიტანდა, ასეც მოხდა. ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

მოურინიო: “ფეხბურთელებმა თავად უნდა ახსნან, რატომ ითამაშეს ასე საშინლად”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “ჰადერსფილდთან” წაგებული მატჩის (2-1) შემდეგ პრესასთან ამ მარცხის გამომწვევ მთავარ მიზეზებზე ისაუბრა.

“ნამდვილად არ ვიცი, რა გითხრათ. ასეთი დამოკიდებულებით ამხანაგურ მატჩებსაც კი არ ვთამაშობდით. პირველ ნახევარში უბრალოდ ველოდებოდი, თუ როდის დაუშვებდნენ ასეთ შეცდომებს. მათი დამოკიდებულება ნამდვილად შეუფერებელი იყო.

წაგება მაშინ არის მისაღები, როდესაც მეტოქე შენ ბევრად აღემატება და არა მაშინ, როდესაც იმის გამო აგებ, რომ სხვისი შესაძლებლობები სათანადოდ არ შეაფასე, ეს ძალიან ცუდია.

ანდერ ერერამაც ისაუბრა ამ ფაქტორზე და ვფიქრობ უკეთესი იქნება, თუ ყველა მათგანს დავიბარებთ პრესკონფერენციაზე და ავახსნევინებთ, რა მოხდა, რატომ ითამაშეს ასე საშინლად. არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ მსგავსი რამ მომდევნო მატჩში არ მოხდება,” – აცხადებს მოურინიო.

მოურინიო: “მჯერა იბრაჰიმოვიჩი 2017 წელს კიდევ ითამაშებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა, ჟოზე მოურიონიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი, რომელიც გასული სეზონის შემდეგ ტრავმირებულია.

ზლატანი ჩვენი კონტროლის ქვეშ ყოველდღიურად ვარჯიშობს. ის იმაზე მეტს შრომობს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, მაგრამ მისი დაბრუნება ერთი ან ორი კვირის შემდეგ წარმოუდგენელია. შვედი ფეხბურთელი მაშინ გამოვა მოედანზე, როდესაც ტკივილს აღარ იგრძნობს. მჯერა იბრაჰიმოვიჩი 2017 წელს კიდევ ითამაშებს ფეხბურთს,” – განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

მატიჩი: “ყოველთვის მარტივი არ არის მოურინიოსთან მუშაობა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ნემანია მატიჩმა ჟურნალისტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

სერბეთის ნაკრების ფეხბურთელმა “იუნაიტედის” დამრიგებელზე, ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა.

ჟოზე ფეხბურთელებისგან ყოველთვის მაქსიმალურს მოითხოვს, შეიძლება შენს კარიერაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარო, მაგრამ პორტუგალიელი შემდეგ შეხვედრაში კიდევ მეტს მოითხოვს. მოურნიომ საუკეთესო ფეხბურთელები შეკრიბა, რომელთაც დიდი პოტენციალი აქვთ, დანარჩენი კი ჩენზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ მე დღეს “მანჩესტერ იუნაიტედში” ვთამაშობ, სწორედ მოურინიოა. ჟოზე საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც მიმუშავია.” -აცხადებს ნემანია მატიჩი.

ჟოზე მოურინიო: “შესაძლოა, ოდესმე ვთქვა იმის მიზეზი, თუ რატომ არ დავთანხმდი “ბარსელონას” მწვრთნელობას”

2008-2012 წლები კატალონიის “ბარსელონასა” და პეპ გვარდიოლასთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. საგულისხმოა, რომ ამ ეპოქის დაწყებამდე ფრენკ რაიკაარდის შემცველად ჟოზე მოურინიო განიხილებოდა, თუმცა მაშინ პორტუგალიელმა ესპანელებს უარი განუცხადა.

აღნიშნულზე კომენტარი თავად ჟოზემ გააკეთა.

