ზიდანი: “რეალს” კიდევ უფრო მეტი უნდა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ევროპის სუპერთასის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მადრიდელები გაჩერებას არ აპირებენ.

“ბრწყინვალე გუნდი გვყავს, რომელსაც კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობაც შეუძლია. გამარჯვება გვწყურია, ყოველთვის უფრო მეტი გვინდა.

ჩვენი თამაში თითქმის უნაკლო იყო. პირველ ნახევარში ფანტასტიკურები ვიყავით, შემდეგში კი ცოტა გაგვიჭირდა. მესამე გოლიც რომ გაგვეტანა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. რაც მთავარია, გუნდმა მებრძოლი სულისკვეთება აჩვენა.

გასახდელში გამარჯვებაც შესაბამისად აღვნიშნეთ, რაც ჩვეულებრივია. მოგება არასოდეს მოგვბეზრდება,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ზიდანი ფინალის წინ: “რონალდუ სრულ მზადყოფნაშია”

ევროპის სუპერთასის ფინალის წინ, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესასთან კრიშტიანუ რონალდუს ფორმაზე ისაუბრა, რომელიც ახლახან დაუბრუნდა გუნდს.

“მის გარშემო ძალიან დიდი აურზაურია ატეხილი და ბევრი რამ ხდება, მაგრამ ის მშვიდადაა. ყველაზე მეტად ის მაკვირვებს, რომ ფიზიკურად ისეთივე ფორმაშია, როგორიც სეზონის ბოლოს იყო.

ჩემთვის მთავარია, რომ ის მზადყოფნაშია. სხვა მხრივ კი, ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ის ფაქტი, რომ რონალდუ ახლა ჩვენს გვერდითაა ძალიან კარგია, რადგანაც ის ჩვენს გუნდში უდიდეს როლს თამაშობს. ვნახავთ, ითამაშებს თუ არა ის ხვალ,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

კროოსი: “ზიდანის საწვრთნელი მეთოდები გერმანულ სტილს ჰგავს”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა თავის დამრიგებელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

“წინასასეზონო სამზადისია და უკვე ძალიან დიდი დატვირთვა გვაქვს. ეს ჩვენი მწვრთნელის დამსახურებაა, რომელსაც სურს, რომ, რაც შეიძლება, მალე საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში ვიყოთ. ზიდანს ბევრ რამეში გერმანული საწვრთნელი სტილი აქვს. მას სურს ძალიან დიდი მუშაობის გაწევა ვარჯიშზე, რათა შემდეგ, კონკრეტულ შეხვედრაში ნაშრომი სათანადოდ წარმოაჩინოს.”

მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო შეხვედრებისთვის ასეთი სამზადისი გვაქვს. პირადად მე თავს უკეთესად ვგრძნობ და მოუთმენლად ველი მატჩებს. მალე MLS-ის ვარსკვლავებს ვეთამაშებით. ეს არის ჩემპიონატი სადაც კარგი გუნდები და ფეხბურთელები გამოდიან. ის არ არის ლა ლიგის ან ბუნდესლიგის დონეზე, თუმცა, მთავარია, რომ ვითარდება,” – აცხადებს გერმანელი ნახევარმცველი.

ზიდანი: “შედეგი ამხანაგურ შეხვედრაში? ეს მეორეხარისხოვანია”

მადრიდის “რეალი” ოთხშაბათს MLS-ის ვარსკვლავებს დაუპირისპირდება. ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“წესით, ხვალ ამ ტურნირის პირველ გამარჯვებას მოვიპოვებთ. თუმცა, ეს არაა მთავარი. ვფიქრობ, ამ წინასასეზონო სამზადისმა პროდუქტიულად ჩაიარა. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ფიზიკურად გავძლიერდით, გუნდში ტრავმები არაა. ეს ყველაფერი მახარებს. ჩემთვის შედეგი არ არის მნიშვნელოვანი. ფეხბურთელებს წინსვლას ვამჩნევ, რაც ჩვენი სწორი გეზისკენ მიანიშნებს.”

