8 სექტემბერს ავსტრიისა და შვედეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.
ჭდე: ზლატანი
შეუჩერებელი ზლატანი – იბრაჰიმოვიჩის სარეკორდო, ბრწყინვალე გოლი!
ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებში რეკორდი დაამყარა. საქმე იმაში გახლავთ, რომ შვედეთისა და ესტონეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ზლატანმა ნაკრების მაისურით 50-ე გოლი გაიტანა და შვედთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
ზლატანმა “სენტ-ეტიენს” ორჯერ გაუტანა
საფრანგეთის ჩემპიონატში, “პარი სენ-ჟერმენსა” და “სენტ-ეტიენს” შორის გამართულ მატჩში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მეტოქეს ორი გოლი გაუტანა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის სტილში კიდევ ერთხელ გაიტანა
“პარი სენ-ჟერმენის” შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ვარჯიშზე ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა.
ზლატან იბრაჰიმოვჩმა ცარიელ კარს რამდენიმე მეტრიდან ააცილა
28 მაისს, შცედეთისა და დანიის ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა ვერ შეძლო.
ზლატან იბრაჰიმოვიჩის ახალი მანქანა
ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ამჯერად, შვედი ფეხბურთელი სტოკჰოლმის ქუჩებში თავისი ახალი მანქანით გამოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზლატანმა თავის ახალ “პორშე სპაიდერ 918”-ში 845 000 დოლარი გადაიხადა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩის გენიალური პასი
ინტერნეტ-სივრცეში “პარი სენ-ჟერმენის” ვარჯიშზე გადაღებული ვიდეო გამოჩნდა, რომელშიც ზლატან იბრაჰიმოვიჩის გენიალური პასია აღბეჭდილი.
ნუ შეეხებით ზლატანის შვილს!
ოთხშაბათს, “რენთან” გამართული მატჩის შემდეგ, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გასახდელში შვილთან ერთად ბრუნდებოდა. მის ვაჟს კი, ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტი შეეხო.
იბრაჰიმოვიჩს კარიერის დასრულება “პარი სენ-ჟერმენში” სურთ
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ მას კარიერის დასრულება პარიზელთა რიგებში სურს.
“რა თქმა უნდა, გაზეთებს ყველა ხშირად კითხულობს. იქ ჩემს შესახებ ბევრი რამ იწერება. ბევრი ფიქრობს, რომ მე “პარი სენ-ჟერმენიდან” წასვლა მსურს, მაგრამ მინდა გითხრათ, აქ ძალიან ბედნიერი ვარ. მოხარული ვიქნები, თუ კარიერას სწორედ “პარი სენ-ჟერმენში” დავასრულებ”, – ამბობს იბრაჰიმოვიჩი.
როგორ ავარჯიშებს ზლატანი თანაგუნდელებს
ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ავარჯიშებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი თანაგუნდელს.
იბრაჰიმოვიჩი ჟურნალისტს: “შენ ახლა ღმერთს ელაპარაკები!”
“პარი სენ-ჟერმენის” შვედი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გულშემატკივრების გაოცებას კვლავაც განაგრძობს.
იბრაჰიმოვიჩმა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი-ოფის, პორტუგალიისა და შვედეთის ნაკრებებს გასამართი მატჩის წინ, TV4-ს ინტერვიუ მისცა.
ჟურნალისტი: “რომელი გუნდი გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე?”
იბრაჰიმოვიჩი: “მხოლოდ ღმერთმა იცის”
ჟურნალისტი: “ღმერთისთვის ამის კითხვა ძალიან ძნელი იქნება.”
იბრაჰიმოვიჩი:“თქვენ ახლა ღმერთს ესაუბრებით!”
ფრანსუა ოლანდმა კლუბებს „წითელი ბარათი“ უჩვენა
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ფეხბურთელებთან დათმობაზე არ წავიდა. მაღალ შემოსავალზე საგადასახადო განაკვეთი უცვლელი დარჩება.
მოგეხსენებათ, საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელებმა მაღალი გადასახადების გამო უკმაყოფილება გამოხატეს. ამ თემასთან დაკავშირებით პროფესიონალური კლუბების წარმომადგენლები პრეზიდენტ ოლანდს შეხვდნენ, თუმცა „სიმდიდრისთვის გადასახადი“ ძალაში რჩება.
თითოეული ფეხბურთელი, რომელიც წელიწადში ერთ მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს, ვალდებულია, ბიუჯეტში შემოსავლების 75 პროცენტი შეიტანოს. არადა, წელიწადში ერთ მილიონზე მეტი შემოსავალი საფრანგეთის პირველი და მეორე ლიგის თითქმის ყველა მოთამაშეს აქვს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელები ნოემბრის ბოლოს მაღალი გადასახადების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაიბრძოლებენ. ასე რომ, შესაძლოა, გულშემატკივრები საფრანგეთის პირველი ლიგის მე-15 და მეორე ლიგის მე-16 ტურის მატჩების გარეშე დარჩნენ.
კლუბების წარმომადგენლები თვლიან, რომ მაღალი გადასახადები ფრანგულ ფეხბურთს კლავს, პროფესიონალიზმის დონეს დაბლა სწევს.
იმავდროულად, ქვეყნის ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
„ხალხი უბრალოდ ვერ გაიგებს, გადასახადები სპეციალურად ფეხბურთელებისთვის რომ გავაუქმოთ. ნორმალურია, როდესაც ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში შედარებით მდიდარი ხალხი საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ჟან-მარკ ერომ.
ბექა დოგრაშვილი