“შესაძლოა, ერთ დღეს ვთქვა იმ გადაწყვეტილების მიზეზი, რომელიც “ბარსელონას” ხელმძღვანელობის შემოთავაზების შემდეგ მივიღე. ალბათ, ამას მაშინ გავაკეთებ, როცა მოხუცი, ძალიან მოხუცი ვიქნები. ახლა, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ვარ მწვრთნელი ახალი ამბიციებით და სურვილით – მოვიგო ბევრი რამ.”

“დარწმუნებული ვარ, “მანჩესტერ იუნაიტედში” არ დავსარულებ ჩემს სამწვრთნელო კარიერას. ერთ დღეს, ჩემი ვაჟი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, წავიდა, რომ ენახა “პსჟ”-ს თამაში და არა – მანჩესტერის”. რატომ პარიზი? ის, რაღაც მხრივ, განსაკუთრებულია. მაგიურობა, ხარისხი, ახალგაზრდობა… ის ფანტასტიკურია,” – აცხადებს პორტუგალიელი.

მოურინიო: “კარიერის “მანჩესტერ იუნაიტედში” დასრულებას ნამდვილად არ ვაპირებ”

მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთის სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ დარწმუნებით განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლო კლუბი არ იქნება მის კარიერაში, სადაც მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე იმუშავებს.

სექტემბრის თვეში “რეალის” ექს-თავკაცმა აღნიშნა, რომ “ოლდ ტრაფორდზე” კიდევ მრავალი წლის მანძილზე გეგმავდა დარჩენას, რის გამოც ფანების გარკვეულმა ნაწილმა მას ფერგიუსონის გზის გავლა უწინასწარმეტყველა (რომელმაც 26 წელი გაატარა “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის პოსტზე). თუმცა, როგორც ჩანს, მოურინიო ამ მიზნისკენ სულაც არ მიილტვის.

“ერთადერთი რამ, რისი თქმაც ახლა შემიძლია არის ის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი ვარ და ბევრი სადარდებელი, ამბიცია და სურვილი მაქვს, სურვილი სიახლეების მიღების.

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კარიერის დასრულებას მანჩესტერში არ ვაპირებ,” – აცხადებს მოურინიო, რომელსაც “ინტერსა” და “ჩელსიში” მუშაობის გამოცდილებაც გააჩნია.

პორტუგალიის ერთ-ერთ ქუჩას ჟოზე მოურინიოს სახელი მიენიჭა (ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თავის მშობლიურ ქალაქში, სეტუბალში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. სეტუბალში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას სწორედ პორტუგალიელი სპეციალისტის სახელი მიენიჭა – “Avenida Jose Mourinho”.

ცერემონიის შემდეგ, ჟოზე მოურინიომ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და მადლიერება გამოთქვა ამ ყველაფრისთვის:”ძალიან მადლობელი, აღელვებული და ამაყი ვარ.

ჯერ კიდევ მინდა, რომ ამ ქალაქს დავუბრუნდე ისეთი, როგორიც ვარ. სეტუბალი ძალიან მიყვარს, აქ ყოფნისას მამაჩემთან თავს უფრო ახლოს ვგრძნობ. ჩემს შვილებს აქ არასდროს უცხოვრიათ, მაგრამ არანკლებ უყვართ ეს ქალაქი.

სეტუბალი ერთადერთი ქალაქია მთელს მსოფლიოში, სადაც ჩემს თავს ვგრძნობ, როგორც ზე მარიოს (მისი პორტუგალიური ზედმეტსახელი), ამ ქუჩებში სიარული და ხალხთან ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.”

მოურინიო: “იბრაჰიმოვიჩმა გიჟური რაღაცების კეთება უნდა შეწყვიტოს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თვლის, რომ ის მეთოდები, რომლის მეშვეობითაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებას ცდილობს, საპირისპიროდ მოქმედებს.

“ჩვენს გუნდს იბრაჰიმოვიჩი სჭირდება. ჩვენ მას მოთმინებით ველით, მოთმინება თვითონაც უნდა გამოიჩინოს. არაა საჭირო სიტუაციის გართულება.