“რონალუს წასვლა? ხალხი მას მაშინაც აძაგებს, როცა ჩუმადაა და მაშინაც, როცა ის ტრანსფერის თემაზე საუბრობს. უმთავრესი ისაა, რაც კრიშტიანუმ მე მითხრა. ის ხუთ აგვისტოს დაგვიბრუნდება და წასვლასთან დაკავშრებულ ჭორებს წერტილი დაესმება,” – განაცხადა “ზიზუმ”.

ბექჰემი: “ყველას უყვარს ზიდანი”

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ფეხბურთის ლეგენდად შერაცხულმა დევიდ ბექჰემმა მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს შეაქო, რომელმაც პირველ ორ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ორი ტიტულის მოგება მოახერხა.

“გასული სეზონი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. სეზონის ბოლო თვეები კი ნამდვილი საოცრება იყო. გუნდი იმდენად კარგად თამაშობდა, რომ თავს მეც ამაყად ვგრძნობდი.

ძალიან მიხარია, რომ ზიდანი “რეალისთვის” ასეთ კარგ სამუშაოს აკეთებს. ის გამორჩეულია, ყველას უყვარს ზიდანი,” – აცხადებს ინგლისელი პრესასთან საუბრისას.

ზიდანი ტრანსფერებზე: “პრეზიდენტისგან არაფერს ვითხოვ”

“მანჩესტერ იუნაიტედთან”, პენალტების სერიაში განცდილი მარცხის შემდეგ, მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს სამომავლო ტრანსფერებზე დაუსვეს კითხვა, რაზეც ჟურნალისტებმა საკმაოდ გასაგები პასუხი მიიღეს.

“პირადად მე პრეზიდენტისგან არაფერს ვითხოვ, მასთან ხშირად ვსაუბრობ, ისევე როგორც სხვა ხელმძღვანელებთან. ამჟამად ჩემს განკარგულებაში 28 ფეხბურთელია და მე მათი მუშაობით კმაყოფილი ვარ.

31 აგვისტომდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ერთი რამ კი ფაქტია, მე არაფერს ვითხოვ,” – აცხადებს მადრიდელთა ფრანგი სპეციალისტი.

როგორც იცით, მადრიდის “რეალთან” ყველაზე მეტად “მონაკოს” 18 წლის ვარსკვლავს, კილიან მბაპეს აკავშირებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ეტაპზე მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები.

პერესი: “ჩვენთვის ახლა მთავარი ზიდანისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაა”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ტრანსფერებზე დასმულ კითხვებს თავი აარიდა და აღნიშნა, რომ ახლა ის ზინედინ ზიდანთან არსებული კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს.

“რა თქმა უნდა, მის მომავალს საფრთხე არ ემუქრება და პირველი, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაა. კლუბსა და ფეხბურთელებს მასზე უკეთ არავინ იცნობს, რაც მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მან არაერთხელ აღნიშნა, რომ მომავალზე არ ფიქრობს, რათა გარკვეული ტიპის კითხვები თავიდან აეცილებინა, მაგრამ გარწმუნებთ, ეს ტიტულები რომც არ მოეგო, მე მას გუნდში აუცილებლად დავტოვებდი,”- აცხადებს პერესი.

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ისტორია დაწერა

3 ივნისს, უელსის დედაქალაქ კარდიფში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, სადაც მადრიდის “რეალმა” ტურინის “იუვენტუსის” დამარცხება შეძლო (4-1).

ამ ბრწყინვალე გამარჯვების წყალობით, ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის ისტორია დაწერა – ის პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტული ზედიზედ ორჯერ მოიგო.

საგულისხმოა, რომ არიგო საკიმ მსგავსი რამ 1989-90 წლებში შეძლო, მაგრამ მაშინ ამ ტურნირს სხვა სახელი ერქვა.

