დელ ბოსკე: “ბევრი გულშემატკივარი ზიდანს სათანადოდ არ აფასებს”

ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, რომელიც მადრიდის “რეალს” 1999-2003 წლებში წვრთნიდა, “ბლანკოსის” ამჟამინდელ დამრიგებელ ზინედინ ზიდანზე ისაუბრა. “ულვაშამ” განაცხადა, რომ ისევე, როგორც მას, ხალხი ზიდანსაც ვერ აფასებს.

“არსებობენ ადამიანები, რომლებიც წარმატებულებზე ამბობენ, რომ მათი მიღწევები, მხდოლოდ და მხოლოდ, იღბლის დამსახურებაა. ასეთი დამოკიდებულება ბევრ გულშემატკივარს ზინედინ ზიდანის მიმართ აქვს. “ზიზუს” გუნდს დიდი ხანია არ წაუგია. იმის მაგივრად, რომ  მასზე კარგი თქვან, ბევრი ამ წარმატებას იღბალს მიაწერს. დაახლოებით, იგივე სიტუაცია იყო ჩემს დროსაც.”

“ზიდანი გუნდის ლიდერია და მას ფეხბურთელები ენდობიან. ამ პერსონას გუნდში დიდი გავლენა გააჩნია. ფრანგის საქმე ყველამ უნდა დააფასოს,” – განაცხადა ესპანელმა მწვრთნელმა.

 

“რეალს” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება

მადრიდის “რეალი” ცოტა ხნის წინ იაპონიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

“თეთრების” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხი განიხილა. მისი თქმით, ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელსაც “რეალი” 15 დეკემბერს მექსიკის “ამერიკას” წინააღმდეგ გამართავს, გუნდს კაპიტანი, სერხიო რამოსი დააკლდება.

 

“სერხიო არ ითამაშებს. ის რაღაც დისკმფორტს გრძნობს, თანაც ფრენამ ძალიან გადაღალა. გართულებებს თავს ვარიდებთ, ” – განაცხადა ფრანგმა.

ზიდანი: “დარჩება თუ არა რონალდუ “ცხრიანის” პოზიციაზე?”

გუშინ პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” სტუმრად თანაქალაქელ “ატლეტიკოს” დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 3:0 გაანადგურა. ჰეთრიკი შეასრულა პორტუგალიელმა სუპერვასკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც მთელი მატჩი ცენტრფორვარდის პოზიციაზე ჩაატარა.

შეხვედრის შემდეგ ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კითხეს დარჩებოდა თუ არა რონალდუ “ცხრიანის” პოზიციაზეა. ფრანგმა სპეციალისტმა ჟურნალისტებს ასეთი პასუხი გასცა: “კრიშტიანუ ამ ადგილზე ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს და ეს შედეგზეც აისახა. თუმცა, გეტყვით, რომ იგი მომავალი მატჩების უმრავლესობაში ისევ მარცხენა ფლანგზე გადაიწევს. პორტუგალიელი ნებისმიერი ადგილიდან ძალიან პროდუქტულია,” – განაცხადა ზიდანმა.

“რეალი” სატრანსფერო ბანის გასაჩივრებას განაგრძობს და ზაფხულის ორ მთავარ სამიზნესაც ასახელებს

რამდენიმე ხნის წინ მადრიდის “რეალს” ტრანსფერების განხორციელება 2018 წლის იანვრის სატრანფსერო ფანჯრამდე აეკრძალა.

როგორც ინგლისური გამოცემა, Daily Mirror-ი იტყობინება, “ბლანკოსის” ხელმძღვანელობა განაგრძობს FIFA-ს გადაწყვეტილებას გასაჩივრებას. “თეთრებს” იმედი აქვთ, რომ მომავალ ზაფხულზე შეეძლებათ სასურველი მოთამაშეების დამატება.

ნახსენები ინგლისური წყაროს ცნობით, ფლორენტინო პერესისა და ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, კუნ აგუერო იქნება. “რეალი” 28 წლის ფეხბურთელით ადრეც ინტერესდებოდა, თუმცა მაშინ დედაქალაქურმა გიგანტმა არგენტინელის გადაბირება ვერ შეძლო. უკვე, კუნი სამწელიწად-ნახევარია “ქალაქელების” ღირსებას იცავს და, როგორც თვითონ ამბობს, არსად წასვლა არ უნდა. თავის მხრივ, არც პეპ გვარდიოლა მოისურვებს ლიდერის გაშვებას. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები.

გარდა აგუეროსი, “რეალი” დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევით, პიერ-ემერიკ ობამეიანგით ინტერესედება. ეს მოთამაშე, უფრო და უფრო, პროგრესირებს.

