ზიდანს მწვრთნელობა აეკრძალა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ზინედინ ზიდანს, რომელიც მადრიდის “რეალის” მეორე გუნდს წვრთნის, სამთვიანი დისკვალიფიკაციაო მიუსაჯა. საქმე იმაშია, რომ ლეგენდარული ფრანგი სამწვრთნელო საქმიანობას შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ეწეოდა.

ესპანური პრესის ცნობით, “რეალს” აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება 10 დღის განმავლობაში შეუძლია.

შეგახსენებთ, სეზონის დასაწყისში ესპანეთის მწვრთნელთა ასოციაციამ ზიდანის საქმიანობასთან დაკავშირებით საშეჯიბრო კომიტეტში საჩივარი შეიტანა.

ზიდანს დისკვალიფიკაცია ემუქრება

ინგლისური პრესის ცნობით მადრიდის “რეალის” მეორე გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი სამწვრთნელო ლიცენზიის არქონის გამო, შესაძლოა, ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

ესპანეთის მწვრთნელთა ასოციაციამ სარჩელი წარმაოდგინა, რომელშიც მითითებულია, რომ ზიდანს საჭირო სამწვრთნელო ლიცენზია არ აქვს.

მადრიდულ კლუბში ამტკიცებენ, რომ ოფიციალურად მთავარი მწვრთნელის თანამდებობა სერხიო სანჩესია, ხოლო ფრანგი მისი ასისტენტია.

ზიდანის წარუმატებელი სვლა

როგორც მოგეხსენებათ, ზინედინ ზიდანი მადრიდის “რეალის” მეორე გუნდს თავკაცობს, რომელიც ესპანეთის სეგუნდა B-ში ასპარეზობს. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის კლუბმა ჩემპიონატის სასტარტო სამი მატჩიდან სამივე მარცხით დაასრულა.

კვირას ზიდანის გუნდმა მორიგი მარცხი “ფუენლაბრადასგან” იწვნია — 0:1.

მანამდე “რეალის” დუბლშემადგენლობა მადრიდის “ატლეტიკოს” და “ხეტაფეს” მეორე გუნდებმა დაამარცხეს.

 

მარკო მატერაციმ ზიდანი გამოიწვია

ვეტერანმა იტალიელმა მცველმა მარკო მატერაციმ Ice Bucket Challenge-ის კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და ზინედინ ზიდანი გამოიწვია.

ზინედინ ზიდანის საუკეთესო 30 ფინტი

გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ზინედინ ზიდანის საუკეთესო ფინტებია შესული.

ფერნანდო იერო ანჩელოტის თანაშემწედ იმუშავებს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თანაშემწის პოსტზე „სამეფო კლუბის“ ყოფილი კაპიტანი ფერნანდო იერო იმუშავებს.

აღნიშნულ პოზიციაზე იერო ზინედინ ზიდანს შეცვლის, რომელიც თავის მხრივ, „რეალის“ სარეზერვო გუნდს ჩაუდგება სათავეში.

ფერნანდო იერო „სამეფო კლუბში“ 1989-დან 2003 წლამდე გამოდიოდა. „რეალის“ რიგებში ჩატარებულ 601 მატჩში 127 გოლი აქვს გატანილი.

იერომ კარიერა 2005 წელს დაასრულა, რის შემდეგაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. ერთხანს იყო „მალაგას“ დირექტორიც.

 

როგორი ტექნიკა აქვს ზინედინ ზიდანის შვილს

მადრიდის “რეალისა” და “სევილიას” ახალგაზრდულ გუნდებს გამართულ მატჩში, ზინედინ ზიდანის შვილი, ენცო ზიდანი ტექნიკურად მოქმედებდა.

ბექჰემი, ზიდანი, ბეილი და მოურა „ადიდასის“ ახალ რეკლამაში

სპორტული ეკიპირების ცნობილმა მწარმოებელმა „ადიდასმა“ მომხმარებელს ახალი რეკლამა შესთავაზა, რომელშიც მონაწილეობა ყოფილმა და ამჟამინდელმა ფეხბურთელებმა მიიღეს.

კერძოდ, ვიდეორგოლში მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი გარეთ ბეილი და „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ლუკას მოურა გადაიღეს. მათთან ერთად რეკლამაში მონაწილეობა დევიდ ბექჰემმა და ზინედინ ზიდანმაც მიიღეს.

აქვე წარმოგიდგენთ აღნიშნულ ვიდეორგოლს:

სიმღერა ზიდანზე (ვიდეო)

ავსტრალიურმა ჯგუფმა ვოდევილ სმეშმა ლეს მიურეითან ერთად ზინედინ ზიდანს სიმღერა მიუძღვნეს. გთავაზობთ აღნიშნული სიმღერის ვიდეოკლიპს.

 

ფინალში მარცხის შემთხვევაში “რეალს” ზიდანი ჩაიბარებს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის კორლო ანჩელოტის ასისტენმა ზინედინ ზიდან, შესაძლოა, მადრიდული კლუბის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ჩაიბაროს.

La Gazzetta dello sport – ის ცნობით სამეფო კლუბის პრეზიდენმა ფლორენტინო პერესმა ზიდანისთვის შანსის მიცემა გადაწყვიტა. თუმცა, ეს “რეალის” ფინალში მარცხის შემთხვევაში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი ანჩელოტის შტაბში სეზონის დასაწყისში მოხვდა, თუმცა მისი დასრულების შემდეგ კლუბის დატოვებას და პირადი კარიერის აწყობას გეგმავდა.

ზიდანით “ბორდო” და “მონაკო” არიან დაინტერესებულები.

“ბორდოში” ზიდანთან თანამშრომლობის სურვილს ადასტურებენ

“ბორდოს” ხელმძღვანელობამ ზინედინ ზიდანის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა. ამჟამად ზიდანი მადრიდის “რეალში” კარლო ანჩელოტის ასისტენტია.

“ზიდანის “ბორდოში” ხილვა შესანიშნავი იქნებოდა. ჩვენ დეტალურად უნდა შევისწავლოთ ის პირობები და გარემოებები, რასაც ზიდანის ჩვენთან მოსვლა მოყვება. “ბორდოს” ზინედინის გადაბირების შანსი ნამდვილად აქვს” – განაცხადა ბორდოს ერთ-ერთმა მთავარმა აქციონერმა ნიკოლა დე ტრავერნომ.

 

ბორდომ ზიდანს კონტრაქტი შესთავაზა

“ბორდოს” ახალი მწვრთნელი შესაზლოა ზინედინ ზიდანი გახდეს, რომელიც ამჟამად კარლო ანჩელოტის თანაშემწეა მადრიდის “რეალში”. ფრანგული პრესის ცნობით “ბორდომ” ზიდანს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის პასუხს 24 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ ელიან.

აღსანიშნავია, რომ “ბორდოს” ახლა ფრანსის ჟიიო წვრთნის. მისი ხელძღვანელობით, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, კლუბი მეშვიდე საფეხურზე იმყოფება.