იბრაჰიმოვიჩმა ემოციები უნდა მოთოკოს და გიჟური რაღაცების კეთებას უნდა მოეშავს, რაც მისი აზრით ამ პროცესს აჩქარებს. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს.

ჩვენ ის ოპტიმალურ ფორმაში მყოფი გვჭირდება,” – აცხადებს მოურინიო.

შეგახსენებთ, რომ შვედმა ვარსკვლავმა ტრავმა ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში მიიღო, როდესაც ზლატანი “ანდერლეხტის” წინააღმდეგ თამაშობდა და მას შემდეგ ლაზარეთში იმყოფება.

მოურინიო: “ვერ ვიტყვი, რომ კარიერაში მატიჩზე უკეთესთან ბევრთან მიმუშავია”

ჟოზე მოურინიომ პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ შეაქო “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულს, ნემანია მატიჩს, რომელთან ერთადაც ის “ჩელსიშიც” მუშაობდა.

“მატიჩი განსაკუთრებულია, ვერ ვიტყვი, რომ კარიერაში მატიჩზე უკეთესთან ბევრთან მიმუშავია. თუმცა გვქონია უსიამოვნო შემთხვევებიც. მაგალითად, როდესაც 45-ე წუთზე შესული მატიჩი 70-ე, თუ 75-ე წუთზე შევცვალე, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო რამ, მსგავსი რამ ორჯერ მაქვს ჩემს კარიერაში გაკეთებული.

ჟურნალისტებს კი სხვა არაფერი უნდოდათ. ამის გამო ორივე ნაწყენები ვიყავით, თუმცა შემდეგ დღეს მატიჩი თავად მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ჩემი ესმოდა.

მალევე გამიშვეს კლუბიდან, ასე რომ დიდი ხანი ვერ გაგრძელდა შემდეგში ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ მას ყოველთვის ერთ-ერთ “ჩემიანად” ვთვლიდი,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თამაშის პრაგმატული სტილი გაამართლა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს თქმით, მისი ხედვა ფეხბურთისადმი არ შეცვლილა და ლამაზი თამაშის ჩვენებას დღესაც შედეგზე გასვლა ურჩევნია.

“ვცდილობთ შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ ვითამაშოთ. პრაგმატულ სტილზე თუ ვსაუბრობთ, უნდა ავღნიშნოთ, რომ პრემიერ ლიგის ბოლო გამარჯვებულის სწორედ ასეთ მეთოდს იყენებდა, ისინი შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს არ გვიჩვენებდნენ.

ისინი დაცვითი ტიპის ფეხბურთს ანიჭებდნენ უპირატესობას და კონტრ-იერიშებზე აკეთებდნენ აქცენტს. ასე რომ, შედეგებიდან გამომდინარე, ასეთი სტილით თამაშს პრემიერ ლიგის მოგებამდე მივყავართ.

ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობები, კარგად ვითამაშოთ და შედეგიც დავდოთ. თუ მოსაგებად დაცვითი ფეხბურთის თამაში დაგვჭირდება, ვითამაშებთ კიდეც,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მოგებათა სერიაზე ისაუბრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “ლესტერ სიტისთან” მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ გუნდის ფორმასა და მომავალზე გააკეთა კომენტარი.

“კარგი მატჩი ჩავატარეთ. მათი “ლურჯი კედელი” შექების ღირსია, ისინი საკმაოდ კარგად იყვნენ ორგანიზებულნი, თავს მშვენივრად იცავდნენ, ამიტომაც იყო ანგარიში 0-0 პირველ ტაიმში.

“ლესტერი” საშინაო არენაზე გასულ წელსაც დავამარცხეთ, თუმცა ამან ვერ გვიშველა, რადგანაც ბევრი ფრე დაგვიგროვდა. განსხვავება კლასშია.

ცხრა ქულა სამი მატჩიდან? ახალი არაფერია, გასულ წელსაც იგივე შედეგი გვქონდა. მთავარი ისაა, რომ გუნდი კარგად თამაშობს. ერთი სიტყვით რომ მომთხოვოთ მისი აღწერა, სოლიდურს გამოვიყენებდი,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.