თუ “რეალი” სატრანსფერო ბანს მოიხსნის და ამ ორ თავდამსხმელს გადაიბირებს, მას შეტევის ძალიან დიდი რესურსი ექნება.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ზიდანი: “კროოსს უბრალოდ არ უნდა, რომ დაისვენოს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ტონი კროოსის შრომისმოყვარეობა შეაქო და აღნიშნა, რომ ბოლო მატჩში (“ლეონესა” 1-7 “რეალი”) მისი მოედანზე ყოფნა სწორედ გერმანელის სურვილიდან გამომდინარეობდა.

“იძულებული ვიყავი კროოსი შემადგენლობაში შემეყვანა, რადგანაც რამდენიმე ფეხბურთელი ისედაც გვაკლდა მოედნის იმ მონაკვეთში.

ჩვენი გეგმა კი მის დასვენებას გულისხმობდა, მაგრამ მას ბოლომდე უნდოდა თამაში. ვთხოვე დაესვენა, მაგრამ მითხრა კარგად ვარო და თამაში გაეგრძელა. მისთვის ეს ჩვეულებრივი თამაში იყო.” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ კროოსმა ახალი სეზონის 13 მატჩში მოირგო “რეალის” მაისური. მადრიდელთა რიგებს გერმანელი ნახევარმცველი მხოლოდ უეფას სუპერ თასის მატჩში დააკლდა.

ზიდანი: “ვცდილობდი თუ არა პოგბას შეძენას?”

გასულ ზაფხულზე ძალიან ბევრი იწერებოდა პოლ პოგბას მადირიდის “რეალში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. ამ ტრანსფერის ალბათობას ის ზრდიდა, რომ “ბლანკოსს” პოლის თანამემამულე, ზინედინ ზიდანი თავკაცობს. საბოლოოდ, პოგბა ისე გადავიდა “მანაჩესტერში” 89 მილინ ფუნტად, რომ მის მიმართ “რეალის” ინტერესი ოფიციალურად არ დადასტურებულა.

 

გუშინ საღამოს ზიდანი ერთ-ერთ ესპანურ რადიოში იყო მიწვეული, სადაც მას ნახსენებ საკითხზე დაუსვეს კითხვა. “ზიზუმ” შემდეგნაირად უპასუხა: “მას შეეძლო, “რეალში” მოსულიყო.  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით პოლის გადმოსაბირებლად, თუმცა მან სხვა გზა აირჩია,” – განაცხადა “თეთრების” ლეგენდამ.

ზიდანი: “რეალს” რთული დრო უდგას”

მადრიდის “რეალმა” სეზონი შესანიშნავად დაიწყო. მან პრიმერა დივიზიონში პირველი 4 მატჩი მიყოლებით მოიგო. თუმცა, ამ წარმატებულ სვლას მოჰყვა ჩავარდნა: სამი ფრე (“ვილიარეალი”, “ლას პალმასი”, “ეიბარი”).

ზინედინ ზიდანმა გუშინ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ “რეალს”მცირე ჩავარდნა აქვს, რომელიც მალე აღმოიფხვრება.

“ფეხბურთელებში შესანიშნავი განწყობაა. მათ ძალიან სურთ თამაში და წარმატების მიღწევა. ზედიზედ სამი ფრე? დიახ, ჩვენ ახლა რთული პერიოდი გვაქვს, რომელიც მალე დასრულდება.”

“ჩემი მოთამაშეები ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებიან. თუნდაც, კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ტრავმის შემდეგ, ცდილობს, ფრომაში შევიდეს და ისევ ბევრი გაიტანოს. მარტო მას კი არა, ყველას პროგრესი და, რაც შეიძლება, მეტის მიღწევა სურს.”

ზიდანს ჰკითხეს მის თანამემამულეზეც, კარიმ ბენზემაზეც, რომელმაც ახლახანს მოიშუშა ტრავმა და იგი ნაკრებში ისევ არ გამოიძახეს: “ვიცი, რომ ბენზემას ნაკრებში დაბრუნება სურს, მაგრამ არ ვიცი, როდის მოხდება ეს. მე აღნიშნული საკითხი არ მეხება. კარიმი “რეალის” მოთამაშეა და იგი გუნდისთვის ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება,” – განაცხადა “ზიზუმ”.

“ლას პალმასმა” “რეალს” ქულები დააკარგვინა (ვიდეო)

დღეს პრიმერა დივიზიონის მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ლას პალმასი” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა. ანგარიში 33-ე წუთზე ასენსიომ გახსნა. მასპინძლებმა 5 წთში ტანას გოლით გააათანაბრეს.

მეორე ნახევარში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს. ბენზემას გოლს არაუხომ უპასუხა. საბოლოოდ – 2-2.