ზიდანი: “ბუფონი ლიდერად არის დაბადებული”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ტურინის “იუვენტუსზე” საუბრისას ჯანლუიჯი ბუფონის სიდიადეს გვერდი ვერ აუარა და ვეტერანი იტალიელი მეკარე რამდენიმე სიტყვით შეაქო.

“ბუფონი ლიდერად არის დაბადებული. მთელი კარიერის განმავლობაში ის ექსტრაოდინარულ ნიჭს ამჟღავნებდა. ის მოედანზე ნამდვილი ლიდერი და დიდებული კაპიტანია.

გარდა იმისა, რომ ბუფონი დიდებული მეკარე და ლიდერია, ის მოედნის გარეთაც ბრწყინვალე თვისებებს ავლენს.

ის ყოველთვის დიდ პატივისცემას იჩენს იმ ფეხბურთელებისადმი, რომლებსაც ოდესმე შეხვედრია, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ლებეფი: “საფრანგეთის ნაკრების მომავალი მწვრთნელი ზიდანი იქნება”

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ფრანკ ლებეფი მიიჩნევს, რომ დიდიე დეშამის წასვლის შემდეგ, ნაკრები ზინედინ ზიდანმა უნდა ჩაიბაროს.

“არ ვიცი როდის გადაწყვეტს დეშამი, ან ფედერაცია, რომ მისი წასვლის დრო უკვე მოვიდა, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნაკრების მომავალი მწვრთნელი ზიდანი იქნება.

ასეა, ოღონდ ამისთვის მისი ნება აუცილებელია. თუ ის “რეალში” ასე წარმატებულად გააგრძელებს მუშაობას, მაშინ ნაკრებში წასვლა ნამდვილად არ მოუნდება, თუნდაც სკამი თავისუფალი იყოს.

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდხანს დარჩენა ძალიან რთულია. ადრე თუ გვიან, ზიდანი მაინც გახდება საფრანგეტის ნაკრების მწვრთნელი, ამაში დარწმუნებული ვარ,” – აცხადებს ლებეფი.

ფლორენტინო პერესმა ზინედინ ზიდანს მიმართა

ლა ლიგის 33-ე თასის მოგების შემდეგ, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი შეაქო.

“ზიზუ” ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი სიმბოლოა. მინდა, მივმართო მას: შენ იყავი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ახლა კი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ხარ!”

“ამ გუნდმა კლუბის ნამდვილი სახე წარმოაჩინა! ბიჭებმა დაამტკიცეს, რა ღირებულებების მატარებელია “რეალი”! იმედი მაქვს, ოთხ ივნისს აქ ისევ დავბრუნდებით და ერთად ვიზეიმებთ სეზონის მეორე ტიტულს. დარწმუნებული ვარ, ამისთვის ყველა ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის ყველა წევრი ბოლომდე დაიხარჯება. მათ მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი ტურნირი წელს უკვე მოიგეს და ისტორისს ნაწილნი არიან!” – განაცხადა პერესმა.

რატომ გააცდინა ხამეს როდრიგესმა დღევანდელი ვარჯიში?

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი პრესაში, ხამეს როდრიგესის მომავალთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა.

როგორც იცით, კოლუმბიელი ფეხბურთელი დღევანდელ ვარჯიშზე არ იმყოფებოდა, რაც მედიამ თავის სასარგებლოდ გამოიყენა და ეს უკანასკნელი “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუკავშირა.

“ამაზე საუბარს აზრი არ ქვს. ხამეს როდრიგესი ჩვენთან ერთად არის. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის დღევანდელ ვარჯიშს არ დაესწრო, ტრავმაა რომელიც მან ტერფზე მიღებული დარტყმის შედეგად მიიღო.

ახლა ჩვენ მხოლოდ დარჩენილ მატჩებზე ვფიქრობთ, დარჩენილ სამ ფინალზე,” – აცხადებს მადრიდელთა ფრანგი თავკაცი.