“რეალმა” პრიმერაში ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა. ამ მატჩის შემდეგ “ბლანკოსს” 14 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარსა და მოსისხლე მტერს, “ბარსელონას” მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

არსენ ვენგერი “რეალის” ვარსკვლავში დიდ თანხას იხდის

როგორც გავლენიანი ინგლისური გამოცემა, Mirror-ი იტყობინება, ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი სერიოზულადაა დაინტერესებული მადრიდის “რეალის” თავდამსხმელით, კარიმ ბენზემათი.

ირკვევა, რომ ფრანგი სპეციალისტი ბენზემას სანაცვლოდ 40 მილიონ ფუნტის გადახდას აპირებს ამ ზამთარში.

წესით, ვენგერს ძალიან უნდა გაუჭირდეს “ბლანკოსის” ძირითადი თავდამსხმელის ყიდვა, რადგან ზიდანი ასე მარტივად მის თანამემამულეს “რეალიდან” ნამდვილად არ გაუშვებს.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე.

მორატა: “პრემიერ ლიგის გუნდი ჩემს სანაცვლოდ სარეკორდო თანხას იხდიდა, მაგრამ…”

ალვარო მორატამ “იუვენტუსში” ორი წელი გაატარა და საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო. გასულ ზაფხულზე ესპანელი მადრიდის “რეალმა” დაიბრუნა. ბევრი ვარაუდობდა, რომ “ბლანკოსმა” იმისთვის გადადგა ეს ნაბიჯი, შემდეგ ალვარო უფრო ძვირად გაეყიდა. მაგრამ “რეალმა” ასე არ გააკეთა და ახლაგაზრდა ფეხბურთელი დაიტოვა.

“ფურია როხას” შემტევმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გასულ სატრანფერო ფანჯარაზე “თეთრებს” ლონდონის “ჩელსიმ” ესპანური ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხა შესთავაზა, მაგრამ პერესმა იგი არ დათმო.

“ეს იყო ძალიან მსუყე შემოთავაზება. მე გავხდებოდი ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი მოთამაშე.”

“მადრიდის “რეალმა” “ჩელსის” შემოთავაზება დაბლოკა; პერესმა თქვა, რომ მე გუნდის გეგმებში შევდიოდი. ეს ყოველთვის იყო ჩემი ოცნება!” – განაცხადა ესპანელმა.

ზინედინ ზიდანი: “ბეილი და რონალდუ ასი პროცენტით მზად არიან!”

დღეს, პრიმერა დივიზიონის მეხუთე ტურში მადრიდის “რეალი” სანტიაგო ბერნაბეუზე “ვილიარეალს” უმასპინძლებს.

შეხვედრის წინ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენცია გამართა.

“წლევანდელი სეზონი შესანიშნავად დავიწყეთ. ეს იმის დამსახურებაა, რომ ფეხბურთელები და სამწვრთნელო პერსონალი თავთავიანთ საქმეებს კარგად აკეთებენ.”

“მიუხედავად წარმატებული სტარტისა, გვყავს კრიტიკოსები. ეს სრულებით ნორმალური და ჩვენთვის სასარგებლოცაა. კრიტიკა გვაძლევს მოტივაციას, რათა ვითამაშოთ.”

“რაც შეეხებათ ჩვენს მეტოქეებს… ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც ამ სეზონში პრიმერა დივიზიონის არცერთი შეხვედრა არ წაუგია. ეს ძალიან კარგი კლუბია, რომელსაც შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს. სწორედ ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ, რათა სათანადოდ დავუხვდეთ “ვილიარეალს”.

“ვეცდებით, განვაგრძოთ მოგებების სერია.”

“კეილორ ნავასი ნელ-ნელა შედის სასურველ ფორმაში, მაგრამ როდის დაბრუნდება, ვერ გეტყვით. ის ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება; მოკლედ, ყველაფერს მომავალში ვიხილავთ.” 

“კასილია არის მოთამაშე, რომელსაც ყოველთვის უნდა კეილორისგან ბევრი რამ ისწავლოს. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.”

“ბეილი და რონალდო 100%-ით მზად არიან!”

 

ვინ დასახელდა სუპერთასის საუკეთესო მოთამაშედ?

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა სუპერთასის შეხვედრა, სადაც ერთმანეთს “რეალი” და “სევილია” დაუპირისპირდნენ.

აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდელთა კაპიტანი, სერხიო რამოსი დასახელდა, რომელმაც მეორე ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე გაუთანაბრა ანდალუსიურ კლუბს, 2-2 გახადა ანგარიში და გუნდი წაგებას გადაარჩინა.